Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
წიგნის კითხვა

ავუწყოთ ფეხი დროს

ებით იმის შესახებ, თუ რამდენი ოქრო შეგროვდა ტაძრის მშენებლობისათვის და რა-ში დაიხარჯა. იგივეს მოშე ვერცხლთან მიმართებაში აკე-თებს და ა.შ.
მოშე რაბეინუ, რომელზეც გამჩენმა სთქვა: ჩემი მონა მოშე, მთელს ჩემს სახლში მას ვენდობი, მთელი ხალხის წინაშე აბარებს ანგარიშს, თუ რამდენი ძვირფასი ნივთი მიი-ღეს ტაძრის მშენებლობისათვის და როგორ გამოიყენეს ისი-ნი! ეს, უდავოდ, დიდი გაკვეთილია მათთვის, ვინც საზოგა-დოებრივი საქმიანობითაა დაკავებული.
იომ ქიფურში გამჩენმა მოშეს უთხრა, რომ ხალხს ოქ-როს ვერძის ცოდვა აპატია და ამის დასადასტურებლად მიშქანის აშენება ბრძანა. მეორე დღეს მოშემ ეს ბრძანება ხალხში გამოაცხადა. უნდა დაემზადებინათ მიშქანი, მცნება-თა კიდობანი მცნებათა დაფების შესანახად და ა.შ. მშენებ-ლობაზე დახმარების მსურველთაგან მოსვენება არ ჰქონდათ. მას კი ხელმძღვანელობდნენ ბეცალელ ბენ ური იეჰუდას ტომიდან და ოჰოლიავ ბენ ახისამახი დანის ტომიდან. ამას-თან, უნდა დავძინოთ, რომ ბეცალელს დამხმარედ ოჰოლიავი დანის ტომიდან შემთხვევით არ დაუნიშნეს. ეს ტომი უდაბ-ნოში სულ ბოლოს მიდიოდა. ამით ჩვენ გვიჩვენებენ, რომ ადამიანი თავისი წარმომავლობით არ უნდა ამაყობდეს, რად-განაც გამჩენის წინაშე ყველა თანაბარუფლებიანია.
სამოცდაათ დღეში მიშქანის დეტალები მზად იყო. 23 ადარს გამჩენმა ბრძანა, რომ აჰარონი და მისი ვაჟები შვიდი დღის განმავლობაში მომზადებულიყვნენ მიშქანში მსახურე-ბისათვის. ამ შვიდი დღის განმავლობაში ყოველდღე მსხვერპლს სწირავდნენ, რათა ყველა ცოდვა მოენანიებინათ, ამასთან სამსახურს მოშე ასრულებდა. და მოშეს მიშქანი ყოველდღიურად უნდა აეწყო, შეეტანა მისი ჭურჭელი, მცნე-ბათა კიდობანი, მაგიდა, სამსხვერპლოები, მენორა, მსხვერ-პლი შეეწირა, მენორა აენთო და შემდეგ მიშქანი დაეშალა.
მერვე დღეს, როშ ხოდეშ ნისანზე მოშემ მიშქანი უკვე მუდმივად (უდაბნოში შემდეგ გაჩერებამდე) ააწყო და ამ დღეს გამჩენის სამსახური უკვე აჰარონმა დაიწყო.
რისთვის იყო საჭირო შვიდი დღის განმავლობაში მიშ-ქანის აწყობა და დაშლა? რას ნიშნავდა ეს? რაბი მორდეხაი ალტერი (გურის რებე) გვიხსნის: მიშქანი უდაბნოში 39 წლის განმავლობაში იდგა, შემდეგ ის 14 წელი გილგალში იყო, ამას მოყვა 369 წლის განმავლობაში მისი შილოში დამკვიდრება, საიდანაც ქალაქ ნოვში (13 წელი) გადაიტა-ნეს, იქიდანგივონში (44 წელი). იერუშალაიმში პირველი ტაძარი 410 წელი იდგა, ხოლო მეორე420. ორი ტაძრის ამ პერიოდებზე ამ თავის პირველი წინადადება მიგვითითებს, სადაც სიტყვა მიშქანი ორჯერაა ნახსენები, ხოლო ამ სიტ-ყვის გემატრია (რიცხობრივი მნიშვნელობა) 410-ია.
მაშ ასე, მხოლოდ შვიდჯერ დააყენა ებრაელმა ხალხმა ტაძარი, რომელიც შემდგომში დაშალეს. ნისანის პირველ დღეს მოშემ მიშქანი ააწყო და აღარ დაუშლია, ასევე იქნე-ბა მესამე ტაძარი, რომელიც მარადჟამს იდგება. და ასე გვე-უბნება წინასწარმეტყველი იეხეზკიელი: და გაიგებენ ხალ-ხები, რომ მე ვარ გამჩენი ისრაელის განმწმენდი (იქ), რომ მათ შორის სამარადჟამოდ იქნება ჩემი ტაძარი.
და მესამე ტაძრის აშენებამდე, ჩვენ, ებრაელებს შეგვიძ-ლია მისი აშენების მიცვა შევასრულოთ. ჯერ ერთი იმით, რომ სინაგოგები და სასწავლო სახლები ვაშენოთ. ტაძარი ხომშეხინის, ჩვენს შორის გამჩენის დასადგურების ადგი-ლია. მან, ვინც სული განიწმინდა და ის შეხინის დასადგუ-რების ადგილად გადააქციაეს მიცვა შეასრულა. ასევე, ვინც გამჩენის სახელს ამაღლებს, ამისათვის საკუთარ სულს არ იშურებს, მას გამჩენი ამ სამყაროში მოჰყავს.
დაახლოებით ორასი წლის წინ პოლონეთში გრაფის ოჯახი ცხოვრობდა, გვარად პოტოცკი. ახალგაზრდა გრაფმა იუდაიზმი მიიღო და ავრაჰამი დაირქვა. კათოლიკურმა ეკლე-სიამ მას კოცონზე დაწვის განაჩენი გამოუტანა. მას გადარ-ჩენა მხოლოდ იუდაიზმის უარყოფით შეეძლო. დედას, რომე-ლიც მის გადარწმუნებას ცდილობდა, უპასუხა: დედა, შენ ძალზე ძვირფასი ხარ ჩემთვის, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო მაღლა დგას. როცა ავრაჰამ ბენ ავრაჰამი კოცონისაკენ მი-დიოდა, მას ვილნოს (ვილნიუსის) ქუჩებში ატარებდნენ. ეს სპეციალურად მოაწყვეს, რათა ხალხს შეეხედა და შეშინე-ბოდა. ქალაქის ებრაელები, ეშინოდათ რა ხალხის რისხვის, სახლებში ჩაიკეტნენ და ფარდებიც დაუშვეს. მოგვითხრობენ, რომ როცა ტყვე ვილენის გაონის სახლის წინ გაატარეს, მან ფანჯარა გააღო და უთხრა: რაბი ავრაჰამ, ფეხს აუჩ-ქარე. ჩვენ გვიხსნიან, რომ რაბი ავრაჰამი ეჭვობდა: ნელა უნდა ევლო უკანასკნელ გზაზე, რათა სიცოცხლე გაეხან-გრძლივებინა, როგორც ეს მიღებულია იუდაიზმში, თუ უნდა აჩქარებულიყო, რადგანაც გამჩენის განდიდების მიცვას ას-რულებდა. ამ მიცვის შესრულებისას კურთხევასაც ამბობენ: კურთხეული ხარ შენ, გამჩენო ჩვენო, რომელიც განგვწმინ-დავს ჩვენ მცნებებით და გვიბრძანებს განვადიდოთ მისი სა-ხელი საჯაროდ. ამიტომ მას უნდა ეჩქარა, რადგანაც მიც-ვის შესრულებისას ყოველთვის უნდა ვიჩქაროთ. ვილენის გა-ონმა, რომელიც იმ თაობის ავტორიტეტი და ხელმძღვანელი იყო, მისი ეჭვები გაფანტა და უთხრა: ფეხს აუჩქარე.

ვაიკრა


ბერეშით~-ისა და შემოთ-ის წიგნებისაგან განსხვავე-ბით, რომლებიც ძირითადად სხვადასხვა მოვლენების შესახებ მოგვითხრობენ, წიგნი ვაიკრა~ დიდი რაოდენობით ებრაული კანონებისაგან შედგება. ამასთან, საინტერესოა, რომ მრავალ ჯამაათში ბავშვები თორის სწავლას სწორედ წიგნიდან ვა-იკრა~ იწყებენ. და მოვიდნენ წმინდანები (პატარა ბავშვები) წმინდანებზე კანონების შესასწავლად (მსხვერპლთშეწირვებ-ზე)~.
შეიძლება დაგვებადოს კითხვა, რატომ უნდა ვისწავ-ლოთ ჩვენს დროში მსხვერპლთშეწირვის კანონები მაშინ, როცა ტაძარი 2000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დან-გრეულია, მსხვერპლთშეწირვა კი მხოლოდ ტაძარში შეიძ-ლება. რაბი ხაფეც ხაიმი გვიხსნის: ყოველ ცისმარე დღეს ჩვენ ტაძრის აღდგენაზე ვლოცულობთ, რათა თორის კანონე-ბის მიხედვით იქ ჩვენი მსხვერპლის შეწირვა შევძლოთ. შმონე ესრე~-ში განსაკუთრებული კურთხევაა, რომელშიც გამჩენს შევთხოვთ: და აღადგინე შენს ტაძარში მსახურე-ბა~ ჩემო მეგობრებო და ძმებო! ჩვენ ტაძრის შესახებ ყვე-ლა კანონს უნდა გავეცნოთ, რამეთუ, როგორც კი მაშიახი მობრძანდება, ტაძრის მსახურება აღსდგება და ამ კანონების პრაქტიკულ ცოდნას მოგვთხოვენ~.
ტაძარში მსახურების კანონებს პირველ რიგში ქოჰენები