ავუწყოთ ფეხი დროს
და ჩვეულებრივი ქოჰენიც ვალდებულნი არიან იგი მიწას მიაბა-რონ.
ქოჰენს არა აქვს უფლება იქორწინოს ქმარს გაცილე-ბულ ქალთან, ან იმ ქალთან, ვისაც ქორწინებამდე თორის კანონით აკრძალულ მამაკაცთან ჰქონდა ურთიერთობა. ქოჰენ გადოლს კი ქვრივ ქალზეც არ შეუძლია დაქორწინება, ის მხოლოდ ქალიშვილთან უნდა შეუღლდეს.
დაახლოებით ორასი წლის წინ პოლონეთის ქალაქ კრა-კოვში თორის კანონების დამრღვევი ქოჰენი ცხოვრობდა, რომელმაც ქვრივ ქალზე დაქორწინება გადაწყვიტა. ესეც არ იკმარა და თავისი გავლენის წყალობით რაბინს ქალაქის მმართველები მიუგზავნა და აიძულებდა ქალაქის მთავარ მო-ედანზე მათთვის ქეთუბა (საქორწინო კონტრაქტი) წაეკითხა. რაბინი, რომელიც დიდი წმინდანი იყო, აფრთხილებდა, რომ ეს საქმე მისთვისვე ცუდად დამთავრდებოდა. მაგრამ ბოროტ-მოქმედს ამ სიტყვებზე მხოლოდ ეცინებოდა. მოედანზე შეკ-რებილი ხალხი სასწაულის შემსწრე გახდა. ქოჰენი საცო-ლესთან ერთად მიწამ შთანთქა, მხოლოდ ისინი და სხვა არავინ. გამჩენისაგან ეს საშინელი რისხვაა მასთან განსა-კუთრებით ახლო მყოფ ადამიანებზე (ქოჰენებზე). ქოჰენების მიერ ებრაელი ხალხის კურთხევის მომენტში ხომ იმ ადგი-ლას თავად შეხინა (გამჩენის თანდასწრება-ღვთიური დავანე-ბა) ჩამოდის და ებრაელებს ქოჰენებთან ერთად აკურთხებს. ამ შემთხვევის სამახსოვროდ კედელი ქალაქის მოედანზე დღესაც დგას.
კვირის საკითხავ თავში სადღესასწაულო დღეების აღ-წერის დაწყებამდე ტაძართან დაკავშირებული აკრძალვები ასე ჯამდება: და ნუ შერყვნით ჩემს წმინდა სახელს, და წმინდა ვიყო მე ისრაელის შვილებს შორის. ამ წინადადება-ში ორი მცნებააერთი ამკრძალავი და მეორებრძანები-თი. თუ ადამიანი (განსაკუთრებით მორწმუნე) მისთვის შეუ-ფერებლად ცხოვრობს, სესხულობს ფულს და დროულად არ აბრუნებს, გამუდმებით იტყუება, უხეშობს, ხალხთან უკმე-ხად იქცევა, ის გამჩენის სახელს შეურაცხყოფს. იყო ებრაე-ლიეს ხომ უპირველეს ყოვლისა უდიდესი პასუხისმგებ-ლობაა გამჩენისა და სამყაროს წინაშე. პირველ რიგში კი, საკუთარი ქცევის წინაშე ხარ პასუხისმგებელი.
კეთილშობილური, ლამაზი ქცევები გამჩენის სახელს ხომ მთელს ქვეყნიერებაზე აამაღლებს. ასე იქცეოდნენ ჩვენი დიდი მამები ავრაჰამი, იცხაკი და იაყაკოვი. ჩვენ უნდა ვე-ცადოთ დავემგასოთ, მივბაძოთ მათ.
თუ ებრაელი საკუთარ ებრაელობას ეწირება, გამჩენის სახელს ამითაც ამაღლებს და საკუთარ ცოდვებსაც გამოის-ყიდის. ყველა ის, ვინც მეორე მსოფლიო ომმა თუ ტერაქ-ტებმა იმსხვერპლა, გამჩენის წინაშე წმინდანია.
თუ ვინმე ებრაელს სიკვდილის შიშით აიძულებს თორის კანონების დარღვევას, მაშინ რეაგირება დამოკიდებულია იმ მცნებაზე, რის დარღვევასაც აიძულებენ მას და იმ გარემოე-ბებზე, რომელშიც ეს ხდება. თუ ებრაელს კერპთაყვანისცე-მას, სხვის მოკვლას ან სიმრუშეს აიძულებენ, მაშინ მცნების დარღვევის სანაცვლოდ სიცოცხლის დათმობაა საჭირო. ამით გამჩენის სახელი მაღლდება. თუ სახალხოდ (10 ან მეტი ებრაელის თანდასწრებით) გაიძულებენ დარღვევას ან ცდი-ლობენ საკუთარი რწმენიდან ჩამოშორებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს სახალხოდ არ ხდება, მაშინაც საჭიროა თავის გაწირვა. გამჩენის სახელი ამითაც მაღლდება.
მაგრამ თუ მოძალადე სიკვდილის შიშით გაიძულებს შაბათის დარღვევას, იომ ქიფურის დარღვევას (გაიძულებთ იმუშავოთ), ან არაქაშერი საკვების მიღებას, მაშინ უნდა დაარღვიო. თუ არის შიმშილით სიკვდილის საშიშროება, მა-შინ შეიძლება არაქაშერის მირთმევა. მაგრამ, ასეთი უკიდუ-რესი მაგალითების გარეშეც, თუ ადამიანი მცნებებს ასრუ-ლებს, ერიდება ცოდვის ჩადენას, უკვე ამაღლებს გამჩენის სახელს. და თუ ადამიანი თორას სწავლობს, ცდილობს მცნებების დაცვას, ეწევა ქველმოქმედებას, საკუთარი ცხოვ-რებით მისაბაძ მაგალითს უჩვენებს სხვებს, გამჩენს ისიც ამაღლებს. ასეთი ბრძანდებოდა ჩემი რაბინი და მასწავლებე-ლირაბი რაფაელ ელაშვილი, კურთხეულია ამ წმინდანის ხსოვნა, ასეთი ბრძანდებოდა რაბი იცხაკ ზილბერი, კურთხე-ულია ამ წმინდანის ხსოვნა და ასეთები არიან ჩემი დღევან-დელი მასწავლებლებირაბი ვოლფსონი, რაბი აიზემანი, რაბი კუგელი და რაბი გრეინემანი, გამჩენმა გაუგრძელოს მათ დღეები. სწორედ ასეთების შესახებ აქვს ნათქვამი წი-ნასწარმეტყველ იეშაიაჰუს (49:3) : და მითხრა (გამჩენმა) მე: შენ ჩემი ყმა ხარ ისრაელო, რომლითაც მე წარმოვჩინ-დები.
ბეჰარ
კვირის საკითხავი თავი ბეჰარ ისრაელის მიწაზე მეშ-ვიდე წლის კანონებით იწყება. თორა მოითხოვს, რომ ყოველ მეშვიდე წელს, რასაც შმიტას უწოდებენ, მიწა არ დაამუ-შაონ. ამას გარდა, ამ წლების ყველა ნაყოფი უპატრონოდ ცხადდება და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიირთვას. ამ მცნების არსი მხოლოდ ისრაელის მიწას ეხება. წიგნი სე-ფერ ჰახინუხ მის სამ ძირითად მნიშვნელობას გამოყოფს:
1. ჯერ ერთი, მან უნდა შეგვახსენოს, რომ გამჩენი სამყაროს ექვსი დღის განმავლობაში ქმნიდა და მეშვიდე დღეს დაისვენა (ანუ არაფერი შეუქმნია). ამიტომ ჩვენ ვალ-დებულნი ვართ დავითვალოთ ექვსი სამუშაო წელი და მეშ-ვიდე წელს დავისვენოთ, ისევე, როგორც ექვსი დღე ვმუშა-ობთ და მეშვიდე დღეს, შაბათს, ვისვენებთ. არ უნდა დავი-ვიწყოთ, რომ მიწა ნაყოფს თავისით არ გვაძლევს, მასაც და მის მფლობელსაც პატრონი ჰყავთ ზეცაში და როცა ის მო-ითხოვს, ხალხმა უარი უნდა სთქვას მიწის მფლობელობაზე.
2. მეშვიდე წელთან დაკავშირებული მცნება ადამიანს კარგ ჩვევებს უნერგავს. კერძოდ, ასწავლის გულუხვობას, რადგანაც გულუხვად ითვლება ის ადამიანი, ვინც ანგარების გარეშე გასცემს და ამისაგან რაიმე გამორჩენას არ ელის.
3. ადამიანი, რომელიც მეშვიდე წელს გადაწყვეტს სა-კუთარი მამა-პაპის მიწა უპატრონოდ გამოაცხადოს, ხარბი არასოდეს გახდება და გამჩენის ხელშეწყობის იმედი ყოველ-თვის ექნება.
თორში წერია: თუ იტყვით: რა უნდა მივირთვათ მეშ-ვიდე წელს, თუ არაფერს დავთესავთ და მოსავალს არ ავი-ღებთ (მაშ იცოდეთ), მე გამოგიგზავნით ჩემს კურთხე-ვას მეექვსე წელს და სამი წლის მოსავალს აიღებთ მეც-ხრე წლის მოსავლის აღებამდე ძველი მოსავლით გამოიკვე-ბებით. გასაგებია, მოშე რაბეინუს, გამჩენმა ნუ ქნას, თავად რომ დაეწერა თორა, ამ მცნებას არავითარ შემთხვევაში არ დაწერდა. ეს მხოლოდ გამჩენის კარნახით მოხდა. გამჩენის გარდა, ვის შეუძლია
ძებნა
სარჩევი
- ბერეშით
- ნოახ
- ლეხ-ლეხა
- ვაიერა
- ხაიეი სარა
- თოლდოთ
- ვაიეცე
- ვაიშლახ
- ვაიეშევ
- მიკეც
- ვაიეხი
- შემოთ
- ვაერა
- ბო
- ბეშალახ
- ითრო
- მიშფატიმ
- თერუმა
- თეცავე
- ქი თისა
- ვაიაკჰელ
- ფეკუდე
- ვაიკრა
- ცავ
- შემინი
- თაზრია
- მეცორა
- ახარეი მოთ
- კედოშიმ
- ემორ
- ბეჰარ
- ბეხუკოთაი
- ბამიდბარ
- ნასო
- ბეჰაალოთხა
- შელახ ლეხა
- კორახ
- მატოთ
- მასყე
- დებარიმ
- ვაეთხანან
- ყეკევ
- ქი რეე
- შოფტიმ
- ქი თეცე
- ქი თავო
- ნიცავიმ
- ვაიელეხ
- ჰააზინუ