Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
წიგნის კითხვა

ავუწყოთ ფეხი დროს

ელს აქვს ძალა.
შულხან ყარუხშიც (ევენ ყეზერ) არის კანონი, რომ თუ ადამიანი სადმე ნახეთ და იმავე დღეს ის სხვაგანაც ნა-ხეთ, ისეთ ადგილას, სადაც შეუძლებელია მოკლე ხანში მისვლა, უნდა იფიქროთ, რომ ის იქ შემ ჰამეფორაშის (გამჩენის განსაკუთრებული სახელი, რომლის დახმარებითაც ადრე სასწაულებს ახდენდნენ) დახმარებით მივიდა. ასე ჩა-ვიდა რაბი იეჰუდა ჰანასი ტიბერიიდან რომში იმპერატორ კალტინოსთან კვირას, იმის მიუხედავად, რომ მან იმპერატო-რის დანაბარები მხოლოდ ყერევ შაბათს შეიტყო.
ადამიანის კარგი და ცუდი თვისებები: რა თვისებები აქვთ ჩვენს გამოჩენილ, დიდ ადამიანებს? ერთხელ ხათამ სოფერმა თანამოძმეს შეკითხვაზე მოკლე პასუხი გასცა და ამისათვის ბოდიშიც მიაწერა. მეუღლის მშობიარობის გამო ის ვერ შევიდა ოთახში, სადაც იმ წიგნის აღება შეეძლო, რომლის დახმარებითაც პასუხს სრულად გასცემდა. შესაძ-ლებელია, ჩვენ დავკარგეთ უდიდესი ხათამ სოფერის პასუხი, მაგრამ მან მეუღლეს მშობიარობაში ხელი არ შეუშალა.
და დაეცა მოშე. ასევე წერია კორახთან დაკავშირე-ბით (და დაეცა მოშე სახით). იბნ ყეზრა ორივე შემთხვე-ვაზე გვეუბნება, რომ მოშე საკუთარი სურვილით დაეცა. მაგრამ, ლოცვისა და ებრაელი ხალხის შევედრების შემ-თხვევაში დაეცა ლოცვას ნიშნავს. ეს არის გდულა (სი-დიადე). მაშინ, როცა მათ მზვერავები ადანაშაულებენ (და უჩიოდნენ ისინი მოშეს), და მაშინაც, როცა კორახის მიერ შეკრებილი პატივცემული ადამიანების წინაშე ამბობს: რა-ტომ მაღლდებით თქვენ გამჩენის თემზე, მოშე და აჰარონი სახით ქვიშაში ეცემიან ერთ შემთხვევაში მზვერავების, ხო-ლო მეორედ - კორახის თვალწინ. მაგრამ ეს არა სულიერი ან ფიზიკური სისუსტის გამო ხდება, არამედ როგორც იბნ ყეზრა წერს: საკუთარი ნებით, გააზრებულად, და არა შურისძიების სურვილით, არამედ ისევე, როგორც გამჩენი, რომელსაც შეურაცხყოფა ესმის და დუმს. და გვეუბნება გემარა კიდუშინი: ბაბილონის ებრაელთა დუმილიეს მათი კარგი გენეოლოგიის ნიშანია.
და იეჰოშუა ბინ ნუნმა და ქალევ ბენ იეფუნემ შე-მოიხიეს ტანსაცმელი. რატომ მათ და არა მოშემ და აჰა-რონმა? იმიტომ, რომ მათ ეშინოდათ მზვერავების გვერდით ყოფნისას მათი საწამლავი ხომ არ წაეცხოთ. იმისათვის, რომ ჩამოერეცხათ მათზე გადასული ცოდვის სულ პატარა მტვერიც კი, ტანსაცმელი შემოიხიეს. და რატომ იდგნენ ისინი მზვერავებთან? როცა ისრაელის მიწაზე მიდიოდნენ ისინი ხომ ყველანი წმინდანები იყვნენ? შემდეგ რა მოხდა? გვიხსნიან: მათ ეშინოდათ, რომ ებრაელები უდაბნოში მიღე-ბულ სულიერებას დაკარგავდნენ და უბრალო მიწის მუშებად იქცეოდნენ. არის კიდევ სხვა ახსნა, რომ მათ საკუთარი მდგომარეობის დაკარგვისა ეშინოდათ, მაგრამ ეს მხოლოდ ქვეცნობიერად ხდებოდა.
აქედან შეიძლება შემდეგი დასკვნა გამოვიტანოთ: ადამი-ანმა, რაიმეს გაკეთებამდე, საკუთარი თავი უნდა შეამოწმოს, აკეთებს თუ არა ამას გამჩენის სახელზე (ლეშემ შამაიმ)?



კორახ


და აიღო კორახმა
კვირის საკითხავი თავი კორახი იმ ჯანყზე მოგვით-ხრობს, რომელიც კორახმა ებრაელი ხალხის წინაძღვარების მოშესა და აჰარონის წინააღმდეგ წამოიწყო, იმ ჯანყზე, რომელიც აჯანყებულთათვის საშინლად დასრულდა. რა იყო მათი აჯანყების მიზეზი? კორახმა 250 ადამიანი შეკრიბა, რომელთაც ებრაელ ხალხში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათისინი ის პირველშობილნი იყვნენ, რომელნიც ლევიელებმა გამჩენისადმი სამსახურის შესასრულებლად შეცვალეს. აჯან-ყებულთა შორის ასევე დათანი და ავირამი იყვნენ, რომელ-ნიც ჯერ კიდევ ეგვიპტიდან მოყოლებული მოშე რაბეინუს მტრობდნენ, და ონი პელეტის ძე. კორახმა მათ განუცხადა: ყველა ებრაელი წმინდაა, რადგანაც გამჩენი ჩვენთანაა და რატომ მაინცდამაინც მოშე და აჰარონი არიან მომაღლებულ-ნი, ანუ ასრულებენ სამსახურს მიშქანში (გადასატან ტაძარ-ში)? შენ, მოშე, ტაძარში გამჩენისადმი მსახურება მხოლოდ აჰარონსა და მის ვაჟებს რატომ მიანდე, თუკი ამის გაკეთე-ბა ნებისმიერ ებრაელს შეუძლია? ეს იმიტომ გააკეთე, რომ ისინი წმინდა ისრაელის შვილებისაგან მომაღლებული და გამორჩეული იყვნენ~. გასაგებია, რომ აჯანყებულებს, გარდა იმისა, რომ ებრაელი ხალხისათვის სიკეთე სურდათ, საკუთა-რი მიზნებიც ჰქონდათ. დათანი და ავირამი ყოველთვის ეძებ-დნენ იმის მიზეზს, რომ მოშე რაბეინუსათვის რაიმე ევნოთ. 250 ადამიანი რეუბენის ტომიდან პირველშობილნი იყვნენ და წინამძღოლს იმის გამო გაუნაწყენდნენ, რომ მათთვის გან-კუთვნილი სამუშაო ლევიელებს (ლევიტებს) გადასცეს. ხალ-ხი იმის გამო წუხდა, რომ მზვერავების შეცოდების შემდეგ ისინი დაისაჯნენ და ისრაელის მიწაზე ვეღარ შევიდოდნენ, ყველა ვინც ამ შეცოდებაში იყო გარეული უდაბნოში მოკ-ვდებოდა. მაგრამ რა არ ჰქონდა კორახს, რატომ აუმხედრდა მოშეს? ის ხომ მოშესა და აჰარონის ბიძაშვილი, თორის ბრძენი, უმდიდრესი ადამიანი იყო. ჩვენი ბრძენები გვიხსნიან, რომ შტოთა ხელმძღვანელებს მოშე გამჩენის მითითებით ირ-ჩევდა და კეჰათის (ლევის შტოს 3 ოჯახიდან ერთ-ერთი) ოჯახისათვის ელცაფანი უზიელის ვაჟი დანიშნა. კორახმა იფიქრა: მამაჩემს იცაჰარს 3 ძმა ჰყავდა. პირველშობილ ამრამს 2 შვილი ჰყავსერთი მოშე მეფე გახდა, მეორე აჰარონი კიმთავარი ქოჰენი. მათ შემდეგ ხომ მე ვარმეორე ძმის შვილი, რატომ აირჩია მოშემ ელცაფანიყველაზე პატარა ძმის უზიელის ვაჟი ოჯახის ხელმძღვანე-ლად?
ფირქეი ავოთში (მამათა შეგონებანი) წერია: შური ვნებაზე უარესია და პატივისაკენ სწრაფვა ადამიანს ამქვეყ-ნიდან განდევნის. ეს ისეთ ბრძენსაც კი შეეხო, როგორიც კორახი იყო.
ხშირად ხდება, რომ მოშურნე ადამიანი საკუთარი თა-ვისათვის სიკეთის მოტანაზე მეტად ცდილობს ვისიც შურს მას ავნოს. მოგვითხრობენ ორ ადამიანზე, რომელთაც მეფე გადაარჩინეს: ერთმა ამისათვის უფრო მეტად იშრომა, ვიდრე მეორემ. მას, ვინც ნაკლებად იშრომა, მეფემ უთხრა: აირჩიე ჯილდო, ოღონდ იცოდე, რომ მეორე იმავეს 2-ჯერ მეტს მი-იღებს. იფიქრა მან, მე რომ მილიონი მოვითხოვო, მეორეს 2 მილიონს მისცემენ, ამას კი ვერ ავიტანო და ერთი თვა-ლის დათხრა სთხოვა მეფეს.
ისრაელში ერთ მდიდარს ქალაქში ყველაზე ლამაზი ვი-ლა ჰქონდა. მაგრამ, დახეთ უბედურებას, მეზობელმა უკეთე-სი ააშენა. მდიდარმა სამმაგი ფასი გადაიხადა ამ ვილაში იმისათვის, რომ დაენგრია.
კიდევ რამ იმოქმედა კორახზე? მან რუახ ჰაკოდეშით ი