Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
წიგნის კითხვა

ავუწყოთ ფეხი დროს

ითვალეთ მისი (ფერუში) განმარ-ტებაააუწიეთ ყოველ მათგანს თავი ჩამოუფერთხეთ მა-ტერიალური მტვერი. ბეშტი (რაბი ბაალ შემ ტოვი) გვიხ-სნის, რომ ებრაელები ვარსკვლავებს ჰგვანან, მხოლოდ გვეჩ-ვენება, რომ ისინი ძალზე პატარები არიან, რადგან მათ უდიდეს სიმაღლეებს შეუძლიათ მიაღწიონ, მათი არსებობა ამ სამყაროში ძალზე მნიშვნელოვანია.
ერთმა 30 წლის გაბაიმ სიმხათ თორის~ შემდეგ გა-დაწყვიტა, რომ სამსახურიდან მიდის და მაგიდაზე გასაღები დადო. ერთმა ებრაელმა გადაწყვიტა სპექტაკლის შემდეგ გა-საღები აეღო, მაგრამ ის გაბაის სავარძელზე მიბმული აღ-მოჩნდა. ამით გაბაის უნდოდა ეჩვენებინამიუხედავად იმი-სა, რომ სამსახურიდან წასვლა გადაწყვიტა, ამ მიცვასთან კავშირს გრძნობდა და მისი (მიცვის) ჩამორთმევა მხოლოდ გაბაისთან ერთად იყო შესაძლებელი. ასევეა, როცა ჩვენ ამ სამყაროში ჩართულ ჩვეულებრივ ადამიანს ვხვდებით. უნდა გვესმოდეს, რომ ის მსხვილი ძაფითაა გამჩენთან მიმაგრებუ-ლი. მას, ვინც გამჩენის ნების შესრულებას ცდილობს, ამაში თავად გამჩენი ეხმარება. რაბი მოშე გარტნერი, კურთხეუ-ლია მისი ხსოვნა, მუსარის (ებრაული ეთიკის) გაკვეთი-ლებს არასოდეს აცდენდა. ქვეყანა რომ გადატრიალებულიყო, გაკვეთილზე მაინც მიდიოდა. დაქორწინება რომ დააპირა, დედა დაპატიჟა და, სწორედ თვითმფრინავის ჩამოფრენის დროს, რაბის მუსარის გაკვეთილი ჰქონდა. მან მასწავლე-ბელს ჰკითხა, შეეძლო თუ არა გაკვეთილის გაცდენა. მას-წავლებელმა უპასუხა, რომ მშობლების პატივისცემა უფრო დიდი მიცვაა და ამიტომ აეროპორტში უნდა წასულიყო. რა-ბი კი გამჩენს შეევედრა ორივე მიცვის შესრულებაში დახმა-რებოდა. გაკვეთილი საღამოს შვიდ საათზე იყო, თვითმფრი-ნავიც ამ დროს უნდა ჩამოფრენილიყო. რაბი აეროპორტში საღამოს ხუთ საათზე მივიდა და თვითმფრინავიც ამ დროს ჩამოფრინდა. პილოტმა აუხსნა, რომ ოცდაშვიდი წლის გან-მავლობაში პირველად მოხდა ისე, რომ სამხრეთის ძლიერი ქარის გამო თვითმფრინავი ორი საათით ადრე ჩამოფრინდა.
შიდუხის, მაჭანკლობის დროს, საჭიროა ვიცოდეთ, რომ გამჩენისაგან გაქცევა შეუძლებელია. სტაიპლერის რებე გვიყვება, რომ უკვე გარიგებული საქმე საქმრომ ჩაშალა. შემდეგ მან სხვა მოიყვანა, საცოლე სხვაზე გათხოვდა. ვაჟს ამ ქორწინებიდან შვილები არ შეეძინა და ცოლს გაშორდა. ქალმა რვა შვილი გააჩინა, მაგრამ მეუღლე დაეღუპა და ისინი მხოლოდ ამის შემდეგ შეუღლდნენ. მაშინ კი სთქვა ვაჟმა, თავის დროზე უარი ვთქვი, ახლა კი ის სხვის რვა შვილთან ერთად შევირთეო.
და სთქვა მოშემ გამჩენის წინაშე: საიდან მეცოდინება, რამდენი ჩვილია თითოეულ კარავში. გამჩენმა უპასუხა: შენ შენი გააკეთე და მე ჩემსას ვიქმ. (რაბი ზილბერი, კურთხე-ულია ცადიკის ხსოვნა). მიდიოდა მოშე და დგებოდა კარვის შესასვლელთან, გაისმოდა ხმა ზეციდან და ამბობდა, რამდე-ნი ჩვილი იყო კარავში (რაში).
ეს უდიდესი წესია. გამჩენი ადამიანისაგან არ ითხოვს იმას, რაც მის შესაძლებლობებს აღემატება. შენ გააკეთებ შენსას, მე კიჩემსასეს ის დაპირებაა, რომ თუ ადა-მიანი მისი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს, გამჩენი მას თავისით უმატებს.
გამჩენმა მოშე რაბეინუს სთხოვა აღერიცხა ისრაელის შტოების ოცი წლიდან და ზემოთ ასაკის მამაკაცები. სკო-ლის დირექტორმა რაბი ზილბერშტეინს სთხოვა ერჩია, სხვებთან შედარებით ორი წლით უფროსი მოსწავლე იმავე კლასში დაეტოვებინა, თუ წლოვანებისდა მიხედვით სხვა კლასში გადაეყვანა. რაბი ზილბერშტეინმა უპასუხა, თუ კი საცოლე ორი წლით უფროსია მის რჩეულზე, პრობლემა არაა (შიდუხის დროს). გემარაში ამის მტკიცებულებაც არსებობს: როდესაც შიმონ ჰაცადიკი გარდაიცვალა, მას სა-კუთარი შვილი ხონიო სურდა შემცვლელად და ასეთი ან-დერძიც დატოვა. მაგრამ მის ძმას შიმის, რომელიც ორწლი-ნახევრით უფროსი იყო, შეშურდა ძმის. რატომ გვატყობი-ნებს გემარა ასე ზუსტად ორწლინახევარს და არა ორ წელს? რა მნიშვნელობა აქვს ამას? იმისათვის, რომ გაგვა-გებინოს, რომ ასაკში ორი წლის განსხვავება ერთი და იგი-ვე ასაკია, ხოლო ორწელიწადნახევარი უკვე სხვა ასაკია.
მიშნაში ედუიოთ ბეით მიდრაშში (განათლების სახ-ლში) ყოფნის მნიშვნელობას სწავლობენ: მიშნა ბრძენთა კა-მათს გვიყვება: ჰილელი ამბობს, რომ მიკვე ფასულია (უსარ-გებლოა) ჰინი (ზომის ერთეული) წყლით (რომელიც უცნობი წყაროდან შეერია), ხოლო შამაი გვეუბნებაცხრა კავი (ზომის ერთეული) წყლით. ჰალახა (კანონი) კი მიღებულია ორი ჩვეულებრივი ებრაელის მონათხრობის მიხედვით, რო-მელთაც შამაისა და ავტალიონისაგან ბეით მიდრაშში სმენი-ათსამი ლოგი წყალი (მხედველობაში გვაქვს არა წვიმის წყალი, არამედ მასთან შერეული).
და იცხოვრებენ და არ დაიხოცებიან. ყოველ ებრაელს ესმის, რომ თუ მას გამჩენი ნებისმიერ საქმეში არ მფარვე-ლობს, ის ვერაფერს გააწყობს. შორეულ აფრიკაში ციხიდან მკვლელი გაიქცა. შემდეგ მან სთქვა, რომ ის რელიგიური ებრაელი, რომელიც ვიწრო ბილიკზე ბიზნესით იყო დაკავე-ბული, მან მხოლოდ იმიტომ არ მოკლა, რომ მის ზურგს უკან ორი მცველი დაინახა. სინამდვილეში კი არავითარი მცველები არ ყოფილან იქ, ასე ინახავს გამჩენი მის მოსიყ-ვარულეთ. დაე, გამჩენის მფარველობა ყველა ჩვენგანს ჰქო-ნოდეს.



ნასო


კვირის საკითხავი თავი ნასო თორის 54 თავს შორის ყველაზე დიდია, მასში 176 ფასუკია (წინადადებაა). საინტე-რესოა, რომ თეჰილიმში, მეფე დავიდის ფსალმუნებში, 119-ე ფსალმუნიც ასევე 176 წინადადებას შეიცავს, ზეპირ თორა-ში კი ტრაქტატი ბავა ბათრაა ყველაზე დიდი და ისიც 176 გვერდს მოიცავს.
ერთერთი მიზეზი იმისა, თუ რატომაა ეს თავი ასეთი დიდი, ისაა, რომ მას შავუყოთისთორის ბოძების დღის შემდეგ შაბათს კითხულობენ და, ამ დღესთან ასეთი სიახ-ლოვის გამო აუცილებელია ებრაელთა სულები თორის სიტ-ყვებით განსაკუთრებით განიმსჭვალონ.
რა თქმა უნდა, დღესასწაული შავუყოთი- თორის ბო-ძების დღეებრაელი ხალხის უდიდესი დღესასწაულია. ამ დღის გარეშე, როცა ჩვენ ხალხად ჩამოვყალიბდით, ებრაე-ლები ვერ იარსებებდნენ. თორა ხომ ჩვენი სულია და მის გარეშე ვერ შევძლებდით არსებობას. ხანდახან გვესმის, რომ ჩვენს, მოდერნიზაციის, ეპოქაში თორასაც სჭირდება, გამჩენ-მა ნუ ქნას, მოდერნიზაცია. ასეთი ხმების გასაბათილებლად მინდა ერთი ისტორია მოგიყვეთ: ოდესღაც, არც თუ ისე დი-დი ხნის წინ, ჯერ კიდევ არ იყო ფეხსაცმლის ფაბრიკები. ვისაც ფეხსაცმელი