Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
წიგნის კითხვა

ავუწყოთ ფეხი დროს

ი შესრულების სიმტკიცისაკენ მიდრეკილება არა აქვთ და ამიტომ მათ გან-საკუთრებული გამხნევება სჭირდებათ. თუმცა ამ მსხვერ-პლის შეწირვისას ქოჰენები არაფერს კარგავდნენ, მათ მაინც განსაკუთრებული წახალისება სჭირდებოდათ. მათ ხომ ამ მსხვერპლის შეწირვიდან საქონლის ტყავის გარდა არაფერი რჩებოდათ.
ერთხელ შიმშილობის წელიწადი იყო და მეფე მუნზარ-მა (გერმა) თავისი საჭურჭლე გახსნა და ხალხს ძვირფასე-ულობა უხვად დაურიგა. მისი ოჯახის წევრები განცვიფ-რდნენ: შენი მამა-პაპა მთელი ცხოვრების განმავლობაში აგ-როვებდა ამ ძვირფასეულობას, შენ კი სულ ღარიბებს დაუ-რიგე . ამაზე მეფემ უპასუხა: ჩემმა მამა-პაპამ განძი დე-დამიწაზე მოაგროვა, მე კიზეცაში. ჩემმა მამა-პაპამ ის არასაიმედოდ შეინახა, მე კი ახლა საიმედო ხელში გადავე-ცი, ჩემი მამა-პაპა მას ინახავდა და არავითარი შემოსავალი არ ჰქონდა, მე კი ის მომგებიანად დავაბანდე. ჩემმა მამა-პა-პამ სიმდიდრე ფულის სახით შეიძინა, მე კიადამიანთა სულების სახით. ჩემი მამა-პაპანი სხვებისათვის აგროვებდნენ სიმდიდრეს, მე კიჩემთვის. ჩემი მამები ამ ქვეყანაში აგ-როვებდნენ განძს, მე კიმომავალ ქვეყანაში.
აქედან ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კეთილ საქმე-ებზე დახარჯული ფული სამარადჟამო ძვირფასეულობის შე-ძენას ნიშნავს.
ქოჰენებს კიდევ ერთი განსაკუთრებული მცნება ჰქონ-დათ: მათ დღეში ორჯერ დიდი გროვისათვის შეშის ორი ნა-ჭერი უნდა დაემატებინათ: დილისა და დღის შესაწირისათ-ვისყოლა. სინამდვილეში ამის საჭიროება არ იყო, რადგანაც სამსხვერპლოზე მუდმივად გიზგიზებდა ზეციური ცეცხლი, მიუხედავად ამისა, გამჩენმა ქოჰენებს ცეცხლის მუდმივი განახლება უბრძანა, რადგანაც არსებობს წესი სასწაულის (ზეციური ცეცხლის) იმედზე არ ვიყოთ და, რომ ამ მიცვას ებრაელი ხალხის კურთხევა მოყვებოდა.
სამსხვერპლოს ზეციურ ცეცხლს კი ხუთი განსაკუთრე-ბული თვისება ჰქონდა:
1. მისი ფორმა ლომს მოგვაგონებდა. ეს იმისათვის იყო საჭირო, რათა ხალხისათვის ტაძარში შეხინის არსებობა ეჩ-ვენებინათ (ზეციური თანდასწრების);
2. მას მზის სიკაშკაშე ჰქონდა;
3. მისი ალი ისეთი მყარი იყო, რომ ქარი ვერაფერს აკ-ლებდა და წვიმა ვერ აქრობდა, თუმცა სამსხვერპლო ღია ცის ქვეშ იდგა;
4. ამ ალში არა მხოლოდ ნივთიერებები იწვოდა, არა-მედ სითხეებიც;
5. ის არასოდეს ბოლავდა.
მაგრამ ეს კიდევ სრული სია არაა. მისი ძლიერი სიმ-ხურვალე სამსხვერპლოს საფარველს არ სწვავდა, ქოჰენებს ფეხები არ ეწვებოდათ, როცა ისინი სამსხვერპლოზე ფეხ-შიშველი დადიოდნენ.
ქოჰენ გადოლი (მთავარი ქოენი) მინხასფქვილის მსხვერპლს დღეში ორჯერ საკუთარი ძალებით სწირავდა და სამსხვერპლოზე წვავდა. რატომ აკეთებდა ამას? ჯერ ერთი, ჩვენი ბრძენები გვასწავლიან: ჯერ თავად მოირთე, შემდეგ სხვებზე გადადი. ეს გვასწავლის, რომ მანამ, სანამ სხვას უსაყვედურებ, შენი თვისებები გამოასწორე. თუ ვინმე იმავე ცოდვას სჩადის, რაზედაც სხვას საყვედურობს, ის მას არ მოუსმენს. რაბა ბარ ჰუნას მდინარის ნაპირზე ტყე ჰქონდა გაშენებული. ბრძენებმა უთხრეს: მოჭერი ყველა ხე ისე, რომ გემებს ღუზაზე დადგომა შეეძლოთ. `რატომ მეუბნე-ბით ამას?~გააპროტესტა მან, ჩემი ტყის მარჯვნივ და მარცხნივ ტყე ჩემს მეზობელს ეკუთვნის. მასაც არ მო-უჭრია არც ერთი ხე~. ბრძენებმა უთხრეს: ჯერ შენ მოირ-თე (ანუ ჯერ შენი შეცდომები გამოასწორე) და შემდეგ სხვები მორთე (მიუთითე სხვას). ზუსტად ასევე იყო ქოჰენ გადოლი, ჯერ თავად უნდა განწმენდილიყო და შემდეგ ხალხის ცოდვები გამოესყიდა. ამიტომ საკუთარი ცოდვების გამოსასყიდად მას ყოველდღიურად უნდა მიეტანა მსხვერ-პლი. მისი მსხვერპლთშეწირვა დამნაშავეებს მაგალითს აძ-ლევდა და დააფიქრებდა, რათა ცოდვები მოენანიებინათ და განწმენდილიყვნენ. როდესაც ისინი ხედავდნენ, რომ თავად ქოჰენ გადოლი სწირავდა მსხვერპლს საკუთარი ცოდვების მოსანანიებლად, მათ საკუთარი ცოდვების აღიარება უადვილ-დებოდათ. და კიდევ, მთავარი ქოჰენი ძალიან უბრალო მსხვერპლს სწირავდაფქვილსა და ზეთს. ასეთი მსხვერ-პლი ჩვეულებრივ ყველაზე ღარიბებს მოჰქონდათ. ეს მათ სა-შუალებას აძლევდა თავი დამცირებულად არ ეგრძნოთ, მათი მსხვერპლი ქოჰენ გადოლის მსხვერპლის რაოდენობის ტოლი იყო.
კვირის საკითხავ თავში ცავ ასევე აღწერილია მსხვერპლის განსაკუთრებული სახეობაშლამიმ (სამშვი-დობო)შალმეი თოდა (სამადლობელი ძღვენი). ის აუ-ცილებელი იყო თითოეული იმ ებრაელისათვის, რომელიც სერიოზულ საფრთხეს გადაურჩა. ამ მსხვერპლს ებრაელები შემდეგ შემთხვევებში სწირავდნენ: ციხიდან განთავისუფლე-ბისას, მძიმე ავადმყოფის განკურნების შემთხვევაში, ზღვაზე მოგზაურობის შემდეგ, უდაბნოდან მშვიდობით დაბრუნების აღსანიშნავად. ჩვენს დროში ასეთი გამოცდის შემდეგ ებრაე-ლი თორის კითხვის დღეს თებაზე ადის და ბირქათ ჰა-გომელ-ს წარმოსთქვამს: კურთხეული ხარ შენ გამჩენო, სამყაროს მეუფეო, რომელიც სწყალობ მათ, ვინც შესცოდა და (სამაგიეროს) მხოლოდ სიკეთით უხდი. რაშია ადამია-ნის ბრალი? გვიხსნიან, რომ თუ ადამიანი საშიშ სიტუაცია-ში აღმოჩნდა (როცა სატანას საშუალება ეძლევა დაადანაშა-ულოს ის), ესე იგი გამჩენის წინაშე რაღაცით შესცოდა და ამიტომ გამჩენს მადლობა უნდა გადაუხადოს, რომ მშვიდო-ბით გამოვიდა ამ სიტუაციიდან.
საინტერესოა ასეთი ფაქტი: თბილისის სინაგოგაში მი-ღებული იყო, თუ ადამიანი დიდი ხანი არ დადიოდა ან იშ-ვიათად შედიოდა სალოცავში, მოხუცები მას ბირქათ ჰაგო-მელის წაკითხვას სთხოვდნენ. მე მათ ვედავებოდი და ვუხ-სნიდი, რომ ამ კურთხევას ასე ადვილად არ წარმოსთქვამენ, რომ ამისათვის საჭიროა ოთხი პირობა. ერთმა მითხრა: ის ერთი წელი არ ყოფილა სინაგოგაში, ფიქრობ რომ ამ ოთხი პირობიდან არც ერთი არ შემთხვევია? (თუ ამ შემთხვევა-თაგან დიდი პერიოდია გასული, უკვე აღარ კითხულობენ კურთხევას). მეორემ მითხრა: თუ ადამიანი ერთი წლის განმავლობაში ბეით ქნესეთში არ შესულა და მას არაფერი შემთხვევია, უნდა წაიკითხოს ეს კურთხევა, ის ხომ ასეთ საშიშ სიტუაციაში იყო. ხედავთ, რა წმინდაა ჩვენი ხალხი, უბრალო ხალხი რა ღრმად უფიქრდება ყველაფერს. მე დავ-ფიქრდი და მივხვდი, რომ ის მართალია, მაგრამ კურთხევა მაინც არ გავუშვი, გამჩენის, კურთხეულ იქნას, სახელის ტყუილუბრალოდ წარმოთქმა ხომ დიდი ცოდვაა.
ჩვენ კი უნდა ვეცადოთ რომ ჩვენი მისწრაფებები ყო