Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
წიგნის კითხვა

ავუწყოთ ფეხი დროს

ამ მიცვის შესრულების შემთხვევაში ხალხისათვის სამი წლის სამყოფი მოსავლის აღების გარან-ტიის მიცემა. და, თუ ერთი მცნება ან სიტყვა თორაში, გამ-ჩენმა ნუ ქნას, ჭეშმარიტებას არ შეესაბამება, მაშინ სხვა რაიმეც უნდა დავაყენოთ ეჭვქვეშ.
არის კიდევ ამის მსგავსი მცნება. თორა გვამცნობს, რომ წელიწადში სამჯერ, ფესახის, შავუოთისა და სუქოთის დღესასწაულებზე, ყველანი იერუშალაიმში უნდა შეიკრიბონ. მაგრამ თუ პერიფერიებიდან ყველა ცენტრში შეიკრიბება, ამით მტერი ისარგებლებს და თავს დაგვესხმის. ჩვენ ხომ გარშემო კეთილმოსურნენი არა გვყავს. თორა კი გვპირდება, რომ თავს არავინ დაგვესხმის. გასაგებია, რომ ასეთი სახის დაპირება მხოლოდ მას შეუძლია მოგვცეს, ვის ხელშიცაა მეფეთა გულები.
ებრაელები ისრაელის მიწაზე ეგვიპტიდან გამოსვლის დღიდან ორმოცი წლის შემდეგ შევიდნენ. შვიდი წელი ისინი ამ ქვეყანაში მცხოვრებლებთან ომობდნენ, შვიდი წლის გან-მავლობაში მიწებს თორმეტ შტოს შორის ანაწილებდნენ, ხოლო შემდგომი ექვსი წლის მანძილზე მიწას ამუშავებდნენ. ამგვარად, პირველი შმიტის წელი სამყაროს შექმნიდან 2510 წელი იყო და ის ებრაელთა ისრაელის მიწაზე ცხოვ-რების 21-ე წელს შეესაბამებოდა. შემდგომი ათვლები ამ წლიდან ხდება.
ჩვენი ხალხის ისტორია იმ ფაქტს ადასტურებს, რომ ამ მცნების შესრულება სასურსათო პრობლემების მიზეზი არასოდეს გამხდარა. მეორე მხრივ, ბაბილონის სამოცდაათ-წლიანი განდევნა იმისათვის იყო სასჯელი, რომ ისრაელის მიწაზე ებრაელთა 430 წლიანი ცხოვრების პერიოდში შმი-ტისა და იოველის კანონები სამოცდაათჯერ არ დაიცვეს.
ჩვენს დროში ამ მცნებას არა თორის კანონის მიხედვით იცავენ, არამედ ჩვენი რაბინების კანონის მიხედვით, რადგა-ნაც ებრაელთა უმრავლესობა ისრაელის მიწის გარეთ ცხოვ-რობს. ათობით დასახლებაში იცავენ მეშვიდე წელთან დაკავ-შირებულ მცნებებს და გამჩენი მათ განსაკუთრებულად ეხმა-რება.
ამ თავში ორჯერაა ნახსენები: ერთმანეთს ნუ გაანაწ-ყენებთ. პირველ შემთხვევაში ეს ვაჭრობაში მოტყუების ცოდვას ეხება, ხოლო მეორეშისიტყვით შეურაცხყოფის ცოდვას. რატომაა ნახსენები სიტყვიერი შეურაცხყოფა ვაჭ-რობასთან დაკავშირებით? იმისათვის, რომ ვიცოდეთ: სიტყვი-ერი შეურაცხყოფა ისეთივე სერიოზული რამაა, როგორც ფულადი ზარალი. რაბი იოხანანმა რაბი შიმონ ბარ იოხაის სახელით წარმოსთქვა: სიტყვიერი შეურაცხყოფა ფულად ზარალზე უარესია. სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში ნათქვამია: და გეშინოდეს გამჩენის, ხოლო ფულის გამო წყენაზე ეს ნახსენები არაა.
იმ შემთხვევაშიც კი, როცა ჩვენ ვინმეს ვაწყენინებთ და შემდეგ თავს ვიმართლებთ: მე ხომ სიმართლე ვუთხარი. აზრადაც არ მომსვლია მისი შეურაცხყოფა და განაწყენება, გამჩენმა იცის შენი გულის ნადები. ის დამნაშავეს დასჯის. ფულთან დაკავშირებული წყენის გამოსწორება კი ადვილად შეიძლებაადამიანს ფულს დაუბრუნებ. შეურაცხყოფილი ადამიანის განცდების კომპენსაცია კი შეუძლებელია. ჩვენი ბრძენები შეურაცხმყოფელ ადამიანს სისხლიმღვრელს ადარე-ბენ. შინაურების შეურაცხყოფაც არ შეიძლება. რაბი ამბობ-და: ყოველთვის ერიდე ცოლის განაწყენებას, რადგანაც ის ადვილად ღიზიანდება და შეიძლება იტიროს კიდეც.
ამ თავში ასევე მოხსენებულია ებრაელისათვის პროცენ-ტიანი ვალის მიცემის აკრძალვისა და გაჭირვებულთათვის დახმარების ხელის გაწვდენის მცნებები. ეს ცოდვა იმდენად სერიოზულია, რომ ის, ვინც ფულს პროცენტით გაასეს-ხებს, მკვდრეთით ვერ აღსდგება.
ის კი, ვინც სხვებს ეხმარებადა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსურად რთულ სიტუაციაში მყოფი ადამიანისათვის ხელის გამართვა, რათა ის არ დაეცეს, ზეციდან ჯილდოს მიიღებს, რადგან ეს უდიდესი მადლია.

ბეხუკოთაი


კვირის საკითხავ თავში ბეხუკოთაი (ჩემი კანონე-ბით) გამჩენი ებრაელებს კურთხევას პირდება, თუ ისინი მის კანონებს დაიცავენ, და აფრთხილებს, რომ, თუ თორი-დან გადაუხვევენ, გასაჭირი ელოდებათ.
ამ თავის ბოლო ნაწილი ტაძრისათვის გადაცემული ქო-ნების გამოსყიდვისა და სამსხვერპლო ცხოველების სტატუ-სის შესახებ კანონებს შეიცავს.
თავი შემდეგი სიტყვებით იწყება: იმ ბეხუკოთაი თელე-ხუთუ ჩემი კანონებით ივლით. საინტერესოა, რომ ამ თავის პირველი სიტყვა იმ, რომელშიც ორი ასოა ალე-ფი და მემ-ი, 3 რაიმეზე მიგვანიშნებს: 1. ამ ასოებით აჰარონისა და მოშეს სახელები იწყება და ეგვიპტეში გან-დევნაზე მიგვითითებს. 2. ისინი ასევე მიდიისა და სპარსეთის განდევნის პერიოდის ესთერსა და მორდეხაიზე მიგვითითებენ. 3. ეს არის ასევე მინიშნება მომავალ განთავისუფლებაზე, როცა წინასწარმეტყველი ელიაჰუ განთავისუფლების მოახ-ლოვებას შეგვატყობინებს და მაშიახი მობრძანდება.
მინიშნებაა ასევე სიტყვაში (თუ ჩემი კანონებით) ივ-ლით. წინადადების აზრიდან გამომდინარე უნდა ყოფილიყო (ჩემს კანონებს) მიყვებით, მაგრამ წერია ივლით. ეს კი იმისათვისაა, რომ გვითხრასარც ერთი ებრაელისათვის არ შეიძლება ერთ ადგილზე დგომა, იმ სულიერ საფეხურზე დარჩენა, რომელზეც ის იდგა. სულიერ ცხოვრებაში შეუძ-ლებელია ერთი და იგივე საფეხურზე დარჩენა, ადამიანი ან ზემოთ მიიწევს, ან ქვემოთ ეშვება, ერთ ადგილზე დგომაც ქვევით მიგვაქანებს.
მაშ ასე, თუ ებრაელი ხალხი გულმოდგინედ ისწავლის თორას და მის კანონებს დაიცავს, მაშინ ის ყველა შესაძლო კურთხევას მიიღებს.
საინტერესოა, რომ ამ თავში ჩამოთვლილი კურთხევები ძირითადად მატერიალურია: მოგცემთ თქვენ წვიმებს საჭი-რო დროს; და მიწაც მოგცემთ მოსავალს; და მიირ-თმევთ თქვენს პურს მაძღრისად; და იცხოვრებთ სიმშვიდე-ში თქვენს მიწაზე. სინამდვილეში ეს მხოლოდ მცირედი ნა-წილია იმ ჯილდოსი, რომელსაც თორისა და მისი კანონების შესწავლისათვის ღებულობენ, ეს უფრო ებრაელებისათვის იმ საშუალების მიცემაა, რითაც მათ თორა შეუძლიათ მშვიდ ვითარებაში შეისწავლონ, ხოლო ძირითადი ჯილდომომა-ვალ სამყაროში მიღებული სულიერი კურთხევებია. თუმცაღა, წერილობითი თორა მომავალ სამყაროზე არ მსჯელობს, რადგან ჩვენ ჯერ ამქვეყნად ვცხოვრობთ და ეს საგანი ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელია. წერილობითი თორა მხოლოდ ნათლად და თვალსაჩინოდ წარმოდგენილ საგნებზე საუბ-რობს. ამ კურთხევებში ყოველგვა