Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
წიგნის კითხვა

ავუწყოთ ფეხი დროს

ნა ჩაენერგა. ამაში ხომ ავრაჰამი თავისი ცხოვრების ძირითად მიზანს ხედავდამთელს ქვეყნიერებაზე ექადაგა გამჩენის ერთადერთობის შესახებ. გამჩენი ავრაჰამს მგზავრე-ბის სახით სამ ანგელოზს უგზავნის. თითოეულ მათგანს თა-ვისი მისია აკისრია: უმკურნალონ ავრაჰამს წინადაცვეთის ჭრილობებზე და გადაარჩინონ ლოტი, შეატყობინონ ავრა-ჰამს, რომ მას ერთი წლის შემდეგ ვაჟი იცხაკი შეეძინება და დაანგრიონ სდომი. ავრაჰამისგან წამოსული ორი ანგე-ლოზი სდომის დასანგრევად და ლოტის გადასარჩენად მიე-მართება. სდომის დანგრევამდე გამჩენი ავრაჰამს ატყობინებს ამ გადაწყვეტილების შესახებ და აქ ჩვენ ვხედავთ განსხვა-ვებას ნოახსა და ავრაჰამს შორის. ავრაჰამი, ნოახისაგან განსხვავებით, მთელი სამყაროს წინაშე გრძნობს პასუხის-მგებლობას (უნდა აღინიშნოს, რომ ეს ერთ-ერთი ის თვისე-ბაა, რომელიც ავრაჰამმა ებრაელ ხალხს გადასცა).
ავრაჰამმა იცოდა, რომ სდომის მოსახლეობა საშინლად სცოდავდა, ამიტომ გამჩენის წინაშე მათ გადასარჩენად ლო-ცულობდა. სდომში ხუთი ქალაქი იყო. იქნებ იქ მოიძებნება 50 წმინდანი (ანუ თითოეულ ქალაქში 10 წმინდანი), და მათ გამო არ დაანგრევ სდომს. იქნებ 45 ადამიანია ასეთი, ანუ 9 თითოეულ ქალაქში და შენ, გამჩენო, იქნები მეათე. რვა წმინდანი სდომს უკვე ვეღარ გადაარჩენდა (ნოახის ოჯახში ხომ რვა წმინდანი იყო და მათ ვერ შეძლეს ქვეყნი-ერების გადარჩენა) და ამიტომ ავრაჰამი გამჩენს აღარ სთხოვდა.
და იყო, როცა გამჩენი (სდომის) ხეობას ანგრევდა, გაიხსენა გამჩენმა ავრაჰამი და გამოიყვანა ლოტი დანგრეუ-ლი ქალაქებიდან~
და რა დამსახურება ჰქონდა ლოტს ავრაჰამის წინაშე? ხომ რთულია იმის წარმოდგენა, რომ გამჩენმა ის მხოლოდ ავრაჰამის დამსახურების გამო გადაარჩინა. მას გამჩენის წი-ნაშე საკუთარი დამსახურებაც უნდა ჰქონოდა.
როცა პატარა ვიყავი და სკოლაში ვსწავლობდი, ჩვენ გვიყვებოდნენ ისტორიას პატარა ბიჭზე, სახელად პავლიკ მოროზოვი. ჩემი და ჩემზე უფროსი თაობის ხალხს ეს ის-ტორია ახსოვთ. პავლიკ მოროზოვი საბჭოთა პიონერი იყო. როდესაც გაიგო, რომ მის მამას პირუტყვი ჰყავს, რომელიც კოლმეურნეობას არ ჩააბარა და აქვს ფული, რომელიც საბ-ჭოთა ხელისუფლებას არ მისცა, ეს ხელისუფალთ თავად შეატყობინა. პირუტყვი და ფული, რასაკვირველია, წაარ-თვეს, მამამისი კი დახვრიტეს. პავლიკა საბჭოთა ხელისუფ-ლების გმირი (სიმბოლო) გახდა. მის სახელს არქმევდნენ ქარხნებს, კლუბებს, ქუჩებს. მის მაგალითზე ზრდიდნენ საბ-ჭოთა ახალგაზრდობას და მათ შორის მეც.
უნდა ითქვას, რომ ეს ისტორია ბავშვობის წლებშიც არ მომწონდა. ჩემი თავის პავლიკას ადგილზე წარმოდგენა მიძ-ნელდებოდა. მშობლების გაცემა ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, ალბათ იმიტომ, რომ ოჯახში მასწავლიდნენ ნებისმი-ერი ადამიანის, მით უმეტეს მშობლების, დასმენა არ შეიძ-ლებოდა.
მაშ, რა დამსახურება ჰქონდა ლოტს ავრაჰამის წინაშე? როცა ავრაჰამი მეუღლე სარასა და მის ძმა ლოტთან ერთად ეგვიპტეში ჩავიდა, ავრაჰამმა სარას სთხოვა ეთქვა, რომ იგი მისი და იყო, რამეთუ ეშინოდა, თუ გაამხელდა რომ ისინი მეუღლეები იყვნენ, მას მოკლავდნენ. და იმ მომენტში, როცა სარა ავრაჰამზე ამბობდა, რომ ის მისი ძმა იყო, ლოტი თა-ვის თავს ებრძოდა. მას ძალიან უნდოდა ეთქვა, რომ ეს სი-მართლე არ იყო, რომ სარას ძმა თავადაა. და მაშინ? მაშინ ავრაჰამს მოკლავდნენ და ლოტი მისი ერთადერთი მემკვიდრე იქნებოდა, რადგანაც სარას და ავრაჰამს იმ მომენტისათვის შვილი არ ჰყავდათ. ამასთან, ფარაონისაგან სარას გამოსას-ყიდი მთელი თანხაც მას, ლოტს, ერგებოდა. და ამისათვის მას ტყუილის თქმაც არ დასჭირდებოდა. ის სიმართლეს იტ-ყოდა: სარა ავრაჰამის მეუღლეა და ჩემი და. და რას მოი-მოქმედებდნენ შემდეგ ეგვიპტელები, უკვე მისი საქმე არ იყო. ნუ, ლოტ, სულ ცოტაც და შენ პავლიკ მოროზოვად გადაიქცევი. ეს იქნებოდა არა იდეის გამო, არამედ ფულის გამო. მაგრამ მომავალზეც ხომ საჭიროა ფიქრი, ოჯახზე, შვილებზე. ძნელია ცოლის მოყვანა, როცა არა გაქვს ფული, აქ კი ასეთი შესაძლებლობა იყო!
მაგრამ ლოტი დუმს, ის ადამიანად დარჩა, ავრაჰამი არ გასცა და თავი ამით გადაირჩინა. როცა გამჩენი სდომს ან-გრევდა, სწორედ ლოტის ამ საქციელის გამო გამოიჩინა მოწყალება და გადაარჩინა იგი, გამოიყვანა სდომიდან.
სდომის განადგურების შემდეგ ამ ადგილებში მგზავრები აღარ დადიოდნენ და ავრაჰამმა გადაწყვიტა გრარში გადა-სახლებულიყო. გრარს მეფე ავიმელეხი მართავდა. აქ სარას-თან დაკავშირებით იგივე სიტუაცია განმეორდა: ავრაჰამი ამ-ბობს, რომ სარა მისი დაა, იგი მეფის სასახლეში გადაჰ-ყავთ, საქმეში გამჩენის ხელი ერევა და სარა ავრაჰამის სახლში დასაჩუქრებული ბრუნდება.
თუ თორას ყურადღებით ჩავუკვირდებით, დავინახავთ, რომ გრარში და ეგვიპტეში ავიმელეხთან და ფარაონთან მომხდარი ისტორიები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან. ორი მეფის ქმედებებიც სხვადასხვანაირია. ფარაონი პირუტყვივით იქცევა, ის მთლიანად საკუთარი ვნებების გავლენის ქვეშაა მოქცეული. და მაშინ - და ამარცხებს გამჩენი უდიდესი მარცხებით მას და მის ოჯახს~. ფარაონი ხვდება, რომ ეს სარას გამო დაემართა და ავრაჰამს უხმობს. ის მოკლედ და კონკრეტულად ეუბნება მას: რატომ არ მითხარი, რომ ის შენი მეუღლეა, ახლა წაიყვანე და წადი ჩემი მიწა-წყლი-დან~.
ავიმელეხს გამჩენი ძილში გამოეცხადა და შეატყობინა, რომ სარა ავრაჰამის მეუღლეა, და თუ ის არ დააბრუნებს მას, მოკვდება. ავიმელეხი გამჩენს ესაუბრება და ეუბნება, რომ არაა დამნაშავე, რადგანაც არ იცოდა, რომ სარა გათ-ხოვილია. დილით ავიმელეხი უხმობს ავრაჰამს და ეკითხება, ეს რა გაგვიკეთე, რა დაგიშავეთ, რომ ასეთი დიდი ცოდვის ჩასადენად გამიმეტე, რა ნახე ჩვენში ისეთი, რომ ასე მოგ-ვექეცი. ავრაჰამი პასუხობს: დავინახე, რომ აქ გამჩენის ში-ში არა გაქვთ.
მაგრამ ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ ავიმელეხი ფარაონს არ ჰგავს, რომ ის კულტურული, თავაზიანი ადამიანის შთაბეჭ-დილებას ტოვებს, ცდილობს დაიცვას კანონი. სტუმართმოყ-ვარეობის კანონის მიხედვით, ფარაონისაგან განსხვავებით, ის ავრაჰამს თავის მიწაზე დასახლებას სთავაზობს.
და მაინც, ავრაჰამი ხედავს, რომ ამის უკან არაფერი დგას. რატომ ეკითხებიან მას გრარში შესვლისთანავე სარა-ზე? განა მგზავრებს ასეთ კითხვებს უსვამენ? მიღებულია ჰკითხოთ მათ მოშიებული ხომ არ არის, ხომ არ სწყურია, აქვს თუ არა ღამის გასათევი ადგილი. ამიტომაც პასუხობს ავრაჰამი,