Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
წიგნის კითხვა

ავუწყოთ ფეხი დროს

დეს. მოდით, ყვე-ლაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ.
მაშ ასე, თორის ბოძების შემდეგ მოშე სინაის მთაზე ადის ორმოცი დღის განმავლობაში გამჩენისაგან თორის შე-სასწავლად და ებრაელებს პირდება, რომ ორმოცი დღის შემდეგ დაბრუნდება. ორმოცი დღის დასასრულს გამჩენი მო-შეს ორ, ფორმითა და ზომით ერთნაირ, საფირონის დაფას (ლუხოთ) აძლევს. მათზე ათი მცნებაა ამოტვიფრული. რა-ტომ ათი მცნება და არა მთლიანად თორა? როცა ბავშვი სწავლას იწყებს, მასწავლებელი მას ანბანს ასწავლის და ამისათვის ასოებს დაფაზე წერს. მხოლოდ მოგვიანებით, რო-ცა ანბანი უკვე იცის, მოსწავლეს შესასწავლად წიგნს აძ-ლევენ. ასევე გამჩენმა თორა ჯერ ათი მცნების ჩვენებით გაგვაცნო. ამით თორის ძირითადი პრინციპები გვასწავლა, და მხოლოდ ამის შემდეგ, მოგვიანებით, მოგვცა მთლიანად ნა-წერი თორა.
მაშ ასე, შვიდ სივანს, თორის ბოძების შემდეგ, მოშე სინაის მთაზე ადის. დადგა 16 თამუზის დღე, როცა ებრა-ელთა გამოთვლით, მოშე უნდა დაბრუნდეს, მაგრამ ის არ ჩანს. საქმე ისაა, რომ მოშემ ორმოცი დღე იგულისხმა მისი წასვლიდან მეორე სრული დღით დაწყებული და უნდა დაბ-რუნებულიყო 17 თამუზს.
ებრაელმა ხალხმა თავი უცბად სრულიად განმარტოე-ბულად იგრძნო, საშინელ უდაბნოში, წინამძღოლის გარეშე, რომელმაც მათთვის მრავალი სასწაული მოახდინა და ისინი აქამდე მოიყვანა. ამასთან მათ ბოროტების ხმა ეჩურჩულებო-და: აბა, როგორ შეუძლია ადამიანს (მოშეს) ორმოცი დღე საკვებისა და სასმელის გარეშე ცოცხალი დარჩეს. ებრაელ-თა ეგვიპტიდან გამოსვლისას მათ სხვადასხვა ჯურის ადამი-ანები (ერევ რავ) შეუერთდნენ. სწორედ მათ წამოიწყეს ამ-ბოხი, აჰარონთან, ხურთან და სამოცდაათ ბრძენთან მივიდ-ნენ და მოითხოვეს: მოშე გაქრა, მოგვეცით შემცვლელი, ახალი წინამძღოლი, რომელიც ებრაელად შობილებთან თა-ნასწორობას მოგვანიჭებს. მაშინ ჩვენზეც იქნება შეხინა (გამჩენის თანხლება), ისევე, როგორც მოშეზე. ხურს და მირიამს მკაცრად უსაყვედურეს: თქვენ სასჯელს იმსახუ-რებთ, გამჩენს რომ ემადლიერებით. ყველაზე უწმინდურებმა ხური ქვებით ჩაქოლეს, რადგანაც მკეთრად უპასუხა მათ. სწორედ ასეთი პასუხის გამო არ დაიცვა გამჩენმა. მაგრამ ხურის თავგანწირვა გამჩენის განდიდებისათვის (კიდუშ ჰა-შემ) მის შთამომავლებში დაფასდა, რომელთაც დიდებას მი-აღწიეს. მისმა შვილიშვილმა ბეცალელმა მიშქანიგადასა-ტანი ტაძარი უდაბნოსთვის, ბეით ჰამიკდაშის (ტაძრის) პირ-ველსახე ააგო.
როცა ერევ რავმა~ აჰარონს ოქროს ხბოს აგება მოს-თხოვა, ის დათანხმდა, რადგანაც მისი მოკვდინების ცოდვას უკვე აღარ აპატიებდა გამჩენი ხალხს. მაგრამ დროის გაყვა-ნის მიზნით მან ბრძანა: მოიტანეთ თქვენი ცოლ-შვილის ოქროს საყურეები~. მას იმედი ჰქონდა, რომ ქალები ვერ შეძლებდნენ ძვირფასი ნივთების გაღებას. სანამ ქმრები ცო-ლებს დაიყოლიებდნენ, კიდევ ერთი დღე გავიდოდა და მო-შეც დაბრუნდებოდა. ქალებმა ძვირფასეულობასთან განშორე-ბაზე მართლაც უარი სთქვეს, მაგრამ არა მათთან შეჩვევის გამო. მათ კერპის გაკეთება არ სურდათ. მამაკაცებმა ხბოს გასაკეთებლად საკუთარი ძვირფასეულობა გაიღეს, ამიტომაც დაისაჯნენისინი უდაბნოში დაიხოცნენ და ისრაელის მი-წაზე ვერ შევიდნენ, ყველა ქალი კი წმინდა მიწაზე ავიდა.
როცა აჰარონმა ოქრო გასადნობად ცეცხლში ჩააგდო და საჭრეთლით გამოსახულების მიღება დაიწყო, ანუ მეტა-ლის დასამუშავებლად მან ყველაზე გრძელი გზა აირჩია, ერევ რავის ჯადოქრებმა ჯადოსნობით ცოცხალი ხბოს გაკე-თება მოახერხეს. სწორედ მაშინ დაიძახეს მათ: აი, შენი ღმ-თი ისრაელო, ის ვინც გამოგიყვანა ეგვიპტიდან. უნდა აღინიშნოს, რომ ხალხის უმრავლესობამ არ დაიჯერა ეს და გამჩენის ერთგულნი დარჩნენ. მაგრამ, რადგანაც ისინი ცოდ-ვის ჩამდენთ არ შეეწინააღმდეგნენ, გამჩენმა ისრაელის ყვე-ლა შვილი დამნაშავედ ჩათვალა.
მოშე ორმოცი დღის განმავლობაში ლოცულობდა, რათა გამჩენს ოქროს ხბოს ცოდვის გამო ებრაელები არ გაენად-გურებინა და პატიებას მიაღწია. მაგრამ გამჩენის მიერ პატი-ებისათვის წარმოთქმულ სიტყვებში არის ერთი ცვლილება. თუ ადრე უდაბნოში ებრაელებთან თავად გამჩენი იყო, ახლა მათ ანგელოზი წარუძღვებოდა, რადგანაც, როგორც გამჩენი გვიხსნის, ის ებრაელთა შორის მათი სიჯიუტის გამო აღარ იქნება.
მოშე გამჩენს ეხვეწება, რომ კვლავ წარუძღვეს ებრაე-ლებს და არგუმენტად ებრაელი ხალხის სიჯიუტეს ასახე-ლებს. გაუგებარია! მიზეზს, რომლის გამოც გამჩენს აღარ სურს ებრაელებთან ყოფნა, მოშე გამჩენის იმაში დასარწმუ-ნებლად იყენებს, რომ ებრაელ ხალხს დაუბრუნდეს. როგორ ავხსნათ ეს? მისი არსი შემდეგში მდგომარეობს: მოშე გამ-ჩენს ეუბნება: დიახ, მართალია, რომ ჩვენ ჯიუტები ვართ, ვერ დაგვძრავ, ვერ შემოგვატრიალებ, მაგრამ თორის კანონე-ბით საცხოვრებლად, იმისათვის, რომ არ გადავუხვიოთ მათ მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში, მაშინაც კი, როცა დაგვცინიან, როცა გვიკრძალავენ, ზუსტადაც რომ სიჯიუტეა საჭირო. დიახ, ზუსტად ამ მიზეზის გამო უნდა იყოს ჩვენ-თან გამჩენი, რადგანაც ზუსტად ჯიუტი ხალხი შეეფერება თორის კანონებით ცხოვრებას.
როცა ამ სტრიქონებს ვკითხულობ, ჩემს ებრაულ ისტო-რიაზე ვფიქრობ, ვფიქრობ იმაზე, რაც ჩემთვის ძალზე ნაც-ნობი და ახლობელია, საქართველოს ებრაელთა მიერ გამჩე-ნისადმი საკუთარი რწმენისათვის ჩადენილ გმირობაზე, სი-ჯიუტეზე, კომუნიზმის წლებში. დევნის, დაშინებების, დას-ჯის მიუხედავად, ჩვენი ათობით და ასობით ხახამი ბავშვებს თორას, ლოცვებს ასწავლიდა, ბრით მილას აკეთებდა, შა-ბათს არ მუშაობდა და ამისათვის ათასგვარ მიზეზს იგონებ-და. ციხეში და ბანაკებშიც კი ქაშრუთს იცავდნენ. 1953 წელს, როცა სალოცავისბეით ქნესეთის დაკეტვას და მი-სი შენობის კინოთეატრად გადაკეთებას აპირებდნენ, ებრაე-ლები ქვაფენილზე გაწვნენ და სალოცავში მისი დამანგრე-ველნი არ შეუშვეს.
ახლა სხვა დროა და ხალხს სხვა გამოცდები აქვს, მაგრამ, მოდით, შევინარჩუნოთ ჩვენი სიჯიუტე~, ის სიჯიუ-ტე, რომელზეც მოშე რაბეინუ მიუთითებდა გამჩენს, სიჯიუ-ტე, რომ ჭეშმარიტ ებრაელებად დავრჩეთ, დავიცვათ თორა და მისი კანონები.

ვაიაკჰელ


კვირის საკითხავი თავი ვაიაკჰელ მიშქანის (გადასა-ტანი ტაძრის) მშენებლობას ეძღვნება. მაგრამ მშენებლობის აღწერას შაბათის კანონების ახსნა უძღვის წინ. რატომაა თორაში შაბათისა და მიშქანის კანონები ერთად? ერთი მხრივ, ეს იმას გვასწავლის, რომ შაბათის დარღვე