Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
წიგნის კითხვა

ავუწყოთ ფეხი დროს

-მონ ბარ იოხაისა და მისი ვაჟის, ელყაზარის გამოქვაბულში მალვის პერიოდში, ერეც ისრაელის ბრძენები გაფრთხილებას სწავლობდნენ. რატომ,კითხულობდნენ ისინი,ანუგე-შებს გამჩენი ებრაელებს პირველი გაფრთხილების შემდეგ (თორის თავში ბეხუკოთაი), ხოლო ასეთ მკაცრ გაფრთხი-ლებას, როგორიც ამ თავშია, მანუგეშებელი სიტყვები არ მოყვება? მათ სურდათ რაბი შიმყონ ბარ იოხაისთვის ეკით-ხათ, მაგრამ მისი ადგილსამყოფელი არ იცოდნენ.
ერთხელ რაბი იოსე ბარ რაბი იეჰუდამ მტრედების გუნ-დი შენიშნა, რომელთაც უკან მარტოდმფრენი მტრედი მიჰ-ყვებოდა. მტრედო,წამოიძახა მან, -შენ ჯერ კიდევ ნოახის პერიოდიდან მოყოლებული ერთგული შიკრიკიც ხარ და ებრაელი ხალხის სიმბოლოც. გაფრინდი რაბი შიმყონ ბარ იოხაისთან. მან კითხვა დაწერა და მტრედს ნისკარტში ჩაუდო. მტრედმა გეზი რაბი შიმყონ ბარ იოხაისკენ აიღო.
წერილი რომ წაიკითხა, რაბი შიმყონ ბარ იოხაიმ ტი-რილი დაიწყო და სთქვა: ნუთუ ჩვენი თაობა ასე დაეცა, რომ თორის საჭირო დონეზე განმარტება არ შეუძლიათ. მას დასამშვიდებლად და პასუხის მისანიშნებლად წინასწარ-მეტყველი ელიაჰუ გამოეცხადა. ეს კითხვა ციურ იეშივა-შიც დასვეს, შეატყობინა მას ელიაჰუმ. საქმე ისაა, რომ ეს გაფრთხილება გაცილებით ნაკლებად მკაცრია იმ გაფრთხილებასთან შედარებით, რომელიც თორის წიგნში ვაიკრა არის მოცემული (და ამიტომ მას არ მოყვება ნუ-გეშის მომცემი დაპირება). აქ გამჩენმა იგივე მუქარები და დაპირებები გაიმეორა, მაგრამ სხვა ინტონაციაშიისე, რო-გორც ეს შვილის საქციელით შეშფოთებულ მამას შეეფერე-ბა, რომელიც მას საყვედურობს, რადგან თანაუგრძნობს და ეცოდება. სინამდვილეში კი ამ გაკიცხვის ყველა ასპექტი გამჩენის მიერ ებრაელი ხალხის სიყვარულიდან გამომდინა-რეობს, და მისი ყოველი ნიუანსი ებრაელთა სიწმინდის გზა-ზე დასაყენებლადაა საჭირო.
მიაქციეთ ყურადღება, რომ მთელი იმ დროის განმავლო-ბაში, როცა გამჩენი ებრაელებს აფრთხილებს, ნახმარია სა-ხელი ჰაშემრაც გულმოწყალებას ნიშნავს.
მრავალი წყევლა მეორდება, რადგან გამჩენმა ჩვენი გა-ლუთისგანდევნილობისა და გაფანტულობის ხანგრძლივო-ბა განჭვრიტა, რამეთუ ებრაელების მონანიებამდე მიყვანის უდიდესი სურვილი ჰქონდა..
გემარას (იომა 9ა) ასე არანორმალურად ხანგრძლივი განდევნის მიზეზი მოაქვს: პირველი ტაძარი ებრაელთა კერ-პთაყვანისმცემლობის, სისხლისღვრისა და უზნეობის გამო დაინგრა. მეორე ტაძრის დანგრევის მიზეზი კი ებრაელთა შორის უმიზეზო სიძულვილი გახდა. ის, ვინც ასე სცოდავს, ხშირად არც ესმის, რომ შესცოდა, და თუ ამას შეიგნებს, არც თუ იშვიათად ცოდვის სიღრმეს ვერ სწვდება, და აქე-დან გამომდინარე, ისე ვერ მოინანიებს, როგორც ეს საჭი-როა. ჩვენს განდევნას ბოლო არ უჩანს, რადგანაც უმიზეზო სიძულვილი ჯერ ისევ ფართოდაა გავრცელებული და მონა-ნიებული არაა.
მაგრამ, როგორც წინასწარმეტყველმა სთქვა, ყველაზე საშინელ წყევლაშიც კი ხსნაა ჩადებული. იქ, სადაც ნათქვა-მია: გამჩენი გამოგიგზავნით თქვენ ყველა იმ დაავადებასა და სასჯელს (ცემულობას), რომელთა შესახებაც არ წერია თორის ამ წიგნში, ფორმულირება განუსაზღვრელია. იაყე-ლემ ალეიხა (გამოგიგზავნის შენ) შეიძლება წავიკიხოთ ასეც: ეაყელემ ალეიხა (ის დაგიფარავს შენ (მისგან); ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის დაავადებებს არ გა-მოგიგზავნის. როდესაც გაფრთხილებებს კითხულობთ, უნდა გახსოვდეთ, რომ გამჩენის უდიდესი სურვილია თორა არ მი-ატოვოთ და თუ ის მაინც უარყავით, დაუბრუნდეთ.
ელიაჰუმ რაბი შიმყონ ბარ იოხაის კიდევ ერთი საიდუმ-ლო გაუმხილა: ბოლო ფასუკი და გამჩენი დაგაბრუნებს შენ ეგვიპტეში გემებით~შენიღბული კურთხევაა. ის მიგ-ვანიშნებს, რომ მომავალში გამჩენი გამოსვლის შემდეგ მომ-ხდარი სასწაულების მსგავს სასწაულებს მოახდენს. ხალხე-ბი ებრაელთა განადგურებას გემებზე მოინდომებენ, მაგრამ ისინი ზღვაში თავად დაიხრჩობიან.
წერილობითი თორა ასევე სანუგეშო დაპირებაა განდევ-ნილთა ერთად შეგროვებაზე (თავი 30, ნიცავიმ). წიგნი თოლდოთ იცხაკ გვიხსნის, რომ ეს დაპირება გაფრთხილე-ბისაგან იმისათვისაა გამოყოფილი, რათა მიგვანიშნოსჩვე-ნი დღევანდელი განდევნა დიდხანს არ იქნება გამოსყიდული. ეს მაშინ მოხდება, როცა იმედი სულ გადაგვეწურება.
საღამოხანს მტრედი რაბი იოსესთან დაბრუნდა. რაბიმ პასუხი წაიკითხა და განაცხადა: ჩვენ რაბი შიმყონ ბარ იოხაის ზუსტი ადგილსამყოფელი არ ვიცით, მაგრამ იქ თო-რაც არის. ის ბედნიერია!
გამჩენი ამბობს: ნუ გეშინია ჩემო მონავ, იაყაკოვ (ირ-მიაჰუ 30:10).
სასამართლოს დიად დღეს არ გავანადგურებ ებრაელ ხალხს! როცა სამაელი, ესავის მფარველი ანგელოზი, ებრა-ელთა ცოდვების სიას წარმომიდგენს, მე მათი ტანჯვის ჩა-მონათვალს წარვუდგენ. ყველა თაობის ებრაელებს დევნიდნენ და მათი ტანჯვები მთლიანობაში მათივე ცოდვების ჩამოსა-რეცხად სავსებით საკმარისი იქნება. ამიტომ სამაელი ჩუმად იქნება, თქვენ კი უფლებას მიიღებთ მკვდრეთით აღსდგეთ და მარადიულად იცხოვროთ.



ნიცავიმ


კვირის საკითხავი თავი ნიცავიმ ყოველთვის როშ ჰა-შანის წინა შაბათს იკითხება და მისი დასაწყისი ახალი წლისგანსჯის დღის მოახლოებას მიგვანიშნებს: თქვენ დგახართ დღეს ყველა გამჩენის, თქვენი ღმ-თის წინაშე.
ჩვეულებრივ, თვის ყოველ ბოლო შაბათს, სპეციალური ლოცვით ახალი თვის დაწყებას აკურთხებენ. მხოლოდ წე-ლიწადში ერთხელ, თიშრეის თვის დაწყების წინ, ამას არ აკეთებენ, რათა სატანამ ახალი წლის შემოსვლის დრო არ გაიგოს და ებრაელ ხალხს განსჯის დღეს ბრალდება არ წაუყენოს.
ერთხელ, როშ ჰაშანამდე ერთი თვით ადრე, რაბი მეირ იცხაკი ფანჯარასთან იჯდა. გამვლელმა მეწაღემ მას ჰკითხა: რაბი ხომ არაფერი გაქვთ გასასწორებელი (შესაკეთებე-ლი)? რაბიმ ტირილი დაიწყო და უთხრა: ოი, რამდენი რამ მაქვს გამოსასწორებელი. თუკი ასეთ წმინდანს ამდენი რამის გამოსწორება სჭირდება, მაშინ ჩვენ რამდენი დაგ-ვჭირდება!
ამ კვირის საკითხავ თავში წერია, რომ თორა ყოველი ებრაელის სულთანაა მიახლოვებული: რადგანაც ახლოსაა ის შენთან, შენს ბაგეებზეა იგი და შენს გულშია, რათა შე-ასრულო ეს. ჩვენ ვხედავთ, რომ თორა სამ