Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
წიგნის კითხვა

ავუწყოთ ფეხი დროს

ს, გარეგნობის, სულიერი და ფიზი-კური შესაძლებლობების იქნება ადამიანი. ამას გარდა, მისი ცხოვრების დეტალები წინასწარ წყდება ჯანმრთელი იქნე-ბა თუ ავადმყოფი, მდიდარი თუ ღარიბი, ვისი მეუღლე იქნე-ბა. არის მხოლოდ ერთი რამ, რაც გამჩენისაგან წინასწარ არაა განსაზღვრული: ის წმინდანი იქნება თუ ცოდვილი. ეს თავად ადამიანმა უნდა აირჩიოს.
ჯერ კიდევ დედის საშოში ბავშვს თორას ასწავლიან. მის სწავლებაზე ანგელოზია ვალდებული, ის მას ასევე სა-მოთხესა და ჯოჯოხეთს აჩვენებს და მისგან ფიცს იღებს, რომ წმინდანი იქნება.
ამ ქვეყანაზე მოვლინების წინ ანგელოზი ბავშვს ტუჩებ-ში ურტყამს, რათა ყველაფერი დაავიწყოს, რაც შეასწავლა, მაგრამ ბავშვი ნასწავლს ქვეცნობიერად იმახსოვრებს. ალბათ ამიტომაა, რომ, როცა ადამიანი თორას ან წმინდა ენას სწავლობს, მას ისეთი გრძნობა ეუფლება, თითქოს რაღაც დავიწყებულს იხსენებს.
და საერთოდ, დედის საშოში ნაყოფის ყოფნაც ხომ სასწაულია:
ნაყოფი ცხრა თვის განმავლობაში დედის საშოს ცხელ გარემოში იმყოფება და იქ შესანიშნავად გრძნობს თავს;
ის ერთ ადგილზეა მიმაგრებული და იქიდან არ ვარ-დება;
გამჩენმა იმაზე იზრუნა, რომ მთელი საკვები, რომელ-საც დედა ღებულობს, მზარდ ჩანასახს პლაცენტის მეშ-ვეობით თავისთავად კვებავს;
სასწაულია, რომ ნაყოფი გამონაყოფს არ ამოაფრქვევს;
დაბადებისას ბავშვი საშოდან მოულოდნელად არ გამო-დის. პირიქით გამჩენი საშვილოსნოს ყელს ხსნის, რომ ის არ დააზიანოს.
ამქვეყნად მოვლინების მომენტში გამჩენი ბავშვის ორგა-ნიზმის ყველა ფუნქციას ახალ გარემოს უთავსებს. სხეულის ის ხვრელები, რომლებიც საშოში დაკეტილი იყო, იხსნება, ხოლო ღია სადინარებიიხურება. თოთო ბავშვი მისთვის სასწაულებრივად მომზადებულ კვების ახალ წყაროსდე-დის რძეს მაშინვე პოულობს. გამჩენი შეუდარებელი ოსტა-ტია და არავის არ შეუძლია მისი ქმედებების გამეორება: ერთი უჯრედიდან მილიონობით დეტალს ძერწავს, რომელთა-განაც ადამიანის ორგანიზმი შედგება. გამჩენი მას სიცოც-ხლით აჯილდოებს და მისი მსგავსის წარმოქმნის პოტენციას აძლევს (ადამიანის მიერ შექმნილთ კი თვითწარმოქმნის უნა-რი არ გააჩნიათ).
ბავშვის დაბადებისთანავე მშობლები საკუთარი პატარის სიყვარულს იწყებენ.
ხოლო მერვე დღეს წინადაცვეთილ იქნას. თორა ამ მცნების შესახებ მეორედ წერს (პირველად ეს ავრაჰამისა და მისი ოჯახისათვის გამჩენის მიერ გაცემულ ბრძანებაშია მოცემული), რათა გვასწავლოს, რომ თუ ბავშვის დაბადები-დან მერვე დღე შაბათს ემთხვევა, მისი წინადაცვეთა შაბათ-საც საჭიროა. გარდა ამისა, წინადაცვეთა დღისით ხდება და არა ღამით. რატომ არ ატარებენ ამ პროცედურას რვა დღემდე? ჯერ ერთი, იმიტომ რომ ბავშვს საოპერაციოდ ძა-ლა ეყოს. მეორეც იმიტომ, რომ ბავშვმა ერთი შაბათი მაინც უნდა მიიღოს, რათა მისმა სიწმინდემ განწმინდოს და აღა-მაღლოს იგი. ამ მცნების შესრულებისას მიღებულია წინას-წარმეტყველ ელიაჰუსათვის განსაკუთრებული სავარძლის დადგმა. თვლიან, რომ ის წინადაცვეთის ყველა პროცესს უხილავად ესწრება. რასთანაა ეს დაკავშირებული? ოდეს-ღაც, ცოდვიანი მეფის ახავის პერიოდში, ებრაელებმა მეფის ბრძანებით შეწყვიტეს წინადაცვეთის პროცედურის ჩატარება. წინასწარმეტყველმა ელიაჰუმ მათ გამჩენთან უჩივლა: ებრა-ელებმა შენთან დადებული ხელშეკრულება (წინადაცვეთა) დაარღვიეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვები გამჩენის განსადიდებლად იყო წარმოთქმული, მას მაინც თავისი ხალ-ხის განსჯა არ მოეწონა და ელიაჰუს წინასწარმეტყველები-დან ხელის აღება უბრძანა. გარდა ამისა, გამჩენმა მას ყვე-ლა ებრაელის წინადაცვეთაზე დასწრება მიუსაჯა ამ მიცვის შესრულების დასამოწმებლად.
დიდი სასამართლოს დღეს, ჩვენი დიდი მამა ავრაჰამი ჯოჯოხეთის კარებთან დადგება და არ დაუშვებს წინადაცვე-თილების ჯოჯოხეთში გამომწყვდევას.
ცოტა ხნის წინ ჩვენ ფურიმის დღესასწაული აღვნიშ-ნეთ და ესთერის გრაგნილი წავიკითხეთ. ეს თანახის ერთა-დერთი წიგნია, რომელშიც გამჩენის სახელი არც ერთხელაა ნახსენები. ჩვენი ბრძენები გვასწავლიან, რომ აქედან ადამი-ანთა ისტორიაში ჰესთერ ფანიმსახის დაფარვის ეპო-ქა იწყება. ანუ, ყველაფერზე და ყველაფერში გამჩენის ხე-ლია, მაგრამ კულისებს მიღმა, ჩვენ კი ღია სასწაულებს ვე-ღარ ვხედავთ.
ამ თავში თორა ცარაათის ავადმყოფობას აღწერს, რომლითაც ტაძრის არსებობისას ავადდებოდნენ. ის თეთრი ლაქების სახით გამოვლინდებოდა ადამიანის კანზე, ან სახ-ლის კედლებზე, ან ჭურჭელსა და ტანსაცმელზეეს ღია სასწაული იყო. ცარაათი ზოგიერთი ცოდვის ჩადენის გამო ჩნდებოდა და მისგან განკურნება მხოლოდ მონანიებითთე-შუბით ხდებოდა. აი, ის ათი ცოდვა, რომელთა ჩადენისათვი-საც ცარაათით ისჯებოდნენ: კერპთაყვანისმცემლობა, მრუ-შობა, მკვლელობა, გამჩენის სახელის შებღალვა (მაგ. ცნო-ბილი რელიგიური მოღვაწის შეუფერებელი მოქცევა), გამჩე-ნის გაკიცხვა (გოლიათის მიერ შაულისა და დავითის ეპოქა-ში), ქურდობა, ადამიანის ისეთი ქმედება, რაც მის კომპე-ტენციაში არ შედის (მაგ. ტაძარში ქოჰენები უნდა მსახუ-რობდნენ და მეფესაც კი არა აქვს უფლება შეცვალოს ისი-ნი), სიამაყე, ცრუ ფიცი, ბოროტი თვალი ანუ სიძუნწე და შური, ასევე ავსიტყვაობა, ანუ ვინმეზე რაიმე ცუდის ლაპა-რაკი.
`ცარაათით~ (მას ჩვეულებრივ, კეთრით თარგმნიან, მაგ-რამ ეს ორი დაავადება იდენტური არაა) დაფარული ის ადამიანი, რომელიც არ მოინანიებდა, გალავანშემოვლებული ქალაქიდან გაჰყავდათ და მარტო ტოვებდნენ. ის ტანსაც-მელს ჩამოიხევდა და თმას არ იჭრიდა, ეს გლოვის ნიშანი იყო. თუ ვინმეს შეხვდებოდა, კეთროვანი თავად ყვიროდა ტამე, ტამეუწმინდური, უწმინდური, რათა შემ-ხვედრი მას არ მიახლოებოდა. ყველა `კეთროვანის~ გამო-ჯანმრთელებისათვის ლოცულობდა.
ჩვენს დროში, როცა გამჩენის სახე დაფარულია და ღია სასწაულები არ ხდება, ჩვენ არც `კეთროვანის~ ლაქებს ვხედავთ. მხოლოდ გარეგნობა და თვალები ააშკარავებენ ცოდვიან ადამიანს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცარა-ათის ლაქები გაქრნენ. ისინი ცოდვილის სულში დარჩნენ. მაშ, მოდით, ვეცადოთ, რომ ის სული, რომელიც გამჩენმა გვიბოძა, 120 წლის შემდეგ, მასვე მაქსიმალურად შეურყვნე-ლი ჩავაბაროთ. ყველას გამჩენი შეგვეწიოს.