Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
წიგნის კითხვა

ავუწყოთ ფეხი დროს

ნისა და უბრალო მწყემსის ისტო-რიას მოგვითხრობს. მათ გზად შომრონში უნდა გაევლოთ, სადაც ცხოვრობდნენ კუტიმ (სამარიტელები). ისინი ისრა-ელის მიწაზე ისრაელის ათი შტოს განდევნის შემდეგ ასი-რიის მეფის განკარგულებით მოხვდნენ. მათ კერპთაყვანის-მცემლური ტაძარი აქვთ მთაზე გრიზიმ. სამარიტელებმა ებ-რაელებს ჰკითხეს: რად მიემგზავრებით იერუშალაიმში, შე-გიძლიათ ჩვენს წმინდა მთაზე ილოცოთ, რომელსაც წარ-ღვნაც კი არ შეხებია. ამის შესახებ წერია წიგნში იეხიზ-კიელი (22:24)შენ ხარ მიწა, რომელიც მცხოვრებთა ცოდვებისაგან არ განწმენდილა, გამჩენის რისხვის დღეს წვიმა არ წამოვა. გემარაში ზვახიმ 113, ამ ფასუკის შე-სახებ კამათია, მაგრამ იმ ბრძენის ნათქვამის მიხედვითაც, რომელიც ფიქრობს, რომ ისრაელის მიწა წარღვნას გადაურ-ჩა, ის სხვა ქვეყნების წყლით დაიფარა.
მაგრამ, თუ ასე იყო, რატომ აშენებდა ნოახი კიდო-ბანს?კითხულობს რაბი იონათანიმთაზე ასულიყო. ეს ნოახის გამოცდა იყოუპასუხა სამარიტელმა. რაბი იონათანმა პასუხი ვერ მონახა. მაშინ საუბარში მწყემსი ჩა-ერთო: მთა გრიზიმ ცის ქვეშეთში დგას, თორაში კი წერიაწყალმა აიწია და ამ ცის ქვეშეთში ყველა მთა დაფარა. მაშინ რაბი იონათანი სახედრიდან ჩამოვიდა, მასზე მწყემსი დასვა, თავად კი ფეხით გაყვა.



ქი რეე


`მხოლოდ ძალიან შეეცადე არ მიირთვა სისხლი, არ მიირთვა, რომ კარგად იყო შენ~. გემარაში მაქოთ რაბი შიმონ ბენ რაბის მიერ ნათქვამია: თუ ადამიანი სისხლს, რომელიც ჩვეულებრივ ეზიზღება, არ მიირთმევს, ჯილდოს ღებულობს. მაშინ, ქურდობისაგან და მრუშობისაგან თავის აცილების შემთხვევაში ისიც ჯილდოვდება და მისი შთამო-მავალიც, რადგანაც, ჩვეულებრივ, ადამიანი მათკენ უფრო მიდრეკილია. ეს კარგად ჩანს იოსეფისა და მისი შთამომავ-ლების შემთხვევაში. მათზე `ყაინ ჰარაყ~ იმის გამო არ ვრცელდება, რომ იოსეფი პოტიფარის მეუღლის გამოწვევას არ აჰყვა.
გემარა `კიდუშინი~ რაბი კატანაზე მოგვითხრობს, რო-მელიც ქალის მოსართავებით ვაჭრობდა. ერხელ, ის მატრო-ნიტასთან მივიდა. მან რაბისთან მრუშობა მოისურვა. რაბი კატანამ უთხრა: წავალ და მოვირთვები. ამის შემდეგ სა-ხურავზე ავიდა და დაიყვირა. მოვიდა ელიაჰუ ჰანავი, გადა-არჩინა და უთხრა: მაიძულე შენამდე 400 პარსის მანძილ-ზე (1200 კმ) მეფრინა, რათა გადამერჩინე. უპასუხა რაბი კატანამ: `ყველაფერი ეს ჩემი სიღარიბის ბრალია~. მისცა ელიაჰუ ჰანავიმ მას ოქროს მონეტები. ასე, აი იმისათვის, რომ რაბი კატანამ თავისი `იეცერ ჰარაყ~ დაძლია, სიცოც-ხლეშივე ჯილდოდ სიმდიდრე მიიღო.
გემარაში `ნედარიმ~ რაბი ყაკივას შესახებაა მოთხრო-ბილი. ის კამათში რომის წარმომადგენელს ტურნუს რუ-ფუსს ყოველთვის ჯობნიდა. ერთხელ ტურნუს რუფუსი სახ-ლში გაბრაზებული მივიდა. ცოლმა უთხრა: მათ გამჩენს არ უყვარს გარყვნილება. მომეცი ნება ის შევაცდინო და ვავნო (ისევე, როგორც ეს არისტოტელეს შემთხვევაში მოხდა)~. ეს ქალი ძალიან ლამაზი იყო. რაბი ყაკივასთან მივიდა და კანჭი გაიშიშვლა. რაბი ყაკივამ გადააფურთხა, გაიცინა და ატირდა. ჰკითხა ქალმა: `რატომ?~ `ორ კითხვაზე გიპასუ-ხებ, მესამეზე კი ვერა. იმიტომ გადავაფურთხე, რომ შენ იქიდან ხარ, რასაც `ტიფა სრუხას~ (`მყრალი წვეთი~) უწოდებენ. ვტიროდი შენს სილამაზეზე, რომელიც მიწაში უნდა ჩავიდეს. რატომ ვიცინოდი, ვერ გეტყვი~. რაბი რანი გვიხსნის, რომ მან `რუახ ჰაკოდეშით~ (წინასწარმეტყველუ-რად) დაინახა, რომ ეს ქალი გიურს მიიღებდა და მისი მე-უღლე გახდებოდა და ამის თქმა არ სურდა. ქალმა ჰკითხა: `მაქვს გზა ებრაელობისაკენ?~ მან უპასუხა, რომ ეს შესაძ-ლებელი იყო. ქალმა ებრაელობა მიიღო, ცოლად რაბი ყაკი-ვას გაჰყვა და მას სიმდიდრეც მოუტანა.
გემარა კიდევ ერთ ადამიანზე მოგვითხრობს, რომელიც სულ ციციტით დადიოდა. ის ქალთან მივიდა, რომელიც 400 ოქროს იღებდა მომსახურებაში. მას 6 ვერცხლისა და ერთი ოქროს ლეიბი ჰქონდა. როცა ებრაელმა ლოგინზე ასვლა და-აპირა, ციციტის ძაფები გაერთიანდნენ და სახეში მისცხეს. ის მაშინვე დაბლა ჩამოვიდა. ქალიც ჩამოჰყვა და რომის მე-ფის სახელი დააფიცა იმისათვის, რომ გაეგო, თუ რა ხინჯი უპოვა მას. ებრაელმა უთხრა, რომ მასზე ლამაზი ქალი ჯერ არ ენახა, მაგრამ თორაში ციციტის მიცვის დაცვის ფარაშაში ორჯერ წერია მე ვარ გამჩენი, ღმ-თი თქვენი. ერთხელ ის ბოროტმოქმედთა სასჯელზე მიგვანიშნებს, ხო-ლო მეორედჯილდოზე წმინდანთათვის. ციციტის ძაფები-საგან მე გაფრთხილება მივიღე ისევე, როგორც 2 მოწმისა-გან და ამიტომაც გავედი განზე. ქალმა უთხრა, არ მოგეშ-ვები, სანამ არ მეტყვი ქალაქის, სადაც ცხოვრობ, შენი რა-ბინისა და ბეით მიდრაშის სახელსო. ებრაელმა თავისი კო-ორდინატები მისცა და წავიდა. ქალმა თავისი ქონება გაჰყომესამედი სახელმწიფოს მისცა, რათა არ შეწინააღმდეგე-ბოდნენ მას გიურის მიღებაში, მესამედი ღარიბებს გაუნაწი-ლა და მესამედი რაბი ხიას ბეით ჰამიდრაშში წაიყოლა. იქ მან გიურის მიღება ითხოვა. რაბი ხია მიხვდა, რომ ეს ქალი მასთან სუფთა გულით მივიდა და მისცა გიური. მალე ის ცოლად გაჰყვა ახალგაზრდა თალმიდს და აკრძალული ხი-ლი კანონიერი გზით მიიღო.
აქ საუბარი იყო ამქვეყნიურ ჯილდოებზე იმ ადამიან-თათვის, ვინც ცდუნების თავიდან აცილება შეძლო. იმის წარმოდგენა, თუ რას მიიღებს ადამიანი ზეციურ სამყაროში, შეუძლებელია. სწორ გზაზე სიარულისათვის გამჩენს ამქვეყ-ნიური და მომავალი სამყაროს ჯილდოები ისევე აქვს მზად, როგორც ეს რაბი ყაკივამ და რაბი ხიას თალმიდმა დაიმსა-ხურეს.



შოფტიმ


კვირის საკითხავ თავში `შოფტიმ~ ებრაელი ხალხის მართვის ძირითად პრინციპებზეა საუბარი: ებრაულ სასამარ-თლოზე და კანონებზე მოსამართლეთა შესახებ, ებრაელი მე-ფის დანიშვნაზე.
მოშე ებრაელებს უხსნიდა, რომ ყველა იმ ქალაქში, სა-დაც ებრაელები ცხოვრობენ, ისეთი ებრაული სასამართლოე-ბი უნდა იყოს, სადაც ხალხს თორის კანონების მიხედვით გაასამართლებენ. საკითხების გადასაწყვეტად მინიმუმ სამი მოსამართლეა საჭირო. მათ ფინანსური საკითხების გადაჭრის უფლება აქვთ, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხებს კი ისინი არ წყვეტენ (საინტერესოა, რომ ზოგიერთმა სხვა ხალხებმაც გადაიღეს ეს. მაგ.: სტალინის დროს შეიქმნა ცნობილი სამე-ულები, რომლებიც ასამართლებდნენ ხალხს, მაგრამ თორის კანონებისაგან განსხვავებით, მათ სიკვდილის განაჩენის გა-მოტანა