Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
წიგნის კითხვა

ავუწყოთ ფეხი დროს

14pt;">მასყე


და აჰარონი ბრძანდებოდა 123 წლის, როცა გარდაიც-ვალა
როგორც კი ეს მოხდა, ქენაანელები ებრაელებს თავს დაესხნენ.
ჩვენი ბრძენები გვასწავლიან, რომ უდაბნოში მანა ცი-დან ჩვენი დიდი მასწავლებლის მოშე რაბეინუს დამსახურე-ბით ცვიოდა, მტკნარი წყლის ჭაწინასწარმეტყველ მირი-ამის დამსახურება იყო, ხოლო ყანანეი ქავოდ (დიდების ღრუბლები)აჰარონის. წმინდანების გარდაცვალებასთან ერთად, მაშინვე ქრებოდა ის სასწაულები, რომელნიც მათი დამსახურებით ხდებოდა. ღრუბლები, რომლებიც ებრაელებს არა მარტო სიცხისაგან იცავდნენ, არამედ მტრებისგანაც, აჰარონის გარდაცვალების შემდეგ გაქრა და მტრებიც მაშინ-ვე თავს დაესხნენ.
გემარაში ბევრი მაგალითია მოყვანილი იმაზე, თუ საკუ-თარი დამსახურებების წყალობით წმინდანები თაობებს რო-გორ იცავენ. ჩვენ ეს თორიდანაც ვიცით. როდესაც გამჩენს სდომის განადგურება სურს, ჩვენი დიდი მამა ავრაჰამი გამ-ჩენს ლოცვით შესთხოვს იქ წმინდანების აღმოჩენის შემ-თხვევაში არაფერი დაუშავოს ქალაქს. გამჩენი მას ეთანხმე-ბა.
გემარა თაყანით მოგვითხრობს, რომ ქალაქ სურაში ჭირი იყო, მაგრამ იქ, სადაც დიდი ბრძენი რავი ცხოვ-რობდა, ჟამმა ფეხი ვერ მოიკიდა. ხალხი სამართლიანად თვლიდა, რომ ეს მისი დამსახურება იყო. მაგრამ მათ სიზ-მრად იხილეს, რომ დიდი რაბინის დამსახურებას იქვე მცხოვრები უბრალო ებრაელის წვლილიც ემატებოდა. მას დაკრძალვისათვის საჭირო ხელსაწყოები სპეციალურად ჰქონდა შენახული, რათა საჭიროებისამებრ უფასოდ ეთხოვე-ბინა ისინი ყველა მსურველისათვის.
დროკრატში დიდი ხანძარი იყო, მაგრამ იმ ადგილს, სადაც რაბი ჰუნა ცხოვრობდა, ცეცხლი არ მიეკარა, თუმცა-ღა ძალიან ახლოს იყო. აქაც სიზმარში ნახეს ქალაქელებმა, რომ ეს არა მხოლოდ რაბი ჰუნას დამსახურება იყო. იქ ქალბატონი ცხოვრობდა, რომელსაც იმ ღარიბებისათვის, რო-მელთაც ფული შეშის შესაძენადაც კი არ ჰქონდათ, მუდამ ენთო ცეცხლი. ისინი საჭმელებს მის ღუმელში ამზადებდნენ.
ამ ისტორიებიდან ნათლად ჩანს, რომ ხალხს არა მხო-ლოდ დიდი რაბებისა და წმინდანების დამსახურებანი იცავენ, არამედ, ჩვენც, უბრალო ადამიანებიც, ჩვენი ქცევებით, გან-საკუთრებით მოყვასისადმი გულმოწყალებით, ვეხმარებით იმ ადგილს, სადაც ვცხოვრობთ.
უდიდესია ჩვენი დიდი რაბებისა და წმინდანების დამსა-ხურებები გამჩენის წინაშე. საინტერესოა, რომ ჩვეულებრივ ადამიანს დიდად არ უნდა ახარებდეს ის ფაქტი, რომ მის თავს სასწაული ხდება. მაგალითად, ვიღაცას საზღვარზე აკ-რძალული საქონელი, ოქრო-ბრილიანტი გადააქვს, არ სურს მათი დეკლარირება და ის გამჩენს შესთხოვს, რომ არ დაუ-ჭირონ საქონელი. და, დახეთ სასწაულს! მესაზღვრეებმა ვე-რაფერი შეამჩნიეს, მან თავისუფლად გაიტანა ძვირფასეულო-ბა, დიდძალი ფულიც იშოვა და კმაყოფილია. მხოლოდ ერთი რამ ვერ გაითვალისწინა. იმით, რომ საკუთარი თავი საფ-რთხეში ჩაიგდო, მას ზეციდან დაეხმარნენ, მაგრამ მისივე დამსახურებები ჩამოაწერეს.
მას შემდეგ რაც ავრაჰამ ავინუმ ოთხ მეფესთან ომი მოიგო, გამჩენმა უთხრა: ნუ გეშინია, მე შენი ფარი ვარ. გამოდის, რომ ავრაჰამს მაშინ კი არ ეშინოდა, როცა საომ-რად მიდიოდა, არამედ - გამარჯვების შემდეგ. ავრაჰამს მარ-თლაც ეშინოდა იმისა, რომ ომში მომხდარი სასწაულების გამო მას დამსახურებები დააკლდებოდა, გამჩენმა კი დააწ-ყნარა, რადგან მხოლოდ ყოველმხრივ წმინდან ადამიანს არ ჩამოაწერენ დამსახურებებს მისთვის სასწაულების მოვლინე-ბის შემდეგ.
გემარა მოგვითხრობს, რომ რაბი იოხანან ბენ ზაქაიმ იერუშალაიმზე ალყის შემორტყმის შემდეგ ქალაქის დანგრე-ვის შემთხვევაში ვესპასიანეს სამი რამ სთხოვაიავნეში იეშივის გახსნა, რათა თორასა და ებრაელ ბრძენებს ებრაე-ლები დაეცვათ, რაბან გამლიელის, ანუ მეფე დავიდის შთა-მომავალთა შეწყალება (რადგანაც მაშიახი მათი შთამომავა-ლი იქნება) და რაბი ცადოკის (იგი იერუშალაიმის ალყის დროს მარხულობდა) მკურნალობა. მესამე თხოვნამ ვესპასი-ანე გააკვირვა, მაგრაბ რაბიმ აუხსნა, რომ მეორე ასეთივე წმინდანის არსებობა იერუშალაიმს დანგრევისაგან გადაარ-ჩენდა.
გემარაში ბავა მეცია ნათქვამია, რომ მთელი იმ წლე-ბის განმავლობაში, როცა რაბი ელიყეზერირაბი შიმონ ბარ იოხაის ვაჟიტანჯვას ითმენდა, დროზე ადრე (ახალ-გაზრდა) არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა. ხოლო მთელი იმ წლების მანძილზე, როცა რაბი იეჰუდა ჰანასი იტანჯებოდა, მიწას წვიმა არ ესაჭიროებოდა ისედაც უხვ მოსავალს იძლეოდა.
გამჩენის ნებით, მტრის წინააღმდეგ ჩვენი წმინდანების დამსახურებები გადაგვეფაროს ფარად და მაშიახის მობრძა-ნება დაგვიჩქაროს. ამენ.



დებარიმ


თავის პირველ ფასუკში წერია: `ეს სიტყვები, რომლე-ბიც მოშემ ისრაელის მთელ ხალხს უთხრა~, ხოლო მესამე ფასუკი გვეუბნება: `ელაპარაკა მოშე ისრაელის შვილებს ყველაფერზე, რაც გამჩენმა უბრძანა მათზე~. თავის წიგნში ოზნაიმ ლეთორა გაონი რაბი სორიცკინი კითხულობს: `რატომაა საჭირო ერთი და იგივეს გამეორება, თორაში ხომ არც ერთი სიტყვა არაა ზედმეტი?~
ამის გაგება გემარის წიგნის `ქეთუბოთ~ (გვ. 105) შემ-დეგი სიტყვებიდან შეიძლება: `თალმიდ-ხახამი, რომელიც ქა-ლაქში უყვართ, არა მისი ღირსებების გამო უყვართ, არამედ იმიტომ, რომ ის მათ ზეციური სიტყვებით არ საყვედუ-რობს~. ერთი შეხედვით საკმარისი იყო გემარას ეხსენებინაეს ბრძენი იმიტომ უყვართ, რომ `ის მათ არ საყვედუ-რობს~, რატომაა დამატებული`ზეციური სიტყვებით~?
ჩვენი ბრძენები გვიხსნიან, რომ არსებობს ადამიანები, რომლებიც ხალხს ორი სახით საყვედურობენ. ერთნი ხალ-ხის ენაზე ლაპარაკობენ. ანუ როდესაც მათ საყვედურობენ, ადამიანთა შეცოდებებს მთელი სიმკაცრით, ყველა დეტალში, არ აღწერენ. ისინი ქარაგმების ენაზე ლაპარაკობენ, მინიშნე-ბებით, რათა მსმენელები არ გააბრაზონ. მეორენი კი, პირვე-ლის საპირისპიროდ, ნათლად და მკაფიოდ ლაპარაკობენ, ისე, როგორც ჩვენი წინასწარმეტყველები ლაპარაკობდნენ. გასაგებია, რომ წინასწარმეტყველი თავისით არ ლაპარაკობს, ის გამჩენის სიტყვებს გადმოგვცემს. ბუნებრივია, რომ თავისი სიტყვებით საკუთარ ს