Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
წიგნის კითხვა

ავუწყოთ ფეხი დროს

თ გადარჩენაზე უარი განაცხადა. ხაფეც ხაიმმა განგვი-მარტა, რომ როცა გამჩენი თორას სხვა ხალხებს სთავაზობ-და, მათი უმრავლესობა უარს ამბობდა, მაგრამ ისეთებიც იყ-ვნენ, რომელნიც თორის მისაღებად მზად იყვნენ. სწორედ მათი სულებია იმ არაებრაელთა სულებში, რომელნიც გიურს ღებულობენ.
მინდა დავამატო, რომ იმ ებრაელთა შორის, ვინც გა-ნაცხადა შევასრულებთ და მოვისმენთ,ისეთებიც იყვნენ, ვი-საც თორის მიღების სურვილი არ ჰქონდა. სწორედ მათგან მივიღეთ საკუთარი რწმენის უარმყოფელნი. ვილენის გაონს თორის უარმყოფელი მოწაფე ჰყავდა. მას ვაჟი შეეძინა და სულ ცოტა ხანში გარდაიცვალა. გაონმა დასამშვიდებლად უთხრა, რომ მის ვაჟს წმინდა გერის სული ჰქონდა.
რაბი ფაინშტეინი ამბობდა, რომ გიურის წინა შაბათს გერ ცედეკი (წმინდა გერი) ადგილს ვერ პოულობდა. ის დი-დი სულის მატარებელი იყო და ამას გრძნობდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა, თუ რას გრძნობდა. როცა ვილენის გაონის ცხე-დარი გადაასვენეს, მასთან ერთად გადაასვენეს გერ ცედეკისგრაფ პოტოცკის ცხედარიც. ის, ვინც გაონის ცხედარს შეეხო, ერთი წლის განმავლობაში გარდაიცვალა.
ისტორიაში არის კიდევ დიდი გერი, ან უფრო სწორად გიორეთირუთი. რატომ დაარქვეს მას რუთი? იმიტომ, რომ დავიდი მისი შთამომავალი იყო, მეშაბხო (ის, ვინც გამჩენს განადიდებდა). რუთი ს გემატრია (რიცხობრივი მნიშვნელობა) 606-ია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნოახის შვილთა მცნებებს რუთმა 606 მცნება დაუმატა. მას უნდა ერქვას თორუ (იგივე ასოებია, მხოლოდ სხვა თანმიმდევ-რობით), სწორედ ამიტომ მას ჰქვიარუთი, რადგანაც თო-რის მცნებები მიიღო.



შელახ ლეხა


ამ თავში იმ თორმეტ მზვერავზე, ტომის ბელადზეა მოთხრობილი, რომლებიც უდაბნოდან ისრაელის მიწის და-საზვერად წავიდნენ. ათმა მათგანმა იქ შესვლა არ მოინდო-მა, რისთვისაც ისინი დაისაჯნენ.
მზვერავების ცოდვა უფრო მძიმეა ვიდრე ოქროს ვერძის ცოდვა. რატომ? იმიტომ, რომ ეს შეუფერებელი, უმადლო ბოროტი ენები იყო (ლაშონ ჰარაყ), ეს არ იყო ის, რაც ოქ-როს ვერძის შემთხვევაში მოხდა. და, მიუხედავად იმისა, რომ მზვერავებმა თეშუბაზე მოსვლა სცადეს, ისინი მაინც უდაბნოში დაიხოცნენ. სფორნო სთვლის, რომ ეს გამჩენის სახელის შებღალვის (`ხილულ ჰაშემ~) გამო მოხდა, იმის გამო, რომ ისინი გამჩენის იმედზე არ იყვნენ. `რატომ მოგ-ვიყვანა აქ? იმიტომ, რომ ხმლით აგვჩეხონ?~და გამჩენმა მათი თეშუბა არ მიიღო, რადგანაც გამჩენის სახელის შებ-ღალვა სიკვდილით გამოისყიდება.
რამბანი უმატებს, ისინი იმიტომ დაისაჯნენ, რომ სთქვეს: დავბრუნდებით ეგვიპტეში და ვიცხოვრებთ იქ თო-რისა და მიცვების გარეშე~. აქედან კარგად ჩანს, რამდენად მძიმეა გამჩენის სახელის შებღალვის ცოდვა და რაოდენ დი-დია გამჩენის განდიდების (`კიდუშ~) მიცვა.
ერთხელ ერთი ბავშვი ძალიან მძიმედ დაავადდა და სა-ავადმყოფოში მოხვდა. ერთი წლის შემდეგ, როცა ბავშვი გამოჯანმრთელდა, მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ მათი ვა-ლია ამ საავადმყოფოში მოხვედრილ ბავშვებზე იზრუნონ.
მზვერავების შესახებ ფასუკში ასე წერია`იოსეფის შტო, მენაშეს შტო~. რატომ? უნდა იყოს `ეფრაიმის შტო, მენაშეს შტო~. კომენტატორი გვიხსნის, რომ იოსეფთან, ჩვე-ულებრივ, ეფრაიმი დგას, ახლა კიმენაშე. ეფრაიმის ტო-მიდან მზვერავად იეჰოშუა ბინ ნუნი წავიდა, რომელიც, სხვა მზვერავებისგან განსხვავებით, ისრაელის მიწის შესახებ მხოლოდ კარგს ამბობდა, და ამიტომაც არ შეუცოდავს. მე-ნაშეს შტოს მზვერავი კი იმათ რიცხვში შედიოდა, რომელ-ნიც ცუდად მოიხსენიებდნენ ისრაელის მიწას. იოსეფი ძმების ცუდს მამას უყვებოდა, მისი შთამომავალიც მენაშეს (იოსე-ფის ვაჟიშვილის) შტოდან ლაშონ ჰარაყს ამბობდა ისრაე-ლის მიწაზე. გამოდის, რომ ლაშონ ჰარაყის~ თქმის ძალა იოსეფიდან მენაშეს შტოზე გადავიდა. (ამასთან, ეფრაიმი აქ ცალკეა მოხსენიებული, რადგანაც იეჰოშუა არ შეუერთდა მზვერავებს). აქედან კარგად ჩანს, თუ რა ძალა აქვს ლა-შონ ჰარაყს~, რომ ის, ჯერ ერთი, თაობებს გადაეცემა, და მეორეც ის, რომ ნათქვამი სიტყვა რჩება და მას ვერაფრით წაშლი. მაგალითად, თუ ადამიანზე ვინმეს უთხარით, რომ ის იტყუება, შემდგომში, რაც არ უნდა ეცადოს ეს ადამია-ნი, მსმენელს მის შესახებ შთაბეჭდილებას ვერ შეუცვლის.
და აიძულა ქალევმა გაჩუმება~. რაში გვიხსნის, თუ როგორ აიძულა გაჩუმება~ (გააჩუმა ქალევმა მზვერავები). მან უთხრა: განა მხოლოდ ეს გააკეთა ამრამის ძემ (მო-შემ)?~, ანუ მოშე რაბეინუ სახელით არ მოიხსენია. `სიფ-თეი ჰახაიმ~ გვიხსნიან, რომ ის, ვისაც მოძმე უყვარს, მას სახელით მოიხსენიებს. ასევეა შაულთანაც, როცა ის იონა-თანს ეკითხება: რატომ არ მოდის იშაის ძე?~ იონათანი პა-სუხობს: თავად დავიდს უნდა ვკითხოთ~. აქ შაული გან-რისხდა, რადგანაც იონათანმა დავიდი სახელით მოიხსენია (რაც მისი დავიდისადმი სიყვარულის ნიშანია). წერია `მეგი-ლათ ესთერში~: `და უთხრეს მეფის მსახურებმა: არაფერი გაგვიკეთებია მისთვის (მორდეხაისათვის)~. გემარაში ამის შესახებ წერია, რომ მათ ასე სთქვეს არა მორდეხაისადმი სიყვარულის გამო (რათა ის დაეჯილდოებინათ), არამედ ჰა-მანის სიძულვილის გამო. ამიტომ, ეს გასაგებია, რადგანაც მორდეხაი სახელით არ ახსენეს.
სახელის დარქმევას რაც შეეხება, არ ღირს ახალი სა-ხელების ძებნა. არის ასეთი ფასუკი `ჩემი სახელი და ჩემი წინაპრების სახელი~ (`ბერეშით~, იაყაკოვის სიტყვები), აქე-დან გამომდინარე, ჩვენს შთამომავალთ ებრაულ ტრადიციაში ცნობილი სახელები უნდა დავარქვათ.
და აიძულა ქალევმა გაჩუმება და სთქვა: ავალთ და მივიღებთ მემკვიდრეობად მას (ისრაელის მიწას).
რატომ დუმდა იეჰოშუა? მეშეხ ხოხმა გვიხსნის: მთავარი, რის გამოც ებრაელებს ეშინოდათ, ის იყო, რომ მათ იცოდნენ ელდადასა და მეიდადის წინასწარმეტყველება: მოშე გარდაიცვალა და იეჰოშუა შეგვიყვანს ჩვენ ისრაელ-ში. როდესაც მათ ეს მოისმინეს, სულიერად დაეცნენ, რად-გან არ სჯეროდათ საკუთარი ძალების, და თვლიდნენ, რომ მოშეს გარეშე მტრებს ვერ გაუმკლავდებოდნენ. ამიტომ ამ-ბობს ქალევი: ნუ ფიქრობთ, რომ მოშეს გარეშე ვერაფერს შეძლებთ, თქვენ ძალა თავად გაქვთ შევალთ და მივიღებთ მემკვიდრეობას. იეჰოშუას ამის თქმა არ შეეძლო, რათა არ ეთქვათ, რომ ამას საკუთარი დიდებისა და პატივის მოსაპო-ვებლად ამბობსო. ყოველ ებრა