Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
წიგნის კითხვა

ავუწყოთ ფეხი დროს

ისი ხელჯოხი ისევ იქ ეკიდა.
თორა ნოახს წმინდანს, შეურყვნელს, გამჩენთან მავალს უწოდებს. წმინდანსქცევებში, შეურყვნელსფიქრებში. ჩვენ დიდ მამა ავრაჰამზე კი წერია, რომ ის გამჩენის წინ დადიოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ნოახს გამჩენის ხელშეწყო-ბა სჭირდებოდა იმისათვის, რათა წმინდანად დარჩენილიყო, ხოლო ავრაჰამს ეს არ ესაჭიროებოდა. ავრაჰამის უპირატე-სობა ნოახთან შედარებით იმაში გამოიხატება, რომ ის ცდი-ლობდა კერპთაყვანისმცემელიც კი გამჩენთან მიეახლოებინა. ის სდომის მაცხოვრებელთათვის ლოცულობდა. ნოახი, მიუ-ხედავად წმინდანობისა, მასზე დაბალ დონეზე იდგა.
ამ თავის პირველ წინადადებაში სამჯერაა ნახსენები სახელი ნოახი, რომელსაც სამი ვაჟი ჰყავდა: შემი, ხამი და იაფეტი. სამი სამყარო იხილა ნოახმა თავისი ცხოვრების მანძილზესამყარო წარღვნამდე, წარღვნა და მისი შემ-დგომი პერიოდი. ნოახის მსგავსად კიდევ ორმა წმინდანმა იხილა სამი სამყარო: დანიელი მოესწრო ტაძარს, მის დან-გრევას და აღდგენას, ხოლო იობმა საკუთარი სახლი აშენე-ბული, დანგრეული და ხელახლა აღდგენილი იხილა.
მაშ ასე, იწყება წარღვნა, რომელიც სამას სამოცდახუ-თი დღე გრძელდება. და შევიდნენ ნოახი და მისი ოჯახი, და ცხოველები კიდობანში წარღვნის წყლისაგან. გასაგე-ბია, რომ თორაში არც ერთი სიტყვა არაა ზედმეტი და ზო-გიერთი კანონი მხოლოდ მინიშნებითაა ნახსენები. მაშ, რა-ტომ უსვამს ხაზს თორა, რომ შევიდნენ ისინი კიდობანში წარღვნის წყლებისაგან. გასაგებია, რომ სხვა მიზეზი კი-დობანში შესვლისა, რომელსაც ნოახი ას ოცი წლის განმავ-ლობაში აშენებდა, არ არსებობს. რაში, თორის უდიდესი კო-მენტატორი გვეუბნება: ნოახი არც თუ ისე დიდი მორწმუნე იყო, სანამ წყალმა მის მუხლებამდე არ მიაღწია, იგი კიდო-ბანში არ შევიდა~.
ხასიდთა ერთ-ერთი რაბინი, რაბი იცხაკ აიზიკი გვიხ-სნის, რომ ჩვენ ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ნოახი ნაკლებად მორწმუნე იყო. თორა ხომ მასზე წერსნოახი წმინდანი და შეურყვნელია. და მართლაც, ნოახს ბოლო წუ-თებამდე სჯეროდა, რომ გამჩენი უდიდესი მოწყალეა, და წარღვნით არ გაანადგურებდა ყველაფერს, რაც თავადვე შექმნა. ამიტომაც არ შედიოდა კიდობანში, მანამ სანამ, ამის გაკეთება წარღვნის წყალმა არ აიძულა.
მართალია თორის პირველ წიგნში - ბერეშით - კანო-ნები არ არის მოცემული, მაგრამ ის სამყაროს შექმნასა და ადამიანებზე მოგვითხრობსადამზე, ნოახზე, ავრაჰამზე, იცხაკზე, იაყაკობზე, და მის თორმეტ ვაჟზე ეგვიპტეში შეს-ვლამდე. ამ ცხოვრებაში მრავალი რამაა და თუ როგორ უნ-და მოიქცეს ადამიანი ამ სამყაროში, ის ჩვენი დიდი მამების მოქმედებიდან გამომდინარე სწავლობს, ან იმ მინიშნებებიდან, რაც ჩანს და რასაც გვიჩვენებენ ჩვენი ბრძენები.
ნოახთან კიდობანში წმინდა და არა წმინდა~ ცხოვე-ლები მოვიდნენ. თორა სპეციალურად არ წერს სიტყვას ტარეფა~, რათა ზედმეტად არ იხმაროს უარყოფითი კონ-ტექსტის მქონე სიტყვები. ასევე ჩვენც, არა მხოლოდ უწმა-წური სიტყვების წარმოთქმისაგან უნდა შევიკავოთ თავი, არამედ, სადაც შესაძლებელია, დადებითი სიტყვა წარმოვ-თქვათ უარყოფითის ნაცვლად. მაგალითად, სჯობს ვთქვათ არაქაშერი~, ვიდრე ტარეფა~, არაა სუფთა~, ვიდრე ჭუჭყიანია~, ან არაა სიმართლე~, ვიდრე ტყუილია~.
თორა მოგვითხრობს, რომ კიდობანში შედიან ნოახი, შემი, ხამი, იაფეტი, ნოახის მეუღლე და მათი შვილების სა-მი მეუღლე. კიდობნიდან გამოსვლისას ჩამოთვლილთა თან-მიმდევრობა უკვე სხვანაირიანოახი, მისი მეუღლე, შვი-ლები და მათი მეუღლეები.
გასაგებია, რომ თორა არ შეგვატყობინებდა, ისინი რო-გორ შევიდნენ და გამოვიდნენ კიდობნიდან. ეს არც ისე მნიშვნელოვანია. ამ თანმიმდევრობის მოცემით თორა გვეუბ-ნება, რომ მიცვის - განაყოფიერდით და გამრავლდით~ შესრულება კიდობანში მათ აკრძალული ჰქონდათ იმის გამო, რომ ეს ქმედება არ მიიჩნეოდა შესაფერისად სამყაროს გა-ნადგურების პერიოდში. კიდობნიდან გამოსვლისას კი ამ მიც-ვის შესრულება უკვე შეეძლოთ. ამასთან თორა ამის შესა-ხებ მხოლოდ მიგვანიშნებს, რაც იმას გვასწავლის, რომ არ-სებობს ისეთი რამ, რაზეც ხმამაღლა არ საუბრობენ. გემარა წერს, რომ ყველამ იცის, თუ სად და რისთვის მიდიან სიძე და პატარძალი, მაგრამ ვინც ამაზე ხმამაღლა ლაპარაკობს, ის გაუზრდელია. თორიდან ჩვენ არა მხოლოდ კანონებს ვსწავლობთ, არამედ სულის დასახვეწად საჭირო ცხოვრები-სეულ სიბრძნესაც.
წარღვნის შემდეგ კიდობნიდან გამოსულმა ნოახმა გა-ნადგურებული სამყარო დაინახა. მან გამჩენს მსხვერპლი შესწირა, გამჩენი კი მას დაპირდა, რომ აღარასოდეს მოუვ-ლენდა ქვეყნიერებას წარღვნას და ნიშნად ამისა ცაზე ცი-სარტყელა გამოჩნდებოდა. ეს კი იმის მიმანიშნებელია, რომ ხალხი ისევ სცოდავს და წარღვნა ისევ შეიძლებოდა განმე-ორებულიყო. მაგრამ შემოქმედი ასრულებს თავის დანაპი-რებს: არ გაანადგუროს სამყარო.
და მოაშენა ნოახმა ვენახი~. მიდრაშის თანახმად ყურძენი იმავე დღეს დამწიფდა, ნოახმა ღვინოც დაწურა, დალია და დათვრა. და ყველაფერი ეს ერთ დღეში მოხდა. გამოდის, როცა ადამიანი რაიმეს ისე არ აკეთებს, როგორც საჭიროა, მაინც ღებულობს ზეციურ დახმარებას. ნოახის ვე-ნახში ხომ აშკარა სასწაული მოხდა.
დიახ, ჩვენი ბრძენები ამბობენ, რომ თუ ადამიანს გან-წმენდა სურს, მას ზეციდან ეხმარებიან და თუ ის რაიმის შებილწვას მოისურვებს, ასეთ შესაძლებლობასაც გზას უხ-სნიან.
ადამიანის წარმატება რაიმე საქმეში სრულებითაც არ ამტკიცებს იმას, რომ მისი ცხოვრების გზა გამჩენისათვის მისაღებია. ნოახის ვენახის მაგალითი ამის კარგი ილუსტრა-ციაა. რა თქმა უნდა, ახალი სამყაროს შენებისას ნოახს სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეები უნდა ეკეთებინა. ყველა-ფერზე, რის კეთებასაც ის დაიწყებდა, გამჩენისაგან უდიდესი კურთხევა მიუვიდოდა. ყველა უბედურების შემდეგ ყოველ-თვის ასე ხდება.
განა დიდი შანსი ჰქონდათ ებრაელებს მეოცე საუკუნეში შეექმნათ საკუთარი სახელმწიფო, რათა მილიონობით ადამი-ანი დაბრუნებოდა ისტორიულ მიწას? გასაგებია, რომ ეს შანსი ძალზე უმნიშვნელო იყო. ქვეყანათა უმრავლესობამ, არაბების კოლოსალური წნეხის მიუხედავად, ისრაელის სა-ხელმწიფოს შექმნას დაუჭირა მხარი. გასაგებია, რომ ეს ყველაფერი გამჩენის პირდაპირი ჩარევის გარეშე ვერ მოხდე-ბოდა.
ჩვენი წმინდა თორა ჩვენს ხალხს მრავალ სულიერ და მატერიალურ კურთხევას ჰ