Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
სტატია

პირველი და მეორე მცნებები


თორა ებრაელებს უფრო მკაცრ მოთხოვნებს უყენებს. თუ სხებისთვის კერპთთაყვანისმცემლობაა აკრძალული, ებრაელებს კატეგორიულად ეკრძალებათ ასევე კერპებთან კომპანიონობა: ანუ იმის გააზრებაც კი, რომ გამ-ნს უკავშირდებიან კიდევ რაიმე არსებები ან გამოსახულებები. თორა გვეუბნება “არ გააკეთოთ ჩემთან”(გამოსვლა 20:20) – ანუ გამ-ჩენთან მიმართვისას თქვენ გეკრძალებათ შიტუფი – კომპანიონის არსებობა. ებრაელის აზრობრივ ხედვაში გამ-ნთან ურთიერთობისას სხვა რაიმე არ უნდა ჩანდეს. შიტუფის აშკარა მაგალითია – ქრისტიანები, რადგანაც ისინი მიმართავენ გამ-ნს, რომელიც გაერთიანებულია პიროვნების (იეშუს) სახებასთან.
კერპთთაყვანისმცემლობის აკრძალვა მკვლელობისა და მრუშობის აკრძალვებთან ერთობლიობაში ის სამი მცნებაა, რომელთა შესახებაც ნათქვამია: “მოაკვლევინე თავი და არ გააკეთო ეს” (რადგანაც სხვა დანარჩენ მცნებებზე ნათქვამია, რომ სიცოცხლის ხელყოფის საშოშროება ატავისუფლებს ადამიანს მათი სესრულების ვალდებულებისაგან).
თუ ადამიანი კერპთთაყვანისმცემელია, ის თავად უკარგავს თავის არსებობას აზრს. ებრაელმა არასოდეს არ უნდა შექმნ ას საბაბი იმისა, რომ ის კერპს ემსახურება. არ შეიძლება ისეთი სიტყვების წარმოთქმა ან ისეთი ჟესტების კეთება, რაც სხვა ადამიანებს აფიქრებინებს, რომ ის უერთდება კერპთთაყვანისმცემლებს. კერძოდ, თუ ებრაელი ხედავს კერპის წინ დაგდებულ მონეტას, მას ეკრძალება დახრა და მონეტის აღება. რადგანაც ეს გამოიყურება ისე, თითქოს ებრაელი კერპს ეთაყვანება (ანუ არ შეიძლება დაიწყნაროს თავი და თქვას: “მე ხომ ვაკონტროლებ ყველაფერს და არ ვეთაყვანები კერპს”.
საინტერესოა, რომ კერპთთაყვანისმცემლობის თავიდან ასაცილებელი მრავალი საშუალებაა, რასაც ვერ ვიტყვით ათეიზმზე. ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ ათეიზმი ძალიან არამყარი მდგომარეობაა. ადამიანი არ გრძნობს თავს გამ-ნის წინაშე მდგომად, ის თვლის, რომ თავისუფალია. მაგრამ, სულ მალე, ის იწყებს საკუთარი კერპის შექმნას. ამიტომ, ჩვეულებრივ გამ-ნს ჩაანაცვლებს არა ათეიზმი, არამედ რაღაც სხვა - უღმერთო რელიგია. კერპთთაყვანისმცემლობის ყველაზე ცუდი სახეობაა – საკუთარი ძალების თაყვანისცემა, ადამიანის კერპად ქცევა, როდესაც ადამიანი თავის თავს და შეგრძნებებს განიხილავს, როგორც “ყველაფრის უმაღლეს ზომა”. მასში აღარ ფუნქციონირებენ შემაკავებელი ცენტრები და ადამიანს შეუძლია აკეთოს ბოროტება უსაზღვროდ.
ამრიგად, კერპთთაყვანისმცემლობა არა მხოლოდ უძველესი ადამიანების ხვედრია, ის ჩვენს თანამედროვეობაშიც მრავლადაა. კერპთთაყვანისმცემლობის აკრძალვა ეხება არა მარტო ეგვიპტიდან გამოსულ ებრაელთა თაობას, არამედ ყველა მომდევნო თაობას ჩვენი ჩათვლით.
რატომ ჩართო თორამ ერთიანი გამ-ნის რწმენა მცნებებში? თითქოსდა ეს მცნება კი არაა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, არამედ - აბსტრაქტული ფილოსოფიური პოსტულატი. მაგრამ ერთიანი გამ-ნის რწმენის გარეშე სხვა მცნებები ხომ აზრსა და საყრდენს კარგავს. ადამიანებს მორალზე, სიკეთესა და ჭეშმარიტებაზე სუბიექტური აზრები ექნებოდათ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ უმრავლესობას სიკეთეზე მსგავსი წარმოდგენა ექნებათ, მატერიალიზმი არ აღიარებს სიკეთისა და ბოროტის არსებობას ადამიანის ცნობიერების მიღმა. – მაშინ, დავის შემთხვევაში, როგორ გადაწყდება რომელიმე მხარის სისწორე. მატერიალისტების აზრით ხომ არ არსებობს აბსოლუტური სიკეთე.
თუ ადამიანს რამდენიმე უმაღლესი ძალის არსებობისა სჯერა, მისი მორალი მატერიალისტის მორალთან მიმართებაში უფრო მყიფეა. რომელი ძალის დაკმაყოფილებას მოისურვებს ის თავისი ამა თუ იმ ქმედებით?
იდეალისტი, რომელიც აღიარებს მატერიალური ღირებულებების არსებობას (მათ შორის, შესაძლოა, სიკეთისა და სიმართლის გარკვეული სათავსოს არსებობისაც), უკეთეს მდგომარეობაშია, მაგრამ ამ ღირებულებების არსებობაში მისი დარწმუნებულებულობა არაა საკმარისი. ხომ შესაძლებელია, რომ ისინი არანაირად არ ზემოქმედებდნენ ჩვენს ცხოვრებაზე, აბსულუტურად მიუწვდომელნი არიან. როდესაც ადამიანს სწამს ღმერთის არსებობა, რომელიც ხანდახან იხსნება ადამიანებისთვის, მათთან დიალოგში შედის – გამოცხადების ან წინასწარმეტყველების მეშვეობით, დანამუსებით, შთაგონებით, მხოლოდ მაშინ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა თავის ნებისმიერ საქციელზე, ცდილობდეს დაუახლოვდეს გამ-ნს, გამუდმებით მუშაობდეს საკუთარ თავზე. მაშინ სხვა დანარჩენი მცნებებიც - როგორც საყოველთაოდ მიღებული მორალური კანონები, ასევე ნაკლებად მიღებული რიტუალური წესები აზრს იძენენ. მცნებების შესრულებას აზრი ექნება მაშინ, როდესაც არსებობს ერთი ის, ვისი ნების შესრულებისკენაც მივისწრაფით.
პირველ მცნებაში გამოყენებული გამ-ნის ორი სახელი ასახავს მის ორ განუყოფელ ასპექტს. ტრადიცია გვეუბნება, რომ სახელი “ბატონი” (ებრაულად ჩვენთვის წარმოსათქმელად აკრძალული ტეტრაგრამონი) მის გულმოწყალებას ასახავს, ხოლო სახელი – “ღ-თი”, რომელიც ფორმით ემთხვევა სიტყვის “მოსამართლე” მრავლობით რიცხვს, ასახავს მის სამართლიანობას. თითქოსდა გულმოწყალება და სამართლიანობა ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს: თუ გამ-ნმა სამართლიანად უნდა დასაჯოს ცოდვილები, როგორღა შეძლებს იყოს შემწყალე? მაგრამ გამ-ნი ხომ ერთიანია, მას ხელეწიფება ის, რაც ადამიანისათვის შეუძლებელია, შეურწყას ერთმანეთს ორი თვისება – იყოს გულმოწყალე თავის სამართლიანობაში და სამართლიანი - გულმოწყალებაში.
რისთვისაა ნათქვამი პირველ მცნებაში, რომელიც ფუნდამენტურ რწმენაზე გვესაუბრება “რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის მიწიდან”? თუ ამით თორას გამ-ნის დიდების ჩვენება სურდა, მაშინ უფრო სამართლიანი იქნებოდა სიტყვები: “რომელმაც ზეცა და დედამიწა შექმნა”. მაგრამ ნათქვამი სიტყვებით გვეუბნებიან, რომ გამ-ნმა არა მარტო შექმნა სამყარო, არამედ აგრძელებს ადამიანის ბედში უშუალო ჩარევას.
პირველი მცნებიდან ხომ უკვე ნათელია, რომ უნდა ვემსახუროთ გამ-ნს და არა კერპებს, რისთვის გვჭირდება იმის ახსნა, რომ არ ვეთაყვანოთ კერპებს? ჩვენი ბრძენების აზრით მეორე მცნება იმისთვის მოგვცეს, რომ არ ვიფიქროთ გამ-ნის მსახურებაზე შუამავლების დახმარებით. ადამიანმა შეიძლება ჩათვალოს, რომ გამ-ნია სამყაროს უმაღლესი მმართველი. მაგრამ მას ასევე შეუძლია იფიქროს, რომ არაა ღირსი გამ-ნთან პირდაპირი კავშირისა. საჭიროა შუამავალი, დამცველი, რომელიც მის თხოვნას გამ-ნს გადასცემს. გვიხსნიან, რომ კერპთთაყვანისმცემლობა სწორედ შუამავლების მსახურებით დაიწყო. ძველად ყველამ იცოდა, რომ არის “უმაღლესი გამ-ნი”, მაგრამ როგორც ყოვლდღიურობაში ადამიანი მეფის მსახურებს მიმართავს მისთვის თხოვნის გადასაცემად, ასევე გადაწყვიტეს მიემართათ ბუნების პერსონიფიცირებული ძალებისათვის და ა. შ. თორის აზრით უშუალოდ გამ-ნთან მიმართვისათვის საკუთარი თავის უღირსობაზე ფიქრი უკვე კერპთთაყვანისმცემლობა და დეგრადირებაა. დროთა განმავლობაში ადამიანებს დაავიწყდათ, რომ შუამდგომლებს მიმართავდნენ გამ-ნის მსახურების სურვილით და მათი კერპები ღმერთებად გადააქციეს. ამ გზაზე სიარული აკრძალულია.
ამგვარად, მეორე მცნება გვასწავლის, რომ “გამ-ნი ღ-თი შენი” არა უბრალოდ “ერთი ღ-თია” და “ყველა ღმერთთა შორის უმაღლესი”, არამედ ის არის ერთი და ერთადერთი ღ-თი და მის გარდა არ არსებობს არანაირი ღმერთი, ანუ არანაირი დამოუკიდებელი უმაღლესი ძალა არ არსებობს.
“დამსჯელი მამათა დანაშაულის გამო მესამე და მეოთხე თაობაში, მათი ვისაც ვძულვარ მე” – რაში გვიხსნის: მამებისათვის განკუთვნილი სასჯელი შეიძლება გადაიდოს და შვილების მიმართ იქნეს გამოყენებული მაშინ, თუ შვილები აგრძელებენ მამათა ცოდვებს, ეს ხაზგასმულია სიტყვებით “ვისაც ვძულვარ მე”. თუ შვილები სწორ გზას დაადგებიან, მამათა სასჯელი მათ არ შეეხებათ. ამასთან დაკავშირებით ასეთი იგავი არსებობს: ვიღაცამ მეფისგან ასი მონეტა ისესხა, შემდეგ კი უარყო ეს ფაქტი და არ დაუბრუნა ვალი. მისმა შვილმაც ისესხა ასი მონეტა და მანაც არ დააბრუნა. იგივე გაიმეორა შვილიშვილმაც. როდესაც მისმა შვილმა მოინდომა ფულის სესხება მეფისგან, ვეღარაფერი მიიღო წინაპართა ცოდვის გამო.
“წყალობის გამღები ათასობით (მინიმუმ ორი ათას) თაობაში ჩემს მოსიყვარულეებზე” – რაც იმას ნიშავს, რომ მამათა დამსახურებები ადამიანებს მარადიულად თან სდევენ. აქ ვხედავთ, რამდენად გადაწონის გამ-ნის გულმოწყალება მის სამართლიანობას.
“რომელმაც გამოგიყვანა შენ” - რატომაა ათი მცნება მიმართული მეორე პირის მხოლობითი რიცხვისაკენ? ეს გვიჩვენებს გამ-ნის ზემოქმედებას არა მხოლოდ ეროვნულ ბედ-იღბალზე, არამედ ყოველი ებრაელის ბედზეც. ამიტომ, ყოველმა ებრაელმა უნდა იგრძნოს, რომ ათი მცნება მისცეს პირადად მას, და ის პასუხისმგებელია თორის შესრულებაზე უშუალოდ გამ-ნის წინაშე. სხვა ებრაელთა მიერ თორის კანონების დაცვა ან არდაცვა არანაირად არ ამართლებს მის საქციელს.
“გამოგიყვანე შენ ეგვიპტის მიწიდან” – ეგვიპტე არის კერპთთაყვანისმცემლობისა და “საკუთარ ძალებში დარწმუნების” კერა. Aმის საპირისპიროდ ებრაელები მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა გრძნობნენ გამ-ნის ნებაზე დამოკიდებულებას (ეს არ ნიშნავს პასიურობას: გამ-ნის ნება ჩემთან მიმართებაში ხომ უმეტესწილად დამოკიდებულია ჩემს ქმედებებზე და აზრებზე).
“მონობის სახლიდან” – ახლა ჩვენ გამ-ნის მონები ვართ. ესაა ყველა ადამიანისადმი მიმართული მოთხოვნა – იგრძნოს თავი მხოლოდ გამ-ნის დაქვემდებარებაში და იყოს პასუხისმგებელი მხოლოდ გამ-ნის წინაშე. სწორედ ეს პასუხისმგებლობა ქმნის ჭეშმარიტ თავისუფლებას.
“და ნუ გეყოლება შენ სხვა ღმერთები (ე-ლ-ო-ჰ-ი-მ)” – სიტყვას “ე-ლო-ჰი-მ” სამი რამ შეესაბამება: 1. სხვა ღმერთები; 2. სხვისი ღმერთები; და 3. უცხო ღმერთები, ანუ უცხოები მათთვის, ვინც მათ ემსახურება.
თარგმანის პირველი ვარიანტი ხაზს უსვამს იმ მიდგომას, რომლის დროსაც აბსოლუტურ მნიშვნელობას ანიჭებენ რაიმეს, გამ-ნის გარდა. ეს თითქმის კერპთთაყვანისმცემლობაა. ასეთი ტიპის შეხედულებებს მიეკუთვნება მეცნიერების, დემოკრატიის, უტოპიური საზოგადოების თაყვანისცემა (მაგალითად, კომუნისტური) და ა. შ.
მეორე ვარიანტი გვეუბნება, რომ ებრაელებს ეკრძალებათ სხვებისათვის კერპების გაკეთება, ანუ სხვებისთვის იმის წარმოება, რასაც ისინი ეთაყვანებიან (იმ შემთხვევაშიც კი, თუ მწარმოებელი თავის ნაკეთობაში არანაირ კერპს არ ხედავს), ან კერპების დამზადების სწავლება. ყველაფრისგან, რაც კერპთთაყვანისმცემლობასთანაა კავშირში, აკრძალულია სარგებელის მიღება. არ შეიძლება სთხოვო კერპთთაყვანისმცემელს დაიფიცოს თავის კერპზე.
თარგმანის მესამე ვარიანტი, როგორც რაში გვიხსნის, “უცხო ღმერთები მათთვის, ვინც მათ ემსახურება”. მათ მიმართავენ, მაგრამ პასუხს ვერ ღებულობენ მათგან. და, ეს არის “ბუნებრივი სასჯელი”, რომელიც ჩადებულია კერპთთაყვანისმცემლობის საფუძველში: როდესაც ადამიანები ემსახურებიან უცხო ღმერთებს, ეს ღმერთები კი ღალატობენ მათ. ამის ნათელი მაგალითია კომუნიზმი, რომელსაც ებრაელები ერთგულად ემსახურებოდნენ.

ძებნა

ახალი სტატიები

ხალის რეცეპტი

27 ივლისი, 2017

მესამე მცნება

6 ივნისი, 2017

გამ-ნის სახელით ფიცი-დაპირება ადამიანს ავალდებულებს აუცილებლად შეასრულოს ის