Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
წიგნის კითხვა

ავუწყოთ ფეხი დროს

მლისაგანაც სამყაროს მშენებლობა დაიწყო. ამ ადგილზე ავრაჰამი იც-ხაკს სწირავდა მსხვერპლად, ამ ადგილას იხილა იაკობმა სიზმარში ის კიბე, რომელიც ზეცისაკენ მიემართებოდა და გამოღვიძებულმა წარმოსთქვა: ეს სხვა არაფერია, თუ არა გამჩენის სახლი და ზეცის კარიბჭე.
ჩვენ ვხედავთ, რომ ებრაულ ტრადიციაში ეს ადგილი განსაკუთრებულია, და ამიტომაც შემთხვევითი არაა ის ფაქ-ტი, რომ წინასწარმეტყველების მეშვეობით ჩვენ გადმოგვცეს, რომ ტაძარი სწორედ ამ ადგილზე აღდგება და არავითარ შემთხვევაშისხვაგან. ამიტომაც, როცა მეფე დავითმა მზადება დაიწყო, ხოლო მისმა ვაჟმა შლომომ ტაძარი ააგო, გასაგებია, რომ ის სწორედ იმ ადგილზე იდგა, რომელიც გამჩენმა განსაზღვრა. პირველი ტაძარი 400 წელზე მეტ ხანს იდგა და ჩვენი ცოდვების გამო ნევუხადნეცარმა (ნაბუ-ქოდონოსორმა) დაანგრია. მაგრამ, წინასწარმეტყველების მი-ხედვით, ის 70 წლის შემდეგ აღადგინეს. იმ პერიოდებში, როცა იუდეას ბერძნები და რომაელები მართავდნენ, ტაძარი იდგა. რომაელების მმართველობის პერიოდში მეფე იროდმა აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა და ისე გაალამაზა ტაძარი, რომ ჩვენი ბრძენები, კურთხეულია მათი ხსოვნა, ამბობდნენ: ვისაც ეს არ უნახავს, არ უნახავს ნამდვილი სილამაზე ამ სამყაროში. რომაელების წინააღმდეგ ებრაელთა აჯანყებამდე ტაძარი იდგა და მასში ქოჰენები მსხვერპლთშეწირვებს და სხვა სამუშაოებს თითქმის მის დანგრევამდე ასრულებდნენ. მას შემდეგ განდევნილი ებრაელი ხალხის მზერა მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ამ ადგილისაკენ იყო მიმართული. ლოცვი-სას ნებისმიერი ქვეყნის ებრაელები ტაძრის მთის მხარეს იყურებიან. ტაძრის დასავლეთ კედელთან კი ებრაელები ცოდვებს ინანიებენ, ითხოვენ შეწყალებას, განდევნის (გალუ-თის) დასასრულს და ტაძრის აღდგენას.
1967 წელს ექვსდღიანი ომის შემდეგ ებრაელებმა ტაძ-რის მთასთან დაბრუნების უფლება მოიპოვეს. მისი წინამდე-ბარე მოედანი გაასუფთავეს, და დღეს იქ ათასობით ებრა-ელს შეუძლია ლოცვა. აქ დაუსრულებლად იკრიბება მინია-ნები, აღინიშნება ბარ მიცვები, ცაჰალის ჯარისკაცები ფიცს დებენ. ყველაფერი ამის მიუხედავად, ტაძრის მთაზე ას-ვლის საკითხი ისევ სადაოა. არაბები ამის სასტიკი წინააღ-მდეგნი არიან, რადგან მთას თავისად თვლიან. მთასთან და-კავშირებით ჩვენი ბრძენების აზრებიც იყოფა. მთაზე არის ადგილები, სადაც მათი განსაკუთრებული სიწმინდის გამო ჩვეულებრივ მოკვდავს ფეხის დადგმა არ შეუძლია, წმიდა-თაწმიდაში კი მხოლოდ წელიწადში ერთხელ, იომ ქიფურში შეეძლო ქოჰენ გადოლს შესვლა. ეს ადგილები დღესაც წმინდაა და ამიტომ ჩვენ იქ ასვლა არ შეგვიძლია. ამასთან, არიან კანონმდებლები, რომლებიც ამბობენ, რომ ამ სიწმინ-დეების ადგილმდებარეობა დაახლოებით ცნობილია, ხოლო მთის დანარჩენ მონაკვეთებზე ასვლა შესაძლებელია. ჩვენ ვლოცულობთ, რომ გამჩენმა ეს პრობლემები მალე გადაგ-ვიწყვიტოს და ტაძარი აღადგინოს.
კვირის ამ საკითხავ თავში ოჯახური თანაცხოვრების კანონებია მოთხრობილი, რომელთაც ჩვენ ვუწოდებთტა-ჰარათ ჰამიშფახა-ს (ოჯახის სიწმინდეს). ეს კანონები ცოლ-ქმარს შორის ცოლის რიტუალური უწმინდურობის პე-რიოდში, მის მიკვეში ჩაყვინთვამდე, სქესობრივ ურთიერთო-ბებს კრძალავს. ამ პერიოდში ქალს უწოდებენნიდაუწმინდური. მიუხედავად იმისა, რომ თორის კანონები ჩვენ სულიერების შესანარჩუნებლად მოგვეცა, საინტერესოა, რომ მეცნიერები მათში პრაქტიკულ სარგებლობასაც ხედავენ. ცნობილია, რომ ებრაელი ქალები არაებრაელ ქალებთან შე-დარებით საშვილოსნოს ყელის სიმსივნით 14-ჯერ უფრო ნაკლები პროცენტით ავადდებიან. ეს კი მხოლოდ იმის დამ-სახურება არაა, რომ მამაკაცები წინადაცვეთილნი არიან, რადგან ამ საშინელი სენით დაავადებულ ებრაელ ქალთა რაოდენობა ასევე წინადაცვეთილი მეუღლის პატრონ მუ-სულმან ქალებთან მიმართებაშიც ნაკლებია. აქედან გამომდი-ნარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროცენტი მათ მიერ ოჯა-ხური სიწმინდის კანონების დაცვის გამოა ნაკლები. თუმცა-ღა, ვიმეორებ, ჩვენ ამ კანონებს არა იმის გამო ვიცავთ, რომ მას მეცნიერები აღიარებენ, არამედ იმიტომ, რომ გამ-ჩენმა ასე გვიბრძანა.
ჩვენ მრავალი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ ებრაელები ოჯახური სიწმინდის კანონებს ძალზე რთულ პირობებშიც კი ასრულებდნენ. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ბეით ქნესე-თებისა და მიკვეების დახურვა დაიწყეს. ებრაელი ქალები წესის დასაცავად მდინარეებზე დადიოდნენ, ჩრდილოეთის მდინარეებზეც კი. ოჯახური წყვილი, რომლებიც 20 წლით ციმბირში სიონისტობისათვის გადაასახლეს, 10 თვის განმავ-ლობაში ერთმანეთს არ ეკარებოდა, რადგანაც მდინარე ენი-სეი ამ ხნის მანძილზე ყინულითაა დაფარული. როცა მათ ვაჟი გაუჩნდათ, ბანაკში მოელიც კი იპოვეს და მას წინა-დაცვეთა გაუკეთეს. მათი ვაჟი თორის მიმდევარი და ღირსე-ული ადამიანი დადგა. მე მსმენია, რომ 1953 წელს, როცა თბილისის სინაგოგა და მიკვე დაიხურა, ებრაელები მიცვის შესასრულებლად მტკვარზე დადიოდნენ. დღეს სალოცავში მიკვე მოქმედებს და ნებისმიერი ქალბატონი, რომელიც ამ მცნებას შეასრულებს (ზოგიერთს ამის გაკეთება მხოლოდ ერთხელ მოუწევს) საშვილიშვილოდ დალოცვილი იქნება.

კედოშიმ


თორის კვირის საკითხავი თავი კედოშიმ 13 მავალდე-ბულებელ და 38 ამკრძალავ მცნებას შეიცავს. ჩვენ ზოგი-ერთ მათგანზე შევჩერდებით.
ამ თავის დასაწყისში წერია: ადამიანო, დედის და მა-მის გეშინოდეთ, და ჩემი შაბათები დაიცავით. მშობლების პატივისცემის მცნება თორის ათ მცნებაშია მოხსენიებული: პატივი ეცი მამას შენსას და დედას შენსას. გასაგებია, რომ თორაში გამეორებები არაა, და თუ რაიმე ხელმეორედაა ნახსენები, ეს შემთხვევით არ ხდება. თუ დავუკვირდებით, დავინახავთ, რომ ათ მცნებაში ნათქვამია პატივი ეცი, ხო-ლო ამ თავშიგეშინოდეთ. გასაგებია, რომ საუბარია ორ თემაზე: პატივისცემასა და შიშზე. გარდა ამისა, ათ მცნებაში ჯერ მამაზეა მითითებული: პატივი ეცი მამას და დედას, ხოლო ამ თავში ჯერ დედაზეა საუბარი: ადამიანო, დედის და მამის გეშინოდეთ. ჩვეულებრივ ბავშვს მამის უფ-რო ეშინია, ვიდრე დედის, ამიტომ, პირველად დედის დასა-ხელებით თორა განსაკუთრებით გამოყოფს ბრძანებასგვე-შინოდეს დედის. რაც შეეხება პატივისცემას (თაყვანისცე-მას), აქ მამა დედის წინ მოიხსენიება, რადგანაც გამჩენმა იცის, რომ დედა უფრო დიდ დროს უთმობს ბავშვს, უვლის, არიგებს მას, და სწორედ ამიტომაა მამა დედაზე ადრე ნახ-სენები. რას ნიშნავს გეშინოდეს მშობლების? მათ ადგილზე არ უნდა დაჯდეთ, მათ მაგივრად არ ილაპარაკოთ, მათ არ შეეწინააღმდეგოთ. რას ნიშნავს პატივი ეცი? მოხუც მშობ