Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
კვირის თავი - ბეშალახ

კვირის თავი - ბეშალახ

იმ შაბათს, როდესაც ბეშალახს კითხულობენ, შაბათ შირას (სიმღერის შაბათს) უწოდებენ. იმ მრავალრიცხოვან სასწაულებს შორის, რომელნიც ებრაელთა ეგვიპტიდან გა-მოსვლას ახლდა თან, ერთ-ერთი მთავარი ზღვის შუაზე გა-პობა იყო. და სიმღერა, რომელიც გამჩენს მოშემ და ებრაე-ლებმა მიუძღვნეს, სწორედ ზღვის გაპობისათვის მადლიერე-ბის გამოხატვა იყო.
თავიდან ფარაონი ბედნიერად გრძნობდა თავს იმით, რომ ებრაელები გაუშვა, მაგრამ მის გარემოცვაში მყოფებმა საყვედურებით აავსეს: ებრაელებს დიდი სარგებლობა მოჰ-ქონდათო. მაშინ ფარაონმაც ინანა და ებრაელებს დაედევნა. გამჩენი, გამოხატავდა რა ებრაელთა მიმართ სიყვარულს, ეხმარებოდა მათ გზის გაკვლევაში. დღისით ისინი ღრუბელს მიჰყვებოდნენ, ღამით კი ღრუბელს ცეცხლოვანი სვეტი ცვლიდა.
ონკელოსი რომის იმპერატორის ადრიანეს დისშვილი იყო. იუდეაში ის სავაჭრო საქმის შესასწავლად ჩავიდა. შემ-დგომში ის ამბობდა, რომ ჩაწვდა ვაჭრობის ძირითადი წესს და ეს მას იუდაიზმის მიღებაში დაეხმარა. ის ამბობდა: ვაჭრობის ძირითადი წესი კი ისაა, რომ საქონელი ჩალის ფასად შეიძინო, იქამდე დაიცადო, სანამ მისი ფასი არ გა-იზრდება და საკმაოდ დიდი მოგებით გაყიდო. ონკელოსი ამას ასე ხსნიდა: ამ ცხოვრებაში ებრაელები არაფრად უღირთ, არ უყვართ, სძულთ, აბუჩად იგდებენ, დასცინიან, კაპიკის ფასადაც არ აფასებენ. მაგრამ რაოდენ დიდია ის ჯილდო, რომელსაც ისინი, ვინც ჭეშმარიტ გზას მიყვებიან, გამჩენისაგან მომავალ სამყაროში ღებულობენ~.
როდესაც ადრიანემ გაიგო, რომ მისმა დისშვილმა იუ-დაიზმი მიიღო, ჯარი გაგზავნა დისშვილის რომში დასაბრუ-ნებლად. ონკელოსმა მასთან მისული ჯარისკაცებიც დაარ-წმუნა, რომ იუდაიზმი მიეღოთ.
როცა ადრიანემ მეორე რაზმი გაგზავნა ონკელოსთან, მკაცრად გააფრთხილა, არ გამოლაპარაკებოდნენ მას. გზაში ონკელოსმა ჯარისკაცებს ჰკითხა: როცა ადამიანთა ჯგუფი მოგზაურობს, მაშინ ბარონი გზას უნათებს ჰერცოგს, ჰერ-ცოგიპრინცს, ხოლო პრინციხელმწიფეს. გსმენიათ ოდესმე რაიმე იმ ხელმწიფეზე, რომელიც გზას უნათებს მთელს მის ხალხს?არასოდესუპასუხეს ჯარისკა-ცებმა.
მაშ, ასე, ებრაელთა გამჩენი მათ გზას უნათებდა მა-შინ, როცა ისინი უდაბნოში იყვნენ,აუხსნა ონკელოსმა ჯარისკაცებს. როცა მათ ეს შეიტყვეს, ყველამ მიიღო იუდა-იზმი.
ეს ისტორია მოგვითხრობს არა მხოლოდ თორის უდი-დესი ბრძენის ონკელოსის ნიჭიერებაზე, რომელმაც თორა ებრაელთა მაშინდელ სალაპარაკო ენაზეარამეულზე თარ-გმნა, არამედ იმ თაობის ადამიანთა დონეზეც, რომელნიც ამ-ქვეყნად ჭეშმარიტებას ეძიებდნენ და არა სიმდიდრეს.
მაშ ასე, ფარაონმა ჯარი შეკრიბა და ებრაელებს დაე-დევნა.
ისრაელის შვილები ზღვის პირას იყვნენ, როდესაც დაი-ნახეს, რომ მათ ფარაონის მეთაურობით ეგვიპტის არმია უახლოვდებოდა; გაიხედეს უდაბნოსაკენ, სადაც დამალვის იმედი ჰქონდათ, და გარეული ცხოველების ხროვა დაინახეს. ებრაელები მიხვდნენ, რომ ყველა მხრიდან ალყაში იყვნენ. ისე გამოდიოდა, რომ ისინი გამოუვალ მდგომარეობაში აღ-მოჩნდნენ. რატომ მიიყვანა გამჩენმა ისინი ამ მდგომარეობამ-დე? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ასეთ იგავს ყვებიან: სოფლის მიდამოებში ყოფნისას მეფემ ტყიდან განწირული ხმა გაიგონა: მიშველეთ, მიშველეთ! ის ხმის მიმართულე-ბით გაიქცა და მალე ავაზაკთა ბანდა დაინახა, რომელთაც დიდგვაროვანი ქალი შეეპყროთ. მან თავის ჯარისკაცებს უბ-რძანა დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ ქალი. ცოტა ხნის შემდეგ ეს ქალი მეფეს ცოლად გაჰყვა. მაგრამ სულ მალე მეფეს ძალიან გაუჭირდა მასში ის ქალი დაენახა, რომელიც გადაარჩინა, რადგან ის ყურადღებას აღარ აქცევდა და არ ესაუბრებოდა. მეფეს კი სურდა, რომ ქალი ისეთივე ყოფი-ლიყო, როგორიც ადრე იყო. ამიტომ მან ავაზაკები დაიქირა-ვა და უბრძანა თავს დასხმოდნენ დედოფალს. როგორც კი დედოფალმა დაინახა, რომ მას საშიშროება ელოდა, მაშინვე მეფეს მიმართა დასახმარებლად. მეფე დაკმაყოფილდა: ჩემი გეგმა წარმატებული აღმოჩნდა, ის კვლავ საუბრობს ჩემ-თან.
როცა ებრაელები ეგვიპტეში მონებად იყვნენ, ისინი ყო-ველდღე ევედრებოდნენ გამჩენს, მაგრამ როგორც კი გათავი-სუფლდნენ და შეეძლოთ თავისუფლად ამოესუნთქათ, უკვე იშვიათად ლოცულობდნენ. გამჩენმა სთქვა: ახლა კვლავ მსურს მოვისმინო ებრაელი ხალხის ლოცვა. სწორედ ამი-ტომ დაადევნა მათ ფარაონი. როცა ებრაელებმა დაინახეს, რომ გადარჩენა შეუძლებელია, ყველამ ერთხმად აღმართა ხმა გამჩენისაკენ და შეევედრა მას დახმარებოდა.
ჩემი მასწავლებელი, რაბი აბრამ მალკინი, კურთხეულია ამ წმინდანის ხსოვნა, მეორე მსოფლიო ომგამოვლილი ადა-მიანი, მეუბნებოდა: ჩვენ ურწმუნონი და არამწეველნი მხო-ლოდ პირველ დაბომბვამდე გვყავდა. როცა გერმანელებმა დაბომბვა დაიწყეს, ყველა უღონოდ განერთხა მიწაზე, ყუმ-ბარები კი სულ ახლოს ცვივოდნენ. სწორედ მაშინ ყველაზე შეუპოვარი კომუნისტებიც კი ლოცულობდნენ.
მოშემ 600000 ებრაელს (ქალებისა და ბავშვების გარ-და), რომელნიც ეგვიპტიდან გამოვიდნენ, მიმართა და აღუთ-ქვა: გამჩენი იომებს თქვენს მაგივრად, თქვენ ჩუმად იყა-ვით.
გამჩენმა მოშეს უთხრა: გადაეცი ებრაელებს, რომ მე შევისმინე მათი ლოცვა, შევიდნენ ზღვაში და მათთვის სას-წაულებს ვიქმ. იეჰუდას შტოს მეთაურინახშონ ბენ ამი-ნადავიზღვაში პირველი შევიდა, მას დანარჩენი ებრაელე-ბი მიყვნენ. როცა ნახშონს წყალი ნესტოებამდე მისწვდა, ზღვა გაიპო.
გამჩენმა ებრაელთათვის ზღვის გაპობისას 10 სასწაული ჰქმნა: წყალი შუაზე გაყო; ზემოდან ებრაელებს დამცავი სა-ფარი გადააფარა; წყალი 12 გასასვლელად დაიყო, რათა ებ-რაელთა შტოებს ცალ-ცალკე გაევლოთ; მათ ფეხქვეშ მიწა გაშრა; იმ ეგვიპტელთა ფეხქვეშ, რომელნიც ებრაელებს ზღვაში შეყვნენ, მიწა თიხად იქცა და მასში ჩაეფლნენ; წყლები კლდესავით გამაგრდნენ და ამით ეგვიპტელებს აზია-ნებდნენ; გამაგრებული წყლები მოზაიკებით მორთულ კედლე-ბად იქცნენ, ეს კედლები გამჭვირვალე იყო, რაც ხელს უწ-ყობდა თითოეულ შტოს სხვა შტოს ხალხი დაენახა (ეს მათ უსაფრთხოებასა და სითამამეს მატებდა); კედელზე ხე-ლის შეხებისას ის რბილდებოდა და ებრაელს წყლის დალე-ვა შეეძლო, რის შემდეგაც წყალი ისევ მაგრდებოდა.
ბოლოს ებრაელები ნაპირზე გამოვიდნენ, ეგვიპტელთა არმია კი მას შემდეგ, რაც ებრაელები უკვე სამშვიდობოს იყვნენ გასული, ზღვაში ჩაიხრჩო.
სიმღერა, რომელიც მოშემ და ებრაელებმა გამჩენს უმ-ღერეს, ზღვაზე გადარჩენისათვის ებრაელთა მადლიერებას გამოხატავს. მაგრამ მასში მრავალი მითითებაა მომავალ, მა-შიახის მობრძანების პერიოდში საბოლოო გადარჩენაზე.
ცოტა ხანში უდაბნოში ებრაელთათვის მანა ჩამოც-ვივდა, რომელიც მთელი ორმოცი წლის განმავლობაში ცვი-ოდა, ყოველდღე, შაბათის გარდა (პარასკევს ორმაგი დოზა ცვიოდაამის ნიშნად ჩვენ შაბათს ორ ხალას ვდებთ მაგი-დაზე). ებრაელთა სადგომებზე ზეციური პური ცვიოდა, თბი-ლი და საჭმელად მომზადებული. მას მრავალი სასწაული ერთვოდა: შაბათს არ ცვიოდა; ის ორგანიზმში მთლიანად, ნარჩენების გარეშე მუშავდებოდა; და იმ საჭმლის გემოს ღე-ბულობდა, რომელზეც ადამიანი ოცნებობდა.
მანა ყველა ებრაელისა და მთელი კაცობრიობისათვის იმის მაგალითი იყო, რომ ჩვენი არსებობისათვის არა მხო-ლოდ პურია საკმარისი, არამედ ადამიანი ცოცხლობს იმით, რასაც გამჩენისაგან ღებულობს. ყველაფერი მასზეა დამოკი-დებული. ბარაქიანი მიწა შეიძლება გამოშრეს და მაშინ საკ-ვები არ იქნება, უდაბნოში კი, 40 წლის განმავლობაში, საჭმლის უკმარისობა არ უგრძვნიათ, ის ზეციდან ცვიოდა. მხოლოდ გამჩენი გვაძლევს საკვებს ყველა ცოცხალ არსებასეს მანას ძირითადი გაკვეთილია.

ძებნა

ახალი სტატიები

ხალის რეცეპტი

27 ივლისი, 2017

მესამე მცნება

6 ივნისი, 2017

გამ-ნის სახელით ფიცი-დაპირება ადამიანს ავალდებულებს აუცილებლად შეასრულოს ის