Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
წიგნის კითხვა

ავუწყოთ ფეხი დროს

ze: 14pt;"> ებრაელი თორის სწავლით არასოდეს იღლება. რო-გორც თევზი წვიმის ყოველ წვეთს დაუღალავად ისრუტავს, ადამიანიც სწავლისას თორის უფრო მეტად და მეტად შეც-ნობასაა მოწყურებული.
რატომ ადარებენ თორას ცვარს? წვიმა ყოველთვის არ გვახარებს: მგზავრთათვის ის არც თუ სასურველია, წვიმამ შეუძლია ღვინის დამამზადებლებს ავნოს. იმისათვის, რომ არ ვიფიქროთ, თორის მიერ ჩვენი ცხოვრებისათვის რაიმე ზია-ნის მიყენების შესახებ, მოშემ დაამატა, რომ თორა ცვარსაც წააგავს. ცვარის ჩამოსვლა ყველას უხარია, თორაც ასევე ყველას ახარებს.
მოშე რაბეინუ ხალხს სიმღერას ჰააზინუ~ იეჰოშუაყ-თან ერთად ასწავლიდა. იმავე დღეს ის ისრაელის მიწისათ-ვის თვალის გადასავლებად ნებოს მთაზე ავიდა. მოშე ხომ ცოდვის გამო ამ მიწაზე ვერ ავიდა (მან შესცოდა, როდე-საც კლდისაგან წყლის მიღებისას ხალხის მიერ წყლის და-ჟინებითი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა ისე, როგორც მას გამჩენმა უბრძანა).
სიცოცხლის ბოლო დღეს მოშე რაბეინუმ ყველა შტო ცალ-ცალკე დალოცა, რაც შემდეგ თავშია აღწერილი.

ვეზოთ ჰაბერახა~
სიკვდილის წინ, ებრაელთა ყველა შტოს დალოცვამდე, მოშე გამჩენის წინაშე ლოცულობდა. ამ ლოცვაში მან ადა-მიანთა მოდგმის სიცოცხლის (ხანგრძლივობა) წელთა სიმ-ცირე ახსენა. ადამიანი ხომ 70 წელს ცოცხლობს და მხო-ლოდ განსაკუთრებული ძალის მქონენი ძლებენ 80 წლამდე. თუმცაღა, ადამიანის სული სიცოცხლეს განაგრძობს და სა-ბოლოო ჯამში ის საკუთარ პირველწყაროს უბრუნდება.
მოშემ პირველად იაკობის პირველშობილი ვაჟის რეუბე-ნის შთამომავლები დალოცა და ის მეომრები დააკურთხა, რომელნიც ისრაელის მიწის დაპყრობისას ებრაელთა ჯარის წინა პლანზე მიდიოდნენ.
შიმყონის ტომმა ცალკე კურთხევა იმის გამო ვერ მიი-ღო, რომ მათი ლიდერი ზიმრი მოშეს შიტიმში წინ აღუდგა. ამის მიუხედავად იეჰუდას შტოს შთამომავალთა დალოცვი-სას მოშემ სიტყვებში ისმინე, გამჩენო, იეჰუდას ხმა შიმყონზეც მიანიშნა. სიტყვა ისმინე (შემაყ) სახელის -შიმყონ- ასოებს შეიცავს. ისრაელის მიწაზე შიმყონის შტოს წილი იეჰუდას შტოს შიგნით ვიწრო ზოლებადაა დაყოფილი.
მოშე განსაკუთრებით დავიდის, იეჰუდას შტოს მეფეებ-ზე ლოცულობდა, რათა მათ მტერთა მხრიდან საშიშროება არ ჰქონოდათ.
ლევის შტო ზედმიწევნით კარგად მოიხსენიება, რადგა-ნაც ისინი არც მეი მერივა~-ს (კლდესთან წყლის მიღები-სას) დროს არ მონაწილეობდნენ და არც უდაბნოში ოქროს ვერძის~ შექმნაში. ამიტომაც მათ ტაძარში მსახურება და ებრაელთათვის გამჩენის კანონების სწავლება ერგოთ.
ბენიამინის შტო მოშემ იმით აკურთხა, რომ ტაძრის წმიდათაწმიდა და სამსხვერპლო მის ტერიტორიაზე იქნებო-და და ასეცაა.
იოსების შტოსათვის განკუთვნილი მიწა მოშემ უხვი და გამორჩეული ნაყოფიერებით დალოცა.
ზებულონისა და ისახარის შტოები მოშემ ერთად და-ლოცა, რადგანაც ისინი პარტნიორები არიან. ზებულონის შტოს წარმომადგენლები ვაჭრობით იყვნენ დაკავებულნი და მიღებულ შემოსავალს ისახარის შტოს ხალხს უნაწილებ-დნენ, რომელთაც თორის სწავლა ევალებოდათ. მომავალ სამყაროში ორივე შტო ამისათვის ჯილდოს მიიღებს.
დანი ძლიერ საომარ ძალაზე დააკურთხა, რადგანაც ისინი საზღვარზე ცხოვრობდნენ და მტრის თავდასხმის სა-შიშროება ყოველთვის იყო. დანი ახალგაზრდა ლომთანაა შედარებული, ის ისრაელის ჩრდილოეთის საზღვრის დაცვა-ში ძლიერია და მისი მიწები ნაყოფიერია.
ნაფთალის შტოს მიწაზე ნაყოფი ყველაზე ადრე მწიფ-დება. ამისათვის ის მადლიერია და გამჩენს ადიდებს.
აშერის მიწაზე იმდენი ზეთისხილის პალმაა, რომ ზეთი წყაროსავით წვეთს. მთებში მათ რკინა და სპილენძი აქვთ. ამ შტოს ქალები კი მშვენიერნი არიან.
ბოლოს მოშე რაბეინუ გამჩენისა და ებრაელი ხალხის სადიდებელს წარმოსთქვამს და კვდება. მისი საფლავის ად-გილი დღემდე უცნობია. მოშეს თორის ცოდნაში, სიბრძნესა და წინასწარმეტყველებაში ბადალი არ ჰყავს. მას გამჩენთან საუბარი ნებისმიერ დროს შეეძლო, როცა თავად მოისურვებ-და.
არც ერთ წინასწარმეტყველს თორის ერთი სიტყვაც კი არ შეუძლია შეცვალოს ან გააუქმოს. სიმხათ თორის დღეს, როდესაც თორის კითხვას ვამთავრებთ, ახალ ციკლს მაშინვე თავიდან ბერეშითიდან ვიწყებთ. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ებრაელი ხალხის თორასთან კავშირის უწ-ყვეტობაში არავინ დაეჭვდეს.

რუსულიდან თარგმნა: ნანა კოკიელოვმა
რედაქტორები: ეთერ თოფჩიაშვილი-გიგინეიშვილი
ზაირა დავარაშვილი