Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
წიგნის კითხვა

ავუწყოთ ფეხი დროს

ვა არ შე-იძლება მიშქანის მშენებლობის პერიოდშიც კი, ანუ ასეთი უდიდესი (მიცვის) მცნების შესასრულებლადაც კი არ უნდა დავარღვიოთ შაბათის კანონები. მეორე მხრივ, შაბათს სწო-რედ მუშაობის ის 39 სახეობაა აკრძალული, რომელთაც მიშქანის მშენებლობისას ასრულებდნენ.
შაბათი ებრაელი ხალხის უმნიშვნელოვანესი მიცვაა: დაე, დაიცვან ებრაელებმა შაბათი ექვსი დღის განმავლო-ბაში შეასრულე ყოველგვარი სამუშაო, მეშვიდე დღე კიშაბათია, შენი გამჩენი ღმ-სათვის, არ შეასრულო არანაირი სამუშაო. შაბათის მიცვა შედის ათ მცნებაში: რადგანაც, ექვს დღეს ჰქმნიდა გამჩენი ზეცასა და დედამიწას, მეშვიდე დღეს კი დაისვენა. ჩვენც გამჩენის მსგავსად ექვსი დღე უნდა ვიშრომოთ და მეშვიდე დღეს დავისვენოთ. როცა ებრა-ელი შაბათს იცავს, ამით ის არა მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ სჯერა გამჩენის მიერ ექვსი დღის განმავლობაში სამყა-როს შექმნისა და მეშვიდე დღეს დასვენებისა, არამედ ის თავად ემსგავსება გამჩენს. თორაში შაბათი გამჩენსა და ებ-რაელ ხალხს შორის დადებულ ნიშნად (მოწმობად) ითვლე-ბა. თორაში ასეთი ნიშანი (მოწმობა) სამია: შაბათი, თეფი-ლინი და წინადაცვეთა (ბრით მილა). ვინაიდან რაიმე ფაქ-ტის დასადასტურებლად თორის მიხედვით ორი მოწმეა სა-ჭირო, შაბათობით თეფილინს არ იდებენ. ანუ, ჩვეულებრივ დღეს მთელი მსოფლიოს წინაშე ებრაელობა თეფილინით და წინადაცვეთის ფაქტით მტკიცდება, ხოლო შაბათსშაბა-თის დაცვით და ბრით მილით. უნდა ითქვას, რომ შაბათი ეს ის მცნებაა, რომელსაც ებრაელები ყველა თაობაში და ყვე-ლაზე რთულ წლებში იცავდნენ, ამისათვის კი შაბათი ყო-ველთვის იცავდა მათ. მეოცე საუკუნის დასაწყისში, როცა ებრაელები რუსეთს და უკრაინას მასიურად ტოვებდნენ და შორეულ ამერიკაში მიდიოდნენ, ხშირად კვირიდან პარასკე-ვის ჩათვლით მუშაობდნენ და შაბათს სამუშაოს ტოვებდნენ, რათა მისი სიწმინდე შეენახათ. სამაგიეროდ, მათმა შვილებმა და შვილიშვილებმა ებრაელობა შეინარჩუნეს.
შაბათი ის ბაირაღია, რომელიც ებრაელ ხალხს გამო-არჩევს. არიან ისეთები, რომლებიც ფიქრობენ, რომ თუ არ იმუშავებენ, შაბათს შემოსავლის ნაწილს დაკარგავენ. ჩვენს კვირის საკითხავ თავში წერია, რომ ექვსი დღის განმავლო-ბაში გაკეთდება ჩვენი საქმეები, ხოლო მეშვიდე დღეს შაბა-თიადასვენება გამჩენისათვის. მიაქციეთ ყურადღება, იმის მაგივრად, რომ ეწეროს შეასრულებ შენს სამუშაოს, წე-რია შესრულდება შენი სამუშაო. ამით კი თორაში მოცე-მულია დაპირება, რომლის თანახმადაც, თუ ჩვენ დავიცავთ შაბათის კანონებს, გამჩენი ღირსად გვყოფს ფარნასაში ისე-თი დახმარებით, რომ მოგვეჩვენება, თითქოს ექვსი დღის განმავლობაში ჩვენი სამუშაო თავისთავად სრულდება.
მიუხედავად მიდრაშისა, რომ თუ ადამიანი შაბათს იცავს, ის ყველა მცნებას იცავს და თუ პირიქით არც ერთ მცნებას არ იცავს, ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად შა-ბათის დარღვევა შეიძლება და მიცვაც კია.
როდესაც ხაზონ იშიმეოცე საუკუნის უდიდესი ებ-რაელი ბრძენიისრაელში ჩავიდა და შაბათს ქალაქში მრავალი მანქანა დაინახა, გაუხარდა და სთქვა: რა და-ლოცვილი ქვეყანაა, რამდენი მშობიარე მიდის საავადმყოფო-ში შაბათს.
შაბათი შეიძლება საჩუქარს შევადაროთ, რომელიც საქ-მრომ (გამჩენმა) საცოლეს (ებრაელ ხალხს) უნდა მიარ-თვას. თუ საცოლე საჩუქარს უკან აბრუნებს, ესე იგი ქორ-წილი არ შედგება. ასევე, გვიხსნიდა ხაფეც ხაიმი, შაბათის დამრღვევი, თითქოსდა, გამჩენმა არ ქნას, გამჩენთან კავშირს არღვევს.
სხვა მრავალ კანონთან ერთად, მოშე რაბეინუმ ებრაე-ლებს ჯერ კიდევ უდაბნოში ასწავლა, რომ შაბათს ცეც-ხლის ანთება არ შეიძლება.
ერთხელ, ცოდვილმა იმპერატორმა ადრიანემ გამოიწვია რაბი იეჰოშუა ბენ ხანანია: მე თქვენს მოშეზე მაღლა ვდგავარ. ეს როგორ?გაუკვირდა რაბის. ძალიან ად-ვილად, მე ცოცხალი ვარ, ის კი მკვდარი. განა თქვენს წიგ-ნებში არ წერია, რომ ცოცხალი ძაღლი სჯობს მკვდარ ლომს? (კოჰელეთი, 9:4).
რაბი იეჰოშუამ უპასუხა: დაგეთანხმები, თუ ერთ პი-რობას შეასრულებ. გაეცი ბრძანება, რომ სამი დღის განმავ-ლობაში არავინ აანთოს ცეცხლი. ადრიანემ გასცა ბრძანე-ბა, მაგრამ საღამოს ტერასიდან დაინახეს ერთი სახლიდან ამომავალი ალი, გაგზავნეს მსტოვრები და აღმოჩნდა, რომ იქ ერთ-ერთ ავადმყოფს ექიმმა გაციების მოსარჩენად ცხელი სასმელების დალევა ურჩია. ხომ ხედავ,უთხრა რაბი იეჰოშუამ ადრიანეს,თქვენს ქვეშევრდომებს თქვენს სი-ცოცხლეშიც კი არ შეუძლიათ სამი დღე მოითმინონ და ცეცხლი არ აანთონ, ჩვენ კი ორი ათასი წლის წინ გაგვაფ-რთხილა ჩვენმა მასწავლებელმა მოშემ, რომ შაბათობით ცეცხლი არ ავანთოთ და, დღემდე, არც ერთ ებრაულ სახ-ლში შაბათს ცეცხლს არ ანთებენ. იქ, სადაც, გამჩენმა არ ქნას, და შაბათს ცეცხლს ანთებენ, ხშირად არის ხანძრები. ამიტომ ებრაელები შაბათის კანონების დაცვისას ყურადღე-ბით უნდა იყვნენ და, მით უმეტეს საქართველოში, სადაც არავინ ეწინააღმდეგება თავისუფლად დაიცვან თორის მცნე-ბები და, რა თქმა უნდა, შაბათიჩვენთვის ესოდენ მნიშ-ვნელოვანი მიცვა.
შაბათთან მე პირადად მაკავშირებს ჩემთვის ძალზე და-სამახსოვრებელი ისტორია. თვრამეტი წლის წინ, თებერვლის ერთ ცივ დღეს, შაბათს, სახლში ვიყავი და თორას ვსწავ-ლობდი. უცბად კარზე დააკაკუნეს. მე მივხვდი, რომ მოვიდა ვიღაც შაბათის დამცველი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზარს დარეკავდნენ. კარი გავაღე და დავინახე უცხო გოგონა ჩემს ნაცნობთან ერთად. აღმოჩნდა, რომ ზამთრის არდადეგებზე ლენინგრადიდან ნაცნობებთან ჩამოსულმა გოგონამ მათ სთხოვა შაბათს იქ მიეყვანათ, სადაც მას იცავდნენ, რადგან უკვე თავადაც იცავდა შაბათს. ჩემმა ნაცნობმა, შაბათის ყვე-ლა დამცველს შორის, რატომღაც მე ამომირჩია, თუმცა საკმაოდ შორს ვცხოვრობდი. ალბათ, გამჩენის ნება იყო ასე-თი, რადგანაც, როგორც უკვე მრავალი თქვენგანი მიხვდა, ის გოგონა ჩემი მეუღლე დვორა იყო. ასე დაიწყო ჩვენი ნაცნობობა შაბათ დღეს.
საქართველოს ყველა შაბათის დამცველ ებრაელს ვუ-სურვებ, რომ მისი კანონების ცოდნა გაიღრმავონ. მათ კი, ვინც ჯერ კიდევ რაიმე მიზეზის გამო შაბათს ვერ იცავს, ამის კეთება თანდათანობით დაიწყონ. მრავალ წარმატებაზე გაკურთხოთ შაბათმა.

ფეკუდე


აი, გამოთვლები სკინიასთან (მიშქანთანგადასატან ტაძართან) დაკავშირებით. კვირის საკითხავი თავი ფეკუდე იწყება მოშეს მიერ ანგარიშის ჩაბარ