Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
წიგნის კითხვა

ავუწყოთ ფეხი დროს

ბში მეგობრებთან ერთად ძალზე ადვილად შეძლო. ამის შემდეგ კი ვალების აღება დაიწყო. თავიდან მას ფულს სიამოვნებით აძლევდნენ, რადგან მდიდარი კაცის შვილი იყო, მაგრამ როცა კრედიტორებმა ნახეს, რომ ვა-ლებს არ აბრუნებდა, არა მხოლოდ ფულის სესხება შეუწ-ყვიტეს, არამედ კიდევაც ემუქრებოდნენ, რომ, თუ ვალებს არ დააბრუნებდა, სიცოცხლეს გამოასალმებდნენ.
და აი, მოვიდა მამის წლისთავის დღეც, ბიჭი მევალეე-ბის თანხლებით სასახლისაკენ გაემართა. ისინი დანებით, შუბებით, ნაჯახებით შეიარაღებულიყვნენ და ბიჭს განუცხა-დეს: `თუ სასახლიდან უფულოდ გამოხვალ, წამებით სიკ-ვდილი არ აგცდება, ერთი ყურს მოგაჭრის, მეორე - ენას და ა.შ.~ და აი, შვილი მამის სასახლეში შევიდა. იქ მის-თვის ყველაფერი ნაცნობი იყო, ის ხომ აქ გაიზარდა. აი, ის ოთახი, სადაც თამაშობდა, აი, მაგიდა, სადაც მას სწავლას აიძულებდნენ. მაგრამ ახლა ეს არ აღელვებდა. იმაზე ფიქ-რობდა, რომ სადმე ცოტა ფული ეპოვა და საკუთარი ტყა-ვის გადასარჩენად მევალეებისათვის მიეცა. ერთ-ერთ უჯრაში კონვერტი იპოვა, დაიმედებულმა გახსნა, მაგრამ ფულის ნაცვლად იქ მამის წერილი დახვდა: `ძვირფასო! აი, უკვე ერთი წელი გავიდა, რაც მე შენთან აღარ ვარ, ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგაც ფლანგავდი ფუ-ლებს, და რომ დღეს შენ კაპიკი აღარ გაქვს, სასახლის კედლებს გარეთ კი მევალეები გელოდებიან. ისინი შენს გა-სანადგურებლად მზად არიან. მაშ, მოკვდი ისე, როგორც ეს ნამდვილ მამაკაცს და ებრაელს შეეფერება. გვერდით ოთახ-ში თოკი მოგიმზადე ჩამოსახრჩობად, რათა შერცხვენა თავი-დან აიცილო. სიკვდილის წინ კი, გთხოვ, ცოდვების მოსანა-ნიებელი ლოცვა `ვიდუი~ წაიკითხე. სხვა გამოსავალი შენ აღარ გაქვს~.
შვილმა მამის უკანასკნელი წერილი წაიკითხა და მიხ-ვდა, რომ ის მართალი იყო. როდესაც ვიდუი~-სა და შე-მაყ ისრაელის კითხვა დაიწყო, თვალებზე ცრემლები მოად-გა. `მომიტევე გამჩენო, როგორ სულელურად გავლიე ჩემი ცხოვრება, ყველა ჩემი შეცოდება მაპატიე~. და აჰა, ყველა-ფერი დამთავრდა, `ვიდუი~ გასრულდა. შვილი მეზობელ ოთახში შედის, იქ ჭერზე მიმაგრებულ თოკს პოულობს, ყელზე იხვევს, სკამზე დგება და მას ფეხებით გადააგდებს. თოკი ყელზე ეჭირება, მაგრამ ამ დროს კაუჭი იხსნება, ჭე-რიდან ბათქაში ცვივა და ჩვენი გმირი ძირს ეცემა. `რა გა-ეწყობა, მამამ თოკიც კი ვერ მომიმზადა სათანადოდ~. აი, აქ ის მამის კიდევ ერთ წერილს ხედავს: `ახლა, როცა შენ, ჩემო ძვირფასო შვილო, შენი ცოდვები მთლიანად მოინანიე, და ახალი ცხოვრების დასაწყებად მზად ხარ, იცოდე, რომ მთელი ქონება შენია. საქველმოქმედო ორგანიზაციებს მე მხოლოდ რამდენიმე მილიონი დავუტოვე, მილიარდები და ეს სასახლე კი შენია. მევალეებს გადაუხადე და ადამიანურად იცხოვრე!~
ეს იგავი ჩვენზეა, იმაზეა, რომ ცოდვილებს, ჩვენ, რო-მელთა მთელი ცხოვრება ერთი დიდი ცოდვაა, მოწყალე მამა მაინც გველოდება. და ყველა ჩვენი გამოცდა და უბედურება მხოლოდ ჩვენივე კეთილდღეობისთვისაა. მაშ, ებრაელებო მა-ცოცხლებელ გამჩენს დაუბრუნდით, კარიბჭე ღიაა. ის ჩვენ გველის!



ჰააზინუ


`ჰააზინუ~ მოშე რაბეინუმ სიკვდილის დღეს იმღერა. მასში ებრაელი ხალხის მომავალია ნაწინასწარმეტყველები. საუბარია გამჩენთან დადებული აღთქმის დარღვევის შემ-თხვევაში განსაზღვრულ სასჯელზე და იმაზე, თუ როგორ გაუსწორდება გამჩენი მათ, ვინც ებრაელებს გალუთში ყოფ-ნისას რაიმე ზიანს აყენებდა.
სულ გამჩენის სადიდებელი 10 წინასწარმეტყველური (ჰიმნია) სიმღერაა, რომელთა შორისაც `ჰააზინუ~ მეოთხეა.
პირველი ჰიმნი ადამმა გან ყედენში წარმოსთქვა. ამ სიმღერაში შაბათის სიდიადისადმი მიძღვნილი ქება-დიდებაა;
მეორე სიმღერა მოშე რაბეინუმ და ისრაელის შვილებმა იამ სუფთან (წითელ ზღვასთან) ფარაონის არმიისაგან სას-წაულებრივად გადარჩენის შემდეგ იმღერეს;
სიმღერებს შორის მესამე `მირიამის ჭის~ ქება-დიდება იყო;
მეოთხე კი ზემოთხსენებული `ჰააზინუა~;
მეხუთე სადიდებელი ჰიმნი იეჰოშუაყმა ემორეელებთან ბრძოლის დროს იმღერა, მაშინ როდესაც მან მზის შეჩერება შეძლო;
მეექვსედ დებორამ და ბარაკმა იმღერეს, როდესაც გამ-ჩენმა მტერი ჩაუგდო ხელში, რომელთა შორის სისრაც იყო;
როდესაც ხანამ, შვილის მრავალი წლის მოლოდინის შემდეგ, შმუელი გააჩინა, მანაც წინასწარმეტყველური სიმ-ღერით ადიდა გამჩენი;
სიცოცხლის ბოლოს დავიდ ჰამელეხმა გამჩენის სადი-დებელი სიმღერა მტრებისაგან გადარჩენის სამადლობლად შეთხზა;
მეფე შლომომ კი გალობათა გალობა (სიმღერათა სიმ-ღერა)შირ ჰაშირიმ~ უძღვნა გამჩენს;
მეათე სიმღერას ებრაელები დღევანდელი განდევნისაგან განთავისუფლების შემდეგ შეასრულებენ.
ჰააზინუ~-ს პირველ ნაწილში მოშე რაბეინუმ ებრაელე-ბი თორის დაცვის აუცილებლობაზე გააფრთხილა და მოწმე-ებად ზეცა და დედამიწა მოიყვანა. რატომ ისინი? ჯერ ერთი იმიტომ, რომ ზეცა და დედამიწა ყველა თაობებისათვის არ-სებობენ და თორაც ხომ ყველა თაობისთვისაა. ამის მეორე მიზეზი ისაა, რომ მოწმეები თავად სჯიან ცოდვილებს (მათ, ვინც თორას არ დაიცავს). ასევე დასჯიან ებრაელებს ზეცა და დედამიწა: ერთი მათ წვიმას არ მისცემს, მეორე კინაყოფს. და ბოლოს, თავად ზეცისა და დედამიწის არსებობა ებრაელთა მიერ თორის მცნებების შესრულებასთანაა დაკავ-შირებული.
ჰააზინუ~_ში თორა წვიმასა და ცვართანაა შედარებუ-ლი. რატომ?
თორის გარეშე, ისევე როგორც უწყლოდ, სამყაროს არსებობა შეუძლებელია.
როგორც წვიმა მოდის ზემოდან, ასევე თორასაც ზე-ციდან ვღებულობთ.
წყალი ხომ ძირითადი გამწმენდი საშუალებაა, ასევე თორა განწმენდს და აამაღლებს მათ, ვინც სწავლობს და მას ზეცის სახელზე~ იცავს.
წვიმა ახალ მცენარეებს არ ქმნის, მაგრამ მათ გან-ვითარებაში ეხმარება, ასევეა თორა, რომელიც ადამიანის სულს ანვითარებს.
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48