ავუწყოთ ფეხი დროს
pan style="font-size: 14pt;">რაბი ისრაელი ვიჟნიციდან, ყოველ საღამოს, ჩვეულებ-რივ, დაახლოებით ნახევარი საათი გაბაის თანხლებით სეირ-ნობდა. ერთხელ, სეირნობისას, ერთი მდიდარი ებრაელის, ადგილობრივი ბანკის მმართველის, სახლთან მივიდნენ. ის არ იყო რაბის ხასიდი, პირიქით, `განათლებულებს~ ეკუთვნოდა. რაბიმ დაუკაკუნა და მოახლის მიერ კარის გაღების შემდეგ გაბაისთან ერთად სახლში შევიდა.
გაბაი ძალზე გაკვირვებული იყო. საერთოდ არ ესმოდა, თუ რისთვის მივიდნენ მასთან, მაგრამ რაბი ისრაელს შეკით-ხვასაც ვერ უბედავდა. სახლის პატრონმა ალერსიანად, პა-ტივისცემით დაუდგა რაბის სკამი, რადგანაც ის კარგად აღ-ზრდილი, კარგი ქცევის მქონე ადამიანი იყო. რაბი ხმაამოუ-ღებლად დაჯდა. ებრაელმა გაბაის მოსვლის მიზეზი ჰკითხა, მაგრამ გაბაიმაც არაფერი იცოდა.
რამდენიმე ხანს ჩუმად იყვნენ. შემდეგ რაბი ადგა, სახ-ლის პატრონს დაემშვიდობა და გზა გააგრძელა. ბანკის მმართველმა რაბი სახლამდე მიაცილა და როცა უკან გამობ-რუნება დააპირა, ჰკითხა: მაპატიეთ რაბი, ჩემს სახლში მო-მერიდა კითხვა, მაგრამ ახლა მინდა თქვენი მოსვლის მიზე-ზი გავიგო. რაბიმ უპასუხა: მიცვის შესასრულებლად მო-ვედი, და მადლობა გამჩენს, მე ის შევასრულე~. ებრაელს გაუკვირდა: რომელი მიცვა? ჩვენმა ბრძენებმა ბრძანეს,უპასუხა რაბიმმიცვაა იმის თქმა, რასაც გაიგებენ. ასევე მიცვაა იმის არ თქმაც, რასაც არ გაიგებენ. ჩემს სახლში ვერ შევძლებდი ამ მიცვის შესრულებას. საჭიროა ასეთ ადა-მიანთან სახლში მისვლა და იმის არ თქმა, რასაც არ გაი-გებს. მაშინ მიცვა შესრულებული იქნება. მეც ასე მოვიქე-ცი. მაგრამუთხრა მდიდარმა ებრაელმაიქნებ მა-ინც მითხრათ რაზეა საუბარი და გავიგებ. არაუპასუ-ხა რაბიმმე დარწმუნებული ვარ, რომ შენ ვერ გაიგებ.
რაც უფრო მეტად ეწინააღმდეგებოდა რაბი ებრაელს საქმის ვითარების ახსნაზე, მით უფრო მეტი ცნობისმოყვარე-ობით და სურვილით ეხვეწებოდა ის საიდუმლოს განდობას. ბოლოს დაიყოლია რაბი ისრაელი და ათქმევინა: `არის ერთი ძალზე ღარიბი ქვრივი ქალი. მას თქვენი ბანკისთვის მოსაცე-მი აქვს თანხა, რომელიც სახლის დაგირავების გზით აიღო. უახლოეს დღეებში მის სახლს ბანკის დავალიანების გამო გაყიდიან, ქვრივი კი ქუჩაში აღმოჩნდება. მინდოდა მეთხოვა, გეპატიებინათ მისთვის და სახლი დაგეტოვებინათ, მაგრამ არ გთხოვეთ ამ მიცვის `არ სთქვა ის, რასაც არ გაიგებენ~ გამო.
მაგრამ,გაიკვირვა მდიდარმა ებრაელმა,ეს რო-გორ შეიძლება? ეს ხომ პირადად ჩემი ვალი არაა. ეს ბან-კის ვალია, მე მისი დირექტორი კი არა, მხოლოდ მმართვე-ლი ვარ და სესხიც საკმაოდ მსხვილია
აი, ეს სწორედ ისაა, რაზედაც გეუბნებოდი,შეაწ-ყვეტინა მას რაბიმ,შენ არ მომისმენდი. ამ სიტყვების შემდეგ ის მდიდარ ებრაელს დაემშვიდობა და სახლში შევი-და. მდიდარიც სახლში დაბრუნდა, მაგრამ რაბის სიტყვებმა მოსვენება არ მისცეს. მან ქვრივის ვალი თავად გადაიხადა.
ვაეთხანან
`და შეევედრა გამჩენს იმ დროს~, `და მითხრა გამ-ჩენმა მე, საკმარისია, აღარ ილაპარაკო ამაზე ჩემთან~.
ჩვენმა დიდმა ბრძენებმა, კურთხეულია მათი ხსოვნა, ბრძანეს, რომ როდესაც მოშე რაბეინუ გამჩენს ისრაელის მიწაზე შესვლას ევედრებოდა, მან 515 ლოცვა წარმოსთქვა. ეს სიტყვის ვაეთხანანდა შესთხოვდა გემატრიას, რიცხობრივ მნიშვნელობას შეესაბამება. მოშე ლოცვის დროს იმედს იქამდე არ კარგავდა, სანამ გამჩენმა კიდევ ერთი ლოცვის დამატება არ აუკრძალა. რატომ არ იყო გამჩენი ერთი ლოცვის დამატების მომხრე? იმიტომ, რომ არ არსე-ბობს ლოცვა, რომელიც ზეცას არ აღწევს. ეს კი იმ ადამი-ანის ქმედებას ჰგავს, რომელიც კედელს ბურღავს. მხოლოდ დიდი ხნის ბურღვის შემდეგაა შესაძლებელი კედლის გახ-ვრეტა. თუ ადამიანი კვლავ და კვლავ მთელი გულით ლო-ცულობს, მისი ლოცვა მიიღება. მოშე რაბეინუს მხრიდან ერთი ზედმეტი ლოცვაც და გამჩენი მიიღებდა. სწორედ ეს იყო აკრძალვის მიზეზი.
გემარაში `ბრახოთ~ ლოცვის ძალაზე მოგვითხრობენ: მეფე ხიზკიაუ სიკვდილის პირას იყო, როცა მასთან წინას-წარმეტყველი იეშაიაჰუ მივიდა და უთხრა: `ასე სთქვა გამ-ჩენმა: გაეცი განკარგულებები სახლში, რადგანაც შენ მოკ-ვდები და არ იცოცხლებ~. გემარა გვიხსნის, რომ ის ამ ქვეყნიდანაც წავიდოდა და მომავალი სამყაროც არ ეღირსე-ბოდა. რის გამო მიიღო ხიზკიაჰუმ ასეთი სასჯელი? იმის გამო, რომ ცოლი არ მოიყვანა და მიცვა `განაყოფიერდი და გამრავლდი~ არ შეასრულა. მეფე ხიზკიაჰუმ რუახ ჰაკოდე-შით იცოდა, რომ შვილები ბოროტმოქმედები ეყოლებოდა და ამიტომაც არ სურდა ცოლის მოყვანა. წინასწარმეტყველმა ირმიაჰუმ აუხსნა მას: `შენთვის არ შეიძლებოდა განჭვრეტა და გამჩენის საიდუმლოებებში ჩარევა, უბრალოდ უნდა შე-გესრულებინა მისი მიცვა და დაქორწინებულიყავი~. მაშინ მეფემ სთხოვა ქალიშვილი მიეთხოვებინა, მაგრამ ირმიაჰუმ უარი უთხრა, რადგანაც ზეცაში ხიზკიაჰუს სიკვდილი უკვე გადაწყვეტილი იყო. `ნუ უყურებ შენს წინასწარმეტყველე-ბას, რადგანაც ჩვენი წინაპრებისაგან (მეფე დავიდის შთამო-მავალთაგან) ასეთი ტრადიცია მაქვს მიღებული, რომ კისერ-ზე დანის მიბჯენისასაც კი გამჩენს მოწყალება უნდა შეს-თხოვო~. ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე ხიზკიაჰუ წამოდ-გა და ლოცვა დაიწყო. გამჩენმა მისი ლოცვა შეისმინა და კიდევ თხუთმეტი წლის სიცოცხლე დაუმატა.
გემარაში `მოყედ კატან~ კი ნათქვამია, რომ ხოლ ჰა-მოყედებში ქალის დანიშვნა შეიძლება, თუმცა ამ დღეებში ქორწინება აკრძალულია. თვით ყველაზე სამგლოვიარო დღეს 9 აბსაც (ორი ტაძრის დანგრევის დღეს) შეიძლება ქალის დანიშვნა სუფრის გარეშე, იმიტომ, რომ სხვამ არ დაგას-წროს და არ დანიშნოს შენი რჩეული.
მაგრამ დაბადებამდე ორმოცი დღით ადრე ხომ გაისმის ხმა, რომელიც იტყობინება: ამა და ამ ადამიანის ქალიშვილი იქნება ამა და ამ ადამიანის მეუღლე, ანუ წინასწარ განი-საზღვრება ვინ ვისი მეუღლე იქნება. მაშინ როგორ დაას-წრებს სხვა? გემარა `სოტა~ პასუხობს, რომ ბრძენმა, სახე-ლად რავა, ყური მოკრა, თუ როგორ ლოცულობდა ერთი ახალგაზრდა კონკრეტული გოგონასათვის. რავამ უთხრა, რომ მისი ლოცვა ამაო იყო, რადგანაც თუ ეს გოგონა ზე-ციდან შენთვისაა განკუთვნილი, ისედაც გახდება შენი მეუღ-ლე, თუ არა და გამჩენს უჯანყდები და ლოცვა არ გიშვე-ლისო. (ქორწინების შესახებ ლოცვა უნდა იყოს აგებული ისე, რომ ადამიანი ითხოვდეს მისთვის განკუთვნილ პიროვნე-ბას, ეს ახალგ
ძებნა
სარჩევი
- ბერეშით
- ნოახ
- ლეხ-ლეხა
- ვაიერა
- ხაიეი სარა
- თოლდოთ
- ვაიეცე
- ვაიშლახ
- ვაიეშევ
- მიკეც
- ვაიეხი
- შემოთ
- ვაერა
- ბო
- ბეშალახ
- ითრო
- მიშფატიმ
- თერუმა
- თეცავე
- ქი თისა
- ვაიაკჰელ
- ფეკუდე
- ვაიკრა
- ცავ
- შემინი
- თაზრია
- მეცორა
- ახარეი მოთ
- კედოშიმ
- ემორ
- ბეჰარ
- ბეხუკოთაი
- ბამიდბარ
- ნასო
- ბეჰაალოთხა
- შელახ ლეხა
- კორახ
- მატოთ
- მასყე
- დებარიმ
- ვაეთხანან
- ყეკევ
- ქი რეე
- შოფტიმ
- ქი თეცე
- ქი თავო
- ნიცავიმ
- ვაიელეხ
- ჰააზინუ