Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
წიგნის კითხვა

ავუწყოთ ფეხი დროს

br />3. არ წარმოსთქვა გამჩენის სახელი ტყუილ-უბრალოდ, ანუ არ დაიფიცო გამჩენის სახელი ტყუილზე, და ნუ წარ-მოსთქვამ მის სახელს საჭიროების გარეშე (ლოცვისა და თორის სწავლის გარდა).
4. თან გახსოვდეს შაბათი დღე და თან დაიცავი იგი, რადგანაც გამჩენმა ექვსი დღის განმავლობაში შექმნა ცა და დედამიწა, მეშვიდე დღეს კი დაისვენა. დაემსგავსე გამჩენს და დაამტკიცე შენი მისდამი რწმენა იმით, რომ შაბათს დაი-ცავ.
5. პატივი ეცი მამას და დედას შენსას. და, მას, ვისაც არა აქვს მადლიერების გრძნობა იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც უდიდესი საჩუქარი გაუკეთესსიცოცხლე, გამ-ჩენის მიმართაც არავითარი გრძნობა არ ექნება.
6. არ მოკლა
7. არ იმრუშო
8. არ იქურდო
9. ნუ იქნები ცრუ მოწმე
10. ნუ ინდომებ ნურაფერს, რაც შენს მოძმეს ეკუთ-ვნის: ნურც მის სახლს, ნურც მის ცოლს, და ნურც სხვა რაიმეს მისას.
თითქოს უცნაურია, პირველი ცხრა მცნება ადამიანის ქმედებებს ეხება, მეათე კი ნუ ინდომებ, მაგრამ მეათე მცნებას კოლოსალური მნიშვნელობა აქვს. მისი შეუსრულებ-ლობით შეიძლება წინა ცხრა მცნება არ დავიცვათ. და ეს რომ არ მოხდეს, ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა იფიქროს, რომ ყველაფერი, რაც გაგვაჩნია და რაც ჩვენ მოძმეს ეკუთვნის, გამჩენისაგანაა. ამაში არის უმაღლესი სამართალი, რის არ-სსაც ჩვენ ყოველთვის ვერ ვხვდებით.
თუ ადამიანი შეეცდება ჩაწვდეს და გაიგოს მცნებათა არსი, ის არასოდეს დაარღვევს ამ ათი მცნებიდან არც ერთს, ამით კი ყოველთვის გამჩენისაგან დალოცვილი იქნება. როგორც დავიდ ჰამელეხი (მეფე) ამბობდა: `ყრმა ვიყავ, უკ-ვე დავბერდი, მაგრამ არასოდეს მინახავს გამჩენისაგან მი-ტოვებული წმინდანი და მისი შთამომავალი სარჩოს მათხო-ვარი.
ღმერთმა ქნას, რომ საქართველოს ყოველი ებრაელი იცავდეს ათ მცნებას, თორის საფუძველს, იყოს გახარებუ-ლი, ბედნიერი, ჯანმრთელი და მატერიალურად უზრუნველ-ყოფი.

მიშფატიმ


კვირის საკითხავი თავი ითრო~-ს შემდეგ, რომელშიც ათი მცნებაა მოტანილიიუდაიზმის საფუძველი, მოდის თავი მიშფატიმ~ (კანონები), რომელშიც მრავალი ებრაული კანონია ჩამოთვლილი. ისინი ძირითადად ადამიანთა შორის ურთიერთობის რეგულირების შესახებ მოგვითხრობენ. თავი შემდეგი სიტყვებით იწყება - ვაელე მიშფატიმ~ (და აი, კა-ნონები). და~ ამ თავს წინა თავთან აკავშირებს და გვატყო-ბინებს, რომ როგორც ათი მცნებაა გამჩენისაგან, ასევე გამ-ჩენისაგანაა მიშფატიმ~-ში ჩამოთვლილი ყველა კანონი.
თავი იწყება კანონებით ებრაელი მონის შესახებ. რო-გორც ცნობილია, იუდაიზმში მონობა დაშვებულია, თუმცა თანამედროვე სამყაროში, ისევე, როგორც თანამედროვე ებ-რაელებში, არაა მიღებული. ამასთან თალმუდი მონასთან და-მოკიდებულებას სუპერჰუმანური კანონებით არეგულირებს. არ შეიძლება მისი ცემა; პატრონი ვალდებულია შეინახოს არა მხოლოდ მონა, არამედ მთელი მისი ოჯახი; თუ პატ-რონს ერთი ბალიში აქვს, ის მონას უნდა მისცეს და ა.შ. ამასთან თორა მონობას არ უთანაგრძნობსგამჩენის მო-ნები ხართ თქვენ, და არა მონათა მონები. ამიტომ მონა ნე-ბისმიერ შემთხვევაში თავისუფლდება ან მეშვიდე, ან საიუბი-ლეო წლებში.
მონობაში მოხვედრა მხოლოდ ორი მიზეზით შეიძლებო-და: ან ადამიანი თავად ჰყიდდა საკუთარ თავს, ან მას ქურ-დობის გამო ჰყიდდნენ, ანუ, თუ მოიპარავდა და ვერ აანაზ-ღაურებდა ზარალს, ვალს მონობით იხდიდა.
მაგრამ რატომ იწყება მრავალი კანონით დატვირთული თავი მაინცდამაინც მონისა და ქურდობის გამო გაყიდული მონის შესახებ კანონებით? ეს მამისა და მისი ორი ვაჟის, იღბლიანისა და უიღბლოს, ურთიერთობას წააგავს. ვისზე ფიქრობს ის გამუდმებით, ვისთვისაა მისი ძირითადი საქმია-ნობა და მცდელობა? გასაგებია, რომ უიღბლოსათვის (იღ-ბლიანი თავადაც შესძლებს საქმის გაძღოლას). ასევეა გამ-ჩენიც, ის ხომ გულმოწყალეა. ვიღაცამ მოიპარა და მონად გაიყიდა, დამტოვა მე, ვისზე ვიზრუნებ პირველ რიგში?~
რა მიზეზით, რატომ მოიპარა ადამიანმა? რა თქმა უნ-და, ამისათვის მრავალი მიზეზი არსებობსმძიმე ბავშვო-ბაც, ცუდი აღზრდაც, ცუდი გარემოცვაც. მაგრამ, შესაძლე-ბელია, ჩვეულებრივ ადამიანსაც გაუჩნდეს ფარნასის პრობ-ლემები და მოთმინების უნარის ნაკლებობის გამო მანაც მოი-პაროს. იმის მაგივრად, რომ ეცადოს სარჩო პატიოსნად მოი-პოვოს, ილოცოს და, მანამდე დაიცადოს, სანამ გამჩენი დამ-სახურებულ შემოსავალს გამოუგზავნის, ადამიანი თავს ქურდობის უფლებას აძლევს. ამისათვის კი ექვსი წლით მო-ნობას ღებულობს. ამასთან, საინტერესოა, რომ სასჯელი ცი-ხე კი არაა, სადაც ადამიანი უფრო მეტად ირყვნება, არამედ პატიოსან ადამიანებთან მუშაობაა (კარგ გარემოცვაში ხომ უფრო ადვილია ცოდვის მონანიება და გამოსწორება). ებრა-ელ ხალხს აუცილებლად კარგად უნდა ჰქონდეს განვითარე-ბული მოთმენის თვისება. ამის გარეშე არ შეიძლება. რამდე-ნი ხანია, რაც მაშიახს ველოდებით და აუცილებლად ბო-ლომდე დაველოდებით. მთავარია, არავითარ შემთხვევაში არ დავკარგოთ იმედი. ამასთან, ჩვენი მტრებისამალეკების, სწორედაც რომ მთავარი თვისება - მოთმინების უნარის არ-ქონაა.
ებრაელებს ეგვიპტიდან გამოსვლისას დიდი სასწაულები გადახდათ: ზღვის გაპობა, ღრუბელი და ცეცხლოვანი სვეტი დღისით და ღამით, ზეციური მანა~, მწყერები, ჭა, და ბო-ლოს, თორის ბოძება, ღვთ-ური გამოცხადება სინაის მთაზე. მაგრამ ამალეკებმა გრძელი გზა განვლეს, რათა უდაბნოში მისულიყვნენ და ებრაელებს თავს დასხმოდნენ.
მიდრაში მოგვითხრობს, რომ ფურიმის სასწაულის ჟამს ჰამანს ისე ეჩქარებოდა მორდეხაის ყველაზე მაღალ ბოძზე, (50 ამოთიდაახლოებით 25 მეტრი), ჩამოხრჩობა, რომ სახრჩობელის ასაწყობად საკუთარი სახლისასახლე და-ანგრია, რადგანაც სხვაგან ვერ იპოვა ასეთი სიმაღლის ბო-ძი.
მაგრამ, საბოლოოდ, როგორც ჩვენთვის ყველასათვის ცნობილია, თავად ამანი ჩამოკიდეს ამ სახრჩობელაზე.
ცოტა ხნის წინ პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ნაცისტუ-რი საკონცენ