Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
წიგნის კითხვა

ავუწყოთ ფეხი დროს

აგრამ სულ მალე მეფეს ძალიან გაუჭირდა მასში ის ქალი დაენახა, რომელიც გადაარჩინა, რადგან ის ყურადღებას აღარ აქცევდა და არ ესაუბრებოდა. მეფეს კი სურდა, რომ ქალი ისეთივე ყოფი-ლიყო, როგორიც ადრე იყო. ამიტომ მან ავაზაკები დაიქირა-ვა და უბრძანა თავს დასხმოდნენ დედოფალს. როგორც კი დედოფალმა დაინახა, რომ მას საშიშროება ელოდა, მაშინვე მეფეს მიმართა დასახმარებლად. მეფე დაკმაყოფილდა: ჩემი გეგმა წარმატებული აღმოჩნდა, ის კვლავ საუბრობს ჩემ-თან.
როცა ებრაელები ეგვიპტეში მონებად იყვნენ, ისინი ყო-ველდღე ევედრებოდნენ გამჩენს, მაგრამ როგორც კი გათავი-სუფლდნენ და შეეძლოთ თავისუფლად ამოესუნთქათ, უკვე იშვიათად ლოცულობდნენ. გამჩენმა სთქვა: ახლა კვლავ მსურს მოვისმინო ებრაელი ხალხის ლოცვა. სწორედ ამი-ტომ დაადევნა მათ ფარაონი. როცა ებრაელებმა დაინახეს, რომ გადარჩენა შეუძლებელია, ყველამ ერთხმად აღმართა ხმა გამჩენისაკენ და შეევედრა მას დახმარებოდა.
ჩემი მასწავლებელი, რაბი აბრამ მალკინი, კურთხეულია ამ წმინდანის ხსოვნა, მეორე მსოფლიო ომგამოვლილი ადა-მიანი, მეუბნებოდა: ჩვენ ურწმუნონი და არამწეველნი მხო-ლოდ პირველ დაბომბვამდე გვყავდა. როცა გერმანელებმა დაბომბვა დაიწყეს, ყველა უღონოდ განერთხა მიწაზე, ყუმ-ბარები კი სულ ახლოს ცვივოდნენ. სწორედ მაშინ ყველაზე შეუპოვარი კომუნისტებიც კი ლოცულობდნენ.
მოშემ 600000 ებრაელს (ქალებისა და ბავშვების გარ-და), რომელნიც ეგვიპტიდან გამოვიდნენ, მიმართა და აღუთ-ქვა: გამჩენი იომებს თქვენს მაგივრად, თქვენ ჩუმად იყა-ვით.
გამჩენმა მოშეს უთხრა: გადაეცი ებრაელებს, რომ მე შევისმინე მათი ლოცვა, შევიდნენ ზღვაში და მათთვის სას-წაულებს ვიქმ. იეჰუდას შტოს მეთაურინახშონ ბენ ამი-ნადავიზღვაში პირველი შევიდა, მას დანარჩენი ებრაელე-ბი მიყვნენ. როცა ნახშონს წყალი ნესტოებამდე მისწვდა, ზღვა გაიპო.
გამჩენმა ებრაელთათვის ზღვის გაპობისას 10 სასწაული ჰქმნა: წყალი შუაზე გაყო; ზემოდან ებრაელებს დამცავი სა-ფარი გადააფარა; წყალი 12 გასასვლელად დაიყო, რათა ებ-რაელთა შტოებს ცალ-ცალკე გაევლოთ; მათ ფეხქვეშ მიწა გაშრა; იმ ეგვიპტელთა ფეხქვეშ, რომელნიც ებრაელებს ზღვაში შეყვნენ, მიწა თიხად იქცა და მასში ჩაეფლნენ; წყლები კლდესავით გამაგრდნენ და ამით ეგვიპტელებს აზია-ნებდნენ; გამაგრებული წყლები მოზაიკებით მორთულ კედლე-ბად იქცნენ, ეს კედლები გამჭვირვალე იყო, რაც ხელს უწ-ყობდა თითოეულ შტოს სხვა შტოს ხალხი დაენახა (ეს მათ უსაფრთხოებასა და სითამამეს მატებდა); კედელზე ხე-ლის შეხებისას ის რბილდებოდა და ებრაელს წყლის დალე-ვა შეეძლო, რის შემდეგაც წყალი ისევ მაგრდებოდა.
ბოლოს ებრაელები ნაპირზე გამოვიდნენ, ეგვიპტელთა არმია კი მას შემდეგ, რაც ებრაელები უკვე სამშვიდობოს იყვნენ გასული, ზღვაში ჩაიხრჩო.
სიმღერა, რომელიც მოშემ და ებრაელებმა გამჩენს უმ-ღერეს, ზღვაზე გადარჩენისათვის ებრაელთა მადლიერებას გამოხატავს. მაგრამ მასში მრავალი მითითებაა მომავალ, მა-შიახის მობრძანების პერიოდში საბოლოო გადარჩენაზე.
ცოტა ხანში უდაბნოში ებრაელთათვის მანა ჩამოც-ვივდა, რომელიც მთელი ორმოცი წლის განმავლობაში ცვი-ოდა, ყოველდღე, შაბათის გარდა (პარასკევს ორმაგი დოზა ცვიოდაამის ნიშნად ჩვენ შაბათს ორ ხალას ვდებთ მაგი-დაზე). ებრაელთა სადგომებზე ზეციური პური ცვიოდა, თბი-ლი და საჭმელად მომზადებული. მას მრავალი სასწაული ერთვოდა: შაბათს არ ცვიოდა; ის ორგანიზმში მთლიანად, ნარჩენების გარეშე მუშავდებოდა; და იმ საჭმლის გემოს ღე-ბულობდა, რომელზეც ადამიანი ოცნებობდა.
მანა ყველა ებრაელისა და მთელი კაცობრიობისათვის იმის მაგალითი იყო, რომ ჩვენი არსებობისათვის არა მხო-ლოდ პურია საკმარისი, არამედ ადამიანი ცოცხლობს იმით, რასაც გამჩენისაგან ღებულობს. ყველაფერი მასზეა დამოკი-დებული. ბარაქიანი მიწა შეიძლება გამოშრეს და მაშინ საკ-ვები არ იქნება, უდაბნოში კი, 40 წლის განმავლობაში, საჭმლის უკმარისობა არ უგრძვნიათ, ის ზეციდან ცვიოდა. მხოლოდ გამჩენი გვაძლევს საკვებს ყველა ცოცხალ არსებასეს მანას ძირითადი გაკვეთილია.

ითრო


მაშ ასე, ეგვიპტიდან გამოსული ებრაელები სამი თვის შემდეგ ამ დღეს, როგორც თორა ბრძანებს, მივიდნენ სი-ნაის უდაბნოში. რატომ ამ დღეს და არა იმ დღეს (გრამატიკის კანონებიდან გამომდინარე). ეს იმიტომ, რომ თორის სიტყვები თითოეულ ებრაელს ეკუთვნის, თითქოს მან ის ამ დღეს მიიღო, ანუ დღეს, და არა იმ დღეს, სამი ათასი წლის წინათ.
როგორც ცნობილია, ებრაელებმა თორა უდაბნოში მიი-ღესიმ ადგილას, სადაც არავინ ცხოვრობს და, რომელიც არავის ეკუთვნის. ჩვენ ზუსტად არც ვიცით რომელ დღეს (სივანის თვის ექვს ან შვიდ რიცხვში). ეს ყველაფერი კი იმისათვისაა საჭირო, რომ ვიცოდეთ: ჩვენი წმინდა თორა არაა დამოკიდებული და არ იცვლება დროისა და ადგილის მიხედვით. და ყოველ ჩვენთაგანს, სადაც არ უნდა იყოს იგი, მისი კანონები შეუძლია ისწავლოს და შეასრულოს.
მაშ ასე, ებრაელი ხალხი სინაის მთასთან დგას და სუნთქვაშეკრული ისმენს ათ მცნებას, თორის საფუძველს:
1. მე ვარ გამჩენი, შენი ღმ-თი, რომელმაც გამოგიყვანა შენ ეგვიპტიდან. ეს არის ღმ-თის რწმენის მცნება. საინტე-რესოა ის, რომ პირველ მცნებაში საუბარია არა იმაზე, რომ გამჩენმა შექმნა ცა და დედამიწა, არამედ იმაზე, რომ მან ებრაელები ეგვიპტიდან გამოიყვანა.
ამით, რა თქმა უნდა, ორი ძირითადი რამაა ხაზგასმუ-ლი: ა) ის, რომ გამჩენმა სამყარო არა უბრალოდ შექმნა, არამედ მართავს მას და მის ფუნქციონირებაში მონაწილე-ობს. ბ) გამჩენის განსაკუთრებული დამოკიდებულება ებრაე-ლი ხალხის მიმართ, რაც იმით გამოიხატება, რომ პირველი-ვე მცნება მას ებრაელ ხალხთან აკავშირებს.
2. და ნუ გეყოლება შენ სხვა ღმ-თები.
თითქოს პირველ მცნებაში ყველაფერია ნათქვამი: გვწამ-დეს ღმ-თი. მაგრამ ადამიანს შეუძლია სწამდეს ღმ-თი და კიდევ რაიმე სხვა, რომელიც, ღმ-თმა დაგვიფაროს, და გამ-ჩენის ძალას არ ექვემდებარება: ბედი, წარმატება და წარუ-მატებლობა, თანავარსკვლავედები და მათი გავლენა სამყარო-ზე. ყველაფერი ეს ასევე აკრძალულია.<