Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
სტატია

მესამე მცნება


სიტყვები “გამ-ნის სახელის წარმოთქმა” – “გამ-ნის სახელზე დაფიცებაა”. გამ-ნის სახელით ფიცი-დაპირება ადამიანს ავალდებულებს აუცილებლად შეასრულოს ის; ამ ფიცის შესრულებიდან ადამიანის განთავისუფლება თითქმის შეუძლებელია.
სიტყვა “ლეშავ” – ტყუილუბრალოდ, ამ ფარაშაში ორჯერაა ნახსენები და მას ორი ძირითადი მნიშვნელობა აქვს: პირველი - “ტყუილად” და მეორე - “ტყუილუბრალოდ”, “უაზროდ”, “უსაქმოდ”. ონკელოსი, თორის არამეულ ენაზე მთარგმნელი, ასე თარგმნის: “ამაოდ” – “ლემაგანა” და “ტყუილად” – “ლეშიკრა”. არსებობს ორი სახის დარღვევა: შეკერ და შავ. შეკერ – არის ტყუილი, ანუ არასწორი მტკიცებულება იმისა, რაც შეიძლება სწორი ყოფილიყო. შეკერ არაა აბსოლუტური ტყუილი. მაგალითად, ადამიანი იფიცება, რომ რაღაცას გააკეთებს, მაგრამ თავიდანვე იცის, რომ არ გააკეთებს. ან, დაიფიცა, მაგრამ მომავალში არ გააკეთა. “შავ” – არის აშკარა ტყუილი, როდესაც იფიცებიან, რომ შავი თეთრია. ასეთუ ტყუილის გამო ადამიანს აბუჩად იგდებენ, რაც იწვევს მისი პიროვნების ნგრევას. ამ სამყაროს სხვა ქმნილებებთან ერთად ადამიანიც გამ-ნის კუთვნილებაა და საკუთარი პიროვნების ხელყოფა მისთვის აკრძალულია.
ტყუილუბრალოდ ფიცის, ანუ “შავ”-ის, ასეთი სახეც არსებობს – იფიცებიან რეალურ რაიმეზე, აშკარა სიმართლეზე.
არაა საჭირო კლიშეებით და შტამპებით საუბარი. მასწავლებელმა არ უნდა ასწავლოს, თუ მას არაფერი აქვს დასამატებელი იმაზე, რაც ისედაც იციან. ეს ადამიანის ღირსების გათელვაა. ანუ ეს არაა აბსოლუტური ტყუილი, ეს “შეკერ”-ია.
მესამე მცნებას მიეკუთვნება ასევე “ბერახა ლევატალა”. – “ტყუილუბრალოდ კურთხევა”, როდესაც გამ-ნის სახელს ახსენებენ. მასვე მიაკუთვნებენ ტეტრაგრამონის ან გამ-ნის სხვა სახელის წარმოთქმის სურვილს გამ-ნის თორის კითხვისას. ზოგიერთ წიგნებში გამ-ნის სახელს წერენ არა სრულად, არამედ ან შემოკლებით ან დეფისებით.
ჩვენი ბრძენები ამბობენ, რომ ის ადამიანი, რომელიც ლოცულობს, თეფილინს იდებს და შემდეგ არასათანადოდ იქცევა, ასევე ითვლება გამ-ნის სახელის ტყუილუბრალოდ წარმომთქმელად.
მრავალი ადამიანი თვლის, რომ გამ-ნის სახელის ტყუილად წარმოთქმის ცოდვა უმნიშვნელოა. თუმცა, მესამე მცნების დარღვევა, ისევე როგორც პირველი ორისა, გამ-ნის არსის საწინააღმდეგო დანაშაულია. როდესაც ადამიანი გამ-ნის სახელს ტყუილად ახსენებს, ბუნების წონასწორობა ირღვევა, რადგანაც ყოველი ცოცხალი არსება უშუალოდაა დაკავშირებული გამ-ნთან. გამ-ნის სახელის ტყუილად წარმომთქმელი იმ ადამიანს ჰგავს, რომელიც არხევს ხის ძირს. ტოტები და ფოთლებიც ხომ ირხევა მასთან ერთად.
ადამიანი მოკვდავია, გამ-ნი კი – მარადიული. როდესაც ადამიანი იფიცება გამ-ნის სახელით ის მარადიულით იფიცება. ამით ის აცხადებს, რომ მისი დანაპირების ასრულებას ამქვეყნად ვერაფერი შეუშლის ხელს. მაგრამ ადამიანი გარეგანი ძალების მოქმედების ქვეშ ექცევა, მათ კი შეუძლიათ ხელის შეშლა. თუ ასე მოხდება, მაშინ ის დამნაშავე იქნება გამ-ნის სახელის ტყუილად წარმოთქმაში.
ბრძენები გვეუბნებიან, რომ საერთოდ არ უნდა მივეჩვიოთ ფიცს, რადგანაც ფიცს შეჩვეული ადამიანის ენა ავტომატურად ათქმევინებს მას ფიცს მაშინაც კი, როცა არ სურს დაფიცება.
კერპთთაყვანისმცემლობისა და მკრეხელობის აკრძალვები სხვა ხალხებისათვისაც სავალდებულოა, რადგანაც ეს მცნებები ნოახის შვიდ მცნებათა შორისაა.

ძებნა

ახალი სტატიები

ხალის რეცეპტი

27 ივლისი, 2017

მესამე მცნება

6 ივნისი, 2017

გამ-ნის სახელით ფიცი-დაპირება ადამიანს ავალდებულებს აუცილებლად შეასრულოს ის