Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
წიგნის კითხვა

ავუწყოთ ფეხი დროს

რომ იქ, სადაც არაა გამჩენის წინაშე შიში, არა-ფერი არაა. თქვენ ხომ კანონის აშკარა დარღვევით არ წა-ართმევთ ქმარს ცოლს. თქვენ ამას მალულად იქმთ. ქმარს მოწამლავთ, მას საავტომობილო კატასტროფას მოუწყობთ. როცა თქვენ კანონსა და თქვენს ვნებებს შორის გექნებათ არჩევანი, ვნებებს აირჩევთ. თქვენში არსებული სიკეთე ნაკ-ლებია თქვენშივე არსებულ ბოროტებაზე. თორისა და გამჩე-ნის წინაშე შიშის გარეშე თქვენ ბოროტების დაძლევის უნა-რი არ შეგწევთ. და ამიტომ, მთელი თქვენი კულტურა, ქცე-ვის წესების ცოდნა და ვითომცდა კანონის ზეობა არაფრად ღირს, არაა გამჩენის წინაშე შიში~.
მეოცე საუკუნეში ხალხმა, რომელსაც განსაკუთრებუ-ლად მაღალი კულტურა ჰქონდა, ქვეყანამ, რომელმაც სამყა-როს უდიდესი მეცნიერები, მუსიკოსები, მწერლები და პოე-ტები აჩუქა, დაამტკიცა მოშეს სიტყვების სიმართლე. გერმა-ნულ საკონცეტრაციო ბანაკებში ფაშისტები ებრაელებს აი-ძულებდნენ მათთვის ლამაზი მელოდიები დაეკრათ, ისინი განცხრომით უსმენდნენ და საქმის ცოდნით აფასებდნენ ამ მუსიკას. მაგრამ ეს მათ ხელს არ უშლიდა მილიონობით უდანაშაულო ადამიანი მხეცურად გაენადგურებინათ.
თორა მარადიულია. ავრაჰამის სიტყვები, რომ იქ, სა-დაც არაა გამჩენის შიში, არაფერი არაა, კაცობრიობის მთე-ლი ისტორიის მანძილზე ისევე აქტუალურია, როგორც ყვე-ლაფერი, რაც თორაშია ნაბრძანები. ეს ხომ გამჩენის სიბ-რძნეა და, იყოს გამჩენის ნება, რომ ჩვენ ყველა, შესაძლებ-ლობის მიხედვით, ჩავწვდეთ მას.

ხაიეი სარა


თორის თავი ხაიეი სარაჩვენი დიდი დედის სარას გარდაცვალებით იწყება. გრძელდება იმით, რომ ავრაჰამი თა-ვის ერთგულ მსახურს, ელიყეზერს თავისი შვილის იცხა-კისათვის მეუღლის მოძებნას ავალებს, შემდეგ იცხაკს ცო-ლად მოჰყავს რივკა, და თავი კტურასაგან (აგარისაგან) ავ-რაჰამის გენეოლოგიის ჩამოთვლით მთავრდება.
ბევრი კომენტატორი კითხულობს: რატომ ეწოდება თორის ამ თავს სარას სიცოცხლე, თუკი ის მისი სიკვდი-ლის შესახებ მოგვითხრობს? ეს კითხვა შემდეგ პასუხს მოითხოვს: წმინდანები გარდაცვალების შემდეგაც ცოცხლე-ბად იწოდებიან, ხოლო არამზადები სიცოცხლეშიც მკვდრები არიან. და ეს მხოლოდ ლამაზი სიტყვები არაა, ადამიანს ხომ სული და სხეული აქვს. მთავარია სული, რომელიც მა-რადიულია და არა სხეული, რომელიც მიწა და ფერფლია. და როგორც სხეული ითხოვს საკვებს, წინააღმდეგ შემთხვე-ვაში ის იღუპება, ასევე სულს სჭირდება საზრდო. სულის საზრდო კი ის მიცვებია (მცნებები), რომელთაც ადამიანი ასრულებს. მაგრამ თუ ადამიანი, ღმ-მა არა ქნას, უვარგი-სია, მაშინ მისი სული მკვდარია. თუმცა ეს შეიძლება ჩვენ-თვის შეუმჩნეველია, რადგან სული უხილავია. ამიტომ ადა-მიანი შეიძლება თითქოსდა ცოცხალი იყოს, მაგრამ თუ ის ავაზაკია, მკვდრად იწოდება. მან თავად მოკლა საკუთარი სული, არ ასაზრდოვა იგი. მეორე მხრივ, წმინდანი ფიზიკუ-რი სხეულის სიკვდილის შემდეგაც ცოცხლობს, რადგან მი-სი სული ცოცხალია. ამიტომაც ჰქვია ჩვენი თორის ამ თავს სარას სიცოცხლე და არა სარას გარდაცვალება, რად-განაც მთელი მისი სიცოცხლე გამჩენის სამსახურს და კე-თილ საქმეებს ეძღვნებოდა.
იცხაკის რივკაზე დაქორწინების შემდეგ, ჩვენი დიდი მამების სახლში შეხინა~ (ღვთაებრივი თანხლება) ბრუნდე-ბა, რადგანაც რივკაციცხაკის მეუღლე, უდიდესი წმინდა-ნია. შეხინა~ კი ებრაულ ოჯახში ებრაელი ქალების დამსა-ხურებით იგრძნობა.
თორის ამ თავის ბოლოს, კეთილი სიბერით 175 წლის ავრაჰამის გარდაცვალებაა მოთხრობილი. თორის უდიდესი კომენტატორირაში ამბობს, რომ გამჩენმა ავრაჰამს 180 წლის სიცოცხლე არგუნა, მაგრამ იგი 5 წლით შეუმცირა, იმისათვის, რომ არ ეხილა შვილიშვილისყესავის გაავა-ზაკება. კეთილი სიბერე ხომ მაშინაა, როცა მთელი ოჯახი თორის გზაზე მოგყვება. ერთხელ ჩემმა ნაცნობმა მოხუცმა ბრძენმა ებრაელმა მითხრა: ჩემი შვილები ჩემზე რელიგიუ-რები არიან. და ეს ძალიან კარგია. რატომ?ვკითხე მას. ეს გაცილებით უკეთესია იმაზე, ვიდრე ის, რომ ისი-ნი ნაკლებად რელიგიურები ყოფილიყვნენ-ო.
ვუსურვებ ყველა მკითხველს ჯანმრთელობას, დიდ ბედ-ნიერებას, წარმატებებს, ყოველივე სიკეთეს, და ასევე იმას, რომ ჩვენი შვილები და შვილიშვილები ჩვენზე უკეთესები იყ-ვნენ და ჩვენი წმინდა თორის გზას მისდიონ.

თოლდოთ


კვირის საკითხავ თავში თოლდოთ თორა მოგვით-ხრობს, რომ ჩვენი დიდი წინაპრების იცხაკისა და რივკას შთამომავლობისათვის ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ, რივკა დაფეხმძიმდა. მის ორ ვაჟს შორის ბრძოლა დედის საშოშივე დაიწყო და ამით ისინი რივკას დიდ ტკივილს აყენებდნენ. მას შემდეგ კი, რაც მას უწინასწარმეტყველეს, რომ მისი ერთი ვაჟი წმინდანი იქნება, მეორე კიუწმინდური, ის სა-ერთოდ დაეჭვდა, ღირდა თუ არა ამისათვის ლოცვა. მაგრამ მას აუხსნეს, რომ ისეთი წმინდანისათვის, როგორიც იაყაკო-ვი იქნებოდა, ლოცვა ნამდვილად ღირდა. იაყაკოვი ხომ ებ-რაელი ხალხის დიდ მამად მოიაზრებოდა. და იგი სწორედ ასეთად მოგვევლინა.
და მაინც, არც ერთი მშობელი არ უნდა განაწყენდეს არანაირი შვილის ყოლის გამო. საჭიროა მათი აღზრდა და ლოცვა იმისათვის, რომ ისინი ღირსეულ ადამიანებად ჩამო-ყალიბდნენ.
გემარის ერთ ნაწილში შაბათიმოთხრობილია, თუ ასტროლოგებმა რაბი ნახმან ბენ იცხაკის დედას როგორ უწინასწარმეტყველეს, რომ მისი შვილი ქურდი გამოვიდოდა. ისინი არ ჰგავდნენ თანამედროვე წინასწარმეტყველებს, ხე-დავდნენ იმას, რაც სინამდვილეში უნდა მომხდარიყო. მაგრამ დედამ ფარ-ხმალი არ დაყარა. ის ცდილობდა შვილს პატა-რაობიდანვე არ გაევლო თავდაუხურავად და მას გამჩენის შიშსა და რიდს უნერგავდა. გარდა ამისა, მხურვალედ ლო-ცულობდა შვილისათვის იქამდე, სანამ მისგან რაბი ნახმან ბარ იცხაკი არ გამოძერწა. თუმცა ერთხელ რაბი ნახმანი ლეღვის ხის ქვეშ იჯდა და თორას სწავლობდა. ამ დროს ქუდი დაუვარდა და მის ასაღებად რომ დაიხარა, თვალში მწიფე ლეღვები მოხვდა, ცდუნებას ვერ გაუძლო, ერთი ტო-ტი მოჭრა და ნაყოფს შეექცა. მაგრამ ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა მისი ცხოვრების მანძილზე. და ის ადამიანი, რომე-ლიც ქურდი უნდა გამოსულიყო, ისეთ დიდ ბრძენად იქცა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ რაბინები დანანებით ამ-ბობდნენ: აღარ დარჩა გამჩენის მოშიში ადამიანი~ (რა თქმა