Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
წიგნის კითხვა

ავუწყოთ ფეხი დროს

შემდეგ როზგებიც მოსინჯა და ბოლოს, მისი საფასურიც გადაიხადა. ასევე დაემართათ ეგვიპტელებს: ათი სასჯელის შემდეგ, ოღონდაც წასულიყვნენ, ებრაელებს კიდევაც გადაუხადეს.
ეგვიპტიდან გამოსვლით ჩვენი რწმენის რამდენიმე საყ-რდენის (საფუძვლის) შესწავლა შევძელით:
1. გამჩენი წარჩინებულ ადამიანებთან ამყარებს ურთიერ-თობას და მათ წინასწარმეტყველების უნარს ანიჭებს (მოშე რაბეინუმ იცოდა ეგვიპტელთა 10 სასჯელის შესახებ მათ სისრულეში მოყვანამდე);
2. გამჩენი ბოროტმოქმედებს სჯის;
3. გამჩენი სამყაროში მიმდინარე მოვლენებს თვალყურს ადევნებს და მათში ერთვება;
ამ თავში მითითებულია მცნებები, რომლებიც ეგვიპტი-დან გამოსვლასთანაა დაკავშირებული:
ახალი თვის წმიდაყოფა და დღესასწაულების დროულად აღნიშვნა (ფესახი ყოველთვის გაზაფხულზეა);
საფესახო მსხვერპლთშეწირვა, მისი მთლიანად შეწვა ცეცხლზე (როგორც მწვადის) და მირთმევა ეგვიპტიდან ნაუცბათევი გამოსვლის აღსანიშნავად;
საფესახო მსხვერპლის ხორცი არ უნდა დარჩეს მეორე დღეს ისე, როგორც მეფეები და დიდებულები არ მიირ-თმევენ მეორე დღის ხორცს;
გაფუებულის (ხამეცის) გატანა სახლიდან, მისი გაყიდვა (ის ჩვენს მფლობელობაში არ უნდა დავიტოვოთ) და მა-ცის მირთმევა. არ უნდა მივირთვათ არანაირი პროდუქტი, რომლის შემადგენლობაშიც ხამეცი შედის, არ მივცეთ საფესახო ბატკანი იმ ებრაელს, რომელმაც თავის რწმე-ნას უღალატა, რადგანაც ჩვენ მას მივირთმევთ გამჩენთან ჩვენი კავშირის აღსანიშნავად, ასევე არ მივცეთ ის კერ-პთაყვანისმცემელს;
არ გავიტანოთ ხორცი გარეთ, მივირთვათ ის ჯგუფურად, არ დავამტვრიოთ ძვლებიეს არაა მეფური საქციელი, ჩვენ ხომ ამ ღამით ჩვენი სულიერებით უნდა ვაჩვენოთ, რომ გამჩენის შვილები ვართ;
წინადაუცვეთელი ვერ შეჭამს ამ მსხვერპლიდან;
პირველშობილთა გამოსყიდვაც უნდა შევასრულოთ ეგვიპ-ტიდან გამოსვლის პატივსაცემად, რადგანაც ებრაელთა პირველშობილნი გამჩენმა იმ ღამეს სასწაულებრივად გა-დაარჩინა; სახედრების პირველშობილნიც უნდა გამოვისყი-დოთ ცხვრით;
რა თქმა უნდა, ფესახის ღამეს ებრაელებმა ეგვიპტიდან გამოსვლა უნდა გაიხსენონ, წაიკითხონ ჰაგადა, რადგა-ნაც ეს ჩვენი რწმენის საფუძველია, ამ სამყაროში გამჩე-ნის არსებობის აღიარებაა.

ბეშალახ


იმ შაბათს, როდესაც ბეშალახს კითხულობენ, შაბათ შირას (სიმღერის შაბათს) უწოდებენ. იმ მრავალრიცხოვან სასწაულებს შორის, რომელნიც ებრაელთა ეგვიპტიდან გა-მოსვლას ახლდა თან, ერთ-ერთი მთავარი ზღვის შუაზე გა-პობა იყო. და სიმღერა, რომელიც გამჩენს მოშემ და ებრაე-ლებმა მიუძღვნეს, სწორედ ზღვის გაპობისათვის მადლიერე-ბის გამოხატვა იყო.
თავიდან ფარაონი ბედნიერად გრძნობდა თავს იმით, რომ ებრაელები გაუშვა, მაგრამ მის გარემოცვაში მყოფებმა საყვედურებით აავსეს: ებრაელებს დიდი სარგებლობა მოჰ-ქონდათო. მაშინ ფარაონმაც ინანა და ებრაელებს დაედევნა. გამჩენი, გამოხატავდა რა ებრაელთა მიმართ სიყვარულს, ეხმარებოდა მათ გზის გაკვლევაში. დღისით ისინი ღრუბელს მიჰყვებოდნენ, ღამით კი ღრუბელს ცეცხლოვანი სვეტი ცვლიდა.
ონკელოსი რომის იმპერატორის ადრიანეს დისშვილი იყო. იუდეაში ის სავაჭრო საქმის შესასწავლად ჩავიდა. შემ-დგომში ის ამბობდა, რომ ჩაწვდა ვაჭრობის ძირითადი წესს და ეს მას იუდაიზმის მიღებაში დაეხმარა. ის ამბობდა: ვაჭრობის ძირითადი წესი კი ისაა, რომ საქონელი ჩალის ფასად შეიძინო, იქამდე დაიცადო, სანამ მისი ფასი არ გა-იზრდება და საკმაოდ დიდი მოგებით გაყიდო. ონკელოსი ამას ასე ხსნიდა: ამ ცხოვრებაში ებრაელები არაფრად უღირთ, არ უყვართ, სძულთ, აბუჩად იგდებენ, დასცინიან, კაპიკის ფასადაც არ აფასებენ. მაგრამ რაოდენ დიდია ის ჯილდო, რომელსაც ისინი, ვინც ჭეშმარიტ გზას მიყვებიან, გამჩენისაგან მომავალ სამყაროში ღებულობენ~.
როდესაც ადრიანემ გაიგო, რომ მისმა დისშვილმა იუ-დაიზმი მიიღო, ჯარი გაგზავნა დისშვილის რომში დასაბრუ-ნებლად. ონკელოსმა მასთან მისული ჯარისკაცებიც დაარ-წმუნა, რომ იუდაიზმი მიეღოთ.
როცა ადრიანემ მეორე რაზმი გაგზავნა ონკელოსთან, მკაცრად გააფრთხილა, არ გამოლაპარაკებოდნენ მას. გზაში ონკელოსმა ჯარისკაცებს ჰკითხა: როცა ადამიანთა ჯგუფი მოგზაურობს, მაშინ ბარონი გზას უნათებს ჰერცოგს, ჰერ-ცოგიპრინცს, ხოლო პრინციხელმწიფეს. გსმენიათ ოდესმე რაიმე იმ ხელმწიფეზე, რომელიც გზას უნათებს მთელს მის ხალხს?არასოდესუპასუხეს ჯარისკა-ცებმა.
მაშ, ასე, ებრაელთა გამჩენი მათ გზას უნათებდა მა-შინ, როცა ისინი უდაბნოში იყვნენ,აუხსნა ონკელოსმა ჯარისკაცებს. როცა მათ ეს შეიტყვეს, ყველამ მიიღო იუდა-იზმი.
ეს ისტორია მოგვითხრობს არა მხოლოდ თორის უდი-დესი ბრძენის ონკელოსის ნიჭიერებაზე, რომელმაც თორა ებრაელთა მაშინდელ სალაპარაკო ენაზეარამეულზე თარ-გმნა, არამედ იმ თაობის ადამიანთა დონეზეც, რომელნიც ამ-ქვეყნად ჭეშმარიტებას ეძიებდნენ და არა სიმდიდრეს.
მაშ ასე, ფარაონმა ჯარი შეკრიბა და ებრაელებს დაე-დევნა.
ისრაელის შვილები ზღვის პირას იყვნენ, როდესაც დაი-ნახეს, რომ მათ ფარაონის მეთაურობით ეგვიპტის არმია უახლოვდებოდა; გაიხედეს უდაბნოსაკენ, სადაც დამალვის იმედი ჰქონდათ, და გარეული ცხოველების ხროვა დაინახეს. ებრაელები მიხვდნენ, რომ ყველა მხრიდან ალყაში იყვნენ. ისე გამოდიოდა, რომ ისინი გამოუვალ მდგომარეობაში აღ-მოჩნდნენ. რატომ მიიყვანა გამჩენმა ისინი ამ მდგომარეობამ-დე? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ასეთ იგავს ყვებიან: სოფლის მიდამოებში ყოფნისას მეფემ ტყიდან განწირული ხმა გაიგონა: მიშველეთ, მიშველეთ! ის ხმის მიმართულე-ბით გაიქცა და მალე ავაზაკთა ბანდა დაინახა, რომელთაც დიდგვაროვანი ქალი შეეპყროთ. მან თავის ჯარისკაცებს უბ-რძანა დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ ქალი. ცოტა ხნის შემდეგ ეს ქალი მეფეს ცოლად გაჰყვა. მ