ავუწყოთ ფეხი დროს
უნდა, მისი დონის). აი, რა შეიძლება მოყვეს სწორ ებრაულ აღზრდას და გულიანად ლოცვას.
ამ თავში ასევე მოთხრობილია იაყაკოვისა და ყესავის დავა პირმშოობის უფლებისათვის, რათა იცხაკის დალოცვა მიეღოთ. რაბი ბაგი კითხულობს, რაზე კამათობდნენ ისინი, რაში მდგომარეობს იცხაკის დალოცვის (ბერახის) აზრი? თუ იმაში, რომ ვისაც წმინდანი ლოცავს, დალოცვილი იქ-ნება, მაშინ ყესავი მართალია, როცა მამას იაყაკოვის და-ლოცვის შემდეგ ეკითხება მას: ნუთუ მხოლოდ ერთი ლოც-ვა გაქვს, მამა? რაბი ბაგი პასუხობს, რომ წმინდანს თითო-ეულისათვის მხოლოდ მისთვის განკუთვნილი ლოცვა აქვს. ბერახას მხოლოდ იმის გაძლიერება შეუძლია, რაც ადამიანს ზეციდან აქვს განსაზღვრული, მაგრამ არ შეუძლია რაიმე შესცვალოს.
აბარბანელი ამბობს, რომ აქ საუბარია ავრაჰამისადმი მიცემულ ბერახაზე - მემკვიდრეობით მიიღონ ისრაელის მიწა და სამყაროში მონოთეიზმი შეიტანონ. იცხაკი, ბუნებრივია, თვლის, რომ პირველი შვილი არის ამის ღირსი, მაგრამ მას სურს ის მშობლების პატივისცემის მცნების (ქავოდ ავ ვაემ) შესრულებით შეამზადოს და კერძის მიტანას სთხოვს. რაბე-ინუ ბახია ამ თხოვნაში სიმხიარულის გრძნობის გაღვივების სურვილს ხედავს, რათა ის წინასწარმეტყველების მიღებაზე ღირს ჰყოს. მაშინ ყესავს მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკ-ვრა რატომ არ სთხოვა, რათა ის დაენახა, რაზედაც ბერა-ხას აძლევდა? ბრძანეს ჩვენმა ბრძენებმა: გამჩენმა ხომ გვითხრა: დაასხით ჩემს წინაშე წყალი, რათა წლის განმავ-ლობაში წვიმებზე გაკურთხოთ.
სფათ ემეთი თვლის, რომ ყესავის დალოცვა, ბერახა, მხოლოდ ამ ქვეყნისათვის (ლეოლამ ჰაზე) იყო განკუთვნი-ლი, მაგრამ იაყაკოვს ისიც არ სურდა პირდაპირ ყესავისათ-ვის დაეტოვებინა, ისიც მისი მონაწილეობით უნდა გადაცე-მულიყო. ხოლო ავრაჰამის ბერახის ყესავისათვის მიცემას იცხაკი ისედაც არ აპირებდა.
და სუნი ჩემი ვაჟის ისეთივეა, როგორც გამჩენის მიერ კურთხეული მინდვრის სუნი.
გემარის ნაწილში ბერახოთ ბრძენები ამბობენ, რომ ამ ქვეყნად ადამიანს სიამოვნების მიღება კურთხევის გარეშე არ შეუძლია. ხოლო ის, ვინც კურთხევის გარეშე იღებს რაიმეს, ნებართვის გარეშე სიწმინდის მომხმარებლად იწოდება. ამი-ტომ მთელი სამყარო წარმოგვიდგება, როგორც (ჰეკდეშ) ძღვენი (გამჩენისაგან), რომლის გამოსყიდვაც მხოლოდ კურ-თხევის საშუალებით შეიძლება. სუნის შეგრძნების ბერახას თეჰილიმის 150-ე ფასუკიდან ვსწავლობთ: ქოლ ჰანეშამა თეჰალელ. რა არის ის, რისგანაც სული ღებულობს სია-მოვნებას და არა სხეული? ეს სუნია (და ამიტომაც გან ყე-დენის სუნი), ანუ სუნი ერთ-ერთია ადამიანის მიერ სამყა-როს შეცნობის ხუთი გრძნობათაგან, რომელიც ყველაზე მე-ტად უახლოვდება სულიერებას და ადამიანს ცხოველისაგან განასხვავებს. ცხოველები არომატული სუნისაგან სიამოვნე-ბას არ ღებულობენ. სუნზე შეჰეხეიანუს არ ამბობენ და ამას ჰაშლა ასე გვიხსნის: ეს სიამოვნება ხომ სულისათვი-საა, სული მარადიულია, შეჰეხეიანუს კი იმაზე ამბობენ, რაც სიამოვნებას სხეულს ანიჭებს და ამქვეყნიურია.
და, რატომ არ ამბობენ ბერახას სუნის შეგრძნების შემ-დეგ? იმიტომ, რომ ეს ძალზე ხანმოკლე სიამოვნებაა. ბერა-ხას ასევე მას შემდეგ არ ამბობენ, რაც მიირთვეს ქეზაი-თა-ზე (28 გრამის) ნაკლები წონის რაიმე, რადგანაც ით-ვლება, რომ პროდუქტი კუჭმა უკვე გადაამუშავა.
ვაიეცე
კვირის საკითხავი თავი ვაიეცეიმით იწყება, რომ იაყა-კოვი იძულებულია გაიქცეს საკუთარი სახლიდან, რადგანაც მას ძმა ყესავი მოკვლით ემუქრება. გზაში მას ჩაეძინება და სიზმარში კიბეს ხედავს, რომელზეც ანგელოზები ადიან და ჩამოდიან. მათ ზემოთ კი გამჩენია, რომელიც იაყაკოვს აღუთქვამს, რომ ყოველთვის დაიფარავს, და რომ ის მიწა, რომელზედაც ახლა წევს, მის შთამომავლობას გადაეცემა. გაღვიძებისას იაყაკოვი ამბობს, რა საშიშია ეს ადგილი, სხვა არაფერია, თუ არა გამჩენის სახლი და ზეცის ჭიშკა-რი. და მართლაც, იაყაკოვს იქ ეძინა, სადაც მომავალში მიწიერ ტაძარს ააშენებენ. მიწიერი ტაძარი კი ზეციური ტაძრის პირისპირ დგას.
და რატომაა, რომ სიზმარში ანგელოზები ჯერ ზემოთ ადიან, მერე კი ჩამოდიან? ხომ პირიქით უნდა იყოს: ჯერ გამჩენი მათ დედამიწაზე რაიმე მისიის შესასრულებლად უშ-ვებს, ხოლო შემდეგ, შეასრულებენ რა გამჩენის ნებას, ზე-ცაში ადიან. სინამდვილეში იაყაკოვის სიზმრით თორა გვიჩ-ვენებს, რომ ამქვეყნად ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენი კარგი ან, გამჩენმა ნუ ქნას, უკეთური საქციელით, ან-გელოზებს ვქმნით, რომელნიც ზეცაში ჩვენი ქცევების მოწ-მეებად ადიან. ჩვენი ქცევების პასუხად ზეციდან ჩამოდიან ან კეთილი, ან, გამჩენმა ნუ ქნას, დამანგრეველი ანგელოზე-ბი. გამჩენისაგან ცუდი არ მოდის, ბოროტება ავტომატურა-დაა ჩვენი ცოდვების პასუხი. ყველაფერი ჩვენი ბრალია, ასე ამბობენ ქართველი ებრაელები. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვი-ლოცოთ, რომ ჩვენი ცოდვებისათვის გამჩენმა დამანგრეველი ანგელოზები არ გამოგვიგზავნოს. ჩვენს მიერ შესრულებული მიცვების პასუხად მხოლოდ სიკეთის ანგელოზები გამოგზავ-ნოს.
იაყაკოვი ხარანში მიდის, იქ სადაც ავრაჰამმა თავისი ყმა ელიყეზერი გააგზავნა იაყაკოვის მამის, იცხაკისათვის საცოლის მოსაძებნად. ის ჭასთან მწყემსებს ხვდება და მათ ეკითხება: ძმებო, საიდან ხართ? ჩვენი დიდი მამა იაყაკოვი ყველას ასე ესაუბრებოდა. მისგან ჩვენ უნდა ვისწავლოთ ის, რომ ყველა ადამიანს მივმართოთ თბილად და ამხანაგურად. იცნობთ თუ არა თქვენ ლავანს, ნახორის ვაჟს? საინტერე-სოა, რომ ლავანი, რივკას ძმა, არ იყო ნახორის, ავრაჰამის ძმის შვილი. ის მისი შვილიშვილი იყო, მის მამას კი ბეთუე-ლი ერქვა. მაგრამ იაყაკოვს არ სურდა ამ ბოროტმოქმედის სახელის ხსენება. მას ხომ ავრაჰამის ყმისელიყეზერის, რომელიც მათთან რივკას დასანიშნად იყო მისული, მოწამ-ლვა ეწადა. აქედან უნდა ვისწავლოთ, რომ თუ ადამიანი ბოროტმოქმედია, მისი შვილი შეიძლება ბაბუის სახელით მოვიხსენიოთ. ეს აქტუალურია, მაგალითად მაშინ, როცა ადამიანს თორის წასაკითხად იწვევენ და რაბინი თორასთან ასულს აკურთხებს. სანამ იაყაკოვი მწყემსებს ესაუბრებოდა, ჭასთან ცხვრის ფარას რახელი მოჰყვა. იაყაკოვი კოცნის მას, როგორც ნათესავს, და ტირის. ორგვარი ახსნა არსე-ბობს იმისა, თუ რატომ ტირის იაყაკოვი: 1. მან წმინდა სუ-ლის მეშვეობით დაინახა, რომ რახელთან ერთად არ დაი-მარხებოდა; 2. მას არაფერი გააჩნდა, ცარიელი ხელით მივი-და რახელთან.
ძებნა
სარჩევი
- ბერეშით
- ნოახ
- ლეხ-ლეხა
- ვაიერა
- ხაიეი სარა
- თოლდოთ
- ვაიეცე
- ვაიშლახ
- ვაიეშევ
- მიკეც
- ვაიეხი
- შემოთ
- ვაერა
- ბო
- ბეშალახ
- ითრო
- მიშფატიმ
- თერუმა
- თეცავე
- ქი თისა
- ვაიაკჰელ
- ფეკუდე
- ვაიკრა
- ცავ
- შემინი
- თაზრია
- მეცორა
- ახარეი მოთ
- კედოშიმ
- ემორ
- ბეჰარ
- ბეხუკოთაი
- ბამიდბარ
- ნასო
- ბეჰაალოთხა
- შელახ ლეხა
- კორახ
- მატოთ
- მასყე
- დებარიმ
- ვაეთხანან
- ყეკევ
- ქი რეე
- შოფტიმ
- ქი თეცე
- ქი თავო
- ნიცავიმ
- ვაიელეხ
- ჰააზინუ