ავუწყოთ ფეხი დროს
ცოდა, რომ შთამომავალთა შორის წინასწარმეტყველი შმუ-ელი ეყოლებოდა. ამიტომ ფიქრობდა, რომ გაიმარჯვებდა და ცოცხალი დარჩებოდა. მაგრამ მიწამ პირი დააღო და ცოც-ხლად ჩაიტანა დათანთან და ავირამთან, მათ ოჯახებთან და მთელ ავლადიდებასთან ერთად.
აჯანყებულები ასე მკაცრად იმიტომ დაისაჯნენ, რომ გამჩენის მიერ გამოგზავნილ ადამიანს - მოშეს აუმხედ-რდნენ, რომლის მეშვეობითაც ის ხალხს საკუთარ ნებას გა-დასცემდა. რჩეულის წინააღმდეგ ამხედრებული მის გამომ-გზავნსაც უმხედრდება.
თორის 613 მცნებათაგან ერთ-ერთი გვეუბნება, რომ კო-რახს და მის თანამზრახველებს არ დავემსგავსოთ, გამჩენის რჩეულ ებრაელ ხალხთან არ ვიკამათოთ, არ ვიჩხუბოთ.
მატოთ
`და ელაპარაკა მოშე შტოთა მეთაურებს~.
რაში გვიხსნის, რომ მოშე თორას ჯერ შტოთა მეთაუ-რებს ასწავლის, რითაც მათ პატივს მიაგებს, და შემდეგ - ყველა ებრაელს.
როცა ებრაელებს იფთახი მართავდა, მან ძალიან უცნა-ური `ნედერი~ (აღთქმის დადება) შეუთქვა გამჩენს. მან სთქვა, რომ თუ ის მტერზე გაიმარჯვებს, მაშინ გამჩენს იმას შესწირავს, ვინც პირველი გამოვა მისი სახლის კარი-დან. კარიდან კი მისი ქალიშვილი გამოვიდა და ორი აზრი არსებობს იმის შესახებ, თუ რა მოიმოქმედა იფთახმა: 1. ქა-ლიშვილი შესწირა 2. ის მთებში, გამოქვაბულში გამოამ-წყვდია და ყველასგან განცალკევებული ცხოვრება მიუსაჯა. მას არც გათხოვების უფლება ჰქონდა. მაგრამ ისმის კითხვა, რატომ არ მიმართა იფთახმა თორის მცოდნე ბრძენს ნედე-რის საკითხის გადასაჭრელად. გვიხსნიან, რომ მან არ მოინ-დომა ფინხასთან წასვლა, რადგან თვლიდა, რომ მეფეს არ ეგების წინასწარმეტყველთან მისვლა (არა მეფის პატივისცე-მის გამო). ფინხასი კი თვლიდა, რომ მეფესთან მისვლა წი-ნასწარმეტყველს არ ეგების.
მაგრამ საქმე ხომ იფთახის ქალიშვილის სიცოცხლის შენარჩუნებას ეხება? მაშ, ფინხასი რატომ არ მივიდა? გვიხსნის გურის (ბეით ისრაელ) რებე (კურთხეულია მისი ხსოვნა), რომ ბრძენს ნედერის საკითხის გადაწყვეტა მაშინ შეუძლია, როცა ნედერის მთქმელი მის ავტორიტეტს სცნობს. იფთახი ფინხასის წინაშე ქედს არ იხრიდა, ამიტო-მაც ის ნედერის შეცვლას ვერ მოახერხებდა. თუ ასეა, მა-შინ, რატომ ამბობენ ჩვენი ბრძენები, რომ ფინხასი გამჩენმა იფთახთან მიუსვლელობის მიზეზით დასაჯა? შესაძლებელია, იფთახთან მისვლის შემთხვევაში, ის ფინხასის თავმდაბლო-ბას და თვინიერებას დაინახავდა და მის ავტორიტეტს სცნობდა. კორახის აჯანყების დროს მოშე რაბეინუ ხომ თა-ვად ეწვია დათანსა და ავირამს იმ მიზნით, რომ მათ გუ-ლებს `მოათვინიერებდა~.
და ასევე, როდესაც ებრაელები ხედავდნენ, თუ რა პა-ტივს მიაგებდა მოშე რაბეინუ შტოთა მეთაურებს იმით, რომ თორას ჯერ მათ ასწავლიდა, თავადაც თავს ხრიდნენ მათ წინაშე. მაგრამ შტოთა მეთაურნიც გამჩენის მორჩილნი იყ-ვნენ. ასევეა ხალხთან ურთიერთობაშიც, ადამიანების თავ-მდაბლობა და მორჩილი ხასიათი მათ ავტორიტეტს და თემ-ზე მათ გავლენას ამაღლებს.
იშ ქი იდორ ნედერ~თუ ადამიანი აღთქმას დადებს.
ადამიანს ცხოველისაგან მისი მეტყველების უნარი გა-ნასხვავებს და შეცდომა იქნება, თუ ჩავთვლით, რომ სიტ-ყვებს ძალა არა აქვთ. მათ კოლოსალური ძალა აქვთ. ამი-ტომ, საკუთარ სიტყვებს ძალიან დიდი ყურადღებით უნდა დავუკვირდეთ. ნედერის კანონებიდან ვხედავთ, რომ ადამიანს საკუთარ ბაგეთა ძალით შეუძლია თავს რაიმე აუკრძალოს, და ეს მისთვის თორის აკრძალვის ტოლფასი იქნება. თუმცა, თავად ის, რაც მან საკუთარ თავს აუკრძალა, სხვებისათვის სულაც არაა აკრძალული. სიტყვის ძალის გასაგებად ასეთ რეალურ ისტორიას მოგიყვებით: ერთხელ, ქორწილის დროს სიძის დედა გარდაიცვალა. ის ცეკვის დროს დაიღუპა. რა იყო ამის მიზეზი? სიძეგარდაცვლილის ვაჟი მესამედ და-ქორწინდა. ის პირველ ცოლს გაეყარა, მეორე კი მოუკ-ვდა. დედამ, რომელსაც შვილისათვის სიკეთე სურდა, წარ-მოსთქვა: ვლოცულობ, ამ ქვეყნიდან ისე არ წავიდე, რომ შვილის ქორწილი არ ვნახო.~ მართალია, ის ასე იმედით აღსავსე ლოცულობდა, მაგრამ, ალბათ, აკრძალულია ასეთი სიტყვებით გამჩენისადმი მიმართვა.
მსგავსი ისტორია ქალაქ ფეთახ_თიკვაშიც მოხდა. ამ ქალაქის დაარსებისას პირველ სასაფლაოს აკეთებდნენ. ერ-თმა ახალგაზრდამ ხუმრობით წარმოსთქვა: `წინააღმდეგი არა ვარ ქალაქის პირველი მიცვალებული ვიყო~. ის იმავე კვირაში გარდაიცვალა. ეს ისტორია კი მისი საფლავის ქვა-ზეა დაწერილი.
როდესაც რაბი რაიზნერს ასაფლავებდნენ, მისი ერთ-ერ-თი მეგობარი ყვიროდა: `მე არ შემიძლია მის გარეშე, მე იგი ისე ძალიან მენატრება, რომ უკვე ვეღარ ვძლებ~. იმავე დღეს ის ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
მეორე მხრივ, სიტყვას დადებითი ძალაც გააჩნია. ამი-ტომ ადამიანი ყოველთვის უნდა ეცადოს სხვათაგან კურთხე-ვა დაიმსახუროს.
ერთ ხასიდურ ისტორიაში მოთხრობილია მამაკაცზე, რომელიც დღესასწაულზე თავის რებესთან წავიდა. ადგილზე დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა. ის რაბიმ დაინახა და უთხრა სახლში დაბრუნებულიყო. ხასიდი გაკ-ვირვებული დარჩა, მაგრამ არაფერი ჰკითხა და უკან გაბ-რუნდა. გზაში მას სხვა ხასიდები შეხვდნენ. ისინიც რებეს-თან მიდიოდნენ. Yყველანი ერთად სამიკიტნოში შევიდნენ, კარგად ჭამეს და სვეს და რებესთან წავიდნენ. მეორედ რე-ბემ ხასიდი მიიღო და დღესასწაულის შემდეგ ასეთი რამ უთხრა: პირველად რომ ჩამოხვედი, შენს გვერდით მალახ ჰამავეთი (სიკვდილის ანგელოზი) დავინახე და სახლში გა-გიშვი, რადგანაც არ მინდოდა აქ მომკვდარიყავი. მაგრამ მე-ორედ რომ ჩამოხვედი, ის აღარ გახლდა. ხასიდმა მოუყვა, თუ რა მოხდა გზაში. რებემ უთხრა: `სმის დროს ალბათ იმდენჯერ გითხრეს `ლეხაიმ~ - გაგიმარჯოს (სიცოცხლი-სათვის), რომ სიკვდილის ანგელოზი გააგდეს~.
გამჩენმა ქნას, რომ ჩვენი ბაგენი ლოცვებით, ფსალმუნე-ბით (გამჩენის განდიდებით) და თორის სიტყვებით იყოს სავ-სე. ნედერის (აღთქმის) თქმას კი მოერიდეთ. განსაკუთრებით ჩვენს დროში, როცა ხალხი ისეთი ძლიერი აღარაა, და შე-იძლება, გამჩენმა ნუ ქნას, ის ვერ შეასრულოთ.
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
ძებნა
სარჩევი
- ბერეშით
- ნოახ
- ლეხ-ლეხა
- ვაიერა
- ხაიეი სარა
- თოლდოთ
- ვაიეცე
- ვაიშლახ
- ვაიეშევ
- მიკეც
- ვაიეხი
- შემოთ
- ვაერა
- ბო
- ბეშალახ
- ითრო
- მიშფატიმ
- თერუმა
- თეცავე
- ქი თისა
- ვაიაკჰელ
- ფეკუდე
- ვაიკრა
- ცავ
- შემინი
- თაზრია
- მეცორა
- ახარეი მოთ
- კედოშიმ
- ემორ
- ბეჰარ
- ბეხუკოთაი
- ბამიდბარ
- ნასო
- ბეჰაალოთხა
- შელახ ლეხა
- კორახ
- მატოთ
- მასყე
- დებარიმ
- ვაეთხანან
- ყეკევ
- ქი რეე
- შოფტიმ
- ქი თეცე
- ქი თავო
- ნიცავიმ
- ვაიელეხ
- ჰააზინუ