Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
წიგნის კითხვა

ავუწყოთ ფეხი დროს

-ველთვის გამჩენის სახელით წარვმართოთ.

შემინი


კვირის ამ საკითხავ თავს შემინი-ს უწოდებენ, რაც მერვეს ნიშნავს. მერვე დღე უკავშირდება გადასატან ტა-ძარში მოშეს მიერ შვიდდღიანი მომზადების შემდეგ აჰარო-ნისა და მისი ვაჟების პირველ სამსახურს. ეს მოხდა როშ-ხოდეშზე (თვის პირველ დღეს), ეგვიპტიდან გამოსვლის მე-ორე წელს ნისანის თვეში (ანუ პირველ ნისანს). აქედან მო-ყოლებული ებრაელ ხალხს გამჩენის შეხინა ადგია.
გემარაში მეგილა ჩვენმა ბრძენებმა თქვეს: იმ დღეს (როცა ტაძარი აკურთხეს) ზეცაში ისეთივე სიხარულით შეხვდნენ, როგორც ცისა და მიწის შექმნის დღეს. ამ თავ-ში წერია: და იყო მერვე დღეს. სამყაროს შექმნისასაც ასევე წერია: და იყო საღამო და იყო დილა (ასეთი შედა-რებები თორის ახსნის ერთ-ერთი პრინციპი). მეორეს მხრივ, სიტყვა და იყო ჩვეულებრივ დარდს გამოხატავს. და ამ სამხიარულო დღეს დიდი უბედურება მოხდააჰარონის ორი უფროსი ვაჟინადავი და ავიჰუ დაიღუპა. ამ დღეს, როგორც ცნობილია აჰარონმა და მისმა ვაჟებმა პირველად შეასრულეს ტაძრის სამსახური, რაც სიფრთხილეს მოით-ხოვდა, რათა შეცდომა არ დაეშვათ, ეს საშიში იყო. თო-რაში წერია, რომ აჰარონის ვაჟებმა წმიდათაწმიდაში უცხო ცეცხლი მიიტანესცეცხლი, რომლის შესახებ მათ ნაბ-რძანები არ ჰქონდათ. იმის გამო, რომ თორა მათ ცოდვას ნათლად არ მიუთითებს, ჩვენი ბრძენების აზრები გაიყო. რა-ბი ელიყეზერი თვლიდა, რომ მათ სამსხვერპლოზე დასანთე-ბად უცხო ცეცხლი მიიტანეს. მიუხედავად იმისა, რომ ზე-ციდან ცეცხლი მაინც დაეშვა, ისინი არ დაელოდნენ სასწა-ულს და სამსხვერპლოზე ცეცხლი დაანთეს. ამ ქმედებაში, ერთი შეხედვით არავითარი ცოდვა არაა. მაგრამ იმის გამო, რომ მათ ეს გადაწყვეტილება მოშეს, მათი მასწავლებლის, გარეშე მიიღეს, მას რჩევა არ ჰკითხეს, სიკვდილი დაიმსა-ხურეს. ის ადამიანი, რომელიც მასწავლებლის თანდასწრე-ბით მისგან ნებართვის გარეშე რაიმე გადაწყვეტილებას მიი-ღებს, თორის ავტორიტეტის წინააღმდეგ ჯანყდება. თორა ხომ თაობიდან თაობას გადაეცემა და ყოველი მასწავლებელი მის მოწაფესთან შედარებით უფრო ახლოსაა გამჩენთან და მოშესთან. მოწაფე ამით მასწავლებლის უპატივცემულობასაც გამოხატავს. ამიტომ მოწაფე ვალდებულია პატივი სცეს მას-წავლებელს, რითაც ის გამჩენს და მის თორას მიაგებს პა-ტივს. არის ასეთი აზრიც, რომ უცხო ცეცხლი იმას ნიშ-ნავს, რომ მათ ღვინო დალიეს, ან არ ჩაიცვეს ყველა შესა-ფერისი ტანსაცმელი, ან, ზოგიერთი ბრძენის აზრით, სამსა-ხურის წინ არ გააკეთეს ხელთბანა (ნეტილათ იადაიმ). არის ასეთი აზრიც, რომ ისინი უცოლოები იყვნენ. და რატომ მამაჩვენი მთავარი ქოჰენია, ბიძარჩეული ხალხის მეფე, მაშ ვინ შეგვეფერება ჩვენ წარმომავლობით, რომ ცოლად მოვიყვანოთ. აქედან ჩვენ ვსწავლობთ, რომ ადამიანმა ხში-რად ცოლის მოყვანისას ყურადღება არ უნდა მიაქციოს ქა-ლის წარმომავლობას, თუმცა არც ძალზე შეუფერებელი უნ-და ეძებოს. ცოტა ხნის წინ საინტერესო შემთხვევა მოხდა. ერთმა წყვილმა ნიშნობა გადაიხადა და მალე სასიძო ისეთი დიაგნოზით გახდა ავად, რომ არ იცოდნენ, განიკურნებოდა თუ არა. მაშინ საცოლეს უთხრა, რომ მასზე არავითარი პრეტენზია აღარ გააჩნია და ბედნიერება უსურვა. მან ასე გადაწყვიტა, რათა საცოლე მთელი ცხოვრება მის გამო არ უნდა დატანჯულიყო. დანიშნულმა კი სხვაგვარად იფიქრა: ის ჩემი მეწყვილეა ზეციდან და არ დავშორდებიო. რჩევი-სათვის მივიდნენ რაბი კონევსკისთან ბნეი-ბრაკიდან. მისმა ერთ-ერთმა ახლობელმა ჰკითხა, თუ რის საფუძველზე გამო-იტანა მან ასეთი დასკვნა. მან უპასუხა, რომ არის ასეთი მიდრაში (ზეპირი გადმოცემა): ერთხელ ალექსანდრე მაკე-დონელი მოხვდა ქვეყანაში, რომელსაც კაცია ერქვა. მის მე-ფესთან სიმართლის დასადგენად ორი ადამიანი მივიდა. ერ-თმა მეორეს მიწა მიჰყიდა და ამ მიწაზე მყიდველმა განძი იპოვა. გამყიდველი ამტკიცებდა, რომ მან მიწა მთლიანად გაყიდა და ამიტომ განძი მყიდველს ეკუთვნისო, მყიდველი კი საპირისპიროს ამბობდა: მე ხომ მხოლოდ მიწა ვიყიდე, გან-ძი გამყიდველისააო. მეფემ ჰკითხა მათ, თუ ჰყავდათ შესა-ფერისი ქალი და ვაჟი და მათი დაქორწინება ურჩია. გაკვირ-ვებულმა მაკედონელმა წამოიძახა, რომ ასეთ შემთხვევაში მის ქვეყანაში ორივეს მოკლავდა და განძს სახელმწიფოს გადასცემდა. მეფემ ჰკითხა: თქვენთან მზე ანათებს, ბალახი ამოდის და ხეები ნაყოფს ისხამენ? მაკედონელმა უპასუხა, რომ მათთან ყველაფერი ეს ასეა. მაშინ კაციის მეფემ უთ-ხრა, რომ ალბათ გამჩენი ყველაფერს მხოლოდ ცხოველები-სათვის გზავნის, რადგანაც მათი ქვეყნის ხალხი ამას არ იმსახურებს. მაშ, ასე, რატომ ურჩია კაციის მეფემ შვილე-ბის დაქორწინება? არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ შესძლე-ბოდათ განძის გაყოფა, არამედ იმიტომაც, რომ თუ ორ ადა-მიანს ასეთ დათმობაზე წასვლა შეუძლია, ისინი ერთმანეთს შეეფერებიან.
სწორედ ასევე ახსნა რაბიმ, რომ ახალგაზრდებიც კე-თილშობილებითა და სულიერი სიმაღლით შეეფერებიან ერ-თმანეთს და ამიტომ ისინი უნდა დაქორწინდნენო.

თაზრია


კვირის საკითხავი თავი შემინი მთავრდება ჩვენთვის საკვებად აკრძალული ანუ არაქაშერი ცხოველების ჩამოთ-ვლით. თავი თაზრია კი მშობიარე ქალის კანონების აღწე-რით იწყება. ამით უდიდესი ებრაელი ბრძენის რამბანის აზ-რით, თორა იმას მიგვანიშნებს, რომ ჩვენს მიერ ქაშრუთის კანონების დაცვა ჩვენს შვილებზე დადებითად მოქმედებს როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური გაგებით. ამ თავის პირ-ველი სიტყვების პირველი ასოები წარმოქმნიან სიტყვასდამსახურება. ამით თორა მიგვითითებს, რომ ჩვენი შვილე-ბის სიწმინდე დედების დამსახურებაზეა დამოკიდებული. ყო-ველმა ებრაელმა მეუღლე დიდი გულისყურით უნდა აირჩი-ოს. მას გამჩენის შიში და კარგი ხასიათი უნდა ჰქონდეს. ბავშვის სიწმინდე ძირითადად დედაზეა დამოკიდებული.
როცა გამჩენს კიდევ ერთი ადამიანის დაბადება სურს, ანგელოზს უბრძანებს სამოთხიდან რომელიმე სულის მოყვა-ნას. ამ სულს ჩვენს სამყაროში ჩამოსვლა არ სურს, რადგან სამოთხეში თავს კარგად გრძნობს. მაგრამ გამჩენი მას არ-წმუნებს ამ ნაბიჯის სისწორეში: ის სამყარო, სადაც შენ უნდა იცხოვრო, სილამაზით აღემატება იმას, საიდანაც შენ წარმოიქმენი! მხოლოდ დედამიწაზე, ბოროტებასთან ბრძო-ლაში აქვს ადამიანს საშუალება ისწავლოს თორა, შეასრუ-ლოს მცნებები, თავი დაიმკვიდროს და ავიდეს ძალიან დიდ სიმაღლეზე.
გამჩენი ნაყოფის ჩამოყალიბებამდე ღებულობს გადაწყვე-ტილებას, თუ რა სქესი