Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
წიგნის კითხვა

ავუწყოთ ფეხი დროს

რი შესაძლო სიკეთის ყვე-ლა სახეობა შედის. სწორედ ამიტომ იწყება ის ასო ალე-ფით და მთავრდება ასო თავით. როდის სრულდებოდა ეს კურთხევები? უდაბნოს თაობა თორის შესწავლაში იყო ჩაფ-ლული და სულიერად უმაღლეს დონეზე იდგა, ასევეა იეჰო-შუას, მოშეს მოწაფის, თაობა. მეფეები დავიდი და შლომო ასევე თორის უდიდესი მცოდნენი იყვნენ და ყოველ ებრაელს არწმუნებდნენ მათ გზას გაყოლოდნენ. მეფეების იეჰოშაფა-ტის, ხიზკიაუს, იოთამის, უზიაჰუს მმართველობის დროს ებ-რაელი ხალხი გამჩენს უბრუნდებოდა, და ეს იყო მშვიდობი-სა და აყვავების წლები.
შლომო ჰამელეხის მმართველობის დროს ებრაელები 40 წელს საკუთარ მიწაზე მშვიდობიანად და სიმდიდრეში ცხოვრობდნენ და მათ მტერი არ აწუხებდა.
ხიზკიაუს მეფობისას, როცა ისრაელის მიწიდან 10 შტო უკვე განდევნილი იყო, ასირიის მეფე სანხერივმა, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არმიის მფლობელმა, მრავალი ხალხი დაიპყრო და იერუშალაიმს ალყა შემოარტყა. ღამით, შტურმის წინ, მან მთელი თავისი არმია, 185 ათასი მეომა-რი, დაკარგა. ყველანი, სასწაულის წაყლობით, ერთ ღამეს დაიხოცნენ. ებრაელი ხალხისათვის კი კვლავ აყვავებისა და სიმშვიდის ჟამი დადგა.
მეორე მხრივ, გამჩენი ებრაელ ხალხს კანონების შეუს-რულებლობისათვის სასტიკად სჯის. შეიძლება იკითხოთ, რა-ტომ მაინცდამაინც ჩვენ? ნუთუ სხვა ხალხები ნაკლებად სცოდავენ. თორა ამას მარტივად პასუხობს. ებრაელები სიწ-მინდისათვის არიან მოწოდებულნი, იმისათვის, რომ ერთად-ერთი ღმ-თის რწმენა, სიმართლე და სამართლიანობა მთელს სამყაროს აჩვენონ. ებრაელები გამჩენის არმიადაც იწოდებიან, და, ჯარისკაცებისა და ოფიცრების მსგავსად, ბრძანების შე-უსრულებლობისათვის ისჯებიან. ჩვენთვის ასეთი წესიცაა ცნობილი: ვისაც მეტს აძლევენ, მეტადაც სთხოვენ. სწორედ ებრაელებმა მიიღეს მრავალი მიცვა, რომელთა შესრულები-სათვის ისინი ჯილდოვდებიან, ხოლო მათგან გადახვევისათ-ვისისჯებიან. სწორედ ამიტომ, ამქვეყნად, ებრაელები უფრო ხშირად ისჯებიან, ვიდრე სხვა ხალხები. დასჯით ჯერ კიდევ ამქვეყნად გვეხსნება ცოდვები და ამიტომ ებრა-ელთა შთამომავლობა მუდმივად არსებობს. მაშ რას შეუძ-ლია თორის დამცველი ებრაელი მას (თორას) დააშოროს? წინამდებარე თავში მოთხრობილია, რომ თორისაგან დაშორე-ბა შვიდი საფეხურით ხდება. ამასთან, აუცილებელი არაა, რომ შვიდივე საფეხური ერთმა ადამიანმა გაიაროს, შეიძლე-ბა ეს რამდენიმე თაობაში სულიერი დაცემის შემთხვევაში მოხდეს.
პირველი საფეხური: ებრაელები თორას სერიოზულად არ სწავლობენ, და სულ ერთია რის გამოსურვილის და-კარგვის, თუ შესაძლებლობის უქონლობისათვის. ეს მაინც სულიერი დაცემის პირველი საფეხურია. სწორედ ამიტომ იყო, რომ სხვადასხვა ეპოქაში, როცა მტრები ჩვენს თორი-საგან ჩამოშორებას ცდილობდნენ, მის სწავლას გვიკრძალავ-დნენ. რადგანაც, ის, ვინც არ სწავლობს, მის შესრულებას წყვეტს, და ეს უკვე დაცემის მეორე ეტაპიამიცვების შე-უსრულებლობა.
მესამე საფეხურზე ებრაელი კანონების დამცველ ებრაე-ლებს უგულებელყოფს. მას თორის ერთგულ ებრაელებთან ურთიერთობა ახსენებს, რომ თავად ჩამოშორდა კანონებს. ამიტომ საკუთარ თავს არწმუნებს, რომ მათი შეხედულებე-ბი მოძველებულია და თავად მათზე მაღალ საფეხურზე დგას. მეოთხე ეტაპზე ადამიანი კანონებისა და თორის ბრძე-ნების სიძულვილს იწყებს: სწორედ ისინი გვაიძულებენ თო-რის სწავლას და შესრულებას, ასე რომ ყველაფერში ისინი არიან დამნაშავენი,ასე მსჯელობს ის. მეხუთე ეტაპზე ეს უკვე პარტია შინუი-ა. ებრაელი ეომება მათ, ვინც ბე-დავს რელიგიური იყოს. მიზნად ისახავს ისინი ცხოვრების ასეთ წესს ჩამოაშოროს. მეექვსე და მეშვიდე ეტაპებზე ებ-რაელი, გამჩენმა გვაშოროს, გამჩენისაგან მიცვების მიღებას, გამჩენს, მის შემოქმედებას და მეთვალყურეობას (მის ჰაშ-გახას~) უარყოფს.
ყოველივე ამისათვის ზეციური სასჯელი მოგველის. ამასთან გამჩენი ცოდვილებს სიკვდილს არ უგზავნის. სწო-რედ ამიტომაა ამ თავში ებრაელი ხალხის მუდმივობის პი-რობა და თუ ცოდვებს ჩვენ თავად ვაღიარებთ, გამჩენს და-ვუბრუნდებით, ის შეგვიცოდებს და გადაგვარჩენს. ძირითა-დად ყოველი ჩვენგანი, ყოფილი სსრკ-ს ყოველი ებრაელი, ამ შვიდიდან ერთ-ერთ საფეხურზე ჩამოვიდა. მაგრამ ეს ჩვენი ბრალი არ იყო. კომუნიზმის სამოცდაათმა წელმა თავისი როლი შეასრულა. მაგრამ, ახლა დროა ავმაღლდეთ, გამჩენს დავუბრუნდეთ. მაშ, მოდით, დავუბრუნდეთ. (გამჩენო) დაგ-ვაბრუნე და ჩვენ დავბრუნდებით.

ბამიდბარ

და ელაპარაკა გამჩენი მოშეს სინაის უდაბნოში რა-ტომ სინაის უდაბნოში? ამით ჩვენი ბრძენები გვასწავლიან, რომ თორა ცეცხლში, წყალსა და უდაბნოში მივიღეთ, რათა ვისწავლოთ, რომ ეს სამი რამ მსოფლიოში ყველასათვისაა და ის უფასოა, ასევეა თორაც. რაბი ცედაკა გვიხსნის: ცეც-ხლი ეს ენთუზიაზმით სწავლაა, წყალი თავმდაბლობის ნიშა-ნია, ის ყოველთვის თავქვე მიედინება, უდაბნო კი სიცარიე-ლის სიმბოლოა და მიგვანიშნებს, რომ ადამიანისათვის სუ-ლერთია საკუთარი პატივი და სიმდიდრე.
თორაში გარკვეულმა ადამიანებმა ყველა კითხვის პასუ-ხი იციან. ვოლოჟინელი რაბი ხაიმის მოწაფეები ხასიდ რე-ბესთან თიშ-ზე (წვეულება სადილით, სიმღერებით და სა-უბრებით) დადიოდნენ. ერთხელ რაბი ხაიმის მოწაფეები რე-ბესთან წავიდნენ. იქიდან მობრუნებულებს გზაში მასწავლე-ბელი შეხვდათ. მოწაფეები მას უყვებოდნენ რებეს რუახ ჰა-კოდეშზე (ყველაფრის განჭვრეტის, წინასწარმეტყველების ნიჭზე). რებ ხაიმმა წამოიძახა: ასეთი რამ მეც შემიძლია. აი, მაგალითად, ახლა მე ვიცი, რომ ჩემი მეუღლე ჩემს პა-ტარა ბიჭს იმისათვის კიცხავს, რომ ის ჩემს ადგილზე დაჯ-და (თორის მიხედვით შვილი მშობლის ადგილზე არ უნდა დაჯდეს). ადგილზე რომ მიხვალთ, შეამოწმეთ, ასე იყო თუ არა. მოწაფეებმა შეამოწმეს და დარწმუნდნენ რაბ ხაიმის სისწორეში. თორა რაბინებს ასეთ ძალას აძლევს. ცოლ-ქმარს ბრაზილიიდან ასეთი რამ შეემთხვათ: ცოლს ისრაელ-ში ასვლა სურდა, ქმარს კიარა. ქმარმა განაცხადა, რომ მას ცოლი აუჯანყდა. როცა ცოლმა რავ ელიაშევს რჩევა სთხოვა, მან ჰკითხა: საიდანაა ცნობილი, რომ ქალს ისრა-ელში ასვლა მხოლოდ ამ მიწის ღირსების გამო შეუძლია? სწორედ მაშინ გაირკვა, რომ მხოლოდ ისრაელში შეეძლო ცოლს მეუღლის მემკვიდრეობის მიღება, ის კი უკვე საკმაოდ ხანში შესული იყო (რაბი ელიაშევს სიტუაციის დანახვა, მოვლენის არსის გარკვევა შეუძლია).
დაითვალეთ ისრაელის შვილთა მთელი კრებული (მათი თავები) სეუდა