ავუწყოთ ფეხი დროს
-ლებს აჭმევენ, აცმევენ, ეხმარებიან.
იმავე წინადადებაში, სადაც გეშინოდეთ მშობლების წერია, შაბათის დაცვის ვალდებულებაცაა. ამით გვეუბნებიან, რომ გამჩენის ბრძანებით მშობლების შიში უნდა გვქონდეს, მაგრამ თუ ისინი ჩვენგან შაბათის დარღვევას მოითხოვენ, მათი დაჯერება არ შეიძლება. ეს ყველა სხვა მცნებასაც ეხება. სწორედ ამიტომ წერია წინადადების ბოლოს - მე მბრძანებელი გამჩენი ვარ და შენც და მამაშენიც ვალდებუ-ლები ხართ თაყვანი მცეთ. ამიტომ მას ნუ მოუსმენ, თუკი ჩემი სიტყვიდან გადახვევას მოგთხოვს.
ამ თავში თორა გიბრძანებს დაქირავებულ მუშას ხელ-ფასი არ დაუგვიანო. თუ ის დღისით დაიქირავეთ, ხელფასს კი დღიურად უხდით, მეორე დილამდე უნდა გადაუხადოთ (ე.ი. საღამოს ან ღამე, დილით გადახდაუკვე მცნების დარღვევაა), ხოლო თუ ის ღამით მუშაობს, მეორე საღამომ-დე უნდა გადაუხადოთ.
ნუ დაიწყევლებიეს აკრძალვა შეიცავს ყრუს, ანუ იმ ადამიანის წყევლას, რომელსაც არ ესმის ის. იმაზე, თუ რა შედის ამ აკრძალვაში, ორი აზრია გავრცელებული. თით-ქოსდა ეს მხოლოდ სიტყვებია და სხვა არაფერი და მაწყე-ვარი ზიანს არავის აყენებს. ეს, მხოლოდ, ერთი შეხედვით ჩანს ასე. სინამდვილეში კი, ადამიანის ცხოველისაგან ერთ-ერთი ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი მისი მეტყველების უნარია, ანუ ენა, რომელიც გამჩენმა მას უბოძა. და ამ სა-ჩუქარს უდიდესი ძალა აქვს. ერთხელ დიდმა რაბან გამლი-ელმა თავისი ბრძენი მსახური ტუვია ბაზარში გაგზავნა და უთხრა: ყველაზე საუკეთესო და ყველაზე ცუდი რამ იყი-დე. ტუვიამ მას ძროხის ორი ენა უყიდა და თავისი საქცი-ელი ასე ახსნა: ამ ქვეყნად არაფერია კეთილ ენაზე უკეთე-სი და არაფერიბოროტ ენაზე უარესი. გასაგებია, რომ მას ადამიანის ენა ჰქონდა მხედველობაში.
მაშ ასე: ერთი მხრივ, წყევლა აკრძალულია, რადგან ის სხვისთვის ზარალის მიყენების კატეგორიაში შედის, მეორე მხრივ კი, მაწყევარი საკუთარ სულს ვნებს.
ბრმას ნუ დაუდებ ძგიდეს (ნუ დააბრკოლებ). გასაგე-ბია, რომ ამ მცნებაში მხოლოდ ბრმის წინაშე ძგიდის დადე-ბა არ იგულისხმება, რომლის გამოც ის შეიძლება დაეცეს. ამ მცნების აზრი გაცილებით ფართეა: არ შეიძლება ადამი-ანს ცუდი რჩევა იმის გამო მისცე, რომ ის არ გიყვარს, ან მისგან რაიმე გამორჩენას ელი. თანამედროვე სამყაროში ხშირად ხდება, რომ ვიღაცას სრულიად უსარგებლო ნივთს აყიდინებენ, ან ადამიანს არწმუნებენ საცოლეს დაშორდეს, რადგანაც თავად აქვთ მასზე და ქორწინების სურვილივიღაცა ვიღაცას აბრიყვებს. ასეთი ადამიანი ყოჩაღად მიაჩნი-ათ, ებრაელებში კი ეს თორიდანაა აკრძალული. როცა ადა-მიანს რაიმე რჩევას აძლევთ, უნდა ეცადოთ, რომ ეს რჩევა მისთვის (და არა თქვენთვის) მაქსიმალურად სასარგებლო იყოს. თუ საკითხში ვერ ერკვევით, უთხარით მას ეს და კომპეტენტურ ადამიანთან გააგზავნეთ.
შემდეგი მცნება ასე ჟღერს: სამართლიანად განსაჯე საკუთარი ხალხი. ეს მხოლოდ მოსამართლის მიმართ კი არაა ნათქვამი, არამედ ჩვენს მიმართაც: თითოეული ადამიანი კარგი მხრიდან უნდა განვსაჯოთ. ამ მიცვის შესრულების შესაძლებლობებთან ჩვენ საკმაოდ ხშირად გვაქვს საქმე. ჩვენ ვხედავთ ადამიანთა ისეთ ქმედებებს, რომლებიც შეიძლება ორნაირად ავხსნათ, და ყოველთვის, როცა ამ საქციელს კარგი მხრიდან ვაფასებთ, ვასრულებთ მცნებას: სამართლი-ანად განსაჯე საკუთარი ხალხი. წარმოიდგინეთ, რომ ადა-მიანთან ფულის სასესხებლად მიხვედით. თქვენს წარმოდგე-ნაში ის ძალზე მდიდარია, მაგრამ ფული არ გასესხათ. უნ-და იფიქროთ, რომ შეიძლება ამ მომენტისათვის მას მარ-თლაც არა აქვს თავისუფალი თანხა, ანდა მან უკვე იმდენს ასესხა და ფული ვეღარ დაიბრუნა, რომ უკვე ეშინია გასეს-ხება (თუმცა ეს მიცვაა). როცა განერვიულებულ ადამიანს ვხედავთ და ის უხეშად გველაპარაკება, უნდა ვიფიქროთ, რომ მას რაღაც არასასიამოვნო შეემთხვა და ა.შ. თუ ჩვენ ასე მოვიქცევით, მშვიდობას დავთესავთ ჩვენს შორის და გამჩენიც ასევე მოგვექცევა (გამჩენიც საუკეთესო მხრიდან განგვსჯის). ამით მრავალ ცოდვას გადავრჩებით, კერძოდ კი არ დავარღვევთ მცნებას: ნუ შეიძულებ შენს მოძმეს შენს გულში.
ნუ დადგები შენი მოძმის სისხლზეგვიკრძალავს არ შევიკავოთ თავი მოძმის დახმარებისა და გადარჩენისაგან მაშინ, როცა ეს შეგვიძლია. ამ მცნებაში ძალზე მნიშვნელო-ვანი წესია ჩადებული. ხშირად ხდება, რომ ადამიანები, გან-საკუთრებით ხანშიშესულნი, ცხოვრებით უკმაყოფილებას ასეთი სიტყვებით გამოხატავენ: მთელი ცხოვრების განმავ-ლობაში არავისთვის ცუდი არ გამიკეთებია, მე კი უსამარ-თლოდ მეპყრობიან. საკმარისი არაა ის, რომ არავის ავნო (თუმცაღა ასეთი ადამიანები არ არსებობენ. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არასოდეს შეუცოდავს. ჩვენი ისტორიის მანძილზე ასეთები მხოლოდ რამდენიმენი არიან. უბრალოდ, მათ ან ავიწყდებათ, ან საკუთარ ქმედებებს ცოდვად არ თვლიან). აუცილებელია კეთილის ქმნა, და თუ ადამიანი გა-ჭირვებაში მყოფს გულგრილად უცქერდა, შესაძლებელია, მან ამ დროს დაარღვია მცნება: ნუ დადგები შენი მოძმის სისხლზე.
უსაყვედურე, უსაყვედურე შენს მოძმეს, და ნუ აღმაღ-ლდება შენზე ცოდვა. თუ ხედავ ბოროტებას, უსამართლო-ბას და შეგიძლია მისი გამოსწორება სცადო, განზე ნუ გად-გები, რადგანაც თუ შეგიძლია ერთი ან რამდენიმე ადამიანის ცოდვა გამოასწორო, და ამას არ აკეთებ, მაშინ ამ ცოდვის ჩადენაზე მათთან ერთად აგებ პასუხს გამჩენის წინაშე. ამასთან, ბრძანებას უსაყვედურე შემდეგი სიტყვები მოჰყვე-ბა: და არ აღმაღლდება შენზე ცოდვა, ანუ, უსაყვედურე არ ნიშნავს ეჩხუბე და შეურაცხყავი, რადგანაც ამით მიცვას კი არ შეასრულებ, არამედ ცოდვას ჩაიდენ. თუ არ შეგიძ-ლია მათ წყნარად, შეურაცხყოფის გარეშე მიუთითო, მაშინ ამ მცნების შესრულების უფლება ამ საქმეში შენზე კომპე-ტენტურებს დაუტოვე.
სადღაც ებრაელის ასეთი განმარტება მსმენიაებრაე-ლი ისაა, ვინც მთელი მსოფლიოს წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ძალზე გაზვიადებუ-ლია, მაგრამ მე მინახავს ადამიანები, ვინც სწორედ ასე იქ-ცეოდა. 1991 წელს სახლში დამირეკეს. თქვენ გესაუბრე-ბათ იცხაკ ზილბერი,გამეცნო მოსაუბრე. იმ დროისათ-ვის მე უკვე მსმენოდა დიდი რაბინის იცხაკ ზილბერის (კურთხეულია ცადიკის ხსოვნა) შესახებ და ყურადღებით მოსასმენად მოვემზადე. რაბი იცხაკი პირდაპირ საქმეზე გა-დავიდა: მე მსმენია თქვენს შესახებ და ვიცი, რომ დაღეს-ტანი და აზერბაიჯანი საქართველოს მეზობელი ქვეყნებია. გთხოვთ, ამ ქვეყნებში გაემგზავროთ და იმ ქმრების თანხმო-ბა მიიღოთ, რომლებიც მეუღლეებს არ ეყრებიან და ამით ახალი ოჯა
ძებნა
სარჩევი
- ბერეშით
- ნოახ
- ლეხ-ლეხა
- ვაიერა
- ხაიეი სარა
- თოლდოთ
- ვაიეცე
- ვაიშლახ
- ვაიეშევ
- მიკეც
- ვაიეხი
- შემოთ
- ვაერა
- ბო
- ბეშალახ
- ითრო
- მიშფატიმ
- თერუმა
- თეცავე
- ქი თისა
- ვაიაკჰელ
- ფეკუდე
- ვაიკრა
- ცავ
- შემინი
- თაზრია
- მეცორა
- ახარეი მოთ
- კედოშიმ
- ემორ
- ბეჰარ
- ბეხუკოთაი
- ბამიდბარ
- ნასო
- ბეჰაალოთხა
- შელახ ლეხა
- კორახ
- მატოთ
- მასყე
- დებარიმ
- ვაეთხანან
- ყეკევ
- ქი რეე
- შოფტიმ
- ქი თეცე
- ქი თავო
- ნიცავიმ
- ვაიელეხ
- ჰააზინუ