Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
წიგნის კითხვა

ავუწყოთ ფეხი დროს

პირდება. და ჩვენ რა მოგვეთხო-ვება? უნდა მივიღოთ ისინი. იმისათვის, რომ ეს შევძლოთ, მისი გზით უნდა ვიაროთ, ვაკეთოთ სიკეთე, ვიყოთ თავმდაბ-ლები, გულმოწყალენი, გვიყვარდეს ადამიანები, დავიცვათ მცნებები და გვიყვარდეს გამჩენი. მოდით, ძალიან შევეცა-დოთ.

ლეხ-ლეხა


კვირის საკითხავი თავი ლეხ-ლეხა ებრაელი ხალხის ისტორიის დასაწყისია, რადგანაც ამ თავში მსოფლიოში პირველი ებრაელის, ჩვენი დიდი მამის აბრაჰამის ისტორია იწყება.
როგორც ცნობილია, ავრაჰამის მშობლები ებრაელები არ იყვნენ. მისი მამა თერახი კერპთაყვანისმცემელი იყო. აქე-დან გამომდინარეობს, რომ ებრაელი ხალხი გამჩენის მიერ სამყაროს შექმნისას არ არსებობდა, თუმცაღა ავრაჰამამდე ბევრი წმინდა ადამიანი იყო: ჰეველი, ხანოხი, ნოახი, მეთუ-შელახი ავრაჰამი კი ადამიდან მეოცე თაობის წარმომად-გენელი იყო.
ებრაელი ხალხი განსაკუთრებული ადამიანიდან წარმო-იშვა, ადამიანიდან, რომელმაც გამჩენის არსებობა ამ სამყა-როში ადრეულ ასაკში გაიაზრა და მზად იყო ამ რწმენი-სათვის საკუთარი სიცოცხლეც კი შეეწირა.
აქედან გამომდინარე გასაგებია, რომ ებრაელი ავრა-ჰამის შთამომავალიეს უწინარეს ყოვლისა არის რწმენა. ებრაელი ხალხი ამ მიმართებით განსაკუთრებულიაიუდა-იზმის გარეშე ებრაელი არ არსებობს. და შემთხვევითი არაა, რომ ნებისმიერი ეროვნების ადამიანი, რომელსაც არც დედის მხრიდან და არც მამის მხრიდან ებრაელი არავინ ჰყავს, თუ იუდაიზმს მიიღებს, ებრაელად ითვლება. პირველი ებრაელიავრაჰამიც ხომ არ დაბადებულა ებრაელად.
კვირის საკითხავი თავი ლეხ-ლეხა გამჩენის მიერ ავ-რაჰამისადმი მიმართვით იწყება: წადი შენი მიწიდან, შენი დაბადების ადგილიდან და მამაშენის სახლიდან იმ მიწაზე, რომელსაც მე გაჩვენებ. იმისათვის, რომ ებრაელი გახდეს, ავრაჰამმა დაბადების ადგილი არა მარტო ფიზიკურად, არა-მედ სულიერადაც უნდა დატოვოსუნდა უარყოს თავისი ქვეყნის, ქალაქის, ოჯახის ადათ-წესები.
მაშ ასე, ავრაჰამი დაემორჩილა გამჩენის მიმართვას, დატოვა თავისი ქვეყანა და ქენაანისაკენ (მომავალშიის-რაელის მიწისაკენ) გაემართა. თან მეუღლე სარა, ძმის შვი-ლი ლოტი, მთელი ქონება და ის სულები წაიყვანა, რომლე-ბიც მათ ხარანში შექმნეს. ავრაჰამს მამაკაცები გადაჰყავ-და ჭეშმარიტ რწმენაზე, ხოლო სარასქალები. და თორა მათ ამას უთვლის, თითქოსდა თავად შექმნეს ეს სულები.
და შემოიარა ავრაჰამმა ეს მიწა, და გამოეცხადა მას გამჩენი, და უთხრა: შენს შთამომავლებს მივცემ ამ მიწას. აქ გამჩენი ავრაჰამს პირველ დაპირებას აძლევს ისრაელის მიწას საჩუქრად უძღვნის ებრაელ ხალხს. ეს დაპირება შემ-დგომში თორაში მრავალჯერაა განმეორებული.
ისრაელის მიწაზე შიმშილი იწყება და ავრაჰამი იძულე-ბულია ოჯახთან ერთად ეგვიპტეში ჩავიდეს. წმინდა ენაზე წმინდა მიწიდან წასვლა გამოიხატება სიტყვით იერიდა (ჩასვლა), ანუ ჩამოქვეითება, ხოლო ამ მიწაზე ფეხის დად-გმა სიტყვით ასვლა ალია. გასაგებია, თუ რა იგულის-ხმება ამაში. ადამიანი, რომელიც მიდის წმინდა მიწიდან სუ-ლიერად ეცემა, ხოლო ამ მიწაზე შესულისულიერად უნ-და ამაღლდეს. ეგვიპტეში შესვლამდე ავრაჰამმა სარას სთხოვა, რომ აქაურებს უთხრას, თითქოსდა ის მისი დაა, რათა სარას სილამაზის გამო, ეგვიპტელებმა, რომელნიც გარყვნილების მორევში იყვნენ ჩაძირულნი, ავრაჰამი არ მოკ-ლან. ამასთან ავრაჰამმა ის კიდობანში დამალა, რათა სარა საერთოდ არ დაენახათ. მაგრამ ეგვიპტელებმა კიდობანი გახ-სნეს და სარას სილამაზით გაოცებულებმა ჰკითხეს ავრა-ჰამს, თუ ვინ იყო ის. ავრაჰამი პასუხობს, რომ ის მისი დაა. მაშინ ისინი ერთმანეთში თანხმდებიან, რომ ასეთი ქალი მეფეს შეეფერება. ასე მოხვდება სარა ფარაონის სასახლეში. გასაგებია, რომ გამჩენმა არ დაუშვა მისთვის რაიმე ცუდი ეკადრებინათ. ის ფარაონს და მთელ მის ახლობლებს ავად-მყოფობას უგზავნის. ფარაონი ხვდება ამ ავადმყოფობის მი-ზეზს, ათავისუფლებს სარას და მათ ეგვიპტის დატოვებას სთხოვს.
საინტერესოა, იმ მომენტში, როცა ავრაჰამი ამბობს, რომ სარა მისი დაა, ლოტი, სარას ძმა, ჩუმადაა. ლოტი რთული პიროვნებაა. შემდგომში ჩვენ ვნახავთ, რომ მას ფუ-ლი ძალიან უყვარს, ის თავის მწყემსებს ქურდობის ნებას აძლევს და შემდგომში სდომში ბოროტმოქმედებთან ერთად სახლდება, რადგანაც იქ სიმდიდრის მოპოვების საშუალება აქვს. უნდა ითქვას, რომ თუ ლოტი ავრაჰამს გასთქვამს, მა-შინ ავრაჰამს მოკლავენ, ის კი სარას გამო მთელ საჩუქრებს თავად მიიღებს და თან, როგორც ავრაჰამის ერთადერთი მემ-კვიდრე, მთელ მის ქონებასაც დაეპატრონება. ერთი მხრივ, დიდი არამზადა უნდა იყო, რომ ბიძის სიცოცხლე გასწირო, მეორე მხრივ კი -ისტორიაში მრავალი მსგავსი შემთხვევაა ცნობილი. მაგრამ ლოტი თავს ერევა და სდუმს. შედეგად ის ამისათვის მომავალში ჯილდოვდება. სდომის დანგრევის შემ-დეგ მხოლოდ ლოტი და მისი ორი ქალიშვილი გადარჩებიან. რა თქმა უნდა, ეს ავრაჰამის დამსახურებაა, რომლისგანაც ლოტმა ბევრი რამ ისწავლა, კერძოდ კისტუმართმოყვა-რეობა. მაგრამ ეგვიპტეში ავრაჰამთან და სარასთან დაკავში-რებულ ისტორიაში მას საკუთარი დამსახურება აქვს. რა თქმა უნდა, ლოტი რომ ავრაჰამთან დარჩენილიყო, მისი მო-წაფე გამხდარიყო და სდომში არ დასახლებულიყო, მაშინ ცხოვრებაში გაცილებით მეტს მიაღწევდა. ისე კი, საკუთარი შვილების გაჩენამდე ავრაჰამის ძირითად მოწაფედ მისი მსა-ხური ელიყეზერი ითვლება.
კვირის საკითხავ თავში ლეხ-ლეხა გამჩენი ავრაჰამს უთანხმდება იმაზე, რომ მისგან ებრაელი ხალხი წარმოიშვე-ბა, რომელიც წმინდა მიწას მიიღებს. მან ასევე წინადაცვე-თის მცნება მიიღო და 99 წლის ასაკში, საკუთარი ხელით იკეთებს წინადაცვეთას და ამას მთელ ოჯახს უკეთებს.

ვაიერა


კვირის საკითხავი თავის ვაიერა მთავარი მოქმედი პი-რია (ისევე, როგორც თავში ლეხ ლეხა) ჩვენი დიდი მამა ავრაჰამი. თორა მოგვითხრობს, რომ წინადაცვეთიდან სამი დღის შემდეგ, მაშინ, როცა ტკივილები ჯერ ისევ აწუხებდა, ავრაჰამი უკვე თავისი კარვის წინ იჯდა და გამვლელებს ელოდა, რომელთაც სახლში შეპატიჟებდა. პირველ რიგში, ეს სტუმრის დახვედრის მიცვის შესასრულებლად სჭირდე-ბოდა და მეორეც იმისათვის, რომ მათთვის ერთიანი გამჩენის რწმე