შეკითხვა: როგორც თორა გვამცნობს, უდაბნოში მიცრაიმიდან გამოსულთა ნაწილი ჩიოდა და მოითხოვდა ხორცს, რადგან ციური მანი მობეზრდათ. ასევე ცნობილია, რომ მათ მიცრაიმიდან წამოიყვანეს საქონელი. მაშ რატომ ჰქონდათ ხორცის დეფიციტი. მართალია, მოშე რაბენუ ეუბნებოდა ფარყოს, რომ საქონელი უნდა შეეწირათ, და ეს იყო ერთგვარი ნედერი, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ ყველა საქონელი იქნებოდა უზადო და შესაწირად ვარგისი. თუ შეიძლება ამის ახსნა, დიდად მადლობელი დაგრჩებით.
უპირველეს ყოვლის მინდა მოგიხადოთ დიდი მადლობა ესეთი საინტერესო კითხვისათვის.
თორა ამაზე საუბრობს ბემიდბარის წიგნში, მე-11 თავში:
და მოვიდნენ ბრბო (האספסף ჰაასაფსუფ) რომელიც მათ შორის იყო ... და ატირდნენ ისრაელის შვილებიც და თქვეს "ვინ გვაჭმევს ხორცს", რაშის მოყავს რომ "ჰაასაფსუფ" არიან ერევ რავი (არაებრაელები რომლებიც შეუერთნენ ებრაელებს მიცრაიმიდან გამოსვლისას და მიიღეს გიური თორის მიღებისას). ერევ რავი ატირდა და ისრაელის შვილებიც შეურეთდნენ მათ როგორც მაღლა ავღნიშნეთ "ისრაელის შვილებიც" .
რაში ლაპარაკობს ზუსტად თქვენ კითხვაზე და იძახის: და არ ჰქონდათ ხორცი?! ხომ წერია (შმოთში 12;28) ასევე უცხო ტომების დიდი ბრბო გამოვიდა მათთან ერთად, წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი, უაღრესად დიდი ჯოგი. და თუ ვიტყვით ჩვენ რომ შეჭამეს, - თორა გვაცნობებს (ბემიდბარშჰი 22;1) რომ შესვლისას ერეც ისრაელში დიდი ჯოგი ქონდათ რეუბენის შვილებს. ამ ყველაფრის შემდეგ პასუხი თქვენს კითხვაზე რაშის მოყავს სიფრიდან რომ სამწუხაროდ საჩხუბარ მიზეზს ეძებდნენ.