ავუწყოთ ფეხი დროს
an>
ეგვიპტეში იოსეფი მეფის წარჩინებული მინისტრის, ფო-ტიფარის მონა ხდება. ცოტა ხანში ფოტიფარი ხედავს, რომ იოსეფი ერთგულად და წარმატებულად მუშაობს და მას სა-კუთარი სახლის მართვას აბარებს. და აღმართა მისი ბა-ტონის მეუღლემ თვალები იოსეფზე და დაინახა, როგორი ლამაზია ის, და მოისურვა ის. და უარს ეუბნებოდა ის თა-ვისი ბატონის მეუღლეს იქამდე, მანამ ერთ მშვენიერ დღეს ხელი არ ჩაავლო მის კაბას და უთხრა: დაწექი ჩემთან. და გაექცა მას იოსეფი, დაუტოვა რა თავისი კაბა მას. და მაშინ ფოტიფარის ცოლი იოსეფს ცილს სწამებს და მეუღ-ლეს ეუბნება, რომ იოსეფი ეტმასნებოდა მას, და იოსეფს დილეგში აგდებენ. რამდენი გამოცდაა ახალგაზრდა ადამია-ნისათვის. იოსეფი ხომ უცოლოა, ახალგაზრდაა, ლამაზია, მისი ბატონის მეუღლეც ლამაზია, ეგვიპტეში ზნეობა დაბა-ლია, და ყოველივე ამის შემდეგ ის თავისი ბატონის ცოლს ეუბნება: მაგრამ, როგორ შევცოდავ, რა უდიდესი ბოროტე-ბაა გამჩენის წინაშე ეს. მხოლოდ გამჩენის წინაშე შიში შეაძლებინებს იოსეფს ამ გამოცდის გადალახვას. ეს ისაა, რაზედაც ავრაჰამი ფარაონს და ავიმელეხს ეუბნებოდა: არაა თქვენს ქვეყნებში გამჩენის შიში. ამიტომ ვერ გიშვე-ლით ვერავითარი კანონები, ხალხი ყველაფერზე წამსვლე-ლია. საიდან აქვს იოსეფს, მონას, რომელიც მორალურად განსაკუთრებით არამდგრადია, ასეთი ძალა? ეს იაყაკოვის აღზრდაა, ეს გამჩენის შიშია. და კვლავ ახალი გამოცდა, თითქოსდა უდანაშაულო ციხეში ხვდება. ღირსეული საქციე-ლისათვის ციხეში უკრეს თავი. მაგრამ ეს მას მაინც არ გასტეხს. იოსეფს ესმის, რომ ციხეში თავისი საქციელის შედეგად არ მოხვედრილა. მან ცოდვა უნდა გამოისყიდოს მამის წინაშე ძმებზე აუგის თქმა.
ამიტომ იოსეფი სულიერად ციხეშიც კი არ ეცემა, არ იკეტება საკუთარ თავში. ხედავს რა ორ შეწუხებულ პატი-მარს, მეფის მწდეს და პურის მცხობელს, ეკითხება: რამ შეგაშფოთათ დღეს?. და ეს ცნობისმოყვარეობა არაა. ის ფიქრობს როგორ დაეხმაროს მათ.
უდიდესი ბრძენი ხაფეც ხაიმი, წიგნში ბოროტი ენის შესახებ, წერს, რომ საქებარია ნაკლები ლაპარაკი, მაგრამ თუ ჩვენ დათრგუნულ ადამიანს ვხედავთ, უნდა ვესაუბროთ მას, გავუუმჯობესოთ განწყობა და ამისათვის ძალა და დრო არ დავზოგოთ. სწორედ ამას აკეთებს ჩვენი დიდი მამა, ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენც.
მიკეც
კვირის საკითხავი თავი მიკეც~ წინა თავის ვაიეშევ~ გაგრძელებაა, რომელიც იოსეფზე მოგვითხრობს. როგორც ვიცით, ეგვიპტეში იოსეფი დილეგში ჩააგდეს, სადაც 12 წე-ლი იჯდა, 18-დან 30 წლამდე. 17 წლის იოსეფი ძმებმა მო-ნად გაყიდეს და ცოტა ხანში, ფოტიფარის მეუღლის დასმე-ნით, მას ჯურღმულში აგდებენ. ასეთ ადრეულ ასაკში ასეთი გამოცდის გაძლება ძნელია, მაგრამ იოსეფი არ შედრკა და ყველგან ღირსეულად ეჭირა თავი. საბოლოოდ სწორედ ამან აამაღლა ის. თორა მოგვითხრობს, რომ დილეგში ის ფარაო-ნის ორ მინისტრთანმწდესთან და პურის მცხობელთან ერთად ხვდება. თითოეულს უცნაური სიზმარი ესიზმრება, რომელთაც იოსეფი განმარტავს. მწდე (მეღვინეთუხუცესი) შემდგომში ამას ფარაონთან იხსენებს, რომლის სიზმარსაც მისთვის დამაკმაყოფილებლად ვერავინ ხსნის. გასაგებია, რომ ეს ყველაფერი გამჩენის ნებით ხდება. იოსეფი დილეგში მა-მასთან ძმებზე ავსიტყვაობის ცოდვის გამოა გამომწყვდეული. მეღვინეთუხუცესი კი დილეგში იმისათვის ხვდება, რომ იო-სეფი გამოიყვანოს იქიდან. გაუგებარი მხოლოდ ისაა, რა როლი აკისრია მცხობელს ამ ზეციურ ჩანაფიქრში. მისი სიზმრიდან გამომდინარე, რომელიც იოსეფმა ახსნა, ის ჩამო-ახრჩვეს. ამ კითხვაზე თორის ერთ-ერთი უდიდესი კომენტა-ტორი მეშეხ ხოხმა~ პასუხობს: იოსეფს რომ მხოლოდ მეღვინეთუხუცესის სიზმარი აეხსნა, ის ვერ დაინახავდა იო-სეფის მთელ ძალას და სიწმინდეს. მას შეეძლო ეფიქრა, რომ იოსეფმა შემთხვევით შეძლო მისი სიზმრის სწორად ახსნა. როდესაც ორივე სიზმარი ისე ასრულდა, როგორც ეს იოსეფმა ახსნა, მან შეძლო იოსეფის ღვთ-ური შესაძლებლო-ბების სიძლიერის დანახვა და კიდეც ამცნო ფარაონს. გამო-დის, რომ მცხობელი გამჩენის წინაშე ჩადენილი რომელიღაც ცოდვისათვის ისედაც უნდა დასჯილიყო, გამჩენი კი ისე წარმართავს ამას, რომ იოსეფი ხსნის მის სიზმარს, რითაც მეღვინეთუხუცესს მის მიმართ ნდობა უმტკიცდება. ადვილი შესაძლებელია იმის წარმოდგენა, თუ რამდენ ადამიანს შე-შურდა მცხობელის, როცა ის ასეთ სარფიან თანამდებობა-ზე დანიშნეს. ებრაელებო, ნუ შეგშურდებათ ნურავის სიკეთე. როგორ არ გაგახსენდება აქ ცხენის, ვირისა და ღორის შე-სახებ მოთხრობილი ძველი იგავი. ვირმა ცხენს შესწუწუნა, ჩვენ პატრონებს ვემსახურებით, მაგრამ საკვებს ღორი ჩვენ-ზე მეტს ღებულობს, თუმცა არაფერს აკეთებსო. დაიცადე დღესასწაულამდეო, უპასუხა ცხენმა. როცა პატრონმა სად-ღესასწაულოდ ღორი დაკლა, ვირი ყველაფერს მიხვდა.
კვირის საკითხავი თავი მიკეც~, ჩვეულებრივ, ხანუქის დღესასწაულის დროს იკითხება და ჩვენი ბრძენნი ხანუქასა და მიკეცს~ შორის მსგავსებას ხედავენ: ჯერ ერთი ის, რომ თავი სევდიანად იწყება, იოსეფი დილეგშია გამომწყვდე-ული, ახლობლებისაგან შორსაა, და იმით მთავრდება, რომ იოსეფი ეგვიპტის მმართველი ხდება და ძმებთან ერთად ილ-ხენს. ხანუქის მოვლენებიც ასევე ვითარდება; თავიდან ბერ-ძენთა ბატონობის უკუნი, ბოლოს კი მაქაბელების გამარჯვე-ბა და ხანუქიის შუქი. მეორეც ის, რომ ფარაონის სიზმრებ-ში, რომლებიც იოსეფმა ახსნა, ჩანს, თუ როგორ გადაყლა-პეს სუსტმა ძროხებმა ძლიერები და ხორბლის პატარა თავ-თავებმა დიდები. ხანუქაც ხომ ამას გვიჩვენებს, თუ როგორ გაიმარჯვეს სუსტმა ებრაელებმა იმ პერიოდისათვის ყველაზე ძლიერ იმპერიაზე.
ვაიგაშ
მას შემდეგ, რაც იოსეფმა ბენიამინს აბგაში თავისი თა-სი ჩაუდო და მისივე წარგზავნილმა ის ბენიამინს აღმოუჩი-ნა, ძმებმა გლოვის ნიშნად ტანსაცმელი შემოიხიეს და ეგ-ვიპტეში დაბრუნდნენ. იეჰუდამ, რომელმაც მამას ბენიამინის უვნებლად დაბრუნების პირობა დაუდო, იოსეფს შესთავაზა, რომ ყველა ძმა ერთად, ბენიამინის ჩათვლით, მისი ყმა გახ-დებოდა ეგვიპტეში. მაგრამ იოსეფი უარზე დადგა: მხოლოდ ის იქნება ჩემი მონა, ვისაც ჩემი თასი აღმოაჩნდა, დანარჩე-ნებს შეგიძლიათ მამასთან დაბრუნდეთ. და მიადგა, (ვაი-გაშ) იეჰუდა იოსეფს,ამ სიტყვებით იწყება თავი ვაი-გაშ. იეჰუდა მზადაა იოსეფს ნორმალურად ელაპარაკოს, მაგრამ თუ ასე არ გამოვა სიტყვა მიადგა თანახში გა-მოიყენება, როგორც საომრად მზადება. იეჰუდა ძმებთან ერ-თად მზადაა მთელ ეგვიპტეს შეებრძოლოს იმ შემთხვევაში, თუ იოსეფი ბენიამინს არ გაუშვებს. ამასთან ის ბენიამინ
ძებნა
სარჩევი
- ბერეშით
- ნოახ
- ლეხ-ლეხა
- ვაიერა
- ხაიეი სარა
- თოლდოთ
- ვაიეცე
- ვაიშლახ
- ვაიეშევ
- მიკეც
- ვაიეხი
- შემოთ
- ვაერა
- ბო
- ბეშალახ
- ითრო
- მიშფატიმ
- თერუმა
- თეცავე
- ქი თისა
- ვაიაკჰელ
- ფეკუდე
- ვაიკრა
- ცავ
- შემინი
- თაზრია
- მეცორა
- ახარეი მოთ
- კედოშიმ
- ემორ
- ბეჰარ
- ბეხუკოთაი
- ბამიდბარ
- ნასო
- ბეჰაალოთხა
- შელახ ლეხა
- კორახ
- მატოთ
- მასყე
- დებარიმ
- ვაეთხანან
- ყეკევ
- ქი რეე
- შოფტიმ
- ქი თეცე
- ქი თავო
- ნიცავიმ
- ვაიელეხ
- ჰააზინუ