Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
წიგნის კითხვა

ავუწყოთ ფეხი დროს

an style="font-size: 14pt;">მწყემსებმა იაყაკოვი ასეთი უცნაური საქციელისათვის საკუთარი შეხედულებისამებრ განსაჯეს.
ფირქეი ავოთში წერია: გაიკეთე (შექმენი) შენთვის რაბინი (რათა რჩევები მიიღო მისგან), და იყიდე (შეიძინე) მეგობარი, და განსაჯე ყოველი ადამიანი კარგი მხრიდან, ანუ თუ ის შენთვის გაუგებრად იქცევა, ნუ გაივლებ ეჭვს გულში, რომ ის ცუდს აკეთებს. რატომ აყენებენ ბრძენები ამ სამ საკითხს ერთად: გაიკეთე რაბინი, იყიდე მეგობა-რი და განსაჯე ყოველი ადამიანი კარგი მხრიდან. რით უკავშირდებიან ისინი ერთმანეთს? იმით, რომ თუ ადამიანებს კარგი მხრიდან არ განსჯი, არც რაბინი გეყოლება და არც მეგობარი. ასევე იყვნენ მწყემსებიც, იაყაკოვი განსაჯეს, რა-მეთუ მისი საქციელის მოტივი ვერ გაიგეს.
რატომ მივიდა იაყაკოვი ლავანთან ხელცარიელი? ყესავ-მა, მისმა ძმამ, იაყაკოვის მოსაკლავად თავისი შვილი ელი-ფაზი გააგზავნა. იაყაკოვი ფიზიკურად იმდენად ძლიერი იყო, რომ ჭასთან ლავანის პირუტყვისათვის წყლის მიწოდების მიზნით მარტომ გადასწია ის ქვა, რომელსაც ყველა მწყემსი ერთად ძლივს სძრავდა ადგილიდან. ამის მიუხედავად, მან ელიფაზის მოკვლას მისთვის მთელი თავისი ქონების მიცემა არჩია. ეს საქციელი ელიფაზს იმით აუხსნა, რომ ღატაკი მკვდარს ჰგავს და ამით მას მამის დანაბარები შესრულებუ-ლად ჩაეთვლებოდა. წაართვა რა იაყაკოვს ყველაფერი, ელი-ფაზი სასწრაფოდ გაშორდა იქაურობას, იაყაკოვი კი ცარი-ელ-ტარიელი დარჩა. სამი სახის ადამიანს ადარებენ მკვდარს: ღატაკს, იმას, ვისაც შვილები არ ჰყავს და კეთ-როვანს. არც ერთ მათგანს არა აქვს საშუალება დაეხმაროს ხალხს, უძღვნას თავი სხვებს. ღატაკს ამისათვის ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნია, უშვილოებს არ ჰყავთ ის ადამი-ანები, ვისაც ისინი მთლიანად უძღვნიან თავს, კეთროვანს კი ყველა შორიდან უვლის.
ერთხელ, ერთ ჩემს ძალზე საყვარელ მოსწავლეზე, რო-მელიც ამის შემდეგ ამერიკაში გაემგზავრა, ჩემმა ერთ-ერთმა რაბინმა, რაბი მოშე აიზმანმა, და გაუგრძელდეს მას დღეები, სთქვა: მას ძალიან გაუძნელდება ჭეშმარიტად რელიგიურ ადამიანად იქცეს. ჩემს გაკვირვებულ მზერაზე მან მიპასუ-ხა: ეს გოგონა ყველა ადამიანს უყურებს, როგორც იმ ობი-ექტს, ვისგანაც შეიძლება რაიმე გამორჩენა ჰქონდეს. საჭი-როა სულ სხვანაირი ხედვა, უნდა ვიფიქროთ რის მიცემას შევძლებთ ამ ადამიანისათვის. და რაც უფრო მეტი ხალხი-სათვის ცდილობს ადამიანი რაიმეს გაცემას, მით უფრო მო-მაღლებულია ის.
ცოტა ხნის წინ ბატონმა თემურ იოსებაშვილმა და ორ-განიზაციამ ვაად ჰაცალა ნიუ-იორკიდან მთელი ჩვენი თემი ღირსად ჰყვეს სეფერ თორა ეჩუქებინათ. ეს ის მაგალითია, როცა გასცემ რაიმეს, მთელ თემს ღირსად ჰყოფ ამისათვის.
ღატაკი, უშვილო და კეთროვანი ყველაფერ ამას მოკ-ლებულნი არიან. ამიტომ გვანან ისინი მკვდრებს, რომელთაც უკვე აღარავისთვის შეუძლიათ რაიმეს გაცემა. ჩვენ უნდა ვილოცოთ, რომ შეგვეძლოს გაცემა და არა მიღება.
ლავანს კი ორი ქალიშვილი ჰყავდა, უფროსი ლეა და უმცროსირახელი. ლეას სუსტი თვალები ჰქონდა, ხოლო რახელი ლამაზი იყო. კითხულობს ბენ იშ ხაი, ბაღდადის უდიდესი რაბინი: საიდან ჰყავს ლავანს, ბოროტმოქმედსა და მატყუარას, ორი წმინდანი ქალიშვილი. ლეას იმიტომ ჰქონ-და სუსტი თვალები, რომ დღედაღამ ტიროდა. მას არ სურ-და იაყაკოვის უფროსი ძმისყესავის ცოლობა. ხალხი ამ-ბობდა, რომ ლავანს ორი ქალიშვილი ჰყავს, მის დას რივკას კი ორი ვაჟიშვილი. უფროსი ქალიშვილი უფროს ძმას გაყვე-ბა, უმცროსი კიუმცროსს, ანუ ლეაყესავს, რახელი კიიაყაკოვს. რახელიც იაყაკოვის გაცნობამდეც წმინდანი იყო. ბენ იშ ხაი პასუხობს, რომ ხდება ხოლმე, იბადებიან დიდსულოვანი ადამიანები, შესაძლოა ისინი ბოროტმოქმედთა შორისაც დაიბადნონ და მაინც სწორი გზით იარონ, გამჩე-ნის გზით. ასეთები იყვნენ ჩვენი დიდი დედები რახელი და ლეა. და, თუმცა დღეს, მსოფლიოს ყველა ებრაელი ორი დარჩენილი შტოს, იეჰუდასა და ლევის, შთამომავლები - ლეას შვილები არიან, იაყაკოვის სახლს რახელი და ლეა ერთად აშენებდნენ და ორივენი ჩვენი დიდი დედები არიან.
ყველაფრის მიუხედავად, როდესაც იაყაკოვმა რახელი დაინახა, სწორედ ის შეიყვარა და მის გამო ემსახურა ლა-ვანს შვიდი წელი. იაყაკოვი ხვდებოდა რომ ლავანს შეიძლე-ბა მოეტყუებინა იგი, და მას რახელის, უმცროსი ქალიშვი-ლის, ხელი სთხოვა. ლავანს სხვა განზრახვა ჰქონდა. მან გადაწყვიტა რახელის ნაცვლად იაყაკოვთან ლეა მიეყვანა. რახელის მოსაპოვებლად კი კვლავ შვიდი წლის უფასო სამ-სახური მოეთხოვა მისთვის. რახელს ესმოდა, რომ ლეა ამით შეიძლება შერცხვენილიყო, და მას შეტყობინა პაროლიქალთა სამი ძირითადი მცნებაშაბათის სანთლების ანთება, ხალის გამოყოფა და ოჯახური სიწმინდის (ნიდის) კანონე-ბის დაცვა, ის, რისი მეშვეობითაც იაყაკოვს სიბნელეში რა-ხელი უნდა ეცნო. უფრო მეტიც, რახელი იაყაკოვის საძინე-ბელში დაიმალა და იაყაკოვის კითხვებზე ლეას მაგივრად უპასუხა. რახელის საქციელი უსაზღვროდ დიდსულოვანია, ლეა რომ არ შერცხვენილიყო, მას იაყაკოვი დაუთმო, რო-მელსაც შვიდი წელი ელოდა, მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში მან არ იცოდა, გახდებოდა თუ არა იაყაკოვის მე-უღლე.
გამჩენს სურს, რომ ჩვენი დიდი მამები და დედები ბუმ-ბერაზი ადამიანები იყვნენ, რომელთაც კოლოსალური სული-ერი ძალა და მორალური სიწმინდე ექნებათ.
ყოველი ჩვენგანი საკუთარ თავს უნდა ეკითხებოდეს: როდის მიუახლოვდება ჩვენი ქცევები მათ დონეს? ჩვენ ხომ ფიზიკურადაც და სულიერადაც მათი შვილები ვართ.

ვაიშლახ


კვირის საკითხავი თავი ვაიშლახ~ მოგვითხრობს ლავა-ნისაგან მშობლიურ სახლში იაყაკოვის დაბრუნების შესახებ.
გზაში იაყაკოვსძმასთანყესავთან შეხვედრა ელის. ის სერიოზულადაა შეშფოთებული ამ შეხვედრის გამო. 20 წელზე მეტი ხნის წინ ხომ ყესავი მის მოკვლას აპირებდა. ყესავის ყოველგვარ მოქმედებაში ჩანს, რომ მას არ გადაუ-ფიქრებია ამის გაკეთება. იაყაკოვი ყესავთან მზვერავებს უშ-ვებს. ისინი აფრთხილებენ იაყაკოვს, რომ ყესავი მის შესახ-ვედრად 400 მხლებელთან ერთად მოდის. გასაგებია, რომ ისინი არ არიან დედიკოს ბიჭები~ და რომ ყესავი ძმასთან შესახვედრად ასეთ დამხმარე ძალას ტყუილად არ წამოიყ-ვანდა.
სწორედ ამიტომ იაყაკოვი ძმასთან შესახვედრად მზადე-ბისას სამ რამეს აკ