Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
წიგნის კითხვა

ავუწყოთ ფეხი დროს

უნდა გაეცნონ. მაშიახის მობრძანების შემდეგ მათ პასუხს მოსთხოვენ, თუ რატომ არ მოემზადნენ მის შესახვედრად. ამისდა მიუხედავად, მსხვერპლთშეწირვის კანონები ჩვენც უნდა ვისწავლოთ, რათა ქოჰენები დავარიგოთ და მათ საჭი-რო რჩევები მივცეთ. თუ ამ კანონებს შევისწავლით, მაშინ მართლაც გვექნება უფლება გამჩენს მაშიახის მობრძანება შევთხოვოთ. როდესაც ჩვენს მზადყოფნას დაინახავს, გამჩენი თხოვნას შეგვისრულებს და წინასწარმეტყველ ელიაჰუსა და მაშიახს გამოგვიგზავნის.
წიგნის ვაიკრა~ პირველი თავი იმით იწყება, რომ მიშ-ქანის (გადასატანი ტაძრის) აგების შემდეგ გამჩენის შეხინა (ღრუბლის სახით) ჩამოვიდა და იქ დარჩა. მიშქანის აგების შემდეგ მოშე განზე გადგა და ფიქრობდა: აჰარონი ქოჰენ გადოლადაა (მთავარ ქოჰენად) არჩეული. ალბათ მას, და არა მე, დაუძახებენ ტაძარში შესასვლელად~. ასეთი მორი-დების გრძნობა მოშესათვის დამახასიათებელი იყო. ჯერ კი-დევ მაშინ, როცა გამჩენმა ებრაელთა ეგვიპტიდან დახსნა უბრძანა, ის გამჩენს შეეწინააღმდეგა იმ თვალსაზრისით, რომ არ იყო ამ ფუნქციის შესრულების ღირსი. თორის ბო-ძების მომენტშიც მოშე მთის ძირას იდგა და იქამდე არ ავი-და მასზე, ვიდრე არ მოიხმეს: ამოდი~ - უთხრა გამჩენმა.
მიშქანის შემთხვევაშიც გამჩენმა მოშეს დიდი პატივი მიაგო და მას მოუხმო, და მხოლოდ მას. ეძახდნენ მხოლოდ მოშეს, მიუხედავად იმისა, რომ გამჩენის ხმამ დაიჭექა, მო-შეს გარდა ის ვერავინ გაიგონა. როცა გამჩენი თორას კარ-ნახობდა, მოშემ გამჩენის მიერ ნაბრძანები სიტყვის ვაიკრა~ (და მოიხმო) ჩაწერაზე უარი თქვა, რადგანაც ჩათვალა, რომ განსაკუთრებული პატივის გამომხატველი სიტყვის ღირ-სი არ იყო. წინასწარმეტყველ ბილყამთან დამოკიდებულებაში თორაში ნახსენებია სიტყვა ვაიკარ~, რაც იმას ნიშნავდა, რომ გამჩენი მას თითქოსდა შემთხვევით და მოულოდნელად ხვდებოდა. გამჩენმა მოშეს მაინც უბრძანა ვაიკრა~ დაეწე-რა. მოშემ გამჩენს სთხოვა რაიმე მითითება გაეკეთებინა იმა-ზე, რომ მას ამ განმადიდებელი სიტყვის დაწერა უჭირდა და მხოლოდ მას ნებას დაემორჩილა. გამჩენი დიდი გაჭირვე-ბით დათანხმდა და უთხრა, რომ ამ სიტყვის დაწერისას მი-სი ბოლო ასო ალეფი~ დაეპატარავებინა: ეს იმის მიმანიშ-ნებელი იქნება, რომ შენ თავი დაიმდაბლე~. პატარა ალე-ფი~ იმასაც მიგვანიშნებს, რომ მიზანი ჯერ მიღწეული არაა. გამჩენის მიერ მოშეს მოხმობა უდაბნოში მოხდა, ისრაელის მიწის გარეთ, კარავში, რომელიც გამჩენისათვის დროებით იყო აგებული. სრული სიხარული კი მხოლოდ მაშინ მოვა, როცა გამჩენის შეხინა (გამჩენის დავანება) მის მუდმივ ნავ-საყუდელშიიერუშალაიმის ტაძარში დაიბუდებს.
თუ ჩვენ შევამოწმებთ მთელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ სეფერ თორებს მოყოლებული მოშე რა-ბეინუს დროიდან დღემდე, დავინახავთ, რომ ყველა მათგანში წიგნის ვაიკრა~ პირველ სიტყვაში ბოლო ასო ალეფი~ პა-ტარაა. ეს იმის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ თორა არ იცვლება და ყოველთვის მუდმივი იქნება.
წიგნის ვაიკრა~ პირველ თავში იმ მსხვერპლთა სხვა-დასხვა სახეობა აღწერილი, რომელთაც მიშქანში სწირავ-დნენ, ხოლო შემდგომ იერუშალაიმის ტაძარში.
აღწერილ მსხვერპლთაგან პირველია ყოლა~ (მთლია-ნად დასაწველი). ეს მსხვერპლი მთლიანად იწვებოდა და გამჩენს ამკრძალავი მცნების (მაგრამ ისეთის, რომელიც არ ისჯებოდა ქარეთით~სულის მოკვეთა, მოსრვა) დარღვე-ვის შემთხვევაში მიართმევდნენ და მაშინ, როცა ადამიანს რაიმე სიკეთის გაკეთება შეეძლო (მაგალითად, ესესხებინა ფული ღარიბისათვის) და არ გააკეთა ეს დაუდევრობის, სი-ზარმაცის ან გულმავიწყობის გამო. ამ შემთხვევაში გამჩენს ყოლას თხის, ცხვრის, ხარის ან მტრედის სახით (ადამიანის მატერიალური შესაძლებლობიდან გამომდინარე) მიართმევენ. ეს მსხვერპლი მთლიანად იწვება ისევე, როგორც სიკეთის ქმნის განუხორცილებელი შესაძლებლობახელიდან გაშვე-ბულ შესაძლებლობას ვერ დააბრუნებ. ეს მსხვერპლი შეიძ-ლება გამჩენს შევწიროთ არა მხოლოდ ცოდვის ჩადენის შემთხვევაში, არამედ, სურვილისამებრ ძღვნის სახით. ღარიბებს ცხოველებისა და მტრედის გარდა შეუძლიათ ფქვილი (მინხა) შესწირონ. თუ ადამიანს სურვილი აქვს გამჩენისა და ხალხის წინაშე საკუთარი ცხოვრების გამო სიხარული გამოხატოს, ან მისთვის განსაკუთრებულად სასი-ხარულო რამ მოხდა, მაშინ მას შეუძლია მსხვერპლად შლამიმ~ (სამშვიდობო) შესწიროს. თავად მისი დასახელება წარმოსდგება სიტყვიდან შალომ~მშვიდობა~, მისი შე-წირვისათვის კი გამჩენი მშვიდობასა და სიმშვიდეს გვჩუქნის.
თუ ადამიანი უნებლიეთ, არცოდნით ძალიან სერიოზულ ცოდვას ჩაიდენდა: მაგალითად, თუ ფესახში პურს მიირთმევ-და, ან იომ ქიფურში არ იმარხულებდა, ან შაბათს არ დაი-ცავდა, მაშინ ხატატს (სიტყვიდანხეტ~ცოდვა) სწი-რავდა. მაგრამ, თუ ცოდვა შეგნებულადაა ჩადენილი, ხა-ტატს არ სწირავენ. ადამიანს მხოლოდ თეშუბა~ (ცოდვის მონანიება) და თფილა~ (ლოცვა) უშველის. ამ თავში ხა-ტატის ოთხი სახეობაა მოტანილი: უბრალო ებრაელისაგან, მთელი ჯამაათისაგან, ქოჰენ გადოლისაგან და მეფისაგან.
იმ უნებლიე ცოდვებისათვის, რომელთაც ნაკლებად სე-რიოზული დასჯით გამოისყიდიან, სწირავენ აშამ-ს.
ამასთან ყოლა~ მთლიანად იწვება, ხატატი~ და აშა-მი~ უბრალო ებრაელისაგან საჩუქრად გადაეცემა ქოჰენს, ხოლო შლამიმის~ ერთ ნაწილს ქოჰენს უწილადებენ, მეო-რეს კიმის შემწირავს. რაღა თქმა უნდა, თუ ადამიანი მსხვერპლს სწირავს და ცოდვას არ მოინანიებს, მის მსხვერპლს აზრი ეკარგება. ჩვენს დროში, როცა ტაძარი დანგრეულია, მონანიება, ლოცვა და მსხვერპლთშეწირვის კა-ნონების შესწავლა მსხვერპლთშეწირვად გვეთვლება.


ცავ


კვირის საკითხავი თავი ცავ ძირითადად ქოჰენებისად-მი მიმართვა და მათი ტაძარში მსახურების აღწერაა. სიტყვა ცავ ნიშნავს მცნებად დაუდე (ამცნე) და მათ განსაკუთ-რებულ სიბეჯითეს უღვივებს, რადგანაც ამ თავის დასაწყის-ში საუბარია თემის შესაწირავზეყოლასრულად და-საწველი. ყოველ დილით ტაძარში პირველი შესაწირი ყო-ლა-ს სახით კრავი იყო. მეორე კრავს შუადღის შემდეგ სწირავდნენ ასევე ყოლა-ს სახით. დღეს, როცა ტაძარი არ გვაქვს, ამ ორ მსხვერპლს ორი ლოცვა შეესაბამება: შახა-რითიდილის ლოცვა და მინხა~დღის ლოცვა. ამი-ტომ სწორედ ამ შესაწირავზეყოლა მიუთითებს განსა-კუთრებული გულმოდგინების გამღვივებელი სიტყვა ცავ. საქმე ისაა, რომ როცა მცნების შესრულება ფულის ხარ-ჯვასთანაა დაკავშირებული, ადამიანებს მის