Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
წიგნის კითხვა

ავუწყოთ ფეხი დროს

ვა სასწაულიცაა, უკვე ეგვიპტელი ბრძენები ეუბნებიან ფარაონს, რომ ეს გამჩენის ხელია (თითია), ეს არაა არც ჯადოსნობა და არც შემთხვევითობა, როგორ შეგიძლია გა-კერპდე და გამჩენის წინააღმდეგ აჯანყება არ შეწყვიტო? მაგრამ თუ ადამიანს სურს, რომ შეცდეს, ის შეცდება. თუ მის მიერ სამყაროს წარმოდგენაში არაა გამჩენი და მას ვერ ხედავს, მაშინ, ყველაფრის მიუხედავად, ვერც დაინახავს.
მინდა ერთი ამბავი მოგიყვეთ: ერთ რაბინთან მახლობე-ლი სოფლის ებრაელი მივიდა და სთხოვა დაელოცა. მას ცოტა ხნით დიდ ქალაქში სამუშაო სჭირდებოდა. რაბიმ ჰკითხა, თუ სად იცხოვრებდა. ჩვენი ხალხი სტუმართმოყ-ვარეა და აუცილებლად ვიპოვი ღამის გასათევს,უპასუ-ხა ებრაელმა. რაბინმა გააფრთხილა, აუცილებლად შეემოწ-მებინა ქაშრუთი იმ ოჯახში, სადაც გაჩერდებოდა, და ისე ეჭამა. ებრაელი შეპირდა, რომ ორ კვირაში დაბრუნდებოდა და ყველაფერს მოუყვებოდა.
ქალაქში ებრაელს საქმე კარგად წაუვიდა და ფულიც იშოვა. უკან მობრუნებისას მადლობა გადაუხადა რაბის და-ლოცვისათვის. ვისთან ცხოვრობდი?ჰკითხა რაბიმ. ო, ძალიან გამიმართლა და ვიპოვე სუპერქაშერი ებრაული ოჯა-ხი,გულწრფელად უპასუხა ებრაელმა,მართალია ისინი ქიფას არ იხურავენ, კურთხევებს არ ამბობენ, თეფი-ლინს არ იდებენ, შაბათს არ იცავენ, სახლში არა აქვთ არც ერთი მეზუზა, მაგრამ ისეთი ქაშრუთი, როგორიც მათ ოჯახში აქვთ, არსად მინახავს. საიდან იცი, რომ ისინი ქაშრუთს იცავენ?დაინტერესდა რაბი. ებრაელმა სიცი-ლით უპასუხა: რაბი, შეგიძლიათ დაწყნარდეთ. თავიდან მეც მეშინოდა, მაგრამ მაგიდას რომ მივუსხედით, ყოველგვარი ეჭვი გამიქრა. მაგიდის გარშემო მსხდომთაგან თითოეულს ჰქონდა თეფში, კოვზი, დანა და მოსაფხანი საშუალება. მოსაფხანი საშუალება?გაუკვირდა რაბის,რა არის ასეთი? ო, ეს გენიალური რამ არის და მეტყველებს ამ ხალხის მიერ ქაშრუთის განსაკუთრებულად დაცვაზე. თავი-დან მეც ვერ მივხვდი. ჭამის დროს თუ რომელიმეს მოფხანა დასჭირდა, ხელებს რიტუალურად არ გაიუწმინდურებს (თუ ებრაელი ტანზე ტანსაცმლით ან თმით დაფარულ რაიმე ად-გილს იფხანს, მისი ხელები რიტუალურად უწმინდურდებიან (ავტორის შენიშვნა). ამისათვისაა სწორედ მასპინძელთა მი-ერ ყოველი ადამიანისათვის გამოყოფილი მოსაფხანი საშუა-ლება,დაასრულა აღფრთოვანებულმა ებრაელმა.
რაბის თვალთ დაუბნელდა. ის მიხვდა, რომ სოფლის ებრაელს არასოდეს უნახავს ჩანგალი და ამიტომაც არ იცოდა მისი დანიშნულება. ნეტავ რა ჭამა მან ქალაქელ ებ-რაელთა სახლში, ქაშრუთის ასეთი დიდი დამცველები რომ ეგონა.
სოფლის ებრაელმა დაინახა ის, რისი დანახვაც მას სა-კუთარი გაგებიდან გამომდინარე შეეძლო. ფარაონსაც ასევე არ შეეძლო სამყაროს სხვაგვარად დანახვა. ის ხომ კერ-პთაყვანისმცემლების, ჯადოქრებისა და ბუნების კანონების ადამიანის ბედზე ზემოქმედების რწმენის გარემოში იყო აღ-ზრდილი.
მაგრამ რად გვიკვირს ფარაონის საქციელი? ჩვენ თავს შევხედოთ და ის გაგვიკვირდეს. განა ჩვენ, ებრაელები, არ მივაწერთ ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში ბევრ რაიმეს უიღბლო-ბას ან წარმატებას, ბუნების კანონებსა თუ ბედს. თუმცა მთელი სამყარო და მთელი ჩვენი ცხოვრება ერთად გვიკიჟი-ნებენ: ეს გამჩენის ხელია (თითია). მოდით ყველა ერთად ჩავუფიქრდეთ ამას და ნუ დავემსგავსებით ფარაონს. უწინ-დებურად გამჩენს დავუბრუნდეთ.

ბო


კვირის საკითხავ თავში ბო 24 მცნებაა მოცემული. თავის დასაწყისში ახალი თვის აღნიშვნის მცნებაა აღწერი-ლი, შემდეგ ფესახის მსხვერპლთშეწირვაა განხილული და ა.შ., ბოლოს ვეცნობით ეგვიპტიდან გამოსვლის გახსენებისა და სახედრის პირველშობილის გამოსყიდვის მცნებებს.
თავი ეგვიპტელთა მერვე სასჯელისკალიების შემო-სევის აღწერით იწყება. ამის შედეგად ფარაონი მოშესა და აჰარონს უხმობს თავისთან და ეკითხება, თუ ვინ უნდა გა-უშვას გამჩენისათვის მსხვერპლის შესაწირად. როდესაც ის გაიგებს, რომ ბავშვების ჩათვლით ყველა უნდა წავიდეს, კვლავ არ უშვებს ებრაელებს და ამბობს, რომ ებრაელებს ბოროტების ჩადენა აქვთ განზრახული. თორის პირდაპირი გაგებით ფარაონი ბოროტებაში იმას გულისხმობს, რომ ებ-რაელები აღარ აპირებენ ეგვიპტეში დაბრუნებას. მაგრამ, ზოგიერთი კომენტატორის აზრით, ფარაონი ასტროლოგიით იყო გატაცებული და დაინახა ვარსკვლავი რაყაბორო-ტება, რომელიც ებრაელებს სიკვდილსა და სისხლს უქად-და.
უდაბნოში ოქროს ვერძის გაკეთების შემდეგ გამჩენს ებ-რაელთა განადგურება სურდა. მოშე რაბეინუმ მათ დასაცა-ვად სწორედ ეს ფაქტი გამოიყენა და გამჩენს უთხრა: ეგ-ვიპტელები იტყვიან, რომ ებრაელები უდაბნოში გასანადგუ-რებლად გამოიყვანე და ამ ფაქტს ისე აღიქვამენ, როგორც ფარაონის წინასწარმეტყველების ახდენასვარსკვლავების არასახარბიელო განლაგების გამო ებრაელებს უბედურება ეწვიათო.
გამჩენი აღარ ანადგურებს ებრაელებს და ბოროტების ვარსკვლავის ავბედით ნიშანსსისხლს წინადაცვეთის დროს დაღვრილი სისხლით სცვლის.
საერთოდ კი, ცნობილია, რომ ებრაელ ხალხს ბედი არ მართავს. მათზე ბედი მაშინ ბატონობს, თუ ისინი არ ემორ-ჩილებიან თორის კანონებს, ხოლო თუ თორის კანონებით ცხოვრობენ, მაშინ ყველაფერი მათ ქმედებებზეა დამოკიდებუ-ლი. ებრაელის ცხოვრება როიალზე დაკვრას წააგავს. თუ ის თორის ერთგულია, ანუ იცის დაკვრა, მაშინ მშვენიერ სიმ-ფონიას უკრავს, და თუ არ მისდევს თორას, ანუ არ იცის დაკვრა, მაშინ ნამდვილი კაკაფონია გამოსდის.
მეცხრე სასჯელიწყვდიადი სხვა დანარჩენებისაგან იმით განსხვავდება, რომ ის ექვსი დღის განმავლობაში მიმ-დინარეობდა, მეშვიდე დღე კი გამჩენმა წითელი ზღვის გა-დალახვისას გამოიყენა და ეგვიპტელებს დღე ჩამოუბნელა.
და ბოლოს, მეათე სასჯელიპირველშობილთა დაღუპ-ვა, რომლის შემდეგაც ებრაელები, როგორც გამჩენი შეპირ-და ავრაჰამს, ეგვიპტელებისაგან ნებაყოფლობით წამოღებული ოქრო-ვერცხლითა და ტანსაცმლით დახუნძლულნი გამოვიდ-ნენ ეგვიპტიდან.
ეს ამბავი რაღაცით ერთი მეფის მონის ისტორიას წაა-გავს. მეფემ ის თევზის საყიდლად ბაზარში გაუშვა. მონამ გაფუჭებული, სუნიანი თევზი იყიდა. მეფემ უთხრა: სასჯე-ლი თავად ამოირჩიე: ან ეს თევზი მიირთვი, ან გაიროზგები, ან კიდევ მისი საფასური გადაიხადე. მონამ თავდაპირველად თევზის შეჭმა გადაწყვიტა, მაგრამ ვერ შეძლო, ამის