Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
წიგნის კითხვა

ავუწყოთ ფეხი დროს

/>ტანსაცმელთან მიმართებაში ხომ სრული გაუგებრობაა. წარმოიდგინეთ ეგვიპტურ მიღებაზე მიმავალი ებრაელი ხასი-დურ ქუდში, გრძელ და შავ სერთუკში, გამორჩეულ ფეხ-საცმელში ცეკვავს და სვამს ეგვიპტელებთან ერთად. გან-სხვავება ხომ აშკარად ჩანს, ერთად სვამენ, ცეკვავენ, მაგ-რამ ტანსაცმელი, სახელები და ენა განსხვავებული აქვთ. რატომ არ სთქვეს ებრაელებმა ეგვიპტეში ყველაფერ ამაზე უარი? მათ სახელებს დაირქმევდნენ, მხოლოდ მათ ენაზე ისაუბრებდნენ და მათსავით შეიმოსებოდნენ. რა იყო ამის მი-ზეზი?
მიზეზი კი ისაა, რომ ებრაელს ძლიერი სურვილის შემ-თხვევაშიც არ შეუძლია შეერიოს ეგვიპტელებს და გახდეს ისეთი, როგორც სხვებია. აი, ხალხი სიმარტოვეშია განსახ-ლებული,ეს არაებრაელი წინასწარმეტყველის ბილყამის ებრაელი ხალხის მისამართით ნათქვამი სიტყვებია. და, იგ-რძნოს თავი განცალკევებულად, ეს ყოველი ებრაელის გულ-შია. როგორც ალბერტ აინშტაინი ამბობდა: ჩვენ არც უკე-თესები ვართ სხვებზე და არც უარესები, ჩვენ უბრალოდ არა ვართ ისეთები, როგორებიც სხვები არიან (არ ვგავართ სხვებს). ამიტომ ებრაელებს ყოველთვის აქვთ რაღაც ნა-პერწკალი, რომელიც მაშინაც კი არ ქრება, როცა თითქმის ყველა ტრადიციას კარგავენ, არ აკეთებენ ბრით მილას, ქედს უხრიან კერპებს. მაგრამ სახელებს, ენასა და ჩაცმუ-ლობას ვერ ელევიან. ამის სურვილი ჰქონდათ, მაგრამ ეს მათ ვერ შესძლეს.
მოგვითხრობენ, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, რო-ცა ფაშისტებმა პოლონეთი დაიპყრეს, ერთ-ერთ დასახლებაში სოფლის მამასახლისად ადგილობრივი მაცხოვრებელი დანიშ-ნეს. ეს ადგილობრივი აფთიაქარი იყო, რომელიც საკუთარი სურვილით დათანხმდა ოკუპანტების მომსახურებაზე. სინამ-დვილეში ეს აფთიაქარი ებრაელი იყო, მაგრამ თავისი ებრაე-ლობა დიდი ხნის დავიწყებული ჰქონდა. თუმცა ზოგიერთებს ეს ახსოვდათ და გერმანელებთან დაასმინეს. მათ გამოიძახეს და ჰკითხეს: შენ ებრაელი ხარ? არა,იყო პასუხი,ვიღაცა მაბრალებს. კარგი, ჩვენ ამას შევამოწმებთ,უთხრა გერმანელმა ოფიცერმა. ფაშისტებმა იძულებით მიიყ-ვანეს სინაგოგაში და იძულებითვე გაახსნევინეს ჰეიხალი (ადგილი, სადაც სეფერ თორებს ინახავენ) და უბრძანეს ერ-თი სეფერ თორის გამოღება. ახლა კი, თუ არ ხარ ებრაე-ლი, დააგდე ძირს და გათელე ფეხებით,უთხრეს ფაშის-ტებმა. აფთიაქარს ესმოდა, რომ თუ არ შეასრულებდა ბრძა-ნებას, სიკვდილი ელოდა, ხოლო თუ ბრძანებას შეასრულებ-და, გადარჩებოდა. მაგრამ მაინც ვერ შეძლო ამის გაკეთება და ის მოკლეს, კურთხეულია ამ წმინდანის სახელი. ებრაე-ლი ებრაელად რჩება.
და მაინც, რა არ გვაქვს ისეთი, როგორც სხვებს? რას ნიშნავს ებრაელი? ალბათ ეს ის ადამიანია, რომელიც სამყა-როს უკეთესობისაკენ შეცვლას ცდილობს. ცოტა ხნის წინ ასეთი რამ გავიგე: ადამიანი, რომელიც მთელ სამყაროზეა პასუხისმგებელი. ამასთან გემარაში წერია (მეგილა, გვ.16)თუ ებრაელი ეცემა, ეცემა მტვრამდე (ძალიან ძლიე-რად).
ებრაელს წყნარად ცხოვრება არ შეუძლია. იმუშაოს, ხელფასი მიიღოს, ჭამოს, სვას და ეძინოს. მას საკუთარი სული არ მოასვენებს, ის ეძებს და თუ სიამოვნებას ეძებს, ეძებს სრულს. თუ ეცემა, მაშინაც ბოლომდე და ძლიერად. იქნება ეს ფული, ქალები, თუ სხვა რამ, ებრაელი ვნებათა მორევში იძირება. მის სულს მოსვენება არა აქვს და დაუკ-მაყოფილებლობის გრძნობას კისაზღვარი. ფულის მოყვა-რული ვერ გაძღება ფულით. მას სულ უფრო და უფრო ბევრი სურს. მაგრამ ეს მწარე წყალს გავს, ის ხომ წყურ-ვილს არ კლავს. ჩვენ ვხედავთ ხალხს, რომლებმაც თით-ქოსდა უკვე წარმატებას მიაღწიეს, კარიერა გაიკეთეს, მილი-ონები, მილიარდები იშოვეს, უამრავ ხალხს შურს მათი, იგივე სურთ. მაგრამ ისინი ბედნიერები არიან? საუცხოო ვი-ლების, ლიმუზინების და ღიმილის მიღმა ის სულები იმალე-ბიან, რომელნიც ამ მიწაზე სიმწარესა და სიბოროტეს გრძნობენ. რა მიზეზით? მათ ხომ აქვთ ის, რასაც ადამიანე-ბი ბედნიერებად სთვლიან? მიზეზი კი ისაა, რომ ბედნიერება ამაში არაა, ამას არ ეძებს ებრაელის სული. ეს მოგვაგო-ნებს მშიერ ადამიანს, რომელიც მდიდრების ქორწილში მოხ-ვდება და საუკეთესო, უგემრიელეს საჭმელებს ხედავს. ის მიდის მაგიდასთან, ჯიბეებს საჭმლით ივსებს და მიდის. ცო-ტა ხანში კვლავ მშიერი რჩება და ისევ საკვების ძებნაშია. ახლა სხვა ქორწილში მიდის და იგივეს იმეორებს, ჯიბეებს საკვებით ივსებს და მიდის და ა.შ. მისი ჯიბეები სავსეა, მაგრამ კუჭიცარიელი. ბოლოს მას ადამიანი შეხვდება და ეუბნება, სულელო, იმ დროს, როცა შენ არ იკვებები, მშიერი რჩები. ის დრო კი, როცა ჯიბეები საჭმლით გაქვს გამოტენილი, არაფერს გიშველის.
ასევეა ებრაელი. ის დადის ქვეყანაზე, მისი სული კი მშიერია. სული მისგან კეთილ საქმეებს მოითხოვს, თორის შესწავლას და მისი კანონების შესრულებას, ყოველდღიურ ლოცვას, გამჩენის შიშსა და სიყვარულს, ეს ისაა, რაც მას დაანაყრებს, ეს ისაა, რაც ებრაელს ბედნიერად ჰყოფს. ამის მაგივრად კი მას სურს სული ფულით, საჭმლით, სასმელით დაანაყროს. ის ამით ემსგავსება სულელს იგავიდან. სხეული ხომ მხოლოდ სულის ჯიბეა და, როცა ის მას საკვებითა და სასმელით ავსებს, მხოლოდ ჯიბეს ავსებს, სული, კი, რო-გორც კუჭი, ცარიელი რჩება. მის სულს ეს ყველაფერი არ სჭირდება. ასეთ ებრაელს ერთადერთი რჩევა მინდა მივცემოვიდეს თეშუბაზე, დაბრუნდეს გამჩენთან, ილოცოს, ის-წავლოს და დაიცვას თორა. ამით ის საკუთარ სულს დაა-ნაყრებს და გაბედნიერდება. ყველაფერი დანარჩენი კი ამაო-ებათა ამაოებაა.

ვაერა


კვირის საკითხავი თავი ვაერა მოგვითხრობს, თუ რო-გორ მიდიან მოშე და აჰარონი ფარაონთან და მას გამჩენის სამსახურისათვის უდაბნოში ებრაელების გაშვებას სთხოვენ. ფარაონი მათ გაშვებაზე უარს ამბობს და გამჩენი ეგვიპტეს 10 სახეობის სასჯელს უგზავნის. მეათე სასჯელის შემდეგ, რომლის შედეგად ეგვიპტის ყველა პირველშობილი იღუპება, ფარაონი თავად ეხვეწება ებრაელებს დატოვონ ეგვიპტე. ამ თავში ათიდან შვიდი სასჯელია აღწერილი: სისხლი, ბაყაყე-ბი, ტილები, გარეული ცხოველების შემოსევა, საქონლის ჭი-რი, ჩირქოვანი გამონაყარი ტანზე, სეტყვა, რომელმაც საქო-ნელი დახოცა და მოსავალი გააფუჭა.
ისმის კითხვა: როგორ შეიძლება გავიგოთ ფარაონის ლოგიკა? გასაგებია, რომ მან თავიდან არ იცის და ამბობს: ვინაა გამჩენი, რომ მას ვუსმინო? მაგრამ, როცა სასჯე-ლები (ცემულობანი) იწყება, და ნილოსი სისხლად იქცევა (ნილოსიეგვიპტელების კერპი, რომელიც მათ კვებავს), ყველგან ბაყაყებია ან ტილებია, ამასთან კიდევ მრავალი სხ