ავუწყოთ ფეხი დროს
ტრაციო ბანაკის საბჭოთა არმიის მიერ განთავი-სუფლების მესამოცე წლისთავს აღნიშნავდნენ. როგორც ცნობილია, ეს მეოცე საუკუნის ამალეკისჰიტლერის, მოკ-ვეთილ იქნას მისი სახელი, მიერ ებრაელთა ჟლეტვის ძირი-თადი ადგილი იყო. გამორჩეულად მკრეხელური ის ფაქტი იყო, რომ ამ დღეებისათვის რუსეთის გენერალურ პროკურა-ტურაში რუსეთის დუმის 19 დეპუტატი-ანტისემიტის გან-ცხადება შევიდარუსეთის ტერიტორიაზე ყველა ებრაული ორგანიზაციის მოქმედების შეწყვეტის შესახებ. ალბათ ამან უბიძგა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რომ რუ-სეთის ტერიტორიაზე ანტისემიტიზმის გამოვლინება ეღიარე-ბინა (მგონი, რუსეთის ისტორიაში პირველად) და მათ მა-გივრად ბოდიში მოეხადა.
მე დედის მონაყოლი გავიხსენე. როცა ფაშისტები სა-ქართველოში შემოსვლას აპირებდნენ, მისი კლასელები ებრა-ელ ამხანაგებს ინაწილებდნენ, ვისაც თავიანთ სახლებში და-მალავდნენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ტოლერანტობა, რომელსაც საქართველოში ავლენენ აქ მაცხოვრებელი ნების-მიერი ხალხის მიმართ, განსაზღვრავს ერთმანეთის თმენის, სიყვარულისა და მეგობრობის განწყობას ქართველ და ებრა-ელ ხალხს შორის. არასოდეს და არავინ შერცხვება საქარ-თველოში ანტისემიტიზმის გამო. ამენ.
თერუმა
სიტყვა თერუმა წმინდა ენიდან ითარგმნება როგორც შესაწირავი. კვირის საკითხავი თავი თერუმა უდაბნოში მოძრავი ტაძრისა და მისი შიდაგაწყობის, აშენების საკით-ხებს განიხილავს. მოძრავი ტაძრის (მიშქანის) აშენებისათვის საჭირო მასალა ისრაელის შვილებმა მოიტანეს, მამაკაცებმა და ქალებმა. თორაში გვიწერია, თუ რას ეუბნება გამჩენი მოშეს: უთხარი ებრაელებს, აიღონ ჩემთვის თერუმაშესაწირავი მიშქანის ასაშენებლად. გრამატიკულად უნდა ეწეროს არა აიღონ, არამედ მომცენ. ებრაელები ხომ აძ-ლევენ შესაწირავს წმინდა მიზნებისათვის და არ იღებენ, მაშ რატომ წერია აიღონ? პასუხში კი ის იგულისხმება, რისი სწავლებაც გამჩენს ჩვენთვის სურსრომ კეთილ საქმეთა ქმნით ადამიანი იმაზე გაცილებით მეტს იღებს, რა-საც გასცემს. ცედაკის გაცემისას ადამიანი მიცვას ასრუ-ლებს, სულიერად მაღლდება და გამჩენისაგან უამრავ ფიზი-კურ და სულიერ კურთხევას ღებულობს. ცედაკას შეუძლია ადამიანი სიკვდილსგან მაშინაც კი გადაარჩინოს, როცა ზე-ცაში განაჩენი უკვე გამოტანილია.
სიტყვების ყასერგამოყავი შენი შემოსავლის მეა-თედი ნაწილი და აშერსიმდიდრე, ერთი და იგივეა. გა-მოყავი მეათედი და გამდიდრდები.
ერთხელ რაბი ლუპიანი (კურთხეულია წმინდანის ხსოვ-ნა) ერთ მდიდართან მივიდა და სთხოვა ღარიბებისათვის განსაზღვრული თანხა გამოეყო. მდიდარი კაცი უკვე ხანში შესული იყო და ძალიან ხელმოჭერილი ბრძანდებოდა. რო-ცა ახალგაზრდა ვიყავი, მაშინაც მეუბნებოდნენ რაბინები, გამოყავი მეათედი და გამდიდრდებიო,უთხრა მან რაბისმე კი არ ვუსმენდი მათ, არაფერს ვაძლევდი ღარიბების-თვის, კაპიკს კაპიკზე ვადებდი და გავმდიდრდი.
რაბი ლუპიანმა უთხრა: მე მოგიყვები იგავს და შენ მიხვდები, თუ რა დაგემართა. იყო ერთი კაცი, რომელსაც ორი პროფესიის არჩევა შეეძლო. ის ან იუველირი უნდა გამხდარიყო, ან მჭედელი. მან მჭედლობა აირჩია. რამდენიმე წლის შემდეგ ის თავის მეგობრებს ამაყად ეუბნებოდა: რა ჭკვიანი ვიყავი, როცა მჭედლობა ვარჩიე იუველირობას. ჩემ-თან ხომ შესაკეთებლად მხოლოდ რკინა მოაქვთ, ოქრო კი არავის მოაქვს. რა მეშველებოდა, ოჯახს რით შევინახავდი, იუველირი რომ გავმხდარიყავი. მეგობრებმა უპასუხეს: სუ-ლელო, როგორ შეიძლება რაიმე დასკვნა გამოიტანო იქიდან, რომ შენ იუველირობას მჭედლობა არჩიე. რა იცი რა იქნე-ბოდა, იუველირი რომ გამოსულიყავი. შეუძლებელია დაინახო ერთი გზა მეორე გზიდან.ასევე ხარ შენ,დაამთავ-რა რაბი ლუპიანმა, როგორ გამოგაქვს დასკვნა იქიდან, რომ ცედაკას არ გასცემდი და იმიტომ გამდიდრდი? იქნებ ცედა-კის გაცემის შემთხვევაში შენ ორჯერ ან, შეიძლება, სამჯერ უფრო მეტად გამდიდრებულიყავი.
მშვენიერ იგავს გვიყვება ხაფეც ხაიმი იმის შესახებ, თუ როგორ ინახავენ ფულს და ღარიბებს კი არ აძლევენ: იყო ერთი გლეხი, უბრალო ადამიანი, რომელმაც დათვლა არ იცოდა. ერთხელ მან ბაზარში ტომრებით ფქვილი მიიტა-ნა გასაყიდად და ძალიან ეშინოდა, რომ მოატყუებდნენ. რო-ცა მყიდველი გამოჩნდა, მოილაპარაკა მასთან: ფქვილის ყო-ველი ტომარა ათი მანეთი ღირს და, იმისათვის, რომ გავი-გოთ თუ რამდენი ტომარა აიღე, ყოველი ტომრის აღების შემდეგ ყუთში კაპიკი უნდა ჩადოო. ე.ი. თუ ყუთში ოცდაათი კაპიკი აღმოჩნდებოდა, მყიდველს სამასი მანეთი უნდა გადაე-ხადა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მყიდველი პატიოსნად დებდა ყუთში კაპიკს ყოველი ტომრისათვის. მაგრამ რომე-ლიღაც მომენტში გლეხმა დაინახა, რომ არავინ უყურებდა, და ყუთიდან რამდენიმე კაპიკი ამოიღო. ვინ დარჩა საბოლო-ოდ მოტყუებული? გასაგებია, რომ ყოველი მოპარული კაპი-კისათვის გლეხმა ათი მანეთი წააგო. ამ გლეხის მაგალითზე ხაფეც ხაიმი გვიჩვენებს იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს აკლებენ, როცა ღარიბებს ცედაკას არ აძლევენ.
სიტყვებს და აიღებენ ჩემთვის შესაწირავს და არა მომცემენ კიდევ ერთი ახსნა აქვთ: თუ ის, ვისაც სწირა-ვენ, წარჩინებული ადამიანია, მაშინ მიმღები თითქოს თავად გასცემს. თუ ვინმე რაიმეს მეფეს ჩუქნის და მეფე თანახმაა ეს საჩუქარი მიიღოს, მაშინ ძღვენს არა ის ადამიანი უძ-ღვნის, რომელიც აძლევს, არამედ მეფე, რომელიც დათან-ხმდა ის მიიღოს.
ასევეა იმ ადამიანთა მიმართებაშიც, რომელთაც მოძრავ ტაძარში (მიშქანში) შესაწირი მიაქვთ. თუ ზეციური მეფე თანახმაა მისი ძღვენი მიიღოს, მაშინ ეს იმ ადამიანისათვი-საა საჩუქარი, რომელიც სწირავს.
ასევეა ის ადამიანი, რომელიც ცედაკას გასცემს.
საჭიროა გამჩენის წყალობა დავიმსახუროთ, რათა გასა-ცემი გვქონდეს და, რომ ის, რასაც გავცემთ, წმინდა საქმეე-ბისათვის დაიხარჯოს. გამჩენმა ღირსგვყოს ყველანი ასეთ კეთილ საქმეებზე.
თეცავე
თორის მეორე წიგნის შემოთ-ის კვირის საკითხავ თა-ვებს შორის თეცავე ერთადერთია, რომელშიც ჩვენი დიდი მამა მოშე რაბეინუ ნახსენები არაა. როგორც ვილენის გაონი გვიხსნის, 7 ადარი მოშე რაბეინუს გარდაცვალების დღეა და ეს დღე სწორედ იმ კვირას ემთხვევა, როცა თეცავე-ს კი
ძებნა
სარჩევი
- ბერეშით
- ნოახ
- ლეხ-ლეხა
- ვაიერა
- ხაიეი სარა
- თოლდოთ
- ვაიეცე
- ვაიშლახ
- ვაიეშევ
- მიკეც
- ვაიეხი
- შემოთ
- ვაერა
- ბო
- ბეშალახ
- ითრო
- მიშფატიმ
- თერუმა
- თეცავე
- ქი თისა
- ვაიაკჰელ
- ფეკუდე
- ვაიკრა
- ცავ
- შემინი
- თაზრია
- მეცორა
- ახარეი მოთ
- კედოშიმ
- ემორ
- ბეჰარ
- ბეხუკოთაი
- ბამიდბარ
- ნასო
- ბეჰაალოთხა
- შელახ ლეხა
- კორახ
- მატოთ
- მასყე
- დებარიმ
- ვაეთხანან
- ყეკევ
- ქი რეე
- შოფტიმ
- ქი თეცე
- ქი თავო
- ნიცავიმ
- ვაიელეხ
- ჰააზინუ