Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
წიგნის კითხვა

ავუწყოთ ფეხი დროს

ხების შექმნის საშუალებას არ აძლევენ. ებრაუ-ლად ასეთი ქალებს უწოდებენ`აგუნოთ. (საქმე ეხება იმ შემთხვევებს, როცა ოჯახის აღდგენა უკვე შეუძლებელია).
იმ წლებში ძალზე მძიმე პერიოდი იყოსაბჭოთა კავ-შირი იშლებოდა, აზერბაიჯანისა და სომხეთის ომი იწყებო-და, დაღესტანში ქაოსი იყო. მოისმინა რა ჩემი ეჭვები, რაბი იცხაკმა მითხრა: თქვენ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ არ გა-ემგზავროთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ქალები, სანამ გეტს (განქორწინებას) არ მიიღებენ, გათხოვილებად ითვლებიან და თუ (ახალგაზდობით) რაიმე ცოდვას ჩაიდენენ, ის (ეს ცოდ-ვა) ჩემსა და თქვენს სინდისზე იქნება. რა თქმა უნდა, ძა-ლიან შემეშინდა, ჩემი ცოდვები არ მეყოფოდა, რომ კიდევ მათი ცოდვებიც დამემატებინა, და პირველივე ხელსაყრელ მომენტში გავემგზავრე. ახლა მესმის, რომ სხვისი ცოდვების საკუთრად მიჩნევის შეგრძნება რაბი იცხაკ ზილბერს მოჭარ-ბებულად ჰქონდა.
ყოველმა ებრაელმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს: რო-დის გაუთანაბრდება ჩემი საქმეები ჩვენი დიდი მამების ავრა-ჰამის, იცხაკისა და იაყაკოვის საქმეებს?. რისი თქმა სურთ ამით ჩვენს ბრძენებს? სად ჩვენ და სად ისინი? (რა დონეზე იყვნენ ებრაელი ხალხის მამებიცადიკები). მაგრამ თუ არ გვეცოდინება და თუ არ დავინახავთ, არც იდეალზე ვიფიქ-რებთ და არც არაფრისკენ გვექნება ლტოლვა. მოდით, ვეცა-დოთ ჩვენს წმინდანებს დავემსგავსოთ ჩვენს საქმიანობასა და ფიქრებში ისე, როგორც შევძლებთ.

ემორ


კვირის საკითხავი თავი ემორ ქოჰენების, მოშეს ძმისაჰარონის პირდაპირი მემკვიდრეების განსაკუთრებული სიწმინდის კანონებს ეძღვნება. როგორც ცნობილია, თორის კანონების დამცველი ხალხი წმინდაა, მაგრამ ქოჰენები გან-საკუთრებული სულიერი სიწმინდით გამოირჩეოდნენ, რადგა-ნაც ისინი ტაძარში მსახურობდნენ. დღესაც, როცა ტაძარი დანგრეულია, ქოჰენებმა მათთვის დაწესებული კანონები უნ-და შეინარჩუნონ. მაგრამ, მოდით ჯერ ისინი მთლიანობაში განვიხილოთ. თორაში 613 მცნებაა: 365 ამკრძალავი, რაც წელიწადის დღეების რაოდენობას შეესაბამება და 248ბრძანებითი, რაც შეესაბამება ადამიანის ორგანოების რაოდე-ნობას. ებრაელთა ძირითადი ლოცვა შემაყ ისრაელ ასევე 248 სიტყვას შეიცავს (თითოეული მცნება და ლოცვის შე-მაყ თითოეული სიტყვა ადამიანის გამაჯანსაღებელი მალა-მოა). არსებობს ნებისმიერი ადგილისა და ნებისმიერი დროი-სათვის ყველასათვის აუცილებელი მცნებები (მაგ. გამჩენის რწმენა და არაკერპთაყვანისმცემლობა), არსებობს მცნებები მხოლოდ მამაკაცთათვის (მაგ. თეფილინის დადება), არსე-ბობს ისეთი მცნებები, რომელთაც მხოლოდ განსაზღვრულ პერიოდში ასრულებენ (მაგ. ფესახში მაცის მირთმევა, ფესა-ხის შემდეგ ეს მიცვა აღარაა საჭირო) და ის მცნებები, რომლებიც განსაზღვრულ ადგილზე სრულდება (მაგ. ტაძარ-თან დაკავშირებული მცნებები). ის, ვინც მცნებებს ასრუ-ლებს, გამჩენისაგან ჯილდოს ღებულობს ზოგიერთ შემთხვე-ვაში ამ სამყაროში, ძირითადად კიმომავალ ცხოვრებაში. თითოეული მცნების შესრულება ადამიანს განწმენდს, აამაღ-ლებს და გამჩენთან აახლოვებს.
მცნებათა შორის ზოგიერთი მოქმედებასთანაა დაკავში-რებული, მაგრამ არის ისეთებიც, რომლებიც შინაგან რწმე-ნას მოითხოვს. მათ შორის 6 აუცილებლად ყოველდღიურად შესასრულებელიაგვწამდეს გამჩენი; გვწამდეს, რომ არ არსებობს სხვა ღმერთები; რომ გამჩენი ერთია; გვიყვარდეს ის და სიყვარულით შევასრულოთ მისი მცნებები; გვეშინო-დეს მისიანუ გვესმოდეს, რომ ცოდვისათვის დავისჯებით; თორისაგან განსხავებულმა იდეებმა არ გაგვიტაცოს; და ბო-ლო მცნება ასე ჟღერს: და ნუ გაყვებით თქვენს გულს (გულისთქმას) და თქვენს თვალებს. რას ნიშნავს ეს?
ნუ აყვები შენს გულს იმას ნიშნავს, რომ უცხო რწმენები და იდეები ნუ გაგიტაცებს. ეს მცნება საგანთა იმაზე უფრო ფართე სპექტრს მოიცავს, ვიდრე მცნება არ მისდიო კერპებს.
მეოცე საუკუნის დასაწყისში სამყაროში კომუნიზმის იდეები გაჩნდა. ებრაელებიც არ ჩამორჩნენ, იდეა აიტაცეს და მეფის რუსეთში ნათელი მომავლის მშენებლობა დაიწ-ყეს. წითელ მეთაურთა შორის მრავალი ებრაელი იყო. შე-საძლებელია ტალანტი და ნიჭი დაეხმარა მათ სამოქალაქო ომში მეფის არმია დაემარცხებინათ. მეოცე საუკუნის ერთ-ერთი დიდი რაბინირავ შახი, კურთხეულია წმინდანის ხსოვნა, მოგვითხრობდა: ერთხელ მას იეშივის მეგობარმა შესთავაზა ტროცკის, წითელი არმიის მეთაურის, მოსმენა, ის ხომ ებრაელი იყო და თან დიდი ორატორული ნიჭი ჰქონდა. ჩვენ მხოლოდ მოვუსმენთ და იეშივაში დავბრუნდე-ბით ,უთხრა მეგობარმა. მაგრამ რავ შახი არ გაჰყვა. მეგობარი კი წავიდა და იეშივაში აღარ დაბრუნებულა. ის რევოლუციურ მოძრაობაში, კომუნიზმის მშენებლობაში ჩაერ-თო. რით დასრულდა ყველაფერი ეს ქვეყნისა და ხალხისათ-ვის, თუნდაც თავად კომუნიზმის მშენებელთათვის, ყველას კარგად მოგეხსენებათ. ყველაფერი უსასტიკეს დიქტატურაში გადაიზარდა, რასაც იმდენი მსხვერპლი მოყვა, რაც კაცობ-რიობას მანამდე არ ახსოვდა. ყველაფერი კი ასე ლამაზად გამოიყურებოდა: ყველა თანასწორია, არ არსებობს მდიდარი და ღარიბი, ღატაკი შეიძენს ძალიან ბევრს. თავბრუდამხვე-ვია ხომ? სწორედ ამიტომ გვიცავს თორა ნებისმიერი -იზ-მებისაგან.
და ნუ მიყვებით თქვენს თვალებს ნიშნავს არ მიგვიტ-ყუოს თორის მიერ აკრძალულმა რომანტიულმა სიამოვნებებ-მა და, ქალებმაც და მამაკაცებმაც თავი შევინახოთ სიწმინ-დეში, ვიყოთ ჩვენი მეუღლეების ერთგულნი.
დავუბრუნდეთ ქოჰენებს. როგორც უკვე ვთქვით, თორა მათ განსაკუთრებულ მოვალეობებს აკისრებს. ქოჰენი ცხე-დართან შეხებით არ უნდა შეიბილწოს. მას იმ ოთახში ყოფ-ნაც კი არ შეუძლია, სადაც მიცვალებული ასვენია. იერუშა-ლაიმის საავადმყოფოში შაარეი ცედეკ, დროგამოშვებით, შესასვლელში ასეთი განცხადება დაგხვდებათ: ქოჰენების გაფრთხილება. ეს ნიშნავს, რომ საავადმყოფოში მიცვალე-ბულია და ქოჰენი იქ არ უნდა შევიდეს ვიდრე ცხედარს არ გამოიყვანენ.
მაშასადამე, თორა ქოჰენს გასვენებებსა და სასაფლაოზე სიარულს უკრძალავს. მიცვალებულთან ერთად შენობაში ყოფნა მას მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში შე-უძლია: დედ-მამის, ძმის, გაუთხოვარი დის, ან მეუღლის გარდაცვალების გამო. ქოჰენ გადოლს კი ყველა ეს შემთხვე-ვაც აკრძალული აქვს. მაგრამ თუ შესასრულებელია მეთ მიცვა (უპატრონო მიცვალებულის დაპატიოსნება, რომელ-საც დამმარხავი სხვა არავინ ჰყავს), იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ქოჰენს ნათესავად არ ეკუთვნის, ქოჰენ გადოლიც