Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
სტატია

რიცხვი ათი

რიცხვი ათი თორის სხვადასხვა ასპექტშია მნიშვნელოვანი: ათი გამონათქვამი, რითაც სამყარო შეიქმნა, სინას მთაზე მიღებული ათი მცნება, ათი ებრაელი, რომელნიც მინიანს შეადგენენ, ათი თაობა იყო ადამიდან ნოახამდე, ნოახიდან ავრაჰამამდე, ათი გამოცდა გაიარა ავრაჰამმა, ათი სასწაული მოხდა ეგვიპტეში ჩვენი მამებისათვის, ათჯერ გამოსცადეს გამ-ნი უდაბნოში ებრაელებმა, ათი სასწაული მოხდა ტაძარში გამ-ნის წყალობით, ათი რამ შეიქმნა “ერევ შაბათს” - შაბათის შემოსვლამდე. ყველა ამ ათეულს შორის საერთო ათი “სფირა”-ა, გამ-ნის, ანუ სამყაროს მართვის ათი ნება, ათი საშუალება.
ისევე, როგორც ფიზიკურ სამყაროში ყველაფერი შედგება მენდელეევის ცხრილის ასზე მეტი ელემენტისგან, სულიერ სამყაროში მართვის ყველა სახეობა ათი “სფირა”-ს კომბინაციაა. თავად სიტყვა “სფირა” წარმოდგება სიტყვისაგან “თვლა” და ათვლის ათობითი სისტემა მასთანაა დაკავშირებული. ამრიგად, რიცხვი ათი მიუთითებს სრულ გამოსწორებაზე, ყველა ელემენტის სრულ ჰარმონიაზე.
ჩვენი ბრძენები თვლიან, რომ ეგვიპტის ათი ცემულობაც ათ სფირას შეესაბამება. გამ-ნს სურდა სამყაროზე სრული კონტროლის ჩვენება და ამიტომაც გამოიყენა დასჯის ყველა სახეობა ბუნების სხვადასხვა ელემენტის საშუალებით. ათი სფირა სამ ჯგუფად იყოფა და ამიტომაც ცემულობების აბრევიატურები სამ ასოს შეიცავენ: “დც”ხ”(დეცახ), “ყდ”შ”(ყადაშ) და “ბახ”ვ”(ბაახავ).
ეგვიპტელთა დასჯა გაკვეთილი იყო თავად ებრაელთათვისაც. ძველ სამყაროში ისეთი წარმოდგენა ჰქონდათ, თითქოს გამ-ნი აღარ მართავდა სამყაროს და მთელი ძალაუფლება ანგელოზებს ეპყრათ ხელში. სწორედ მათ სცემდნენ თაყვანს უძველესი ხალხები. ებრაელებიც მათი გავლენის ქვეშ ექცეოდნენ. ამიტომაც საჭირო გახდა ამ იდეის აღმოფხვრა.
თავდაპირველად ეგვიპტელებს მოშე რაბეინუც ჩვეულებრივი ჯადოქარი ეგონათ, რომელიც ჯადოსნობითა და შელოცვებით ახდენდა სასწაულებს. მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ეგვიპტის ყველაზე დიდმა ბრძენებმა აღიარეს, რომ სასწაულები თავად გამ-ნის ხელით ხდებოდა, ებრაელებიც განთავისუფლდნენ წარსულის ცრურწმენებისგან და გამოვიდნენ “სულიერი ეგვიპტიდან” იმისათვის, რომ უნიკალურ ხალხად ჩამოყალიბებულიყვნენ.
“სეფერ იეცირა” გვეუბნება, რომ სამყარო 22 ასოსა და ათი ციფრის მეშვეობით შეიქმნა. ის ფაქტი, რომ ყველა ხალხისათვის ათვლის ათობითი სისტემა არსებობს, სათავეს იქიდან იღებს, რომ ადამიანს სპეციალურად აქვს ხელზე ათი თითი ათი “სფირა”-ს შესაბამისად. რადგანაც ათი “სფირა”-ს მეშვეობით იქმნებოდა სამყარო.


აქედან გამომდინარე შეგვიძლია ასეთი შესაბამისობა ჩამოვწეროთ:

გამ-ნის რწმენა შუქის შექმნა ხესედ - მოწყალება
კერპთთაყვანისცემის აკრძალვა ზეცის შექმნა გვურა -სიძლიერე
ცრუ ფიცის აკრძალვა წყლების შეგროვება ტიფერეთ - ჰარმონია
გახსოვდეს შაბათი მცენარეთა შექმნა იესოდ - საფუძველი
მშობლების პატივისცემა მანათობლების შექმნა ნეცახ - მარადიულობა
არ კლა თევზების შექმნა ჰოდ - დიდებულება

არ იმრუშო ცხოველების შექმნა მალხუთ - მეფობა
არ იპარო ადამიანთათვის საკვების ჩუქება ბინა – გონება, გაგება
არ დადგე ცრუ მოწმე ადამის შექმნა ხოხმა - სიბრძნე
არ ინდომო სხვისი ხავას შექმნა კეთერ - გვირგვინი

 

ძებნა

ახალი სტატიები

ხალის რეცეპტი

27 ივლისი, 2017

მესამე მცნება

6 ივნისი, 2017

გამ-ნის სახელით ფიცი-დაპირება ადამიანს ავალდებულებს აუცილებლად შეასრულოს ის