Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
წიგნის კითხვა

ავუწყოთ ფეხი დროს

აზრდა კი ამას არ ამბობდა). მათი საუბრის შემდეგ რავამ მოისმინა, რომ ახალგაზრდა ასე ლოცულობ-და: `თუ გოგონა ჩემი ხვედრი არაა, მაშინ ან ის მოჰკალი ან მე, რათა არ დავინახო თუ როგორ გაყვება სხვას~. სწო-რედ ამიტომ დაუშვეს ასეთ დღეებში ქალის დანიშვნა, რომ სხვამ არ ილოცოს და მისი ლოცვა არ იქნას შესმენილი.
აი, ასეთი ძალა აქვს ლოცვას.
ამბობენ, რომ რებე ბრესლიდან არ თანხმდებოდა თემის რაბინობაზე იქამდე, მანამ არ უთხრეს, რომ მას 20000 ებ-რაელისაგან შემდგარი თემი ელოდებოდა. მაშ, რატომ არ მოდის ჯერ მაშიახი, რომელსაც ჩვენ ყველანი ველოდებით? მოდით ველოდოთ მას და უფრო ძლიერად ვილოცოთ.



ყეკევ


და იქნება: თუ მოისმენთ ამ კანონებს რაში გვეკით-ხება, რატომ თუ?ეს ნათქვამია ადვილ მიცვებზე, რო-მელთა შესრულებაშიც ადამიანი ხშირად სცოდავს და სძულს ისინი (ანუ სერიოზულად არ ეკიდება მათ). ამიტომ წერიამოისმინეთ, გამჩენი შეასრულებს დანაპირებსგა-უკეთებს სიკეთეს მათ, ვინც ადვილ მცნებებს იცავს. ბრძე-ნებმა ხომ გვითხრეს: ფრთხილად იყავი ადვილი მცნებების შესრულებისას, შენ ხომ არ იცი რა ჯილდოს მიიღებ მცნე-ბისათვის. გვეუბნება რაბი კოცკოდან: ესაა მცნებაგე-კუთვნოდეს ერეც ისრაელი, იარო ამ მიწაზე და იცხოვრო აქ (ერეც ისრაელის მიმართ ისეთივე დამოკიდებულება უნდა გქონდეს, როგორიც მეფის სასახლისადმი).
რაბი ვასერმანი (კურთხეულია მისი ხსოვნა) გვეუბნებო-და: გეშინოდეთ გამჩენის, თქვენი ღმ-თის. არიან ადამიანე-ბი, რომლებიც ფიქრობენ, რომ გამჩენის შიში ერთ-ერთი სა-ფეხურია ადამიანისათვის. სინამდვილეში, ვისაც გამჩენის ში-ში არ გააჩნია, ის არაა ღირსი ერქვას ადამიანი, მას ცხო-ველს ადარებენ. კოჰელეთი გვეუბნება: გეშინოდეს გამჩე-ნის, რადგანაც ამაშია ადამიანის არსი, რადგანაც ეს ჩვენი ცხოვრების საფუძველია. როშ ხოდეშის ლოცვაში ორჯერ ვკითხულობთ: სიცოცხლე, რომელშიც არის ზეცის შიში და გამჩენის შიში და სიცოცხლე, რომელშიც გვექნება თორის სიყვარული და ზეცის შიში.
შლომო ჰამელეხი ასევე ამბობდა: ადამიანი ცხოველი-საგან არ განსხვავდება, რადგანაც ყველაფერი ამაოებაა (კოჰელეთი). გვიხსნის რაბი რუბინშტეინი, რომ სიტყვა არ (ეინ) იცვლება სიტყვით აინ (თვალი) (ასო ალეფი იც-ვლება ასო ყაინით), მაშინ გამოდის, რომ ადამიანი ცხო-ველისაგან განსხვავდება თვალით და შეუძლია ის ზეცისაკენ მიმართოს.
არსებობს კიდევ ერთი ახსნა: როშ ხოდეშში ორჯერ იმიტომ ვკითხულობთ გამჩენის შიშის შესახებ, რომ ამ თხოვნებს შორის ლოცვა შემოსავალზე და პატივზეა. იმის გამო, რომ მათ ადამიანი სწორი გზიდან შეიძლება გადაიყვა-ნონ (გაანებივრონ), საჭიროა გამჩენის მოშიშობაზე შეხსენე-ბა.
გეშინოდეს შენი გამჩენის, ემსახურე მას და მიეკარი მას და მისი სახელით დაიფიცე. როგორ შეიძლება მას მი-ეკრა (მიეწებო)? თორის ბრძენებს მიეკარი, ადამიანებს, ვინც თორას სწავლობს. სეფერ ჰახინუხი გვასწავლის, რომ ის, ვისაც თორის ბრძენებთან ერთად ყოფნა შეუძლია, მათი დახმარება, და ამას არ აკეთებს, ამ მცნებას არღვევს.
რამბამი გვიხსნის: ადამიანზე მის გარშემო მყოფთა ყო-ფაქცევა და აზრები მოქმედებს, ისიც მათსავით იქცევა. ამი-ტომ საჭიროა ბრძენებს დაუახლოვდეთ და ცოდვილებს ჩა-მოშორდეთ. იმ ადგილს, სადაც ადამიანები არასწორად ცხოვრობენ, უნდა გაეცალოთ და იქ წახვიდეთ, სადაც წმინ-და ადამიანები ბინადრობენ. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ გან-ცალკევებით უნდა იცხოვროთ.
ამ ფასუკში ასევე წერია: იარე მისი (გამჩენის) გზით და მიეკარი მას. რას ნიშნავს იარე მისი გზით? რაში გვიხსნის, რომ უნდა ვიყოთ მგრძნობიარენი, სხვებს ვუთა-ნაგრძნოთ და მათ სიკეთე გავუკეთოთ.
კვირის საკითხავი თავი ვაეთხანან გვეუბნება, რომ ვარსკვლავებს, მზეს, მთვარეს არ უნდა ვეთაყვანოთ. მაგრამ განა იმით, რომ მის მინისტრებს ვუხრით თავს, პატივს არ ვცემთ მეფეს (გამჩენს)? ამ კითხვას ჰაშლა ჰაკადოში ასე პასუხობს: დიახ, ეს პატივია, მაგრამ თუ მეფის მინის-ტრებს თავს უხრი, მეფეს შეურაცხყოფ! იმის გამო, რომ გამჩენის პატარა ნაწილი ყოველ ჩვენთაგანშია, თავი ვარ-სკვლავებს, მზეს თუ მთვარეს (ანუ მინისტრებს) არ უნდა დავუხაროთ. გამჩენი ყველა ჩვენთაგანშია და ძნელი არაა დავემგვანოთ მას.
და იქნება გამჩენი შეინახავს იმ კავშირს და იმ სიქველეს, რომელზეც მან შენს მამებთან დაიფიცა. გემარა იევამოთ გვეუბნება, რომ ებრაელებს სამი თვისებით გამო-არჩევენ: ისინი არიან გულმოწყალენი, თავმდაბლები (აქვთ სირცხვილის გრძნობა) და სიკეთეს სიკეთითვე მიაგებენ. და გვეუბნება გემარა კიდუშინი, აქ საუბარი სიკეთის ქმნაზეა, მაგრამ გამჩენი ხომ გვპირდება, რომ სიკეთეს თავად მოგ-ვცემს. აქ გამჩენის თვისებაზეა საუბარი და არა ებრაელები-სა.
რაბი ეპშტეინი გვიხსნის: გემარაში სოტა წერია, რომ გამჩენი ადამიანს ისევე ექცევა, როგორც ადამიანი სხვა ადამიანებს ეპყრობა. ესე იგი, თუ გამჩენი ებრაელ ხალხს სიკეთეს ჩუქნის, ისინი სხვებსაც ასევე ექცევიან.
მოდით, ის ჯილდოები განვიხილოთ, რომელთაც ადამია-ნი ამ თავში ჩამოთვლილი მცნებების შესრულებისათვის ღე-ბულობს:
1. გამჩენი შეგიყვარებს შენ (ეს ფასუკია). ეს ყველა-ზე მნიშვნელოვანია. ის, ვისაც გამჩენი შეიყვარებს, ყველაზე დიდ გამორჩენას, მატერიალურ სიმდიდრეზე კურთხევას ღე-ბულობს.
2. გაუმრავლებს გვარს (შთამომავლობას). რაბი გირში გვეუბნება, რომ თორა თითოეულ ადამიანს განიხილავს, რო-გორც უდიდეს კურთხევას.
3. მოგცემ ნაყოფს საშოსას (არ მოეშლება მუცელი და შვილები მშობლების სიცოცხლეში არ დაიღუპებიან).
4. მოგცემთ ღვინოს, ზეთს, გაგიმრავლებთ ხარებს. თქვენ დაგლოცავენ სხვა ხალხები: ყველა აღიარებს, რომ თქვენ გამჩენის რჩეულნი ხართ და ქება-დიდებას გიძღვნიან.
მაგრამ კურთხევას იმაზე, რომ არ იქნებიან უნაყოფო მამაკაცები და ქალები, სხვა აზრიც აქვსჩვენი ლოცვები არ იქნება უნაყოფო და არავინ იქნება თორის უცოდინარი.
მიდრაში რაბი იოხანა