Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
წიგნის კითხვა

ავუწყოთ ფეხი დროს

ც შეეძლოთ). მცირე სანჰედრინი 23 მოსამართლისა-გან შესდგებოდა, რომელთაც სიკვდილის განაჩენის გამოტა-ნის უფლება ჰქონდათ. დიდი სანჰედრინი კი 71 მოსამარ-თლისაგან შედგებოდა, რომლებიც ტაძრის შენობაში სხდო-მებს ყოველდღიურად ატარებდნენ. ბუნებრივია, რომ ისინი განსაკუთრებით რთულ და მნიშვნელოვან საკითხებს წყვეტ-დნენ. მაგალითად, თუ ებრაელთა მეფე ომს აპირებდა, თან-ხმობა დიდი სანჰედრინისაგან უნდა მიეღო. იმის გარდა, რომ დიდი სანჰედრინის წევრები თორაში ღრმად განსწავლულნი უნდა ყოფილიყვნენ, მათ ის 70 ენაც უნდა სცოდნოდათ, რომლებზედაც იმ პერიოდის ხალხები მეტყველებდნენ. ეს იმისათვის იყო საჭირო, რომ თვითოეული მოწმისათვის მის სამეტყველო ენაზე მოესმინათ ანუ თარგმანის გარეშე.
მოსამართლეებს `შოტრიმ~ ეხმარებოდნენ ისინი, ვინც ამოწმებდნენ, თუ როგორ სრულდებოდა მოსამართლეთა გა-დაწყვეტილებები.
თორა მოსამართლეებისაგან უზადო პატიოსნებას და ისეთ გამბედაობას მოითხოვს, რომელიც სამართლიანი გა-დაწყვეტილებების მისაღებადაა საჭირო.
თალმუდი მოგვითხრობს, რომ ერთხელ ებრაელი მეფის იანაის (მაქაბელების გვარიდან) ყმამ მკვლელობა ჩაიდინა. რაბი შიმყონ ბენ შეტახმა, დიდი სანჰედრინის უფროსმა, მე-ფე სასამართლოში მიიწვია. მეფემ მიწვევა მიიღო და სასა-მართლოში მიბრძანდა. ის ყველანაირად ცდილობდა მოსამარ-თლეებისათვის ეჩვენებინა, რომ უმჯობესი იყო ყმა გაემარ-თლებინათ. სასამართლოში გამოჩენისას ის მოსამართლეთა წინაშე დაჯდა. `ადექი იანაი,მიმართა მას რაბიმ,შენ ხომ ხალხის წინაშე არ დგახარ, შენ მის წინაშე დგახარ, ვინც სამყარო შექმნა~. `დაე, სასამართლომ გადაწყვიტოს როგორ მოვიქცე, დავდგე თუ დავჯდე, რას იტყვიან სანჰედ-რინის დანარჩენი წევრები?~ რაბი შიმყონ ბენ შეტახი (ამას-თან, ის იანაის ცოლის ძმა იყო) სანჰედრინის დანარჩენ წევრებს მიუბრუნდა და დაინახა, რომ ისინი ვერ ბედავდნენ მეფის შეწინააღმდეგებას. მაშინ რაბიმ მოსამართლეებს გა-ნუცხადა: `თქვენ სამართლიან განსჯას არც აპირებთ. თქვენ მეფე იმ იმედით მოაყვანინეთ, რომ მოწმეებს მისი შეეშინდე-ბოდათ და მის ყმას გაამართლებდით. თქვენი ცოდვიანი აზ-რების გამო, დაე, მან განსაჯოს, ვინც ადამიანთა ფიქრები იცის.
მაშინ გამჩენმა ანგელოზი გამოაგზავნა და მოსამარ-თლეები მოაკვლევინა. მოსამართლეები ასე სასტიკად იმიტომ დაისაჯნენ, რომ სამართლიანი განსჯაეს არის ერთ-ერთი იმ სამ საყრდენთაგანი, რომლებზედაც სამყარო დგას.
ამასთან სანჰედრინს სიკვდილის განაჩენი ძალიან იშვია-თად გამოჰქონდა. საჭირო იყო დანაშაულის დამამტკიცებელი სერიოზული ფაქტები. გემარა გვიხსნის, რომ სანჰედრინი, რომელსაც 70 წლის განმავლობაში 1 სიკვდილის განაჩენი გამოჰქონდა, სისხლიანად ითვლებოდა. მიუხედავად ამისა, როცა ებრაელი ხალხი თორის კანონებს იცავდა, დანაშაულს ძალზე იშვიათად ჰქონდა ადგილი. ტაძრის დანგრევის შემ-დეგ სანჰედრინს საერთოდ აღარ გამოჰქონდა სიკვდილით დასჯის განაჩენი.
ისრაელის მიწაზე დამკვიდრების შემდეგ ებრაელ ხალხს ებრაელთა მეფე უნდა დაენიშნა, რომელსაც გამჩენის დავა-ლებითა და შთაგონებით წინასწარმეტყველი და სანჰედრინი აირჩევდა. პირველი ებრაელი მეფე, რომელიც წინასწარმეტ-ყველმა შმუელმა აკურთხა, შაული იყო.
ებრაელთა მეფე ვალდებულია თორის კანონებს იცავდეს, საკუთარ ხალხს მართავდეს, ქვეყნად სიწმინდე და სამარ-თლიანობა დანერგოს, ომები აწარმოოს და საკუთარი ხალხი განსაჯოს. მაგალითად, მეფე დავიდი სანჰედრინსაც ედგა სა-თავეში.
იმისათვის, რომ მეფემ მაღალი თანამდებობა პირადი განდიდებისათვის არ გამოიყენოს, თორა მას აკრძალვებით ზღუდავს:
1. მას საჭიროზე მეტი ცხენები არ უნდა ჰყავდეს, ანუ ცხენები მხოლოდ ეტლებისა და არმიისათვისაა აუცილებე-ლი;
2. მას განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტი ცოლი არ შეიძლება ჰყავდეს;
3. მას არ შეუძლია იმაზე მეტი სიმდიდრე დააგროვოს, რაც არმიის შესანახად არის საჭირო.
გარდა ამისა, მეფე ვალდებულია თავისთვის თორის გრაგნილი დაწეროს და 7 წელიწადში ერთხელ, სუქოთის დღესასწაულზე, ყველა ებრაელის თანდასწრებით წიგნიდან დებარიმ ნაწყვეტები წაიკითხოს.
ბედნიერია ის ხალხი, რომელთა მეფეებსაც ასეთი მცნე-ბები აქვთ, თუ ისინი ამ მცნებებს ასრულებენ. მეფეზე (ისევე როგორც ნებისმიერ ლიდერზე) ხომ ბევრი რამაა დამოკიდე-ბული.
ებრაელთა ისტორიაში ცოდვილ მეფეებს ხშირად ხალ-ხიც ცოდვისაკენ მიჰყავდათ, ხოლო წმინდან მეფეებს, პირი-ქითთეშუბისა და კეთილი საქმეებისკენ. ასეთები იყვნენ დავიდი, შლომო, იეჰოშაფატი და სხვა ებრაელი მეფეები. მა-შიახიც მეფე დავიდის შთამომავალი იქნება. ის ყველა ებრა-ელს ისრაელის მიწაზე მიიყვანს, მესამე ტაძარს ააშენებს და ყველას თეშუბაზე დააბრუნებს.
გამჩენმა ინებოს, რომ ეს სულ მალე, ჩვენს დროში მოხდეს.



ქი თეცე


კვირის საკითხავ თავში ქი თეცე წერია: იმ შემ-თხვევაში, თუ ადამიანს ორი ცოლი ჰყავსერთი საყვარე-ლი და მეორეათვალწუნებული, და ორივესგან ბავშვები შეეძინება, მაგრამ პირველშობილი ვაჟი ათვალწუნებული ცოლისაგანაა მას საკუთარი ქონებიდან ორმაგი წილი მა-ინც უნდა მისცეს (სხვა ვაჟებისაგან განსხვავებით). თორის უდიდესი კომენტატორი აბარბანელი გვეუბნება: თორა არ ამბობსთუ შეეძინება პირველშობილი ათვალწუნებულ მე-უღლეს, არამედ ამტკიცებს, რომ სწორედ მას შეეძინება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ გამჩენი ყოველთვის მათ მხარე-ზეა, ვისაც ავიწროვებენ, ვისაც საქმე ცუდად აქვს. ჩვენი დიდი დედების რახელისა და ლეასიაყაკოვის ცოლების შემთხვევაშიც ასევე მოხდა: და დაინახა გამჩენმა, რომ ლეა არ უყვართ და გაუხსნა მას საშო. გამჩენმა ნუ ქნას, ვიფიქროთ ისე, რომ იაყაკოვს სძულდა ლეა. უბრალოდ, მას რახელი უფრო მეტად უყვარდა. ოჯახშიც ხომ ასეა, თუ ერთი ბავშვი სხვა ბავშვებზე მეტად უყვართ, დანარჩენები თავს ისე გრძნობენ, თითქოს ისინი არ უყვართ. ლეაც თავს დაჩაგრულად გრძნობდა, რადგან ის იაყაკოვს ნაკლებად უყ-ვარდა და არავითარ შემთხვევაში არ სძულდა. ამას გამჩენი მაინც ხედავს და, სწორედ, ლეა გაუჩენს იაყაკოვს იმდენ ვაჟს, რამდენს