Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
წიგნის კითხვა

ავუწყოთ ფეხი დროს

აც ყველა დანარჩენი ცოლი ერთად. მან იაყა-კოვს ექვსი ვაჟიშვილი და ერთი ქალიშვილი შესძინა.
იერუშალაიმის თალმუდში წერია: გამჩენმა ებრაელ ხალხს სამი შესანიშნავი თვისება უბოძა საჩუქრად: ებრაე-ლები მოწყალენი არიან, სირცხვილის გრძნობა აქვთ და სი-კეთეს სიკეთითვე პასუხობენ. ჩვენი ბრძენები გვასწავლიან, რომ ადამიანი, რომელსაც ეს სამი თვისება გააჩნია, ნამდვი-ლი ებრაელია, ხოლო ის, ვინც თავხედობით ან სისასტიკით გამოირჩევა, ადამიანები სძულს და არავითარი სურვილი არა აქვს მათთვის სიკეთე აკეთოსეჭვია, რომ ქაშერი ებრაუ-ლი ოჯახიდან იყოს, რადგანაც მას ებრაელი ხალხისათვის დამახასიათებელი თვისებები არ გააჩნია. ამ მიზეზის გამო მეფე დავიდმა გივონიელებს ნება არ დართო ებრაელობა მიე-ღოთ. მან ამ ხალხის სითამამე და უკომპრომისობა დაინახა და ის, რომ მათ შაულის შვილები არ დაინდეს. თუმცაღა, თავის დროზე ებრაელებმა ისინი შეიბრალეს, არ დახოცეს (ამის შესახებ წიგნი შმუელი გვიამბობს).
კვირის ამ საკითხავ თავში წერია: არ შევა ამონის და მოაბის წარმომადგენელი გამჩენის თემში იმის გამო, რომ ებრაელებს პურით და წყლით არ შეხვდა ეგვიპტიდან გამოსვლისას, და იმის გამო, რომ ბილყამი, ბეყორის ვაჟი დაიქირავა შენს (ებრაელთა) დასაწყევლად.
ჩვენი წმინდა თორა მცნებას გვაძლევს თავი შორს გვე-ჭიროს და არ მივიღოთ (არ მივცეთ გიური) ორი ხალხისამონისა და მოაბის (დღეს ეს ხალხები არ არსებობენ) წარ-მომადგენლები. რატომ? იმის გამო, რომ მათ სისასტიკე გა-მოიჩინეს და პური და წყალი არ გაუნაწილეს ებრაელებს. და კიდევ იმისათვის, რომ ბილყამს ებრაელთა დასაწყევლად დიდი თანხა გადაუხადეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ხალხი ჩვენი სისხლით ნათესავები არიან (ისინი ლოტის შთამომავლები არიან. ლოტი კი ავრაჰამმა გადაარჩინა ოთხი მეფის ომის დროს. გაწეულ სიკეთეზე მათ სიკეთით უნდა მიეგოთ), გამჩენმა ისინი ჩამოგვაშორა. სწორედ ამის შესა-ხებ გემარაში _ სანჰედრინი, რაბი იოხანანი გვეუბნება, თუ როგორ შეიძლება შენი ერთი საქციელის გამო მთელს შენს შთამომავლობაზე იქონიო გავლენა. შევადაროთ ერთმა-ნეთს ამონელებისა და მოაბელების საქციელი, რომელმაც ისინი მათი სისხლით ნათესაობის მიუხედავად ებრაელ ხალხს ჩამოაშორა და, ითროს ქმედება, რომელმაც მიდიანში გაქცეულ მოშე რაბეინუს ტრაპეზი შესთავაზა. მან ქალიშვი-ლებს უთხრა: დაუძახეთ და ის პურს მიირთმევს . ითრო და მისი ოჯახი არა მარტო გამჩენის თემში შევიდნენ, არა-მედ მისი შთამომავლები იერუშალაიმში ებრაული უმაღლესი საკანონმდებლო კრებისსანჰედრინის წევრები იყვნენ.
მოაბისა და ამონის ხალხს ორი მიზეზის გამო არ შე-უძლიათ გამჩენის თემის წევრები გახდნენ: 1. მათ ებრაელებს პური არ უწილადეს და 2. ებრაელთა დასაწყევლად ბილყამი დაიქირავეს. ისმის კითხვა: მეორე მიზეზი ხომ უფრო მძი-მეა? თუ ვინმემ გულმოწყალება არ გამოიჩინა, არც ისე დი-დი ცოდვაა იმასთან შედარებით რომ ხალხის დასაწყევლად სპეციალურად დაიქირავო ბილყამი, ანუ აქტიური ბოროტება ჰქმნა. მაგიდი დუბნოდან ამ შეკითხვას იგავით პასუხობს: ერთი მდიდარი იეშივაში სასიძოს ასარჩევად მივიდა. მას თორის ბრძენი ესაჭიროებოდა. იეშივის რაბინმა ძალზე ნიჭი-ერი მოსწავლე უჩვენა. მამასაც და ქალიშვილსაც ის ძალიან მოეწონათ და სულ მალე ოჯახის შექმნის პირობებს ხელი მოაწერეს. მდიდარ ებრაელს სიძისათვის ბინა უნდა მიეცა და მისი ოჯახი გამოეკვება. თაფლობის თვის დამთავრების შემდეგ მდიდრის ქალიშვილი ქმარს შეუჩნდა. მას ძალიან უნდოდა მოგზაურობა და აფრიკის მთების, ამერიკის ჩანჩქე-რებისა და საფრანგეთის მუზეუმების ნახვა. ქმარი თორას სწავლობდა და მოცდენა არ სურდა. ქალიშვილმა მამას მი-მართა, მაგრამ სიძე მანაც ვერაფრით დაიყოლია. არც საკვე-ბის მიწოდების შეწყვეტამ უშველა. მაშინ სიმამრმა გადაწ-ყვიტა სიძის დასაწყევლად ჯადოქრისათვის მიემართა, რასაც მისი სიკვდილი მოყვებოდა. სიძემ ეს შეიტყო, იეშივაში გაიქ-ცა და ყველაფერი რაბის უამბო. სიმამრი, იმის გამო, რომ სიძე გაიქცა, ჯადოქართან აღარ მივიდა. თუ სიძე ისეთ ად-გილას მოკვდებოდა, რომ მის ნეშტს ვერ იპოვიდნენ, მაშინ მისი ქალიშვილი ეგრეთ წოდებულ თივის ქვრივად იქცეო-და (თუ ქალს ქმარი დაეკარგა და არ იცის ცოცხალია ის თუ მკვდარი, მას გათხოვება არ შეუძლია). მაგრამ მან მა-ლე შეიტყო, რომ სიძე იეშივაშია, მის ხელმძღვანელთან მი-ვიდა და უთხრა: რაბი, შეხედეთ, სასიძოდ ვინ მირჩიეთ. ის გაიქცა და ჩემი ქალიშვილი მიატოვა. მაგრამ მე გავიგე, რომ შენ მას აღარ კვებავდი,უპასუხა რაბიმ. რას იზამ, მე იმდენი შემოსავალი აღარ მაქვსთავი იმართლა მდიდარმა. შენ ფული არ გაქვს? მე კი ვიცი, რომ შენი სი-ძის დასაწყევლად ჯადოქრისათვის რამდენიმე ათასი დოლა-რის მიცემას აპირებდი. ამისათვის გაქვს ფული, სიძის გამო-საკვებად კიარა?
ასევე იყო ამონისა და მოაბის ქვეყნებშიც. მათ შეეძ-ლოთ ეთქვათ, რომ ისინი ღარიბები არიან და სხვებისათვის პური არა აქვთ. ამიტომ გამჩენი მათ ეუბნება: თქვენ ებრა-ელთა გასამასპინძლებელი პროდუქტები არ გაქვთ, მათ და-საწყევლად დაქირავებული ბილყამისათვის კი უზარმაზარი თანხის გადახდა შეგიძლიათ? სწორედ ამიტომაა, რომ თო-რაში გამჩენი ჯერ პურთან და წყალთან დაკავშირებულ ის-ტორიას გვამცნობს და შემდეგ ბილყამის შესახებ გვიყვება, ასეთივე პრინციპით მოიქცა იეშივის ხელმძღვანელიც.



ქი თავო


კვირის საკითხავ თავში `ქი თავო~ ყველა ის წყევლაა ჩამოთვლილი, რომელიც ებრაელ ხალხს იმ შემთხვევაში და-ატყდება თავს: `თუ თქვენ გამჩენის, თქვენი ღმ-თის ხმას არ დაემორჩილებით მოგეწევათ ყველა ეს წყევლა თქვენ და თავს დაგატყდებათ ისინი თქვენ~. ჩვენი ბრძენები გვიხსნიდ-ნენ: `ნუ წაიკითხავთ `ვეჰისიგუხა~ (თავს დაგატყდებათ), წაიკითხეთ `ვეჰიციგუხა~ (დაგიცავენ თქვენ).
თუ არა ის ტანჯვანი, რომელნიც თქვენ გაიძულებენ გამჩენს დაუბრუნდეთ და რომელნიც თქვენს ცოდვებს, გამო-ისყიდიან, თქვენ არსებობას ვერ შეძლებდით~.
როდესაც გაფრთხილება მოისმინეს, ებრაელები შიშმა შეიპყრო. ამიტომ მოშემ ისინი ყველა ერთად შეკრიბამა-მაკაცები, ქალები, ბავშვებიდა აუხსნა, რომ გამჩენს მათი დაწყევლა მათივე საკეთილდღეოდ ჰქონდა განზრახული. ებ-რაელებს ტანჯვა სხვა ხალხებთან ასიმილაციისაგან დაი-ცავს და ცოდვებისაგან გამოსყიდვა მაშიახის მოსვლის შემ-დეგ მათ მომავალ სამყაროში დაუდებს წილს.
გვიყვებიან, რომ რომის ხელისუფალთა გამო რაბი ში