Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
წიგნის კითხვა

ავუწყოთ ფეხი დროს

სიტყვას იყე-ნებს: ბაგეები, გული და შესრულება. რაბეინუ ბეხაია გვეუბ-ნება: არის მცნებები, რომელთაც ბაგეთა გამოყენებით ასრუ-ლებენ ესაა თორის შესწავლა და ლოცვა. არის გულით შესასრულებელი მცნებები მაგალითად გამჩენის რწმენა, მისი შიში და სიყვარული. და ბოლოს, არის მცნებები, რო-მელთაც მოქმედების საშუალებით ასრულებენ ციცითის, თეფილინის დადება, მეზუზის მიმაგრება, ცედაკის გაცემა და სხვა.
ერთხელ, ერთმა ვაჭარმა კობრინელ რაბი მოშეს ჰკით-ხა: მე და ჩემს ნაცნობს ერთნაირი მაღაზიები გვაქვს. თით-ქმის ერთი და იგივე საქონელი შემოგვაქვს და ერთმანეთთან ახლოს ვართ. მაგრამ მას საქმეები ძალიან კარგად მისდის, მე კიარა. რა ვქნა, არ ვიცი. რაბი მოშემ უპასუხა: ყოველთვის, როცა მასთან მყიდველი შედის, გამჩენი აკურ-თხე, რომ მას ფარნასას (შემოსავალს) უგზავნის. თუ თავი-დან ეს სიტყვები გულიდან არ იქნება წარმოთქმული, ამაზე ნუ იჯავრებ. ხომ ნათქვამია, ჯერ ბაგეებით, შემდეგ კი გულით.
ვერც კი წარმოვიდგენთ, თუ რა დიდი ძალა აქვთ ჩვენს ბაგეებს სამყაროს შესაცვლელად, ბაგეებს, რომელთა საშუა-ლებითაც ლოცვებს წარმოვთქვამთ და თორას ვსწავლობთ.
ამბობენ, რომ კარგი განაჩენისათვის სამი საწინდარი არსებობს: მონანიება, ლოცვა და ცედაკა (უქონელთათვის ან კეთილ საქმეებზე გაცემული თანხა).
გემარაში ერთი ყასბის ისტორიაა მოტანილი, რომელმაც რაბინი გაანაწყენა და იომ ქიფურის წინ პატიება არ სთხო-ვა. მაშინ რაბინი თავად მივიდა ყასაბთან პატიების სათხოვ-ნელად. მან იფიქრა, რომ ამით მას ცოდვის მონანიების სა-შუალებას მისცემდა. მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა: როცა ყასაბმა რაბი დაინახა, დაუყვირა: აქედან წადი, შენ-თან არანაირი საქმე არ მაქვს. რაბი წავიდა, ყასაბმა კი ხორცის დაჩეხვა განაგრძო. უცბად, ერთი ძვალი ხორცს ჩა-მოძვრა, ყასაბს ყელში მოხვდა და ის მოკლა. ნუ დავემგვა-ნებით ყასაბს იმ დღეს, როცა ცის კარი ჩვენი მონანიებისა და ლოცვისათვის ფართოდაა ღია და გამჩენი ამაში თავად გვეხმარება.
რა ძალა აქვს ლოცვას? გაზეთმა მაარივ ასეთი რამ დაბეჭდა: სან ფრანცისკოში ექსპერიმენტი ჩაატარეს: ლოც-ვის გავლენა ჰოსპიტალიზირებულ გულით ავადმყოფებზე. 393 ავადმყოფი ორ ჯგუფად გაყვეს. ერთი ჯგუფის წარმო-მადგენლებისათვის ლოცულობდნენ, ხოლო მეორე ჯგუფი-სათვის არა. ისინი, ვისთვისაც ლოცულობდნენ, ნაკლებად ავადდებოდნენ ფილტვების ანთებით, რაც ძალზე ხშირად ერთვის გულის დაავადებებს, უფრო ნაკლებ წამლებს ღებუ-ლობდნენ, ნაკლებად ჩიოდნენ და უფრო ადრე ეწერებოდნენ საავადმყოფოდან.
მკურნალობის კურსის ჩასატარებლად კალიფორნიის უნივერსიტეტში უშვილო წყვილები ასევე ორ ჯგუფად გაყ-ვეს. იმ ჯგუფში, ვისთვისაც ლოცულობდნენ, გამოჯანმრთე-ლებულთა რიცხვი 15-დან 50 პროცენტამდე გაიზარდა.
ამ დღეებში, რა თქმა უნდა, ასევე ძალზე მნიშვნელოვა-ნია სინაგოგების, გაჭირვებულების დახმარებაცედაკის გა-ცემა. მაგრამ, უნდა აღვნიშნო, რომ ცედაკის გაცემის მიცვა თეშუბისა და ლოცვის შემდეგ დგას, რაც იმაზე მიგვანიშ-ნებს, რომ უნდა ვილოცოთ, რომ ჩვენი ცედაკა იმ ადამია-ნებთან მოხვდეს, ვინც ამას იმსახურებს. ასევე უნდა აღი-ნიშნოს, რომ თეშუბისა და ლოცვის გარეშე ცედაკას არავი-თარი ფასი არა აქვს.



ვაიელეხ


კვირის საკითხავ თავს ვაიელეხ ჩვეულებრივ მთრთოლვარე (მრისხანე) დღეებშიროშ ჰაშანამდე კით-ხულობენ, ან როშ ჰაშანასა და იომ ქიფურს შორის. თავი მოშე რაბეინუს ცხოვრების უკანასკნელ დღეზე მოგვით-ხრობს. ის 120 წლის ასაკში გარდაიცვალა, 7 ადარს, მის-სავე დაბადების დღეს. მოშე რაბეინუ იეჰოშუაყს ებრაელი ხალხისათვის საბოლოო მითითებებს აძლევს და ბოლო წი-ნასწარმეტყველებებს გამოსთქვამს:
`და იქნება, როცა გიპოვის შენ (ანუ ებრაელებს) მრა-ვალი უბედურება და სიმწარე, და იქნება ეს სიმღერა (ანუ თორა) სამუდამო მოწმობა, რადგანაც არ იქნება დავიწყებუ-ლი მისი შთამომავალი~. ამ წინასწარმეტყველებაში მოშე ებ-რაელ ხალხს პირდება, რომ მაშინაც კი, როცა მათ ძალიან გაუჭირდებათ და ზოგიერთი მათგანი მას დაცილდება, ებრა-ელები მას არ დაივიწყებენ. ისინიც კი, რომლებიც გამჩენს ჩამოშორდნენ, სასჯელის მოხდის შემდეგ (უბედურებებისა და სიმწარის გადატანის შემდეგ) მას დაუბრუნდებიან და თორაში საკუთარ ბედნიერებას იპოვიან.
დიდ ებრაელს, რაბინს, მაგიდს (მოქადაგე) დუბნიდან, რომელიც მრავალი იგავის ავტორია (მათგან რამდენიმე წი-ნასწარმეტყველების სახითაა დაწერილი), ამ წინასწარმეტ-ყველების ასახსნელად ასეთი იგავი მოყავს:
ოდესღაც ამქვეყნად ძალზე მდიდარი კაცი ცხოვრობდა. მას ყველაფერი ჰქონდა - წარმატებები ბიზნესში, მშვენიერი მეუღლე, მილიარდობით ფული და ლამაზი სასახლე. მხო-ლოდ ერთი რამ აკლდა, ის, რაც ცხოვრებას გვილამაზებს ბავშვები. ცოლ-ქმარმა ბევრი ცრემლი დაღვარა, მრავალი ლოცვა აღუვლინა გამჩენს, მრავალი მოწყალება გაიღო და მხოლოდ ამის შემდეგ შეიცოდა ისინი გამჩენმა და ვაჟიშვი-ლი აჩუქა.
მშობლების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რაღა თქმა უნდა, ბიჭს პატარობიდანვე არაფერს უკრძალავდნენ. რასაც ის მოისურვებდა, მაშინვე იღებდა. მაგრამ, როგორც ხშირად ხდება, მისთვის ასეთი აღზრდა მავნე აღმოჩნდა. ბი-ჭი გაიზარდა, ცუდ წრეში მოხვდა, სწავლას თავი დაანება და მშობლების ფულებს მხოლოდ გართობისათვის ხარჯავდა. მშობლები სიბერეში ნუგეშის ნაცვლად მისგან მუდმივად სიმწარეს იღებდნენ. დედა შვილის გამო ნერვიულობას გა-დაყვა. მისი გარდაცვალების დღეს შვილმა კადიში~ წაიკით-ხა არა იმიტომ, რომ ძალზე სწუხდა, არამედ იმიტომ, რომ ასე იყო საჭირო. ცოტა ხანში მამაც გარდაიცვალა და ასე-თივე კადიში~ მიიღო შვილისაგან.
ბიჭს ყველაზე მეტად მამის დანატოვარი ქონება აინტე-რესებდა, მაგრამ ძალიან გაუცრუვდა იმედი. გარყვნილი ცხოვრების წესის გამო მამამ მას მხოლოდ რამდენიმე ათასი მონეტა დაუტოვა, მილიონები კი სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცა. მამის ანდერძში აღნიშნული იყო, რომ მას მთელი წლის განმავლობაში არ ჰქონდა მამის სა-სახლეში შესვლის უფლება, ამის გაკეთება მხოლოდ მამის წლისთავზე შეეძლო.
გასაგებია, რომ ასეთი `მცირედი~ თანხის დახარჯვა შვილმა სამიკიტნოე