Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
წიგნის კითხვა

ავუწყოთ ფეხი დროს

ეთებს: ლოცულობს, უგზავნის ძმას სა-ჩუქრებს და საომრად ემზადება.
ჩვენი ბრძენები ამბობენ, რომ თორაში აღწერილი ჩვენი დიდი მამების ქმედებანი მაგალითად უნდა გამოვიყენოთ. საფრთხის შემთხვევაში გამჩენს უნდა შევევედროთ და უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. ამასთან, არ შეიძლება გულ-ხელ დაკრეფილები ვისხდეთ და ზეციურ დახმარებას ველოდოთ, თუკი თავის გადასარჩენად რაიმეს გაკეთება შეგვიძლია. იაყაკოვი ძმას საჩუქარს იმისათვის უგ-ზავნის, რომ გული მოულბოს. მას ხომ არა მხოლოდ იმის ეშინია, რომ ძმა მოკლავს, არამედ იმისიც, რომ თავად არ მოკლას იგი. ებრაული ტრადიციის თანახმად, სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ. მაში-ნაც კი, როცა ქალაქს ალყას შემოვარტყამთ, არ შეიძლება იერიშის დაწყება, მანამ მტერს დაზავებას არ შევთავაზებთ. ებრაელები ყოველთვის მზად არიან მშვიდობისათვის დიდი მსხვერპლის გასაღებად. ამასთან, თუ მშვიდობის დამყარება არ გამოგვდის, საომრად უნდა მოვემზადოთ.
იაყაკოვი თავის ბანაკს ორ ნაწილად ყოფს, იმისათვის, რომ მეორე რაზმი, პირველის წარუმატებლობის შემთხვევა-ში, თავშესაფრად გამოიყენოს. იაყაკოვის მოქმედება ძალზე მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ წესს გვასწავლისარ შეიძ-ლება ყველაფრის ერთ ადგილას თავმოყრა. ყოვადია, დედო-ფალ იზაბელის მეფობის პერიოდში, 100 წინასწარმეტყველს ორ გამოქვაბულში მალავდა იმ მიზნით, რომ ერთის გამოაშ-კარავების შემთხვევაში მეორეში დამალული ხალხი გადარ-ჩენილიყო.
იგივე წესი გამოიყენება ფულის დაბანდების საქმეშიც. არ ღირს მთელი ფულის ერთ საქმეში ჩადება. წარუმატებ-ლობის ფაქტორის გათვალისწინებით ფულის ერთი ნაწილი ერთ საქმეში უნდა დავაბანდოთ, მეორემეორეში, მესამე ნაწილი კი სახლში უნდა დავიტოვოთ.
იაყაკოვი ყესავთან შეხვედრის შემდეგ გადარჩება. ასევე ამარცხებს ის ყესავის ანგელოზს. ამის შემდეგ მას ახალ სახელს არქმევენისრაელი (ანგელოზთან მებრძოლი და მისი დამმარცხებელი).

ვაიეშევ


კვირის საკითხავი თავის ვაიეშევ ცენტრალური თემა იოსეფს ეხება, ერთ-ერთ ძმას, იაყაკოვის საყვარელი მეუღ-ლის - რახელის შვილს. იაყაკოვს იოსეფი შვილებს შორის ყველაზე მეტად უყვარდა, რადგანაც იოსეფი ყველა შვილზე დიდი ბრძენი იყო. ყველაფერი, რაც იაყაკოვმა შემისა და ყე-ვერის იეშივაში შეისწავლა, მასაც ასწავლა. იოსეფი სახი-თაც ყველა ძმაზე მეტად ჰგავდა მამას. გამორჩეული სიყვა-რულის ნიშნად იაყაკოვმა იოსეფს განსაკუთრებული, თხელი შალის პერანგი აჩუქა. ჩვენი ბრძენები გვეუბნებიან, რომ ადამიანს შვილები ერთნაირად უნდა უყვარდეს. თუ ისე მოხ-და, რომ ერთ-ერთი უფრო მეტად უყვარს, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაანახოს სხვებს. რაოდენ დიდი ტან-ჯვა მოუტანა ამ პერანგმა იოსეფსაც და იაყაკოვსაც. და იოსეფის განდევნის მთელი ისტორიაც ხომ იაყაკოვის მიერ იოსეფისადმი ყურადღების ამ განსაკუთრებული ნიშნის გამო-ხატვით იწყება. იოსეფი 17 წლის იყო, როცა ძმებმა შეიძუ-ლეს და, როგორც თორა ბრძანებს, არ შეეძლოთ მასთან მშვიდობიანად საუბარი. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი არ თვალთმაქცობდნენ და იოსეფთან მტრულ დამოკი-დებულებას ცრუ კეთილმოსურნეობით არ ნიღბავდნენ. იოსე-ფი ყველაფერს, რაც კი ძმების საქციელში არასწორად მიაჩ-ნდა, მამას უყვებოდა. იმ სიზმრებმაც, რომლებიც იოსეფმა ნახა და ძმებს მოუყვა, მათ მისი სიყვარული ვერ გაუღვი-ვეს. იოსეფის სიზმარში ძმების ძნები მის ძნას უხრიდნენ თავს. მან სიზმარში ასევე იხილა, რომ მზე, მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი თაყვანს სცემდნენ მას. ძმები თვლიდ-ნენ, რომ იოსეფი საკუთარი სურვილებიდან გამომდინარე ხე-დავდა ასეთ სიზმრებს და ის იმის გამო უფრო მეტად შეი-ძულეს, რომ გრძნობდნენ, იოსეფს მათზე ბატონობა სურდა. მათ არ ესმოდათ, რომ ეს სიზმრები წინასწარმეტყველური იყო. და აი, ერთხელ, როდესაც ძმები პირუტყვის სამწყემ-სად წავიდნენ, იაყაკოვმა იოსეფი ძმების მოსაკითხად გააგ-ზავნა. როდესაც ის ძმებს მიუახლოვდა, მათ გადაწყვიტეს, რომ იოსეფი სასიკვდილოდ გაეწირათ. გასაგებია, რომ მის მოსაკლავად განსაკუთრებული მიზეზი უნდა ჰქონოდათ. ჩვენ ხომ, გამჩენმა ნუ ქნას, არ ვსაუბრობთ ისეთ ბოროტმოქმე-დებზე, ვისაც ემოციების მოძალებამ შეიძლება ადამიანი მო-აკვლევინოს. ჩვენ ისრაელის შტოებზე ვსაუბრობთ, ჩვენს დიდ მამებზე. მაშ, რატომ მივიდნენ ისინი ასეთ მძიმე გა-დაწყვეტილებამდე? სინამდვილეში, მათ გადაწყვიტეს, რომ იოსეფს, თორის კანონების მიხედვით ეკუთვნის სიკვდილით დასჯა. ისინი ასე ფიქრობდნენ: ავრაჰამს ორი შვილი ჰყავდა: იცხაკი და იშმაელი. ავრაჰამმა იშმაელი გააგდო და მთელი სულიერი და ფიზიკური მემკვიდრეობა იცხაკს ერგო წილად. იცხაკსაც ორი შვილი ჰყავდა: იაყაკოვი და ყესავი. და ასე-ვე, იცხაკის მემკვიდრე იაყაკოვია. მათ გადაწყვიტეს, რომ ისტორია მეორდება და იოსეფს სურს მათ წილი წაართვას ამ და მომავალ სამყაროებში, რომ მას სურს ებრაელი ხალ-ხის ერთადერთი მამა გახდეს და ამიტომ მათ მამის თვალში მუდმივად ამცირებს. მათი აზრით, იოსეფს მდევრის სტატუ-სი ჰქონდა, იმ ადამიანისა, რომელსაც სხვისი მოკვლა სურს. თორის კანონების მიხედვით კი ასეთი ადამიანის მოკვლა შე-იძლება. მაგრამ რეუბენი, იაყაკოვის პირმშო, მათ ეუბნება: მოდით, სისხლს ნუ დავღვრით, ორმოში ჩავაგდოთ იმ მიზ-ნით, რომ შემდეგ მამას დავუბრუნოთ. და აქ რეუბენი ამართლებს იმ სახელს, რომელიც მას ლეამ წინასწარმეტ-ყველურად დაარქვა: რეუბენი ნიშნავსშეხედეთ-შვილი (ვაჟი). ნახეთ, როგორ მოქმედებს პირმშო რეუბენი იოსეფ-თან მიმართებაში, რომელმაც მას პირველობა ჩამოართვა, და როგორ იქცეოდა ყესავი იაყაკოვთან მიმართებაში, რომელმაც ჯერ თავად მიჰყიდა იაყაკოვს პირმშოობის უფლება, შემდეგ კი მისი მოკვლა სურდა იმ დალოცვის გამო, რომელიც იაყა-კოვმა, როგორც პირმშომ, მიიღო.
ძმები ასეც მოიქცნენ, მაგრამ, როგორც კი რეუბენი ცოტა ხნით წავიდა, მათ შორის ყველაზე გავლენიანმა იეჰუ-დამ ძმებს იოსეფის მონად გაყიდვა შესთავაზა.
იოსეფი რამდენჯერმე გაყიდვის შედეგად, მონად ხვდება ეგვიპტეში. მამას კი ძმები იოსეფის თხის სისხლში ამოს-ვრილ პერანგს უჩვენებენ. იაყაკოვი ტანსაცმელს შემოიხევს და იოსეფს 22 წლის განმავლობაში გლოვობს. საინტერე-სოა, რომ როდესაც ადამიანი კვდება, ერთი წლის შემდეგ ის თანდათან ქრება ცოცხლების მეხსიერებიდან. ის, რომ ია-ყაკოვი 22 წლის განმავლობაში გლოვობდა და იქამდე ვერ დაწყნარდა, სანამ შვილი არ ნახა, იმაზე მეტყველებს, რომ იოსეფი ცოცხალი იყო.