Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
წიგნის კითხვა

ავუწყოთ ფეხი დროს

სჭირდებოდა, ხარაზს უკვეთავდა. ერთმა ებრაელმა თავისი ვაჟი მეწაღესთან მიიყვანა ფესახისათვის ახალი ფეხსაცმლის შესაკერად. ბიჭს ფეხსაცმელი სიზმარში ელანდებოდა და უკვე წარმოდგენილი ჰქონდა, ფესახში რო-გორ ჩაიცმევდა, სინაგოგაში წავიდოდა და ლამაზი ფეხსაც-მლით ყველას გააკვირვებდა. ის ძალზე ბედნიერი იყო, როცა მამამ მის მოსაზომად წაიყვანა. მართლაც შესანიშნავი ფეხ-საცმელი გამოვიდა, ბიჭმა მოიზომა და აღმოჩნდა, რომ მარ-ჯვენა ზუსტად ჰქონდა, მარცხენა კი იმდენად პატარა იყო, რომ ვერც კი იცმევდა. მეწაღემ დაგრძელება სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ახლის შეკერვა გახდა საჭირო, მაგრამ უკვე ფესახისთვის აღარ ესწრებოდა. ბიჭი ძალიან აღელდა, მისი ყველა ოცნება ხუხულასავით დაიმსხვრა. მამა მეწაღეს ეხვეწებოდა, იქნებ რაიმეს მოფიქრება შეძლოო. უცებ მეწა-ღემ გახარებულმა წამოიძახა: ცერი თითი უნდა მოვაჭ-რათ, რომელიც უშლის. აქ უკვე მამა განრისხდა და დაუყ-ვირა: გადარეულზე გადარეული ხარ.
ფეხს ფეხსაცმელი უნდა მოერგოს და არა ფეხი მას. ასევე არიან ისინიც, ვინც ცდილობს თორის კანონები ჩვენს თაობას მოარგონ: გამჩენმა ნუ ქნას, აქ ჩამოვაჭრათ, იქ შევ-ცვალოთ. ჩამოვაჭრათ, შევასწოროთ, შევცვალოთ ჩვენი სუ-ლები. ეს ჭკვიანები იმ მეწაღეს ჰგვანან. ეს ებრაული გზა არაა.
გამჩენმა, სანამ ებრაელებს მისცემდა, თორა სხვა ხალ-ხებს შესთავაზა. ყველა ეკითხებოდა, თუ რა ეწერა მასში. გამჩენი მათ ერთ რომელიმე მცნებას ეუბნებოდა და ისინი თორაზე უარს აცხადებდნენ. ხოლო, როცა გამჩენმა ის ებ-რაელებს შესთავაზა, მათ უპასუხეს: შევასრულებთ და გა-ვიგებთ (ნაასე ვენიშმა). ამიტომაც გამჩენმა თორა ებრაე-ლებს უბოძა.
საინტერესოა, რომ ის მიცვები, რასაც გამჩენი ხალხს სთავაზობდა, მათთვის ყველაზე ძნელი შესასრულებელი იყო (მაგალითად, იშმაელის შთამომავლებს უთხრაარ იპარო). რატომ? ხომ შეიძლებოდა შეეთავაზებინა მათთვის ის მცნე-ბები, რომელთა შესრულებაც აწყობდათ, მაგ. მშობლების პატივისცემა, სტუმართმოყვარეობა, მოყვასის სიყვარული ისე, როგორც საკუთარი თავისა და ა.შ. რატომ არ გააკეთა ეს გამჩენმა? იმიტომ, რომ პრობლემა თავად კითხვაში იყო: რა წერია მასში? ანუ შეგვეფერება, გვაწყობს ეს ჩვენ, თუ არა? ყველა ადამიანური კანონი ხომ ისეა მოგონილი, როგორც მას აწყობს. ამიტომაც თავად კითხვა უკვე ცოდვას შეიცავს. თორა გამჩენის სიბრძნეა და იმის კითხვა, შემეფე-რება თუ არა მე ისეთს, როგორიც ვარ, საჭირო არაა. პირი-ქით, თავად უნდა შეეცადო შეიცვალო, მიიყვანო საკუთარი თავი ამ კანონებამდე, ეყრდნობი რა მათი დამდგენისგამ-ჩენის სიბრძნეს. ერთხელ ერთმა ბრძენმა ადამიანმა მითხრა: მორწმუნე ადამიანებს შეკითხვები არა აქვთ, ურწმუნოებს კიპასუხები. ებრაელებს არ დაუსვამთ კითხვა, შეგვეფე-რება ჩვენ თორა, თუ არა. და, თუ ამ კანონებიდან ჩვენთვის რაიმე ძნელი შესასრულებელია, საკუთარი თავი უნდა შევ-ცვალოთ და არა თორის კანონები.



ბეჰაალოთხა


კვირის საკითხავი თავის დასაწყისში რაში კითხულობს, თუ რატომ იწყება ეს თავი მენორის ანთების მცნების აღწე-რით მაშინ, როცა მისი წინა თავი შტოების მეთაურების მი-ერ მსხვერპლთშეწირვის აღწერით მთავრდება? ეს იმიტომაა, რომ აჰარონი განაწყენდა, როცა არც მან და არც მისი ტო-მის წარმომადგენლებმა მსხვერპლთშესაწირად მიშქანის (გა-დასატანი ტაძრის) კურთხების დღეს არაფერი მიიტანეს.
გამჩენმა უთხრა: შენი წილი უფრო დიდია, ვიდრე მა-თი, რადგანაც შენ მენორას ანთებ და სანთლებს ასწორებ. რამბამი კითხულობს: რატომ არ დააწყნარა გამჩენმა აჰა-რონი სხვა სახით? მას ხომ მრავალი მცნება აქვს: კტორეთს (აღსაკმევი შენაზავი, საკმეველი) აკმევდა და იომ ქიფურში წმიდათა წმიდაში მხოლოდ ის შედიოდა? პასუხი იმაში მდგომარეობს, რომ მენორის ანთება მადლიერების გამოხატ-ვაა და მისი მსგავსი სამსახური ტაძარში არ ყოფილა. გამ-ჩენმა ებრაელებს უთხრა: გამინათეთ მე ისევე, როგორ მე გაგინათეთ თქვენ. არის ასეთი იგავი, თუ როგორ სთხოვა თვალხილულმა ბრმას, რომელიც თავად მიყავდა, მისთვის სანთელი აენთო, რათა ბრმა მის ვალში არ ჩავარდნილიყო. თვალხილულს ეს სინათლე არ სჭირდებოდა, ის ისედაც კარგად ხედავდა. (ასევე სთხოვა გამჩენმა ებრაელებს მენო-რის ანთება, თუმცაღა ტაძარში სინათლე ისედაც იყო. მად-ლიერების გამოხატვა კი იმისათვის იყო საჭირო, რომ გამჩე-ნი მათ უდაბნოში უნათებდა გზას).
რაბი ორენშტეინმა ომის პერიოდში რაბი ვაიდენფელდს ჩევინში, რუსეთში ამანათი გაუგზავნა. ვაიდენფელდმა ომის შემდეგ მას მადლობის წერილი გაუგზავნა.
რაბი ლაუ დღემდე ეძებს იმ ადამიანებს, რომლებიც მას საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნისას ეხმარებოდნენ. დღევან-დელ დღესაც არ უნდა დაგვავიწყდეს მადლობის გადახდა, მათ შორის მეუღლისთვისაც. ამით თავიდან ძალზე ბევრ უსიამოვნებას ავიცილებთ. და ეს უმნიშვნელო რამ სრულია-დაც არ არის, ასეთი უმნიშვნელო ამბებით შენდება დიდი ადამიანი.
რით უფრო უკეთესია ადამიანის დახმარებასაკვებით თუ სხვა რაიმეთი? ერთ მაგალითს მოგიყვანთ: რაბი ზილ-ბერშტეინს ჰკითხეს: ერთ რაიონში წმინდანი გერი (ადამია-ნი, რომელმაც მიიღო ებრაელობა) ცხოვრობს, ის ძალიან ღარიბია. რისი ჩუქება უკეთესია მისთვის დღესასწაულზე - საკვების თუ სხვა რაიმესი, მაგალითად ელექტრო მოწყობი-ლობის, ან სარეცხი მანქანის? თორის წიგნში დებარიმ გამჩენის შესახებ ასე წერია: და უყვარს უცხოსათვის პუ-რის მიცემა რაში გვეუბნება, ძალზე მნიშვნელოვანია, რო-ცა იაყაკოვი ლოცულობდა: მომეცი მე პური საჭმელად და გვიხსნიან სიფრეი ხახამიმ: არ იფიქრო, რომ ეს პატარა რამააგერს (უცხოელს) პური და ტანსაცმელი მისცე .
მოგიყვანთ კიდევ ერთ პარალელს. გემარაში სუქა და-ვაა ჰადასის (მირტის) შესახებ, ის კიდევ ერთი სახელითავოთ მოიხსენიება, რაბი იეჰუდასა და რაბი კატანა ახის მოსაზრებებზე. რავას შვილი ამბობს, რომ მისთვის ჰალახა რაბი კატანას მიხედვითაა, რადგანაც ეს მისი პირითაა ნათ-ქვამი. ჩვენც ასევე ვიტყვით, რომ გერს საკვები და ტანსაც-მელი უნდა მივცეთ, რადგანაც ეს გამჩენისაგან მოშე რაბეი-ნუს პირით ითქვა: და როცა თქვენთან იცხოვრებს უცხო.
საიდან აქვთ გერებს ასეთი დიდი სიწმინდე? აბრაჰამ ბენ აბრაჰამი (გრაფი პოტოცკი), რომელმაც საკუთარი სახ-ლი დასტოვა და ებრაელობა მიიღო, შავუყოთის მეორე დღეს ვილნოში კოცონზე დაწვეს და მან კაბალის დახმარე-ბი