Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
წიგნის კითხვა

ავუწყოთ ფეხი დროს

იცოცხლეს საფრთხეში აყენებს, ზრდის მის მოძულეთა რიცხვს. ეს შეიძლება ნათლად დავი-ნახოთ წინასწარმეტყველ იეშაიაჰუს მაგალითზე, რომელიც მეფე მენაშემ გაასამართლა და მოკლა.
ახლა ჩვენთვის უკვე გასაგებია გემარის სიტყვები, რომ თალმიდ-ხახამი ამ ქალაქის მაცხოვრებლებს უყვართ, ეს არაა მხოლოდ ღირსებების ან იმის გამო, რომ ის მათ სუ-ლაც არ საყვედურობს, არამედ იმიტომ, რომ მან იცის, ეს როგორ გააკეთოს. კერძოდ, კი თალმიდ-ხახამი მათ გასაგები ენით ელაპარაკება, რათა ნათქვამის აღქმა შეძლონ. ეს გან-საკუთრებით აქტუალური ჩვენს დროშია, როცა ხალხი საყ-ვედურების მოსასმენად მზად არაა. ამასთან, აქ უპრიანია ყურადღება მივაქციოთ თავად სიტყვას `დებარიმ~. ივრითში საკმარისადაა სიტყვები იმისათვის, რომ აზრის, ინფორმაციის გადაცემის პროცესი გამოვხატოთ. მაგ. `დებარიმ~, `ემი-როთ~, `აგადოთ~, `მილოთ~. მაგრამ საქმე ისაა, რომ ყველა ეს სიტყვა ერთმანეთისაგან განსხვავდება, ყველას სხვადას-ხვა აზრობრივი დატვირთვა აქვს. მაგალითად, თუ სიტყვა მილოთ არის ინფორმაციის გადაცემის პროცესი, რომელიც მსმენელის იქ ყოფნას არ მოითხოვს, `დებარიმ~ მსმე-ნელს, ვისაც ეუბნებიან, აზრს გადასცემენ, აუცილებლად მოითხოვს, ამასთან ეს ყოველთვის მკაცრი ფორმით არ ხდე-ბა.
სიტყვა `დავარ~ სამი ასოსაგან შედგება`დალეთ~, `ვეთ~ და `რეიშ~. სიტყვის პირველი ასო `დ~არის იმ `კარის~, გამოსავალის სიმბოლო, რომელიც შეიძლება იმ ადამიანმა იპოვოს, ვისკენაც ეს სიტყვებია მიმართული. ორი დანარჩენი ასო ერთად სიტყვას `ბარ~ (ბეთ და ვეთ ივრითში ერთიდაიგივე ასოა და დაგეშით განსხვავდებიან)`გარე-დან~, შეადგენს. ე. ი. სიტყვა `დავარ~ გამოხატავს ადამია-ნისთვის ბრძანებიდან გამოსვლის, პრობლემის გადაჭრის შე-საძლებლობას. ამ სიტყვის მეორე მნიშვნელობაც, საქმე~, არაა შემთხვევითი. ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ არა მარტო უნდა მოისმინოს, არამედ აღიქვას კიდევაც და, აქედან გა-მომდინარე, სწორად მოიქცეს.
იმ ადამიანისთვის, რომელიც ხალხს საყვედურობს, არი-გებს, მთავარი ამოცანაა, მოუსმინონ, გაიგონ, გაიაზრონ სა-კუთარი ცოდვები და ისინი საქმით გამოასწორონ. ამიტომ იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა უსაყვედურო, ხელოვნებაა.
მიშლეი გვეუბნება: `დამცინავ ადამიანს ნუ უსაყვედუ-რებ, რომ არ შეგიძულოს, ბრძენს უსაყვედურე და ის შე-გიყვარებს~. ჩვენი ბრძენები გვასწავლიან, როცა ადამიანს საყვედურობ, მხოლოდ მის ნაკლოვანებებს ნუ აღნიშნავ, რადგან არ მოგისმენს და გაცეცხლდება. ანუ, რას ნიშნავს სიტყვები ნუ უსაყვედურებ დამცინავს~ნუ ეტყვი, ვინაა ის სინამდვილეში. უთხარი, რომ ჭკვიანია, ჭკვიან ადამიანს კი არ შეეფერება ასეთი მოქცევა. ამიტომაცაა ნათქვამი შემ-დეგი სიტყვებიუსაყვედურე ბრძენს. გადააქციე ადამიანი ბრძნად, მაშინ ის შეგიყვარებს და დაგიჯერებს.
ხაფეც ხაიმი თავისი წიგნების გაყიდვის მიზნით მოგზა-ურობდა. ერთ-ერთ სასტუმროში უხეშ და გაუთლელ ებრა-ელს შეხვდა. ის მაგიდას მიუჯდა და ოფიციანტს შემწვარი ბატის ნაჭრისა და ერთი ჭიქა რაიმე ძლიერი სასმელის მი-ტანა უბრძანა. ებრაელი ბატს ხარბად მიეტანა და კურთხე-ვის გარეშე დაიწყო ჭამა. არც ოფიციანტს ექცეოდა სათანა-დოდ. ხაფეც ხაიმი მისმა საქციელმა აღაშფოთა და ის იყო, უნდა მისულიყო და წესიერებისაკენ მიეთითებინა, რომ სას-ტუმროს პატრონმა შეაჩერა: `მე შედეგის მეშინია,~უთ-ხრა მან`ეს კაცი ყოფილი ნიკოლოზის ჯარისკაცია და მას თქვენზე ხელის აწევაც შეუძლია. დაანებეთ თავი, რაბი. მასთან ლაპარაკს. აზრი არა აქვს. ის ძალზე უხეშია, უმე-ცარი და სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლია. შვიდი წლის ასაკში ის სხვა ბავშვებთან ერთად ციმბირში ძალით წაიყვა-ნეს. 18 წლამდე იქაურ გლეხებთან ერთად ცხოვრობდა, შემ-დეგ კი 25 წელი ნიკოლოზის ჯარში იმსახურა. იქ კარგი რა უნდა ესწავლა? ებრაულ გარემოცვაში რამდენი წელი არ ყოფილა, თორას არ სწავლობდა, ებრაელებს საერთოდ ვერ ხედავდა. ჯობს საერთოდ არ დაელაპარაკოთ~.
ხაფეც ხაიმს გაეღიმა და უთხრა: `გეთანხმები, ასეთი ებრაელია, არ ეშინია, მე უკვე ვიცი, მას როგორ ველაპარა-კო. ვიმედოვნებ, რომ შედეგიც კარგი იქნება~. ხაფეც ხაიმი მასთან მივიდა, მიესალმა და უთხრა: `სიმართლეა, რაც შენ-ზე გავიგე, რომ შენ ბავშვობაში დაგიჭირეს და შორეულ ციმბირში წაგიყვანეს, შენ არაებრაელებთან გაიზარდე და არ გერგო პატივი თორის ერთი ასოც კი გესწავლა? ამ სამყა-როში გეჰინომი (ჯოჯოხეთი) გაიარეუბედურება, დევნა, ტანჯვა. შენ არაერთხელ გითხრეს, რომ შენი რწმენისთვის გეღალატა, ღორის ხორცი გეჭამა, მაგრამ, მიუხედავად ამი-სა, შენ ებრაელად დარჩი და ქრისტიანად არ მოინათლე! ბედნიერი ვიქნებოდი შენნაირი დამსახურებები რომ მქონოდა, მეც მექნებოდა გან ყედენი (სამოთხე) ისევე, როგორც შენ. შენი ადგილი იქაა, წმინდანებს შორის. განა ეს პატარა საქ-მეა, ებრაელობისათვის ამდენი მოითმინო. ეს გამოცდა ხანა-ნიას, მიშაელისა და ყაზარიას გამოცდაზე რთულია!~
ყოფილი ჯარისკაცის თვალებზე ცრემლი აკიაფდა, ასე-თი მეგობრული და თბილი სიტყვების მოსმენამ ააკანკალა. როდესაც გაიგო, რომ მის წინაშე ხაფეც ხაიმი იდგა, აქვი-თინდა და კოცნა დაუწყო. ხაფეც ხაიმმა კი დაუმატა: `შენ-ნაირი ადამიანი ღირსია იმ ადამიანების გვერდით იდგეს, ვინც გამჩენის სახელის გასანათლებლად სიცოცხლეს სწი-რავდა. თუ ამ მომენტიდან საკუთარ თავს ქაშერ ებრაელად ცხოვრებას დააკისრებ, მაშინ შენზე ბედნიერი ამქვეყნად არავინ იქნება~.
რა მოხდა შემდეგ? ეს ებრაელი იქამდე აღარ მოს-ცილდა ხაფეც ხაიმს, მანამ ყველა კანონის დაცვა არ დაიწ-ყო.
კვირის საკითხავი თავის `დებარიმ~ ფასუკებიც ამავე გზით შეიძლება ავხსნათ. მიდრაშიდან ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც მოშეს ერთხელ მარცხი მოუვიდა და ხალხი-სადმი ასეთი მიმართვის გამო`მისმინეთ, ჭირვეულნო~,დაისაჯა, მან საყვედურები მხოლოდ მინიშნებებით (ქარაგმე-ბით) დაიწყო: მაგალითად, `ბამიდბარ, ბეარავა~ ახსენებდა რა იმ ადგილებს, სადაც ებრაელები უდაბნოში ჩერდებოდნენ, ის მათ ცოდვებსაც შეახსენებდა. მაშინ გამჩენმა უთხრა: `სიკვდილის წინ, შენს საბოლოო დარიგებაში, რომელშიც ებრაელებს ისრაელის მიწაზე თორის დაცვისაკენ მოუწოდებარა მარტო ქარაგმებით, არამედ ნათლად და მკაფიოდ უნ-და უსაყვედურო~. მაშინ მოშემ ასე დაიწყო ლაპარაკი: ასევე ყველაფერი, რაც გამჩენმა გამცნოთ (გიბრძანათ) თქვენ~ და შემდეგშიც ასეთივე ფორმით გააგრძელა.
ბოლოს, კიდევ ერთი მოთხრობა იმის შესახებ, თუ შე-ნიშვნა სხვას როგორ უნდა მისცე, რომ შედეგი მიიღო: