Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
წიგნის კითხვა

ავუწყოთ ფეხი დროს

p>

მეცორა


კვირის საკითხავი თავი მეცორაკეთრით დაავადების შემთხვევებს განიხილავსეს დაავადება რა სიმპტომებით აღინიშნებოდა და როგორ იკურნებოდა.
ამ დაავადებას სულიერი საწყისი ჰქონდა, არავითარ კავშირში არ იყო სამედიცინო ტერმინთან კეთრი და ცოდ-ვების გამო ავადდებოდნენ. კეთრი ჯერ სახლს უჩნდებოდა, თუ ადამიანი არ მოინანიებდა, ტანსაცმელზე გადადიოდა და მხოლოდ ამის შემდეგსხეულზე.
ამ დაავადებით ძირითადად ავსიტყვაობის გამო ავადდე-ბოდნენ. `დაავადებულის~ ებრაული დასახელება მეცორა სწორედ ამაზე მიგვითითებსმოცი შემ რაჭორების გამავრცელებელი. ეს მართლაც უმძიმესი ცოდვაა და, სამ-წუხაროდ, ადამიანთა უმრავლესობა მაინც სცოდავს.
ერთხელ რებე გურიდან თავის ხასიდს (მოწაფეს) რა-ღაც ცოდვისათვის საყვედურობდა. ხასიდი თავს იმით იმარ-თლებდა, რომ ამაში ადამიანთა უმრავლესობა სცოდავდა, რაზედაც რებემ უპასუხა: შენ გგონია ჯოჯოხეთში ცოტა ადგილია? ყველას ეყოფა.
ბრძენები ყვებიან: ერთხელ რაბან გამლიელმა თავისი მონა ტუვია ბაზარში გააგზავნა და ორი ნაჭერი ხორცისკარგისა და ცუდის ყიდვა დაავალა. ტოვიმ ორი ენა მოუტა-ნა და უთხრა: მასზე უკეთესი არაფერია, როცა ის კეთილია და არაფერია მასზე უარესიროცა ის ავია. არ შეიძლება ვინმეზე ცუდის თქმა, მაშინაც კი, თუ ეს სიმართლეა. მით უმეტეს, როცა ადამიანი მას შეალამაზებს და მომხდარის არსს შეცვლის. სიმართლის მოყოლა ემოციის გარეშე ხომ შეუძლებელია.
ისრაელის ქალაქებში ერთი ვაჭარი დადიოდა და ყვირო-და: ვის უნდა სიცოცხლის ელექსირი? დაინტერესებულ პირს კი თეჰილიმს უწვდიდა და დავით მეფის სიტყვებს უმე-ორებდა: ვინაა ადამიანი სიცოცხლეს მოწყურებული? და-იცავი (შეაკავე) ენა შენი ავისაგან და ბაგენი შენისიც-რუისაგან~. ტყუილად კი არ დაარქვეს ავსიტყვაობის ამკრძა-ლავი კანონების შემსწავლელ წიგნს სიცოცხლის წყურვი-ლიხაფეც ხაიმ. მის ავტორს რაბი ისრაელ მეირ ქო-ჰენს, მისი დამსახურებანი გიცავდეთ, სახელით არავინ მო-იხსენიებს, მასაც ხაფეც ხაიმს~ უწოდებენ. თავად რაბი ჩუმი ადამიანი არ ბრძანდებოდა, მაგრამ მის სიტყვებში ავ-სიტყვაობის ნატამალიც კი არ იყო. გვიყვებიან, რომ ერ-თხელ, ბელორუსიაში, სადაც ხაფეც ხაიმი ცხოვრობდა, თე-მის უფროსებმა გამოაცხადეს, ღარიბებს ფესახის დახმარე-ბას უმცირებენო. მოხუცმა რაბიმ თემი სინაგოგაში შეკრიბა და მიმართა: ჭეშმარიტ სამყაროში, (ჩემი სიკვდილის შემ-დეგ), ზეციურ სასამართლოზე შემეკითხებიან, თუ როგორ არიგებენ ცედაკას (დახმარებას ღარიბებისათვის) თქვენს თემში? რა უნდა ვუპასუხო? თუ ვეტყვი, რომ გულუხვადმოვიტყუები და თუ ვეტყვი, რომ არასაკმარისად, ავსიტყვაო-ბა გამომივა. გთხოვთ, გაეცით ცედაკა გულუხვად, რომ ვთქვაცედაკას ისე იძლევიან, როგორც საჭიროა.
ადამიანი უხეში სიტყვების ხმარებასაც კი უნდა მოერი-დოს, და, მით უმეტეს, სალანძღავისა, ეს ხომ უკვე ავსიტ-ყვაობის ერთ-ერთი სახეობაა. რაბი შმუელ სალანტერზე ამ-ბობდნენ, რომ ის ტრეფ (არაქაშერი) სიტყვასაც კი არ ხმარობდა და თუ ხორცი ტრეფ-ი იყო, ამბობდა - მიყი-დეთ ის სხვა ხალხებს.
რატომ წარმოსთქვამს ადამიანი ლაშონ ჰარაყს? ხში-რად იმიტომ, რომ თორა არ იცის და მისი სიმძიმე არ ეს-მის. ტაძრის დანგრევის შემდეგ ხომ კეთრი ამ ცოდვის ხილული სასჯელი აღარ არის. მაგრამ ახლა ლაშონ ჰა-რაყს წარმოთქმა სულზე ტოვებს ლაქებსკეთრს.
ბერმადელი რაბი რაფაელი ამბობდა: 120 წლის სი-ცოცხლის შემდეგ ზეციურ სასამართლოზე წარვსდგები და ჩემს მიერ ჩადენილი ცოდვების გამართლებას შევძლებ. სია-მაყის ცოდვის გარდა თითქმის ყველა მათგანის გამართლება შემეძლება. (ძალიან ხშირად სწორედ სიამაყეა ადამიანის ავ-სიტყვაობის წყარო, როდესაც ის სხვას ზემოდან უყურებს და დასცინის). როცა შემეკითხებიან, თუ რატომ ვერ ჩავ-წვდი თორას ღრმად, ვუპასუხებ, რომ მე ერთი უბრალო ადამიანი ვიყავი და ვერ შევძელი თორის სიღრმეების გაგება. იმ საყვედურზე, თუ რატომ არ ვკმაყოფილდებოდი მცირე-დით, სუსტი ჯანმრთელობა მქონდა და ამიტომ ვაძლევდი თავს უფლებას პურისა და წყლის გარდა სხვა რაიმეც მე-გემნა. თუ მკითხავენ, რატომ არ გავიღე დიდი ცედაკა, ჩემს სიღარიბეზე მივუთითებ. მაშინ კი მეტყვიან, თუ შენ უბრა-ლო, ღარიბი და სუსტი ჯანმრთელობის ადამიანი იყავი, რი-ღათი ამაყობდი? აი ამ კითხვაზე კი ვეღარაფერს ვუპასუ-ხებ.
გამჩენმა ინებოს, რომ ჩვენს ბაგეთაგან მხოლოდ თორის სიტყვები, სიკეთე და სიმართლე წარმოითქვას.

ახარეი მოთ


კვირის საკითხავი თავი ახარეი მოთ (დაღუპვის შემ-დეგ) მოგვითხრობს ტაძარში ქოჰენ გადოლის (მთავარი ქო-ჰენის) მსახურების შესახებ იომ ქიფურში. ამ დღეს ცოც-ხალ არსებათა ბედი საბოლოოდ წყდება, ის თუ მთელი წლის განმავლობაში მათ რა მოელით. და, იმისათვის, რომ გადაწყვეტილება ჩვენთვის სასიკეთო იყოს, საჭიროა მხო-ლოდ გამჩენის წინაშე ჩვენი ცოდვების გულწრფელი მონანი-ება და მტკიცე გადაწყვეტილების მიღება, რათა შემდგომში აღარ გავიმეოროთ ისინი. ქოჰენ გადოლი (მთავარი ქოჰენი) გამჩენის წინაშე ყველა ცოდვას აღიარებს, ინანიებს მათ, შეწყალებას ითხოვს და თავისი სახელით, ყველა ქოჰენისა და ხალხის სახელით გამჩენს მსხვერპლს სწირავს.
კვირის ამ საკითხავ თავში იმ მსხვერპლთა შესახებაა მოთხრობილი, რომელთაც იომ ქიფურში სწირავენ და მითი-თებულია მათი თანმიმდევრობა. აქვე მითითებულია, რომ ტაძრის გარეთ მსხვერპლთშეწირვა აკრძალულია. ეს მოცე-მულია იქ, სადაც ფრინველის ან გარეული ქაშერი ცხოვე-ლის, როგორებიცაა ირემი, ფურირემი და ა.შ., დაკვლის შე-სახებაა საუბარი. ამ შემთხვევაში მათი სისხლი მიწით უნდა დაიფაროს. ამ თავის დამამთავრებელი ნაწილი აკრძალულ სქესობრივ ურთიერთობებზე ამახვილებს ჩვენს ყურადღებას.
ამ ბოლო ხანებში მსოფლიოს პრესაში ინტენსიურად განიხილება ტაძრის მთის საკითხი, თუ ვის ეკუთვნის ის და ვის შეუძლია მასზე ასვლა. ებრაული ტრადიციით ტაძ-რის მთა ოდითგანვე ებრაელებს ეკუთვნოდათ. ეს ადგილი ფიზიკური და სულიერების თვალსაზრისითაც სამყაროს ცენ-ტრია. მუსულმანების მეჩეთში ალ აქსა, რომელიც დღეს ტაძრის მთაზე დგას, ქვაკუთხედი ინახება, რო