Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
წიგნის კითხვა

ავუწყოთ ფეხი დროს

თხულობენ. სწორედ ამაზე მიგვანიშნებს თორა, როცა არ ახსენებს მოშე რაბეინუს. ბაალ ჰატურიმის მიხედვით კი, ამ თავში მოშეს სახელი იმიტომ არაა ნახსენები, რომ გამ-ჩენმა რეაგირება მოახდინა მის სიტყვებზეშენ ანადგუ-რებ ებრაელ ხალხს, მაშინ ჩემი სახელიც ამოშალე შენი წიგნიდან,როცა ებრაელებმა ოქროს ვერძი გააკეთეს.
გასაგებია, რომ, გამჩენმა ნუ ქნას, მთლიანად თორიდან მოშეს სახელი ამოშლილი არაა, მაგრამ დიდი ადამიანის, ბრძენის სიტყვას ზეცაში უყურადღებოდ არ სტოვებენ. ამი-ტომ მოშეს სიტყვების გამო ამომშალე შენი წიგნიდან, მაშინაც კი, როცა ისინი დაკავშირებულია პირობასთან (თუ გაანადგურებ ებრაელ ხალხს), გამჩენის მიერ მისი სახელი თეცავე-ში არაა ნახსენები.
თორის ბრძენთა ლოცვას გამჩენი რომ ასრულებს, დიდი ხანია ცნობილია. ცადიკი (წმინდანი) ადგენს, გამჩენი კი ას-რულებს, ასე გვეუბნებიან ჩვენი ბრძენები.
უდიდესი ბრძენების აბაისა და რავას პერიოდში ერთი სიზმრების ამხსნელი ცხოვრობდა. თუ მას სიზმრის ახსნის წინ უხდიდნენ, ის კარგს უწინასწარმეტყველებდა, ხოლო თუ არაცუდს. აბაი მას ყოველთვის უხდიდა და კარგ ახსნასაც ღებულობდა, რაც ყოველთვის უხდებოდა კიდევაც. რავა კი სიზმრების ამხსნელს არ უხდიდა და ისიც ყოველ-თვის ცუდს უწინასწარმეტყველებდა. მასაც უხდებოდა ყვე-ლაფერიწარუმატებლობები, სიკვდილი, სიღარიბე და სხვა.
ერთხელ სიზმრების ამხსნელს როგორღაც ის წიგნი დაუვარდა, რომლიდანაც ახსნის სიბრძნეს სწავლობდა. რავამ აიღო ის და წაიკითხა პირველი წესისიზმრები მისი ახ-სნის მიხედვით სრულდება, ე.ი. ისინი მის ამხსნელზე არიან დამოკიდებულნი. რავა მიხვდა საკუთარ უბედურებათა მი-ზეზს და სიზმრების ამხსნელს ხელისუფლების ხელში ჩა-ვარდნა უსურვა. ის მიხვდა, რომ ასეთი დიდი ბრძენის ნათ-ქვამი აუცილებლად აუხდებოდა და რომში გაიქცა, მაგრამ იქ მაინც ჩაუვარდა რომის ხელისუფალთ და სიკვდილით დაისაჯა. სიტყვებს კოლოსალური ძალა აქვთ. ცოტა ხნის წინ ასეთი რამ მკითხეს: ერთ ოჯახში ერთმა ქალმა გაბრა-ზებულმა წამოიძახა: თქვენთან ცხოვრებას სიკვდილი მირ-ჩევნია. რაბინთან კონსულტაციის შემდეგ ჩვენ გადავწყვი-ტეთ ჰათარათ კლალოთ (წყევლის მოხსნა).
დაახლოებით 25 წლის წინ ისრაელის ყველაზე დიდი იეშივის, პონევიჩის, ხელმძღვანელს რაბი შახს, კურთხეუ-ლია წმინდანის სახელი, ბნეი ბრაკში მენახემ ბეგინმა მიმარ-თა, ის მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო. მან სთხოვა, რომ იე-შივის თალმიდებს ისრაელის მფრინავებისათვის, რომლებიც ერაყის ატომური რეაქტორის დასაბომბად მიფრინავდნენ, თე-ჰილიმი წაეკითხათ. მათ შორის იყო ისრაელის პირველი კოსმონავტი ილან რამონიც, კურთხეულია მისი სახელი. რა თქმა უნდა, თალმიდებმა ყველა დეტალი არ იცოდნენ, რად-გან ეს სახელმწიფო საიდუმლო იყო, მაგრამ მთელი გულით ლოცულობდნენ.
კვირის საკითხავი თავი თეცავე იწყება გამჩენის მი-თითებით იმაზე, რომ მენორის ასანთებად ყველაზე სუფთა ზეითუნის ზეთი აიღონ. მენორასათვის მხოლოდ ზეთისხილის ის ზეთი გამოდგებოდა, რომელიც მისი დანაყვის შედეგად მიიღება და არ შეიძლებოდა მისი წისქვილის ქვაში გატარე-ბა იმისათვის, რომ ნალექი არ გასჩენოდა.
და რისთვის სჭირდება გამჩენს, რომელიც მთელ სამყა-როს ანათებს, მენორის ანთება? საქმე ისაა, რომ, როცა გამ-ჩენს ებრაელები უდაბნოში დაყავდა, ის უნათებდა გზას, მაგრამ, როცა მათ მიშქანი (გადასატანი ტაძარი), მისი შე-ხინის ადგილი, ააგეს, გამჩენმა უთხრა, რომ ახლა თვითონ გაენათებინათ მისთვის. გამჩენს არ სურდა, რომ ებრაელებს თავი დავალებულად ეგრძნოთ და ამ გზით ვალის გადახდის საშუალება მისცა. გასაგებია, რომ გამჩენს ჩვენი სინათლე არ სჭირდება.
ჩვენც ასევე უნდა ვიქცეოდეთ. ხშირად, როდესაც გაა-კეთებს რაიმე სიკეთეს, ადამიანი უარს ამბობს სამაგიეროდ რაიმეს მიღებაზე. სინამდვილეში ის არასწორად იქცევა, ანუ ადამიანი, რომელსაც ეს სიკეთე გაუკეთა, თავს დავალებუ-ლად გრძნობს და არ შეუძლია ამ ვალის გადახდა. ამიტომ, თუ ეს ადამიანი რაიმეს გვაძლევს, რომც არ გვჭირდებოდეს, უნდა ავიღოთ. ამით ის თავს დამცირებულად აღარ იგ-რძნობს.
ასევე საჭიროა ადამიანის პატიება შეგვეძლოს, რათა მან თავი დამნაშავედ არ იგრძნოს. ჩვენ ამას იოსეფ ჰაცადი-კის სიტყვებიდან ვსწავლობთ: ახლა კი ნუ იდარდებთ, რადგანაც სარჩოსათვის გამომაგზავნა გამჩენმა თქვენს წი-ნაშე (ეგვიპტეში) ამრიგად, თქვენ კი არ გამომაგზავნეთ აქ, არამედ ღმ-თმა, და დამაყენა ფარაონის მთელი ეგვიპ-ტის მიწა-წყლის მმართველად.
გამოდის, რომ იოსეფი დავალებულია ძმებისგან. მისი თქმით, ასე მათ გამო ამაღლდა.
კვირის ამ თავში მთავარი ქოჰენის სამოსია აღწერილი. ერთ-ერთ მათგანს ეფოდი~ ჰქვია. თორა მას არ აღწერს. თორის კომენტატორი რაში გვეუბნება, რომ მან ზეპირ თო-რაში ეფოდის აღწერილობა ვერ იპოვა, მაგრამ გული უკარ-ნახებს, რომ მას უკან იკრავენ, ამით იმ წინსაფარს მოგვა-გონებს, როგორსაც წარჩინებული ფრანგი ქალები იკეთებ-დნენ ცხენზე ჯდომისას.
გასტენინის ადმორი გვეუბნება: წმინდა რაშიმ მთელი ცხოვრება სიწმინდეში გაატარა, მაგრამ ერთხელ ისე მოხდა, რომ მან ცხენზე ამხედრებული ფრანგი დიდგვაროვანი ქალე-ბი დაინახა. მათ კოჭებამდე სიგრძის წინსაფრები ჰქონდათ. ეს მხოლოდ მაშინ მოხდა, როცა ქოჰენ გადოლის ტანსაც-მლის აღმწერ კომენტარებს წერდა. ის მიხვდა, თუ რატომ დაანახა გამჩენმა ფრანგი დიდგვაროვანი ქალები. ჩვენც უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, შემთხვევითი არაა. ყველაფერი, დადებითიც და უარყოფითიც, იმისათვის ხდება, რომ რაიმე სიბრძნე ვისწავლოთ, ან გა-მოცდას გავუძლოთ და სულიერად ავმაღლდეთ.

ქი თისა


კვირის საკითხავი თავი ქი თისა თავისი სიდიდით გა-მოირჩევა139 ფასუკით (წინადადება, ნაწყვეტი) და თემა-თა მრავალფეროვნებით: ნახევარი შეკელის შეგროვება უდაბ-ნოში ებრაელთა რაოდენობის დასადგენად (ებრაელთა სათი-თაოდ დათვლა არ შეიძლება, რადგან შესაძლებელია ავი თვალის გავლენის ქვეშ მოხვედრა), წმინდა მოსაცხები ზე-თი, საკმეველი (კტორეთ), შაბათი, აღთქმის დაფების ხელმე-ორედ მიღება და ა.შ. მაგრამ ამ თავის ცენტრალური თემა, უდავოდ, ოქროს ხბოს ისტორიაა, რომლითაც ებრაელებმა თორის ბოძებიდან მეორმოცე დღეს შესცო